Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი

10 ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი

კლოდ მონეს “წყლის შროშანები “ _ 84,7 მლნ დოლარი

პლანეტაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც სხვებისთვის არცთუ გასაგებად იქცევიან, მაგალითად, ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავენ იმისთვის, რომ თავიანთი სახლი, ბინა თუ ოფისი ნახატებით დაამშვენონ. ამ ნახატებიდან ზოგი დიდძალი ფული ღირს. გთავაზობთ ჩამონათვალს 10 ყველაზე ძვირად ღირებული ნახატისა, რომლებშიც ზღაპრული თანხებია გადახდილი. ამ ჩამონათვალში შესული არ არის ნახატები, რომლებიც გამოფენილია ცნობილ მუზეუმებში და შეუფასებელია. აქ ჩამოთვლილია მხოლოდ ის ტილოები, რომლებიც გაიყიდა აუქციონზე ან კერძო პირებს შორის მოლაპარაკებით.

კლოდ მონესწყლის შროშანები “ _ 84,7 მლნ დოლარი

იმპრესიონიზმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ფრანგმა მხატვარმა კლოდ მონემ “წყლის შროშანები “ 1914-1917 წლებში დახატა. ფრანგი მხატვრის ეს შედევრი 2018 წლის მაისში 84,7 მლნ დოლარად შეიძინეს დევიდ და პეგი როკფელერებმა.

პაბლო პიკასოს “დორა მაარი კატით” _ 95 მლნ დოლარი
პაბლო პიკასოს “დორა მაარი კატით” _ 95 მლნ დოლარი

პაბლო პიკასოსდორა მაარი კატით” _ 95 მლნ დოლარი

“დორა მაარი კატით” ესპანელი გენიოსის _ პაბლო პიკასოს ფუნჯს ეკუთვნის. დახატა 1941 წელს. პიკასომ ამ ტილოზე გამოსახა თავისი ხორვატი საყვარელი დორა მაარი, რომლის მხარზეც ჩამომჯდარია კატა. აღსანიშნავია, რომ ეს ტილო 2006 წელს 95 მლნ დოლარად შეიძინა ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

პაბლო პიკასოს “ბიჭი ჩიბუხით” _ 104,1 მლნ დოლარი

პაბლო პიკასოსბიჭი ჩიბუხით” _ 104,1 მლნ დოლარი

24 წლის პაბლო პიკასოს ნამუშევარი “ბიჭი ჩიბუხით” ახალ მფლობელს, უიტნების ოჯახის ფონდს, 104,1 მლნ დოლარი დაუჯდა. ეს ნახატი 2004 წელს “სოთბის” აუქციონზე გაიყიდა.

პაბლო პიკასოს “შიშველი, მწვანე ფოთლები და ბიუსტი” _ 106,5 მლნ დოლარი
პაბლო პიკასოს “შიშველი, მწვანე ფოთლები და ბიუსტი” _ 106,5 მლნ დოლარი

პაბლო პიკასოსშიშველი, მწვანე ფოთლები და ბიუსტი” _ 106,5 მლნ დოლარი

პაბლო პიკასოს მიერ 1932 წელს შექმნილი ტილო, რომელზეც გამოსახულია მხატვრის ახალი სიყვარული მარია-ტერეზა ვალტერი, 2010 წელს “კრისტის” აუქციონზე გაიყიდა 106,5 მლნ დოლარად. მყიდველის ვინაობა უცნობია.

ედვარდ მუნკის “ყვირილი” _ 119,9 მლნ დოლარი
ედვარდ მუნკის “ყვირილი” _ 119,9 მლნ დოლარი

ედვარდ მუნკისყვირილი” _ 119,9 მლნ დოლარი

ნორვეგიელმა მხატვარმა თავისი ყველაზე ცნობილი ტილო “ყვირილი” 1910 წელს შექმნა. ნახატი 2012 წელს “სოთბის” აუქციონზე 119,9 მლნ დოლარად შეიძინა ნორვეგიელმა მილიონერმა პეტერ ოლსენმა.

ფრენსის ბეკონის “სამი მონახაზი ლუსიენ ფროიდის პორტრეტისთვის”, ტრიპტიქი _ 142,4 მლნ დოლარი
ფრენსის ბეკონის “სამი მონახაზი ლუსიენ ფროიდის პორტრეტისთვის”, ტრიპტიქი _ 142,4 მლნ დოლარი

ფრენსის ბეკონისსამი მონახაზი ლუსიენ ფროიდის პორტრეტისთვის”, ტრიპტიქი _ 142,4 მლნ დოლარი

ცნობილმა ინგლისელმა მხატვარმა ფრენსის ბეკონმა ეს ტრიპტიქი 1969 წელს შექმნა. ნახატი 2013 წელს “კრისტის” აუქციონზე 142,4 მლნ დოლარად გაიყიდა. მფლობელი უცნობია.

 ჯექსონ პოლაკის “#5, 1948” _ 142,7 მლნ დოლარი
ჯექსონ პოლაკის “#5, 1948” _ 142,7 მლნ დოლარი

ჯექსონ პოლაკის “#5, 1948” _ 142,7 მლნ დოლარი

ამერიკელი მხატვრის _ ჯექსონ პოლაკის ქმნილება “#5, 1948” ვიბრომუყაოზეა (მერქნის ბოჭკოვან ფილაზე) დახატული 1948 წელს. პოლაკის ქმნილება 2006 წელს 142,7 მლნ დოლარად იყიდა მექსიკელმა კოლექციონერმა დევიდ მარტინესმა.

ამედეო მოდილიანის “მწოლიარე შიშველი” _ 157,2 მლნ დოლარი
ამედეო მოდილიანის “მწოლიარე შიშველი” _ 157,2 მლნ დოლარი

ამედეო მოდილიანისმწოლიარე შიშველი” _ 157,2 მლნ დოლარი

იტალიელმა მხატვარმა ამედეო მოდილიანმა “მწოლიარე შიშველი” 1917-1918 წლებში დახატა. ტილო 2015 წელს “კრისტის” აუქციონზე 170,2 მლნ დოლარად შეიძინა ჩინელმა მილიონერმა ლუ იციანმა.

პაბლო პიკასოს “ალჟირელი ქალები” _ 179,3 მლნ დოლარი
პაბლო პიკასოს “ალჟირელი ქალები” _ 179,3 მლნ დოლარი

პაბლო პიკასოსალჟირელი ქალები” _ 179,3 მლნ დოლარი

“ალჟირელი ქალები” ერთ-ერთია იმ 15 ნახატიდან, რომელთა შექმნისკენაც პიკასოს უბიძგა ფრანგი მხატვრის, ეჟენ დელაკრუას, ტილომ “ალჟირელი ქალები თავიანთ მოსასვენებელ ოთახში”. პიკასომ ეს ნახატი 1955 წელს დახატა, 2015 წელს კი 179,3 მლნ დოლარად შეიძინა ყატარელმა მილიონერმა ჰამადა ბენ ჯასიმა ბენ ჯაბერა ალ ტანიმ.

ლეონარდო და ვინჩის “სამყაროს მხსნელი” _ 450 მლნ დოლარი
ლეონარდო და ვინჩის “სამყაროს მხსნელი” _ 450 მლნ დოლარი

ლეონარდო და ვინჩისსამყაროს მხსნელი” _ 450 მლნ დოლარი

ლეონარდო და ვინჩის “სამყაროს მხსნელი” დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა დაკარგულად. ის შეუკვეთა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XII-მ. ეს ტილო, რომელიც 1499 წელს დახატა და ვინჩიმ, “კრისტის” აუქციონზე გაიყიდა 450 მლნ დოლარად. ნახატი შეიძინა მუზეუმმა აბუ დაბის ლუვრმა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here