Home რუბრიკები საზოგადოება ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ქალმა პროდიუსერი ვაინშტეინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ქალმა პროდიუსერი ვაინშტეინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

ჰარვი ვაინშტეინი

მსახიობმა და რეჟისორმა აზია არჯენტომ გაუპატიურებაში დაადანაშაულა ცნობილი სცენარისტი და პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი, რომელიც ახლახან მრავალჯერადი სექსუალური ძალადობის გამო ამტყდარი სკანდალის ცენტრში მოექცა, _ იუწყება The New Yorker -ი.

ეს სამარცხვინო შემთხვევა ამერიკისა და ევროპის მედიის განსაკუთრებული ყურადღების საგანია. ჩვენც არ ჩამოვრჩეთ და, როგორც პროვინციას ახასიათებს, დაგვიანებით გამოვხატოთ ინტერესი ამ მსოფლიო “ჰიტის” მიმართ. მით უფრო, რომ ეს-ესაა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ასეთი რამ არც თეთრი სახლისთვის იყო უცხო და წარმოუდგენელიო.

ეტყობა, კლინტონების ოჯახში ეს თემა დღესაც არ არის დახურული და მონიკა ლევინსკის ხატება დროდადრო გამოეცხადებათ ჰამლეტის მამის აჩრდილივით.

და რადგან იმ მაღალ საზოგადოებაში ძალადობის ეს ფორმა კვლავ წინა პლანზეა, ჩვენც მივყვეთ “მოდას” _ საქმის კურსში შევიდეთ, ავყვეთ ჭორ-მართლის ტალღას.

თორემ _ კისერიც უტეხიათ!

რაო, რას წერს მართალი და წინწაწეული მედია?

უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ არჯენტო იშვიათი გამონაკლისი არ ყოფილა და რომ გასული წლების განმავლობაში ვაინშტეინის მიერ შეურაცხყოფილ ლამაზმანებს შორის ისეთი კინოვარსკვლავებიც გამობრწყინდნენ, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ. ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ატეხილ ბუღასავით დასდევდა მსახიობებს, იმათ კი ხმა ახლაღა ამოიღეს.

აზია არჯენტომ გაიხსენა, რომ 1997 წელს ვაინშტეინმა აიძულა, ორალური სექსით დაეკმაყოფილებინა მისი მოძალებული ვნება, ძალით გახადა ტანსაცმელი და… გასაგებია, რაც ამას მოჰყვა.

რატომ დუმდა აქამდე?

იტალიელი მსახიობი ქალის განმარტებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში არაფერი უთქვამს იმიტომ, რომ ვაინშტეინს შეეძლო დაენგრია მისი კარიერა.

შეეშინდა.

_ ვიცოდი, რომ მან ბევრ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება, მოუსპო კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ამიტომაა, რომ ეს ისტორიები არასოდეს გამჟღავნებულა. ჩემი ისტორია 20 წელიწადს ითვლის.

შიში თუ ნორმად დამკვიდრებული ამორალურობა?

თამაშის წესები?

და _ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა?

ვინც გაჩუმდა, იმან მოიგო.

2000 წელს არჯენტომ გადაიღო ფილმი “მეწამული საოცრება”, რომლის სცენარი თვითონ დაწერა და მთავარი როლიც თვითონ შეასრულა. ამ კინოსურათში არის სცენა, რომელშიც კინოინდუსტრიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ცდილობს, გააუპატიუროს არჯენტოს კინოგმირი სასტუმროს ნომერში. აზიას განმარტებით, ამ მოძალადის პროტოტიპია ვაინშტეინი. მისმა მეგობარმა ქალებმაც დაადასტურეს, რომ ამ ეპიზოდურ როლში ვაინშტეინი ამოიცნეს. ზოგიერთმა კი ისიც თქვა, რომ ეს კაცი (ვაინშტეინი) შეეცადა მათ დაყოლიებას იმავე მეთოდით, რომელსაც  რეალურ ცხოვრებაში აზიას მიმართ იყენებდა.

ცნობილი შეიქნა, რომ ოთხ მსახიობ ქალს, მათ შორის, მირა სორვინოსა და როზანა არკეტს, რამდენიმე მსხვილ პროექტში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ უთხრეს, რაც კინოკომპანიების ხელმძღვანელებს აცნობეს ეაინშტეინის უღირსი საქციელის შესახებ.

ტრილოგია “ბეჭდების მფლობელის” აღმასრულებელი პროდიუსერის სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურეს ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმ. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ, როცა იგი 22 წლისა იყო, ვაინშტეინმა  საქმიან მოლაპარაკებაზე მიიწვია და შეეცადა საწოლში მის შეთრევას. ხელმოცარული კაზანოვა შემდგომში არაერთხელ დამუქრებია, რომ ამ ამბავს თუ  გაამჟღავნებდა, ბოლოს მოუღებდა.

ანჯელინა ჯოლის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მან ჰარვი ვაინშტეინი კინოფილმის “სიყვარულის უკუღმართობა” პრემიერაზე გაიცნო. მას შემდეგ, რაც  ჰარვის ზედმეტმა ყურადღებამ ჯოლი შეაწუხა, მსახიობმა მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა.

სკანდალი ვაინშტაინის გარშემო განსაკუთრებით მას შემდეგ აგორდა, როცა The New Yorker -მა გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად პროდიუსერი ამერიკული საკულტო ფილმებისა “მოიკლას ბილი”, “ყვირილი”, “ბეჭდების მბრძანებელი” და “შეყვარებული შექსპირი” 30 წლის განმავლობაში ცდილობდა, ინტიმური კავშირი დაემყარებინა კინოკომპანიების _ Miramax Films da Weinstein Company -ის _ თანამშრომელ ქალებთან, სანაცვლოდ კარიერაში წინსვლას ჰპირდებოდა. პირველი, ვინც ვაინშტეინის მოძალადეობის შესახებ განაცხადა, ჰოლივუდის მსახიობი ეშლი ჯადი იყო.

წერილის გამოქვეყნების კვალზე Weinstein Company -ის ხელმძღვანელობამ ყოველგვარი შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა ამ კომპანიის დამფუძნებელ ჰარვი ვაინშტეინთან.

გასულ პარასკევს კი ამერიკის კინოაკადემიამ ეს კაცი თავისი რიგებიდან გარიცხა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა აკადემიის წერების ორ მესამედზე მეტმა. ანალოგიურად მოიქცა დიდი ბრიტანეთის კინოაკადემია.

მეთიუ სკალი-ჰიქსი
მეთიუ სკალი-ჰიქსი

ჰომოსექსუალმა ნაშვილები წლინახევრის გოგონა მოკლა

ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს ჰომოსექსუალების ფსიქიკურ გაუწონასწორებლობას.

ბრიტანელმა ჰომოსექსუალმა მეთიუ სკალი-ჰიქსმა, რომელმაც, თავის “მეუღლე” კრეიგთან ერთად, 18 თვის გოგონა იშვილა,  “ოჯახში” პატარა ელსის გამოჩენის ორი კვირის თავზე დაინახა, რომ “ბავშვში სატანაა ჩაბუდებული” და ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანა, _  წერს გაზეთი Daily Mail.

31 წლის მეთიუ, რომელიც ფიტნეს-ინსტრუქტორად მუშაობდა, და მისი 36 წლის პარტნიორი 2012 წელს პორტუგალიაში დაქორწინდნენ. 2016 წელს მათ დაასრულეს გოგონას შვილად აყვანის პროცედურა.

საწყალ ბავშვს საავადმყოფოში თავის ტვინის ტრავმა დაუდგინეს. სკალი-ჰიქსი ამტკიცებდა, რომ ბავშვი კიბეზე დაეცა, მაგრამ პოლიციელებმა ხელთ იგდეს ჰომოსექსუალი წყვილის მიმოწერა, რომელშიც სკალი-ჰიქსი პარტნიორს შესჩიოდა, რომ იგი “ჯოჯოხეთში გადიოდა”, როცა ბავშვთან იმყოფებოდა; წერდა, რომ მისი ტირილის ატანა არ შეეძლო. ბავშვი გარდაიცვალა მას შემდეგ, როცა გამორთეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.

ექსპერტებმა, რომლებმაც ელსის ცხედარი გამოიკვლიეს, დაადგინეს, რომ ბავშვს საკმაო ხნის განმავლობაში ცემდნენ _ მის სხეულზე აღმოაჩინეს ტრავმის მრავალი კვალი, მოტეხილობა და ტვინში სისხლდენა.

ბავშვის მკვლელობის საქმეს იძიებს კარდიფის სამეფო სასამართლო.

ჰომოსექსუალები

ჰომოსექსუალი “მშობლები” ბავშვებს  სიცოცხლეს უმწარებენ და აავადებენ

სოციოლოგიის ამერიკელი პროფესორი პოლ სალინსი 13 წლის განმავლობაში აკვირდებოდა იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც სოდომიტების ოჯახებში იზრდებოდნენ. მისი გამოკვლევების შედეგების მიხედვით, რომლებსაც The Daily Niwe აქვეყნებს, ამგვარ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს პრობლემები უმეტესად 20 წლის ასაკიდან უჩნდებათ.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამ კატეგორიის ბავშვებს შორის დეპრესიით დაავადების რისკი 2,25-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალურ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებში; მათი 72 პროცენტი სიმსუქნით იტანჯება, მაშინ, როცა ნორმალურ ბავშვებში მხოლოდ 37 პროცენტია ამ დისკომფორტით შეწუხებული.

ბავშვების 37 პროცენტი აღიარებს, რომ ისინი ხშირად ფიქრობენ თავის მოკვლაზე. ნორმალურ ოჯახებში ეს მაჩვენებელი 7 პროცენტს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევის ავტორი მხოლოდ 20 ბავშვის ცხოვრებას აკვირდებოდა, მისი დასკვნები სარწმუნოა თუნდაც იმიტომ, რომ სხვა მეცნიერთა კვლევის შედეგებს ემთხვევა, ტენდენციები სწორად არის მინიშნებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სალინსის დასკვნები ემთხვევა აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის დასკვნებს. ამ სახელმწიფო სტრუქტურის ოფიციალურ დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული ის “მრავალი და მნიშვნელოვანი განსხვავება”, რომლებიც ჰომოსექსუალ და ნორმალურ ოჯახებში გაზრდილი ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ეს ფრიად დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი სიტუაციაა, რომელიც ორიენტაცია აღრეულ ოჯახებში ვლინდება და დამანგრევლად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. ეს ერთი წლის წინათ   ცნობილი იყო სპეციალისტებისთვის, მაგრამ არ ასახულა შეერთებული შტატების წამყვან მედიასაშუალებებში. პუბლიცისტი მიხეილ დელიაგინი აღნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულება შემთხვევითი არ არის, ამით დასტურდება, რომ აშშ-ში არ არსებობს აზრის თავისუფლად გამოთქმის ელემენტარული საშუალება, რადგან მედია ემორჩილება “ლიბერალური პედერასტიის დიქტატურას, რომელსაც, ფაქტობრივად, განწირული ჰყავს საკუთარი, ამერიკელი ბავშვები, და აბსოლუტურად არ აწუხებს მათი ბედი და მომავალი”.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ “საქართველო და მსოფლიომ” ამ შემაშფოთებელ თემას რამდენიმე პუბლიკაცია უძღვნა.

ცნობისთვის: ამერიკელი პროფესორი 1995 წლიდან 2008 წლამდე აკვირდებოდა 20 ოჯახს, რომელთა შორის 17 ორი “მამის” ან ორი “დედისა” იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here