Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში

10 ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, თბილისი. სიმაღლე 86,1 მ

მილიონობით ადამიანი მრავალი საუკუნის განმავლობაში შრომობდა უზარმაზარი ნაგებობების ასაგებად, შედეგად გაჩნდა პირამიდები, ეკლესიები, მეჩეთები. ეს ნაგებობები ხომ ღმერთის თაყვანსაცემად ააგეს?!  აი ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძრები:

ერის ხსნის ტაძარი, ბუქარესტი. სიმაღლე 135 მ

ერის ხსნის ტაძარი, ბუქარესტი. სიმაღლე 135

ეს არის ყველაზე მაღალი და მოცულობით მეორე მართლმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში. ტაძარი, რომელიც 2010-2018 წლებში აიგო, მდებარეობს რუმინეთის დედაქალაქის ცენტრში. ტაძარში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი თავისუფლად მოქანავე საეკლესიო ზარი. გათვლილია 7000 ადამიანზე.

მაცხოვრის ტაძარი, მოსკოვი, სიმაღლე 103 მ

მაცხოვრის ტაძარი, მოსკოვი, სიმაღლე 103

ხელახლა აშენებული მაცხოვრის ტაძარი ყველაზე დიდია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებს შორის. აიგო 1995-2000 წლებში. მისი სიმაღლე 103 მეტრია, იტევს 10 000 ადამიანს.

ისააკის სახელობის საკათედრო ტაძარი, სანქტ-პეტერბურგი. სიმაღლე 101,5 მ

ისააკის სახელობის საკათედრო ტაძარი, სანქტპეტერბურგი. სიმაღლე 101,5

ეს არის გვიანი კლასიციზმის გამორჩეული ნიმუში, რომელიც აგებულია 1818-1858 წლებში. 1928 წლიდან ჰქონდა მუზეუმის სტატუსი. 1991 წელს რეგისტრირებულმა საეკლესიო თემმა ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარების უფლება მიიღო.

მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, ხაბაროვსკი (რუსეთი). სიმაღლე 96 მ

მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, ხაბაროვსკი (რუსეთი). სიმაღლე 96

ეს ტაძარი 2001-2004 წლებში ააგეს ხაბაროვსკში, მდინარე ამურის ნაპირზე. იტევს 3 ათას ადამიანს.

სმოლნის ტაძარი, სანქტ-პეტერბურგი. სიმაღლე 93,7 მ

სმოლნის ტაძარი, სანქტპეტერბურგი. სიმაღლე 93,7

სანქტ-პეტერბურგის ეს მართლმადიდებლური ტაძარი შედის სმოლნის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც მდინარე ნევის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული. აშენდა 1748-1835 წლებში.

ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, ნიჟნი ნოვგოროდი. სიმაღლე 87 მ.

ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, ნიჟნი ნოვგოროდი. სიმაღლე 87 .

ეს ტაძარი აგებულია მდინარეების _ ოკასა და ვოლგის შესართავთან. აშენდა 1867-1889 წლებში. 2009 წლიდან არის საკათედრო ტაძარი.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, თბილისი. სიმაღლე 86,1

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარი არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აიგო 1994-2004 წლებში.

წმინდა სამების ტაძარი ორი ნაწილისგან შედგება _ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86,10 მეტრია (ჯვარი 7,5 მ სიმაღლისაა). მიწისქვეშა ნაწილში 2 სართულია. ტაძრის ქვედა სართულის იატაკი 13,07 მეტრზეა (ამას ემატება 1-მეტრიანი საძირკველი). ამ მონაცემებით ტაძრის საერთო სიმაღლე 100,17 მეტრია, სიგრძე _ 70,45 მეტრი, სიგანე _ 64,68 მეტრი, იტევს 15 ათასზე მეტ ადამიანს.

ხარების სახელობის ტაძარი, ვორონეჟი (რუსეთი). სიმაღლე 85 მ

ხარების სახელობის ტაძარი, ვორონეჟი (რუსეთი). სიმაღლე 85

ეს რუსულ-ბიზანტიური სტილის ტაძარი 1998-2009 წლებში ააგეს ვორონეჟში.

სამი წმინდანის ტაძარი, ტიმიშოარა, რუმინეთი. სიმაღლე 83,7 მ

სამი წმინდანის ტაძარი, ტიმიშოარა, რუმინეთი. სიმაღლე 83,7

რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარის საკათედრო ტაძარი აგებულია 1936-1940 წლებში. აქვს 9 დიდი და 4 პატარა კოშკი, სიგრძე 63 მ-ს შეადგენს, სიგანე _ 32 მ-ს. იტევს 4 ათას ადამიანს.

წმინდა სავას ტაძარი, ბელგრადი (სერბეთი). სიმაღლე 79 მ

წმინდა სავას ტაძარი, ბელგრადი (სერბეთი). სიმაღლე 79

ტაძარი აგებულია იქ, სადაც ოსმალებმა 1594 წელს დაწვეს სერბეთის ეროვნული გმირის, წმინდა სავას (1175-1236) ნეშტი. ტაძარი შენდებოდა 1935-2004 წლებში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

2 COMMENTS

  1. მთავარია რწმენა გვქონდეს და ვიყოთ სიმართლის მადიდებლები თორე ტაძრის სიმაღლეს რა მნიშვნელობა აქ. კარგი სტატიაა. რუსული ეკლესიები ძალიან ლამაზია ალბად ევროპულ ი არქიტექტურის გავლენაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here