Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში

10 ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში

ვატიკანი

ყველაზე პატარა არ ნიშნავს ყველაზე ცუდს. ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი ყველაზე მყუდრო და ლამაზი ადგილია პლანეტაზე.

გრენადა

  1. გრენადა _ 34 კვ.კმ

ეს კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვაში მდებარეობს. გრენადა მუსკატის (ჯავზის) ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. 1649-დან 1763 წლამდე იყო საფრანგეთის კოლონია. ფრანგული ტრადიციებისა და კულტურის გავლენა დღესაც იგრძნობა ქვეყანაში არქიტექტურიდან და ხელოვნებიდან კრიკეტამდე, რომელიც კუნძულზე სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა.

მალტა

  1. მალტა _ 316 კვ.კმ

სახელმწიფო მალტა ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს. რესპუბლიკაში სამი კუნძულია: გოზო (გოცო), კომინო და ყველაზე დიდი _ მალტა. ქვეყნის მოსახლეობა 450 ათასი კაცია. ტურისტები მალტას შესანიშნავ პლაჟებზე დასასვენებლად და ღამის საინტერესო ცხოვრებისთვის სტუმრობენ.

მალდივის რესპუბლიკა

  1. მალდივის რესპუბლიკა _ 300 კვ.კმ

აზიის ყველაზე პატარა ქვეყანა ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. მისი თეთრქვიშიანი პლაჟები ტურისტების საყვარელი ადგილია.

რესპუბლიკაში 1192 კუნძულია, რომლებიც 90 ათას კვ. კმ-ზეა გაბნეული.

სენტ-კიტსი და ნევისი

  1. სენტკიტსი და ნევისი _ 261 კვ. კმ

ევროპელებით დასახლებული კარიბის ზღვის ეს ორი კუნძული დიდი ხნის განმავლობაში იყო შაქრის მთავარი ექსპორტიორი. დღეს ადრინდელ პლანტაციებზე მოგონებებს აღძრავს მხოლოდ კოლონიისდროინდელი მამულები, რომლებიც სასტუმროებად არის გადაკეთებული. ქვეყნის ეკონომიკა ეყრდნობა ტურიზმს, სოფლის მეურნეობასა და პატარა საწარმოებს. სენტ კიტსი და ნევისი განთქმულია შესანიშნავი პლაჟებით.

ლიხტენშტაინი

  1. ლიხტენშტაინი _ 160 კვ. კმ

ლიხტენშტაინი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთლიანად ალპებშია, შვეიცარიასა და ავსტრიას შორის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა უმუშევრობის დაბალი დონის (1,5%) წყალობით. ლიხტენშტაინში მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან ქვეყანაში არც ერთი აეროპორტი არ არის, უახლოესი კი ციურიხში (შვეიცარია) მდებარეობს.

სან-მარინო

  1. სანმარინო _ 61 კვ. კმ

სან-მარინო ანკლავია _ მისი ტერიტორია გარშემორტყმულია იტალიის მიწებით. ის მესამეა ევროპის ყველაზე პატარა ქვეყნებს შორის. სან-მარინოს მოსახლეობა 30 ათას კაცს შეადგენს, მაგრამ მისი მშპ მოსახლეობის ერთ სულზე ძალიან მაღალია _ 44,6 ათასი დოლარი.

ტუვალუ

  1. ტუვალუ _ 26 კვ. კმ

ადრე ელისის სახელით ცნობილი სახელმწიფო ტუვალუ წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ავსტრალიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. მოსახლეობა 10 ათას კაცს შეადგენს, ხოლო გზების საერთო სიგრძე 8 კმ-ია. ოდესღაც ბრიტანულმა კოლონიამ 1978 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა. ქვეყანაში ტურიზმი არც ისე კარგად არის განვითარებული, არადა, უამრავი ლამაზი პეიზაჟია.

ნაურუ

  1. ნაურუ _ 21 კვ. კმ

ნაურუ მსოფლიოში ყველაზე პატარა კუნძული-სახელმწიფოა, ის ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის ეკონომიკა ძალიან დაზარალდა, როცა ფოსფორის მარაგი ამოიწურა. ნაურუში უმუშევრობა 90%-ს შეადგენს.

მონაკო

  1. მონაკო _ 2 კვ. კმ

მონაკო ფუფუნებისა და სიმდიდრის განსახიერებაა. ამ ქვეყანას ყველაზე მეტი მილიონერი და მილიარდერი სტუმრობს. შესანიშნავი კაზინოებისა და სერვისების წყალობით ეს მდიდრების საყვარელი ადგილია. ერთ-ერთი პოპულარული სანახაობა აქ “ფორმულა 1”-ის ეტაპია, როდესაც ბოლიდები ქალაქის ქუჩებში დაქრიან.

მონაკო, სადაც 36 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნად ითვლება.

 

1 ვატიკანი _ 0,44 კვ. კმ

ვატიკანი მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანაა, ის იტალიის დედაქალაქ რომში მდებარეობს და კათოლიკური ეკლესიის ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ვატიკანშია მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ქრისტიანული ნაგებობა _ წმინდა პეტრეს ტაძარი. ვატიკანის მუზეუმებში შეიძლება ნახოთ აღორძინების ეპოქის ხელოვნების ნაწარმოებები. ქვეყნის მთავარი შემოსავალი კათოლიკების (1 მლრდ კაცი) ნებაყოფლობითი შემოწირულობებია, შემოსავლების დანარჩენი ნაწილი მოდის საფოსტო მარკების, სუვენირებისა და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთების გაყიდვაზე.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here