Home ახალი ამბები საქართველო ქიბარ ხალვაში: სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი!

ქიბარ ხალვაში: სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი!

994

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს. ამის შესახებ გვარამიამ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ქიბარ ხალვაშის თქმით, მას ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ არსად უთქვამს. მან განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში არხი შეიძლება გაასხვისოს, თუმცა ამას ”დღეს და ხვალ არ აპირებს”.

”ტელეკომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით მე არაფერი მითქვამს. მე ბიზნესს ბიზნესურად ვუდგები და ეს ნიშნავს იმას რომ პირობას არ ვდებ, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის ბიზნესში ვიქნები. თუმცა, ვთქვი რომ უახლოეს მომავალში გაყიდვას არ ვაპირებ. შინაარსის დაზუსტება თუ გინდათ, სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, მის ხელში რომ არ მოხვდეს”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს, რადგანაც ის ”ავანტიურისტი მათხოვარია”. ”ნიკა გვარამია ძალიან მულტიმილიონერად გადაიქცა როგორც ვატყობ. როდესაც ნიკა გვარამია მაღალი თანამდებობის პირი იყო, მან, მიშამ და მისმა პარტნიორებმა მოგვაყენეს 50 მილიონის ზარალი. ჩემი ზარალი არ ითვლება მხოლოდ ”რუსთავი 2“-ის ზარალით. მე ვცდილობ ყველაფერი ავანაზღაურებინო, რადგან პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები გავისტუმრო.

ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი მათხოვარი. მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. უბრალოდ ნიკა გვარამია ის კაცი არ არის, ვისაც შეიძლება ადამიანი მოელაპარაკოს. ნიკა გვარამია არის მიშას წარმომადგენელი და მიშასთან მოლაპარაკება არის წყლის ნაყვა. ეგ არის ადამიანი, რომელსაც ვერასდროს მოელაპარაკები”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here