მთავარი დაიჯესტი 112. ua: ამერიკელმა მოდელმა ქალწულობა სწავლისა და მოგზაურობის საშუალებას შეწირა

112. ua: ამერიკელმა მოდელმა ქალწულობა სწავლისა და მოგზაურობის საშუალებას შეწირა

829
გააზიარეთ
ამერიკელი მოდელი

19 წლის ჟიზელმა თავისი ქალწულობა 2,5 მილიონ ევროდ შეაფასა სააგენტო Excorts –ის მიერ გამართულ ვაჭრობაზე.

ქალწულთან  ერთი ღამის გასატარებლად ამ თანხის გასაღებად მზად არის აბუდაბელი ბიზნესმენი. მან ონლაინაუქციონზე აჯობა ჰოლივუდის მსახიობსა და რუს პოლიტიკოსს. ამერიკელი მზად იყო, ჟიზელთან ვნებიანი ღამის გასატარებლად 2,4 მილიონი ევრო გადაეხადა, მის ფსონს 100 ათასით გადააჭარბა არაბეთის ემირატების წარმომადგენელმა.

ვაჭრობის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მასში კიდევ ერთი მონაწილე იყო _ ანონიმური პოლიტიკოსი რუსეთიდან, რომელმაც მოდელთან ღამის გატარება 1,8 მილიონ ევროდ შეაფასა.

ამერიკელ ჟიზელს ვერც წარმოედგინა, რომ ფსონები ასეთ მაღალ დონეს მიაღწევდა. ქალიშვილმა პოტენციურ მყიდველებს ვიდეომიმართვის საშუალებით აცნობა, რომ მიღებულ ფულს სწავლასა და მოგზაურობაში დახარჯავს; კრიტიკოსებს კი უპასუხა, რომ უფლება აქვს, თავის სხეულს  ისე მოექცეს, როგორც სურს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here