13 მილიონი – საღორეების ასაშენებლად!

931
გააზიარეთ

საპარტნიორო ფონდიქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტს იწყებს. რაჭაში ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. რაჭული ღორის გადარჩენა 13 მილიონი დაჯდება

ამის მოსმენისას ძნელია არ გაგახსენდეს ეპიზოდი „უდიპლომო სასიძოდან“, როცა ნიკოლოზი თავმჯდომარეს წარუდგენს საღორეს პროექტს და ხარჯთაღრიცხვას. აღშფოთებული თავმჯდომარე ნიკოლოზის პროექტს ჯერ საკონცერტო დარბაზს შეადარებს, მერე კი დასძენს: „ღორი მაშინ არის კარგი, როცა იაფი ჯდება მისი შენახვა“.

ნიკოლოზის პროექტი 13 მილიონი ნამდვილად არ დაჯდებოდა, არც კომუნისტები ხარჯავდნენ საბჭოთა ეპოქაში ღორის გადასარჩენად მილიონობით მანეთს, თუმცა რაჭული ღორი გადარჩა.

საინტერესოა, რას იტყოდა იგივე თავმჯდომარე დღეს, ვინმე „ბიზნესმენ ნიკოლოზს“ საღორეს ასაშენებლად 13 მილიონი რომ მოეთხოვა?

ხელისუფლება საკუთარ ხალხზე რომ ზრუნავდეს, დაფიქრდებოდა – რაჭული ღორის გადარჩენის მაგივრად, რაჭველი კაცის გადარჩენა ხომ არ აჯობებდაო?

ჩვენ კი, შევცქერით ტელევიზორს და საინფორმაციო გამოშვებებში მსგავს ახალ ამბებს ხბოს აღტაცებით ვუსმენთ.

ლევან ზანგურაშვილი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here