Home რუბრიკები პოლიტიკა Amnesty International _ ტერორისტების, მეძავებისა და პედერასტების დამცველი

Amnesty International _ ტერორისტების, მეძავებისა და პედერასტების დამცველი

3183

არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა იყო და არის, მაგრამ დღეს მიზანი ამ კეთილშობილურ იდეას ამოფარებული ბევრი ორგანიზაციისა, რომლებსაც, ძირითადად, სამხრეთის ქვეყნებში სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვ.) მთავრობა აფინანსებს, იმ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაა, რომლებიც დამფინანსებლის ინტერესების დაცვას ემსახურება.

ეს პოლიტიკური დაკვეთები, მაგალითად, საქართველოში არის ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ ვითარებაზე ზემოქმედება, ეროვნული ფასეულობებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ისეთი ე.წ. დასავლური ფასეულობების დამკვიდრება, როგორიცაა ლგბტ-თა უფლებების დაცვა, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების ლეგალიზება, მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქება და სხვ. სახელმწიფოებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში აფინანსებენ არასამთავრობოებს, სულაც არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანის უფლებას დაიცავენ ეს არასამთავრობოები, რამდენ ცხოველს თუ ხეს გადაარჩენენ. მათი ინტერესია, რამდენი ადამიანის გამოყვანას შეძლებენ ეს ორგანიზაციები ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გარედან დანიშნულ დროს (გაიხსენეთ “ვარდების რევოლუცია” საქართველოში, “ნარინჯისფერი რევოლუცია” და მაიდანი _ უკრაინაში).

არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო), აგრეთვე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია _ ეს არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო ინტერესებისა და მიზნების საფუძველზე. ასეთი ორგანიზაციები მუშაობდნენ საქველმოქმედო, ადამიანის უფლებების დაცვის, რელიგიის, იურიდიული მომსახურების, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით.

პირველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია XIX საუკუნეში, 1823 წელს შეიქმნა ლონდონში. ეს იყო მონობის წინააღმდეგ ბრძოლის ბრიტანული და საერთაშორისო საზოგადოება.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში სულ 134 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, 1958 წელს _ დაახლოებით 1000, ამჟამად კი რაოდენობა იმ ორგანიზაციებისა, რომლებსაც სხვა ქვეყნების მთავრობები აფინანსებს (ძირითადად, სამხრეთის ქვეყნებში), 40 ათასამდეა, ისინი გაცილებით მეტია განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, აშშში 1,5 მლნ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რუსეთში _ 277 ათასი, საქართველოში კი _ დაახლოებით 10 ათასი.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები დედამიწის ხუთივე კონტინენტზე მოქმედებენ, ამასთანავე, მათი შტაბბინები ძირითადად განლაგებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს განვითარებულ ქვეყნებში: “საერთაშორისო ამნისტიის” _ ლონდონში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის _ ჟენევაში, “ოქსფამი” _ ოქსფორდში, “გრინფისი” _ ამსტერდამში, “ფრიდომ ჰაუსი” _ ვაშინგტონში და ა.შ.

ამა თუ იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავიანთ მიზნად დეკლარირებული აქვთ საერთაშორისო სტანდარტები და ხაზს უსვამენ თავიანთ დამოუკიდებლობას, თუმცა ზოგჯერ მიკერძოებულად მოქმედებენ, ადამიანების ვიწრო წრის სასარგებლოდ. ამის საილუსტრაციოდ უდიდესი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის “საერთაშორისო ამნისტიის” (Amnesty International) მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ.

რა არის ცნობილი Amnesty International-ზე?

ოდიოზური სპონსორები

“საერთაშორისო ამნისტია” (Amnesty International) 1961 წელს შეიქმნა დიდ ბრიტანეთში. მის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ორგანიზაცია არსებობს თავისი წევრებისა და კერძო პირების ნებაყოფლობითი შემოწირულობებით, რომელიც მას სრული დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, მაგრამ “საერთაშორისო ამნისტიას” დიდძალ თანხებს სწირავს ისეთი ოდიოზური ორგანიზაციები, როგორიცაა ჯორჯ სოროსის ფონდი Open Society Foundation-ი, დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი (NED) და სხვ. მსოფლიოში ადამიანის უფლებების დასაცავად თანხებს არ იშურებს, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ევროპისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ “საერთაშორისო ამნისტია” არც მალავს თავის მჭიდრო კავშირს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებთან. 2012_2013 წლებში ამ ორგანიზაციის აშშ-ის განყოფილებაში აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ეკავა სუზენ ნოსელს _ ჰილარი კლინტონის თანაშემწეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში. ნოსელი ცნობილია არა მხოლოდ უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწეობით, არამედ ის არის ავტორი ტექნოლოგიისა SmartPower-ი, რომელიც აშშ-ის ინტერესების დასაცავად ითვალისწინებს სამხედრო ძალის გამოყენებასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ამა თუ იმ ქვეყანაში.

ომი სირიაში

“საერთაშორისო ამნისტია” სირიის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის წინა ხაზზეა. ამ ორგანიზაციამ თავის 2012 წლის მოხსენებაში გააკრიტიკა ჩინეთი და რუსეთი სირიის არაბული რესპუბლიკის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ვეტოს დადების გამო. მოხსენების ავტორთა აზრით, ჩინეთმა და რუსეთმა ხელი შეუშალეს სირიაში “დემოკრატიული გადატრიალების” მოწყობას.

2017 წლის თებერვალში “საერთაშორისო ამნისტიამ” გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც სირიის პრეზიდენტის _ ბაშარ ასადის რეჟიმი ადამიანების გაუსამართლებლად დასჯაში დაადანაშაულა. მოხსენების ავტორები წერენ, რომ 2011_2015 წლებში ციხე “საიედნაიაში” 13 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოახრჩვეს. “საერთაშორისო ამნისტია” თავის განცხადებებში იშვიათად მოიხსენიებს დასავლეთისგან მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფებისა და ტერორისტების მსხვერპლს, ამასთანავე, რეგულარულად ადანაშაულებს რუსეთს სირიაში “სამხედრო დანაშაულის” ჩადენის გამო. მიუხედავად ამისა, როცა ევროპაში დაიწყო მიგრაციული კრიზისი (2015) “საერთაშორისო ამნისტიის” რუსულმა განყოფილებამ მოსკოვს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაეწყო სირიელი ლტოლვილების მიღება.

ომი სპარსეთის ყურეში

Amnesty International-ის მხრიდან დასავლეთის ქვეყნების ინტერესების დასაცავად მოქმედების ყველაზე ნათელი მაგალითია მხარდაჭერა ოპერაციისა “ქარიშხალი უდაბნოში”. 1990 წლის დეკემბერში ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ბრალს სდებდა ერაყის ხელისუფლებას, რომ მან ინკუბატორებში სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების მიღება შეუწყვიტა 300-მდე დღენაკლულ ჩვილს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უფლებადამცველები მოქმედებენ აშშ-ის მთავრობის ინტერესების დასაცავად, რომელიც ცდილობდა ერაყის დემონიზებას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და აშშ-ის კონგრესის დარწმუნებას, რომ ერაყთან ომის დაწყება აუცილებელი იყო.

ამერიკელი კანონმდებლების წინაშე ახალგაზრდა მედდის სიტყვით გამოსვლა ერაყელი სამხედროების თავაშვებულობაზე, რომლებმაც ათასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირეს, პიარსააგენტო RendonGrop-ის მიერ იყო დადგმული.

ცრუ ჩვენებამ გავლენა იქონია კონგრესის კომისიის გადაწყვეტილებაზე. მან, თავის მხრივ, შესაძლებლობა მისცა აშშ-ის ხელისუფლებას, საზოგადოება რეგიონში სამხედრო ოპერაციების ჩატარების აუცილებლობაში დაერწმუნებინა.

ტერორის ამნისტია

2010 წელს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, რუსეთისთვის არ გადაეცათ ინვალიდი ახმედ ჩატაევი, ეროვნებით ჩეჩენი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში დოკუ უმაროვის მხარდამხარ იბრძოდა ფედერალური ჯარის წინააღმდეგ ჩეჩნეთში.

“საერთაშორისო ამნისტიამ” საინფორმაციო კამპანია გააჩაღა ჩატაევის დასაცავად _ ამტკიცებდა, რომ, თუ ჩატაევს რუსეთს გადასცემდნენ, მას აწამებდნენ და არასამართლიანად გაასამართლებდნენ.

2016 წელს ჩატაევმა კვლავ შეახსენა თავი მსოფლიოს: თვითმკვლელმატერორისტმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში თავი აიფეთქა. ახმედ ჩატაევის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაიჭრა.

“საერთაშორისო ამნისტია” არაერთხელ გამოსულა ტერორისტებისა და რადიკალების დასაცავად. მაგალითად, 1998 წელს “საერთაშორისო ამნისტიამ” პოლიტპატიმრად აღიარა ამერიკელი მემარცხენე აქტივისტი და ჟურნალისტი ლორი ბერენსონი, არად ჩააგდო ის ფაქტი, რომ ბერენსონი იყო წევრი ტერორისტული დაჯგუფებისა “ტუპაკ ამარაუს სახელობის მოძრაობა”, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პერუში გადატრიალების მოწყობის მცდელობისა და იაპონიის საელჩოს ხელში ჩაგდებისთვის.

2005 წელს “საერთაშორისო ამნისტიამ” ევროპაში ტურნე მოუწყო “ალ ქაიდას” წევრს, ბრიტანელს, წარმოშობით პაკისტანელ მოაზამ ბეგს, რომელიც არაერთხელ იყო მხილებული ტერორიზმის პროპაგანდაში. 2015 წელს “საერთაშორისო ამნისტიამ” საჯაროდ თქვა უარი მოაზამ მეგის მხარდაჭერაზე.

PUSSYRIOTის მხარდაჭერა

“საერთაშორისო ამნისტია” ხშირად დაუდანაშაულებიათ იდეოლოგიურ მიკერძოებულობაში იმის გამო, რომ კრიტერიუმი, რომლითაც ეს საერთაშორისო ორგანიზაცია განსაზღვრავს სტატუსს “სინდისის პატიმარი”, გაურკვეველია.

მაგალითად, 2011 წელს “საერთაშორისო ამნისტიამ” სინდისის პატიმრად გამოაცხადა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, რომელიც 15 დღით დააპატიმრეს სამართალდამცველების დაუმორჩილებლობის გამო. მოგვიანებით ანალოგიური სტატუსი მიანიჭეს მიხეილ ხოდორკოვსკისაც. “საერთაშორისო ამნისტიას” უყურადღებოდ არ დაუტოვებია პანკ-ჯგუფ PusiyRiot-ის წევრების ისტორია. სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე “საერთაშორისო ამნისტია” მხარს უჭერდა ნადეჟდა ტოლოკონიკოვასა და სხვებს _ მათ ადვოკატებს ფულს უხდიდა.

მეძავებისა და სუტენიორების უფლებების სადარაჯოზე

2015 წლის ზაფხულში ევროპაში ხმაურიანი სკანდალი აგორდა. დუბლინში გამართულ ყრილობაზესაერთაშორისო ამნისტიისწარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მეძავების ამნისტიას. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, პროსტიტუცია დანაშაული არ არის, რადგან ცივილიზებულ მსოფლიოში ადამიანს უფლება აქვს, თავისი სხეული ისე გამოიყენოს, როგორც სურს. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ დევნას არ უნდა დაექვემდებარონ სუტენიორები. ორგანიზაციის საფრანგეთის განყოფილების ხელმძღვანელმა კეტრინ გოდარმა განაცხადა, რომ პროექტის მიზანია, მოქალაქეების უკეთ დასაცავად სექსმომსახურება გადაიქცესჩვეულებრივ საქმედ”.

მეძავების უფლებებისთვის ბრძოლამ ორგანიზაციაში კონფლიქტი გამოიწვია _ Amnesty International-ის შვედური განყოფილება 1800 წევრმა დატოვა.

“პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია ადამიანის უფლებების დაცვა არ არის, _ განაცხადა ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა როზი როტშტეინმა, _ “საერთაშორისო ამნისტიამ” ყურადღება უნდა მიაპყროს სიღარიბეს, რომელიც აიძულებს ქალებს, დაკავდნენ სექსმომსახურებით”.

Amnesty Iiternational და საქართველო

ახლახან, 2017 წლის თებერვალში, Amnesty Iiternational -მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ნათქვამია, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არის შერჩევითი მართლმსაჯულება, პოლიტიკური ნიშნით დევნა და სამართალდამცველთა მიერ ძალითა და ზემოქმედებით სხვა საშუალებების გამოყენება. დასახელებულია “რუსთავი 2”-ის მფლობელისა და ე.წ. კაბელების საქმეები, აგრეთვე, ვანო მერაბიშვილის საქმე, ფარული ჩანაწერების გავრცელება, ლგბტ-პირებზე თავდასხმები. სხვათა შორის, 2013 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალების აქციის დაშლაზე ერთი ამბავი ატეხა “საერთაშორისო ამნისტიამ”, როდესაც განაცხადა, რომ თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ-აქტივისტების დაცვა: “ირონიაა, რომ ეს სამარცხვინო ძალადობა დაემთხვა დღეს, რომელიც მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ სოლიდარობის დღედ ითვლება. ეს კი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გრძელი გზა აქვს გასავლელი ტოლერანტობის ხელშესაწყობად და ლგბტ ადამიანებისა და მათი უფლებების დასაცავად. ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ძალადობის ფაქტები და პასუხი აგებინოს მათ, ვინც ისეთი ქმედება ჩაიდინა, რომელიც კანონით ისჯება”, _ წერდა იმხანად “საერთაშორისო ამნისტია”.

მაგრამ საერთაშორისო ამნისტიაასეთი მწვავე განცხადებებით არ გამოსულა, როდესაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიან დემონსტრანტებს, არც 2011 წლის 26 მაისს და მით უმეტეს კრინტი არ დაუძრავს, როდესაც გლდანის ეკლესიის კარი სატვირთო ავტომობილით შელეწესნაცმოძრაობისჯალათებმა, შემდეგ კი თმით ათრიეს მრევლი, თუმცა სააკაშვილი და მისი გუნდი, რომელსაც ხელები ქართველი ხალხის სისხლში აქვს გასვრილი, ხომ დასავლეთის ქვეყნების, კერძოდ, აშშის ძაღლისშვილები იყვნენ და არიან, ამიტომ მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე არც მიანიშნებს ეს “ავტორიტეტული” საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც თავისი პატრონების _ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობების ინტერესების დასაცავად არც ტყუილებს ერიდება და არც ორმაგ სტანდარტებს.

ნიკა კორინთელი

3 COMMENTS

  1. ამ ოცი წლის წინ “ემნესტი ინტერნეშნლიდან” ის მიერ ორგანიზებული ჯგუფებიდან საქართველოში მოდიოდა ჯაბა იოსელიანის და მისი ბანდიუგების მხარდამჭერი წერილები. ჯაბას ხელოვნების პროფესორს უწოდებდნენ, რომლისგანაც საზოგადოებას არავითარი საფრთხე – გადატრიალება, მომიტინგეების დახვრეტა ან სამეგრელოს აოხრება, არაფერი მსგავსი არ იყო მოსალოდნელი. და … ითხოვდნენ მის ციხიდან დათხოვნას.

    და ეხლა რომლებს მივათვალოთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here