Home რუბრიკები პოლიტიკა “12 მოციქული” 30 ვერცხლის რიგში

“12 მოციქული” 30 ვერცხლის რიგში

უფლის ნებას ამერიკული ვოიაჟებით, გარე ძალებთან საქმის ჩაწყობითა და ფსევდოპატრიოტიზმით ვერავინ შეცვლის!

6078
ეპისკოპოსები ვაშინგტონში

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელებიდან მეორე დღესვე ვაშინგტონში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი დაიწყო.

ვინაიდან ვიზიტიგაცნობითი ხასიათისაა”, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 12 მაღალი იერარქიის მღვდელმსახურის (საქართველოდან 11 სასულიერო პირი გაემგზავრა, ადგილზე მათ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა შეუერთდა, სიმბოლურია რიცხვი 12) აშშში ვიზიტი შემთხვევითი არ უნდა იყოს, რადგან უწმინდესის ისტორიული გადაწყვეტილება, სიცოცხლეშივე დაესახელებინა მოსაყდრე, ყველასთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ სწორედ ამ ვიზიტის დაწყებას დაასწრო პატრიარქმა მოსაყდრის ვინაობის გაცხადება.

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ სასულიერო პირები, ალბათ, მეტ სიცხადეს შეიტანენ საკითხში: რა იყო “ამერიკული ვოიაჟის” მიზანი, რატომ დაემთხვა მათი ვიზიტი მოსაყდრის დასახელებას და რა შესძინა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს ამ ვიზიტმა? სანამ ამ კითხვებზე გვიპასუხებენ, ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, ეწვივნენ კაპიტოლიუმსა და ლინკოლნის მემორიალს, შეხვედრები გამართეს კონგრესსა და საქართველოს საელჩოში. ქართველი მღვდელმთავრების აშშ-ში ვიზიტი 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერს დასრულდება. პროექტს, როგორც ცნობილია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერრელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

იმის გასარკვევად, რომელი მღვდელმთავრები იმყოფებიან აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით და რა მიზანს ემსახურება ეს ვიზიტი, “საქართველო და მსოფლიო” საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილეს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს დაუკავშირდა.

_ რომელი სასულიერო პირები იმყოფებიან ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში და რა არის ამ ვიზიტის მიზანი?

_ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ეკლესიიდან 11 მღვდელმთავარი გაემგზავრა: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი თეოდორე; საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია; ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი; ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი; სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი იუგუდიელი; ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე; მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი; რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა. იქ მათ დახვდათ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, რომელიც ასევე მიიღებს ამ ვიზიტში მონაწილეობას. მათთან ერთად არიან სხვადასხვა რელიგიური ლიდერები: მუსლიმანთა თემის ხელმძღვანელი, ებრაული თემის ხელმძღვანელი, კათოლიკე მღვდელმთავარი, ასევე სომეხთა ეკლესიის წარმომადგენელი. ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა. შეხვედრები იქნება თეთრ სახლში, კონგრესში, შეხვდებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსებს და გაეცნობიან, რა პროექტებს ახორციელებს ნატო წევრ ქვეყნებში და როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და განმტკიცდეს ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს შორის.

_ რა როლი ეკისრება ამ შემთხვევაში საპატრიარქოს? უფრო გასაგებად რომ ახსნათ: რა მიზანს ემსახურება ეს ვიზიტი?

_ ეს პროექტი ახლა არ დაწყებულა, იმავე შემადგენლობით არა, მაგრამ ეკლესიიდან დელეგაციები სტუმრობდნენ ბრიუსელს, აგრეთვე, ნატოს შტაბ-ბინას და ევროკავშირშიც გაიმართა მსგავსი შეხვედრები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის გაცნობითი ხასიათის. ისინი წარმოადგენენ თავიანთ პროექტებს _ რა ხდება მათ წევრ ქვეყნებში, როგორ თანამშრომლობენ. მოგეხსენებათ, საქართველოში მორწმუნე ხალხია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის ეკლესიის აზრს, ამიტომ ისინი ცდილობენ, ეკლესია არ იყოს საინფორმაციო ვაკუუმში, ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა და ზუსტად იცოდნენ, რას ნიშნავს ერთი ან მეორე ორგანიზაცია. რაც შეეხება ამერიკაში ვიზიტს, ამერიკაში ნატოს კომისრებთან იქნება შეხვედრა, ასევე _ მთავრობის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ურთიერთობების შესახებ მეტ ინფორმაციას მისცემენ მათ.

სანამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის “12 მოციქულითეთრი სახლის დერეფნებში სეირნობს და კამერების წინ ამერიკას სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობას სწირავს, თვალსა და ხელს შუა ტრანსფორმირებული ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის გამოსვლებიდან რამდენიმე ფრაგმენტს გაგახსენებთ:

* “მაბეზღარების ერი რა ერია?! გარბიან ახლაიმან რა უნდა დამარიგოს, ათასში ერთხელ რომ ჩამოდის? უდიდესი კულტურის ერი ვართ და სირცხვილია რაა, ისეთ ადამიანებს ვარიგებინებთ თავს, მართლა სირცხვილია”.

* “ერთი უცხოური ორგანიზაცია ატარებდა კვლევებს და ერთერთი ასეთი კვლევა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა. ამ კვლევაში იყო კითხვები უშუალოდ სამღვდელოებაზე. 17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არა! მარტო სამღვდელოება ნახეთ?! 100 ათასი კაცი იყო ქუჩაში გამოსული. ეს ერის შეურაცხყოფაა! მოსახლეობაში გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ხომ იცით, რომ ერთ პროცენტსაც ვერ აიღებთ. თუ ჩვენ შეგვიძლია, თქვენ, დამნაშავეები, შეგიბრალოთ და არა მხოლოდ ჩვენ გვერდით ცხოვრების, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება მოგცეთ, ასე რატომღა ურევთ?! ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართ, სხვა ერს ამას ვერ გაუბედავდით!”

* “ძალადობა ხდება უმცირესობის მხრიდან უმრავლესობაზე და ჭკვიანად უნდა იყონ უმცირესობები!” _ ეს სიტყვები მეუფე იაკობმა ცნობილ 17 მაისის აქციაზე თქვა, იმ აქციაზე, რომელზეც, თანამოაზრეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ლგბტ-თა მსვლელობას აპროტესტებდა. მართალია, იმხანად სასულიერო პირი მამათმავლობის პროპაგანდის წინააღმდეგ რადიკალური მებრძოლი იყო, მაგრამ დღეს აშშ-ში ვიზიტისას (შეგახსენებთ, ამერიკაში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება კანონით არის დაშვებული) რადიკალურად ზნეშეცვლილი მეუფე აცხადებს: ჩვენ ელჩებთანაც გვქონია ამაზე საუბარი, უბრალოდ, ეკლესია არის ის ერთერთი წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საღვთო სწავლებით. ჩვენ კონსტიტუციას ასევე ვაფასებთ, იმიტომ, რომ, რაც ერისთვის არის კონსტიტუცია, ჩვენთვის კონსტიტუცია არის ბიბლია”.

თვითონ განსაჯეთ, როგორია თეთრ სახლში ლგბტ თემის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მეუფე იაკობის მიერ გაცემული პასუხი. ახლა მთავარია, ამერიკაში მივლენილი “თორმეტი მოციქული” ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით სამშობლოში ფერადი დროშების ფრიალით მაინც არ დაგვიბრუნდნენ…

* “ ჩემი აზრია და, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, გვნახონ ჩვენ, გაგვიცნონ, თორემ ჩვენზე ათასი ჭორი თუ მართალი ითქმევა და მიგვაბამენ რაღაც სივრცეს, მაგრამ ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც სჭირდება საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებასრომ დასრულდეს ეს გარედან ჩარევის პროცესები და მერწმუნეთ, რომ ეკლესია ძირითადი ვექტორიდან, ქართული ვექტორიდან არ გადაუხვევს და დღეს ამერიკაში იმიტომ ვართ სწორედ, რომ ყველაზე სანდო პარტნიორია, ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ჩვენ გვჯერა, რომ წესიერი ურთიერთობით, არა ტყუილებითა და თამაშებით მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება საქართველოს”.

რადგან მეუფე იაკობი გარედან ჩარევის პროცესებზე საუბრობს, ალბათ, საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ ეს ვიზიტი აშშ-ში, სავარაუდოდ, სწორედ ეკლესიაში გარედან ჩარევის ნათელი მაგალითია. შესაძლოა, ვიღაცას გაუჩნდეს განცდა, რომ მეუფე იაკობზე ჩასაფრებულის პოზიციიდან ვსაუბრობთ, მაგრამ მის საყურადღებოდ განვმარტავთ: ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის სახეცვლილება თვალშისაცემი და დასაგმობია, თორემ ე.წ. ლიბერალურ ფრთად წოდებული სასულიერო პირებისგან, რომლებთანაც თვითონ მეუფე იაკობიც კონფრონტაციაში იყო, მსგავსი განცხადებები, როგორიც მეუფე იაკობმა თეთრი სახლის დერეფნებში გააკეთა, არავის გააკვირვებდა.

და, რადგან მეუფე იაკობმა რამდენიმე დღეში ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა, ბუნებრივად ისმის კითხვა: როდის იყო მეუფე გულწრფელი _ როდესაც 17 მაისს ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მონაწილეობდა და მართლმადიდებლობისა და ზნეობის ნორმებს იცავდა თუ ახლა, თეთრი სახლიდან დამოძღვრისას, რომ თურმე კონსტიტუციას პატივს სცემს. რა, მაშინ არ ცნობდა და არ აღიარებდა კონსტიტუციას?!

როგორც ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების აშშში ვიზიტის მიზეზიც, სავარაუდოდ, სწორედ ის უნდა იყოს, რომყველაზე ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან” “გააიასნონეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობლის ვინაობა.

თუმცა ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან ვიზიტად ჩასულებს რუსთველის სიბრძნის გახსენება არ აწყენდათ: “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების…”. ასე რომ, არ ღირს ქვეყნის 30 ვერცხლად გაყიდვა, რადგან უფლის ნებას ამერიკული ვოიაჟებით, გარე ძალებთან საქმის ჩაწყობითა და ფსევდოპატრიოტიზმით ვერავინ შეცვლის!

ნიკა გელაშვილი

P.S. სანამ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავდა, აშშში ქართველ ბიჭ გათხოვდა. “ლგბტ საქართველოსთანადამფუძნებელი დავით (მიხეილ) შუბლაძე (სინამდვილეში _ რაფაელოვი) და მისი პარტნიორი ტრადიციულ ქართულ სამოსში, ჩოხებში, იყვნენ გამოწყობილი. ცერემონიის ამსახველი ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. რადგან ქართველი მღვდელმთავრები ამერიკაში იმყოფებიან და რადგან, როგორც თვითონ ამბობენ, პატივს სცემენ კონსტიტუციას, ამერიკაში გეიქორწინება ხომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა, ჰოდა, რაღა უშლით ხელს, აკურთხონ ბარემ პირველი ქართული გეიქორწინება დამრავალჟამიერიცდააგუგუნონ

P.P.S. სოციალურ ქსელებში საპატრიარქოდან აშშში დელეგაციის ვიზიტს აღტაცებით ხვდებიან ლგბტ თემის უფლებადამცველები და სიხარულით წერენ, 17 მაისს დიდიგულაობაიქნებაოეს, ალბათ, უკვე გასაკვირიც აღარაა. საქართველოში, როგორც ჩანს, ის უკანასკნელი ბასტიონიც შეირყა, რომელიც ზნეობისა და ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე იდგა, რომელიც, ყველა გამოკითხვით, ყველაზე მაღალრეიტინგული ინსტიტუტი იყო. და ეს რეიტინგი ყელში ფხასავით ეჩხირებოდათ ჩვენსკეთილისმსურველებს”… ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაოის ციხესიმაგრე, რომელსაც დედაეკლესია ჰქვია, შიგნიდან გატეხილიც არის და მავანის მიერ 30 ვერცხლად დახურდავებულიც.

13 COMMENTS

  1. ზნეობისა და ტრადიციული ფასეულობები ქართველო გეებსაც ააქვთ და თავი დაანებეთ!

  2. ტრადიციულად ლგბტ ს მიმართ ქართული ტრადიცია ტოლერანტულია! ნუ გვასწავლით რაა ქართული ტრადიციები! ჩოხები ჩაიცვეს გეებმა!

  3. საქართველოში გეები ზნეობის და ტრადიციების დამცველებია! გეი ქორწინება ნიშნავს რომ ტრადიციულ გეი ქართულ ოჯახს შექმნიან! ტრადიციები რაა ეს ჩვენ გადავწყვიტავთ!

  4. 17 მაისს დიდი გულაობა იქნება, გეები და გეტეროები ერთად შევხვდებით ტრადიციულ ქართულ გეი და გეტერო ოჯახების თანასწორობას_ ეს ნამდვილი ქართული ტრადიციაა და კულტურაა! ჩვენ გეები ვართ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და მისი მრავალფეროვნების და ტრადიციების დამცველები! ჩოხაში გამოწყობილი ნამდვილი ქართველი გეები ჩოხაში გამოწყობილ გეტეროებთან ერთად!

  5. Geoworld ტრამპის და თეთრი სახლის პოზიცია გამოგრჩათ როგორია ლგბტ პროპაგანდის მიმართ 🙂 დღევანდელი თეთრი სახლიდან გამოსული ვეღარ დაბრუნდებოდნენ თქვენი დროშით 🙂

  6. დატოვეთ კომენტარი

    მართლმადიდებლობა…..
    .ა

    საფუძველია ქართული სახელმწიფოსი….ნუ მოკლავთ მას….ეს უდიდესი მადლია ნუ უარყოფთ მას….თითოეული უარყოფითი გამოთქმული 100მაგათ შემოუტრიალდება ერს….თუმცა ყველაფერი გვიანია….არ არსებობობოს ძალა წინ აღუდგეს შემოსული თუ კარს მდგარი ურჯულოების წინააღმდეგ….ოღონდ ერთს გთხოვ უფალო ….ღვთისმშობელო…სამართალი მიუგე ყველას…

  7. ძალიან ამაზრზენია ეს ყველაფერი, მაგრამ დიდხანს არ გაგიგრძელდებათ თქვენ ეს ე.წ. ,,საზეიმო განწყობილება”…ქრისტე ღმერთს სად წაუხვალთ…ხშირად გაიხსენეთ ხოლმე სოდომ-გომორი და რაც დაგემართებათ წინასწარ არის თქვენთვის განსაზღვრული..საცოდავებო …

  8. სოდომ-გომორი გაიხსენეთ ხოლმე ხშირად და მერე იზეიმეთ და ილენჩავეთ….საცოდავები ხართ ნამდვილად,,,,

  9. ვინა ხართ და რას წარმოადგენთ იყავით თქვენთვის,თუმცა სასწრაფოდ უნდა სამკურნალოდ მიმართოთ ექიმს,რაც შეეხება ქართულ ჩოხას,არ არის შენი და შენნაირი კეთროვანის არც სახსენებელი და არც სატარებელი,თუმცა ვერ წაწყმიდავ შენ ქართული ჩოხისა და ვერც ქართული ეკლესიის მცნებას,შენ ახლა იწვევ უსირცხვილოდ ყველა წესიერად მოაზროვნე ქრისტიან ქართველს და ამის სიამოვნებას ანიჭებ შენს მძორს.არ არის შენი და შენნაირი გახრწნილი მძორის ადგილი საქართველოში,შენ და შენისთანები ვერ გამრავლდებით,ბინძური და გარყვნილი სურვილები გამოძრავებთ და მალე გაგიყვანთ უფალი ამ ქვეყნიდან.დაეგდე შენთ
    ვის და ნუ აკეთებ გეი პროპაგანდას უბედურო,მარადიული არ იქნება შენი ამქვეყნიური ცხოვრება და გაზღვევინებს მსაჯული შენი ქმედებისთვის.

  10. ჩვენ ვართ LGBT! ჩვენ ვართ თქვენ თავზე მჯდომი ელიტა! არ დავუშვებთ ვინმემ ჩვენზე რაიმე ცუდი თქვას, ან ჩვენი ერთი ღერი თმა ჩამოვარდეს! თუ ჩვენზე ცუდს იტყვით ველურებად გამოგაცხადებთ და სამსახურებს დაკარგავთ! ხოლო თუ ჰომოფობიისგან არ იმკურნალებთ გაგრიყავთ და თქვენ შვილებს LGBT ოჯახებს დავურიგებთ! ეხლა კი გაიგეთ ვინ ვართ?_ ველურებო!

  11. ჰომოფობებო LGBT თ იბადებიან და არა ხდებიან! ველურებად კი ხდებიან ! საბჭოთა სკოლაში სექსუალურ განათლება თუ არ მიიღეთ თქვენი შვილები მიიღებენ! და თქვენ ჰომოფობიაზე გული აერევათ!

  12. სოდომისტები ვართ მასონები_ ჩიპებიანი პასპორტები დაგირიგეთ და ანტიდისკრიმინაციული კანონი მიგაღებინეთ ერთხმად არ გახსოვთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here