Home რუბრიკები საზოგადოება ჰეი, თეთრო ლადო! ვისია მანგო? მანგო შენია?! ანუ “გლობალური თიჩა” და ვიწრო...

ჰეი, თეთრო ლადო! ვისია მანგო? მანგო შენია?! ანუ “გლობალური თიჩა” და ვიწრო ეროვნული “ბოღმიანები”

6753
ლადო აფხაზავა

რეალურად, ეს ამბავი არც ისე სახალისოა, როგორც სათაურიდან გამომდინარე შეიძლება ეგონოს მკითხველს. საკითხი ჩვენი შვილების, მომავალი თაობის სწავლაგანათლებისა და სწორი აღზრდის საქმეს ეხება, მაგრამ თვით სიტუციაა ისეთი კომიკური, რომ ძალაუნებურად მაინც წამოგცდება ადამიანს, ჰომერულად სასაცილო ხუმრობა თუ არა, მწარე ირონია მაინც. აი, სწორედ ამ მწარე ირონიის გამო მოგედავება მერე ზოგიერთი და უაპელაციოდ გეძახისბოღმიანს”, “შურიანს”, “გაბოროტებულსადა სხვა მსგავს ეპითეტებს.

არადა, რა გინდა ქნა, როდესაც “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” მსოფლიო ათეულში საქართველოდან შედის ის პედაგოგი, რომელიც სინამდვილეში არ არის პედაგოგი. საუბარია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საშუალო სკოლის მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე, რომელიც 2017 წელს ჯერ აქ, საქართველოში, გახდა “წლის საუკეთესო მასწავლებელი”, ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულში შეიყვანეს. ერთი შეხედვით, მართლაც რა უნდა იყოს აქ ცუდი და რატომ არ უნდა გაგიხარდეს ადამიანს ქართველი სპორტსმენის, მეცნიერის, ხელოვანისა თუ პედაგოგის წარმატება?!

ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, როდესაც დაინახავ, რომ ამ “წარმატების” უკან რაღაც სხვა მოჩანს და ამ ამბავში ბევრი არასწორი “ქვეამბავი” იმალება. ბუნებრივია, ამ დროს ადამიანს გაგიჩნდეს ეჭვი _ ვიღაცას განგებ, სპეციალუირად წარმოაჩენენ ნიჭიერ და წარმატებულ ტიპად, რათა ამით საზოგადოებას დაანახვონ “წარმატებულის ეტალონი”, შექმნან “წარმატებული ადამიანის” ზოგადი სახე, რომლითაც მომავალ თაობას, ახალგაზრდებს უბიძგებენ მიბაძვისკენ _ თუ ახალგაზრდას სურს, იყოს ცხოვრებაში წარმატებული ადამიანი, ისიც მისნაირი უნდა გახდეს!

რეცეპტი მარტივია და არც ისე ახალი. ადრეული ბოლშევიზმის პერიოდში “წარმატებული” ადამიანი იყო, მაგალითად, პავლიკ მოროზოვი, რომელმაც საკუთარი მამა გაყიდა და დაახვრეტინა ბოლშევიკებს. მას კომუნიზმის გარიჟრაჟზე “წარმატებულ ახალგაზრდად” წარმოგვიჩენდნენ და დარწმუნებული ვარ, ვინმეს მასზე რომ რამე უარყოფითი ეთქვა, აუცილებლად შურიანს, გაბოროტებულსა და ბოღმიანს უწოდებდნენ ოპონენტები.

თინა მახარაძე
თინა მახარაძე

თანამედროვე “წარმატებულის” ეტალონი რომ ავიღოთ, ეს გახლავთ, მაგალითად, მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც რატომღაც ბიუჯეტიდან დააფინანსეს ასიათასობით ლარით და ამერიკაში გაუშვეს სასწავლებლად. გაუგებარია, რა კრიტერიუმით აარჩია ქართულმა სახელმწიფომ მაინცდამაინც ეს ქალბატონი, რომელიც თვითონვე საჯაროდ იჩემებს ბოზის წოდებას (შეგახსენებთ, რომ ეს მან განაცხადა ტელეეთერში), მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშისასწავლებლადწასულიწარმატებული ქართველი მსახიობიდღეს მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომფეისბუკშიხან შავ და ხან თეთრ მამაკაცთან ერთად გადაღებული შიშველი ფოტოების ატვირთვით ერთობა.

და, თუკი ვინმე დასვამს კითხვას _ “ამაში გადაიხადა საქართველოს სახელმწიფომ ამხელა თანხა?” _ იმწამსვე მოინათლება შურიანად და ბოროტად, რადგან სხვა ადამიანების წარმატებას “ვერ იტანს”. სამწუხაროდ, საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილი აზროვნებს ასე და ამ რეალობას ჯერჯერობით მაინც უნდა შევეგუოთ, სხვა გზა არ გვაქვს.

აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც არც იმას ექნება აზრი, რომ განვმარტოთ, რას ვერჩით “გლობალურ თიჩა” ლადო აფხაზავას, თუმცა, თუნდაც ხუთმა და ათმა ადამიანმა მაინც რომ გაიგოს სწორად ჩვენი პოზიცია და თვალი აეხილოს, ესეც დიდ საქმედ მიგვაჩნია ამ საყოველთაო სიბნელეში. ამიტომ დავიწყოთ:

* პირველი და მთავარი ის არის, რომ “პატ.მასწ.”-ს საერთოდ არ აქვს პედაგოგიური განათლება და შესაბამისი კვალიფიკაცია. სხვათა შორის, ამის შესახებ ინტერნეტშიც დაიწერა და ლადო აფხაზავამ გამაოგნებელი პასუხი გასცა “შურიანებს”: მართალია, ვაღიარებ, რომ არ მაქვს არც დიპლომი და არც კვალიფიკაცია, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს უდიდესი მოტივაცია, ვიყო პედაგოგი, ჩატარებული მაქვს საჩვენებელი გაკვეთლები 400-მდე სკოლაში, დაწერილი მაქვს შრომები და ამიტომ უკვე ვსარგებლობ პედაგოგის სტატუსით!”

ლადო აფხაზავა და მიხეილ სააკაშვილი
ლადო აფხაზავა და მიხეილ სააკაშვილი

როგორც ჩანს, “გლობალური თიჩა” ვერ ხვდება, რომ სრული სისულელე წამოროშა. ლადო მასწ! აგვიხსენით ერთი, თუკი არ გაქვთ არავითარი დიპლომი და კვალიფიკაცია, როგორ და რანაირად ჩაატარეთ ეგ 400 გაკვეთილი სკოლებში? ვინ მოგცათ ამის უფლება? ყველამ ვიცით, რომ ახალ და დამწყებ კი არა, უკვე მოქმედ და ღვაწლმოსილ, წლების განმავლობაში დიდი პედაგოგიური პრაქტიკის მქონე მასწავლებლებსაც კი ათასნაირ ატესტაციას, გამოცდას, გადამზადებას უტარებენ, ისე არ აძლევენ გაკვეთილის ჩატარების უფლებას, ხოლო ახალბედას ათი საფეხურის გავლა მაინც უწევს, სანამ სკოლაში თუნდაც პრაქტიკაზე შეუშვებენ.

ჰოდა, ვიღაც ლადოს რატომ მისცეს უფლება, ასე პირდაპირ “შევარდნილიყო” სკოლაში?! ახლა იმის ნაცვლად, რომ ეს აგვიხსნას, აქეთ “გვემარიაჟება”: 400 გაკვეთილი მაქვს ჩატარებულიო.

* კიდევ ერთი “არგუმენტი”, რომლითაც ლადო აფხაზავას მხარს უჭერენ და მის “საუკეთესო მასწავლებლობაზე” აპელირებენ: “ნახეთ ვიდეოკადრები, ბავშვებს როგორ უყვართ ეს ადამიანი”. თავიდანვე ვიტყვით, რომ “არგუმენტი” მეტი არც არის და სულ ეს ორია, მაგრამ ამათგან მეორე განსაკუთრებით დამაფიქრებელია. როგორ შეიძლება საზოგადოების თუნდაც გარკვეული ნაწილი ასე აზროვნებდეს?! ნუთუბავშვებს უყვართ” _ ეს შეიძლება იყოს რაიმეს დამამტკიცებელი არგუმენტი საერთოდ და მით უმეტეს იმისა, რომ ვინმესაუკეთესო პედაგოგადაღიარო?!

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მსოფლიოს კრიმინალისტიკის ისტორიაში ცნობილი ფაქტია _ ყველა პედოფილი მანიაკი ბავშვებს ძალიან უყვარდა. ისინი სწორედ ბავშვებისთვის თავის შეყვარების გზით ახერხებდნენ მათი ნდობის მოპოვებას… ამ “არგუმენტის” მიმდევრებო, მიპასუხეთ _ რატომ არ აქვთ 18 წლამდე პირებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება? ან ტელევიზორში გარკვეული შინაარსის ფილმებსა და გადაცემებს რატომ ადევს ნიშანი “+18” ? ეს იმას ნიშნავს, პატივცემულებო, რომ არასრულწლოვნებზე გავლენის მოხდენა და, აქედან გამომდინარე, მათთვის თავის შეყვარება ძალიან იოლია.

ისტორია კი ასეთია: 1999 წელს ლადო აფხაზავამ დაამთავრა ბათუმის ერთ-ერთი კომერციული სასწავლებელი ეკონომისტის სპეციალობით. 2003 წელს ამ ადამიანმა აი, ასე, უცებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გახსნა “ბანაკი”, რომელშიც ცხოვრობდა 15-მდე ბავშვი და იღებდა “არაფორმალურ განათლებას”.

შეამჩნიეთ, რომ სიტყვები “ბანაკი” და “არაფორმალური განათლება” ბრჭყალებში მაქვს ჩასმული? რატომ? _ იმიტომ, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა დაზუსტებით არც არავინ იცის _ არც ამ ბავშვების მშობლებმა, არც განათლების სამინისტრომ და არც ბავშვებმა.

ბავშვებმა იციან მხოლოდ ის, რომ მათი მშიბლები უცხოეთში არიან სამუშაოდ წასული, მათ მშობლების ყურადღება აკლიათ და ძალიან კარგი და საყვარელიალადო მასწავლებელი”, რომელიც მათთან ერთად ცეკვავს და ხტუნაობს, თორემ რომელ კონკრეტულ საგანს ასწავლის მათ ლადო, ამაზე ვერავინ გიპასუხებთ.

მკითხველი რომ არ დაიბნეს, მარტივად ვთქვათ: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გახსნას “არაფორმალური განათლების ბანაკი” და იქ ბავშვებს მასწავლებლის სატატუსით მოევლინოს. ამას არ სჭირდება არც დიპლომი, არც კვალიფიკაცია და არაფერი, ოღონდ ერთ ნიუანსია _ ამისთვის დაფინანსებას მხოლოდ “ლადო მასწ”-ის მსგავსებს აძლევენ, თუმცა ვინ გამოყოფს ამ ფინანსებს და რა კრიტერიუმით, ამაზეც ვერავინ იძლევა გარკვეულ პასუხს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე დიდი ხმაურილადო მასწავლებლისიმ ფოტოსურათს მოჰყვა, რომელზეც იგი ცნობილ ჰომოსექსუალ და პატრიარქის უხამსად მაგინებელბლოგერდომენიკ მანგოსთან, იმავე კუკური ბარამიძესთან ერთად არის გადაღებული.

მართალია, ლადომ უარყო მანგოსთან ნაცნობობა და სურათს “შემთხვევითი” უწოდა, მაგრამ, ვისაც ეს ფოტო უნახავს, დამეთანხმება, რომ იქ აშკარად უფრო ახლობლობა და მეგობრობა ჩანს, ვიდრე შემთხვევითობა. მივუახლოვდით კიდეც მთავარს _ ვინ უკითხავს ასეთბანაკებშიბავშვებსლექციებსდა რას ეხება ესლექციები”? რამდენიმე თვის წინათ ამავე გაზეთში გამოვაქვეყნე მასალა სათაურით “მასწ! ამ ტაძარში გიჟიმავიათ?”. მასში საუბარი იყო ვინმე კობა ბიწაძეზე, რომელმაც “ფეისბუკში” ატვირთა ბაგრატის ტაძრის ფოტო და გაუკეთა მინაწერი: “ამ ეკლესიის ეზოში ბევრჯერ მაქვს ნატ…ურები ბიჭებთან, პრობლემაა რამე?”. ხოლო მისავე “ფეისბუკ-კედელზე” გადააწყდებოდით ასეთი შინაარსის პოსტს: ახლა მოვდივარ ახალგაზრდული ბანაკიდან. მეექვსე კლასელებს ჩავუტარე ტრენინგი. მოხიბლული ვარ, ისე კარგად აზროვნებენ. იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა არ არის და ქალები იჩაგრებიან…” და .. აი, ასეთი ადამიანები ატარებენ ასეთბანაკებში.. ტრენინგებს და, ღმერთმა უწყის, რაზე ესაუბრებიან ბავშვებს. ვინ იცის, იქნებ კუკურა მანგოცტრენინგისჩასატარებლად ჰყავდა მიწვეულიგლობალურ თიჩას”?!

ლოგიკური კითხვაა _ თუკი სკოლაში არის უმკაცრესი კრიტერიუმი, რა შინაარსი შეიძლება მიეწოდოს უმცროსი ასაკის ბავშვს, რაზე შეიძლება მასთან საუბარი და რაზე არა, თუკი სასკოლო პროგრამა და მასწავლებლების კონტინგენტი უმკაცრესი კრიტერიუმებით დგინდება, მაშინ რატომ არავინ აკონტროლებს ამ “არაფორმალური განათლების ბანაკებს”? ვის და რისთვის დასჭირდა ისინი? ხომ არ აქვს აქ ადგილი ე.წ. ულტრალიბერალური სექტის მიზნების განხორციელებას და რატომ არავინ ასახელებს ასეთი “ბანაკების” დაფინანსების წყაროებს?

და რაც მთავარია: რატომ ხდებაწარმატებულიმასწავლებლის სახის დახატვა სწორედ ამბანაკებისმასწავლებლებისგან და რატომ არავინ აქცევს ყურადღებას, დავუშვათ, იმ ახალგაზრდა პედაგოგებს, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში ნებაყოფლობით მიდიან მასწავლებლებად და თანაც ამისთვის ათასი ბარიერის გადალახვა, ატესტაციისა და გამოცდის ჩაბარება უწევთ?

როგორც ჩანს, მათ ყურადღებას სწორედ იმიტომ არ აქცევს არავინ, რომ არ მოეპოვებათ კუკურა მანგოსთან და მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში გადაღებული ფოტოები…

ბაკურ სვანიძე

11 COMMENTS

  1. გვყაავს კი ქვეყანაში განათლების მინისტრი,გავოგნებულმა წავიკითხე წინამდებარე წერილი,რახდება ხალხო,ასე გამომწვევად რატომ გვექცევიან ქოც მთავრობა და განათლების სამინისტრო.

  2. გასაგებად გადმოცემული სიმართლე , ამ დეგრადირებულებზე.

  3. ჩვენს ქვეყანაში, ნეტავ რამე კეთდება სწორად? დამავიწყდა რომ საქართველოს ჯერ პატრონი არ ჰყავს, სამწუხაროდ

  4. საინტერესოა რა თქვა თვითონ ლადომ ამ ფოტოს შესახებ რომ კითხოთ?

  5. გამოდის მთელი მთავრობა ეგეთი გვყავს მმართველიანად, ან
    მათ იცავენ აფინანსებენ, ბოზებს დედამოტყნულებს და ავრცელებენ კიდე თან ყველაფერ ცუდს და უბედურებას, ეს რახდება ხალხნო გავარყიოთ ერთი ადგილი და გავწყვიტოთ ან გავწყდეთ და არგავახაროთ სანამ დროა. მეტი რაღა უნდა გავიგოთ ამაზე ცუდი ეს კაცი რაც გამოჩნდა როხდება, კაცი თუხარ ამას რატო აკეთებ, ესეიგი არახარ კაცი.

  6. ეს ე.წ მასწავლებელი რომ დავინახე ეგრევე მეცა ლბერასტული სული, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე უკვე აღარ მიჭირს ამათი ამოცნობა ერთ შეხედვაზეც კი, შეიძლება ბეცებს გაუკვირდეთ რას ნიშნავს ლიბერასტიო, მაგრამ არაა აუცილებელი ადამიანი მოკლა და ისე ჩაიდინო მკვლელობა, ადამიანი შეიძლება წარმოუდგენელი ცუდი იდეოლოოგიის მიმდევრობითაც მოკლა, არ მაინტერესებს რას და როგორ ასწავლის ეს კაცი, რამდენი ტელევიზია გააპიარებს და რამდენ ბრძნულ სიტყვას იტყვის, მთავარია რა იდეოლოგიას ემსახურება ეს ,,პედაგოგი,” მაშინ როცა იაკობ გოგებაშვილის ხსენებაც აღარაა სკოლებში და ტელევიზიაში მითმეტეს როგორ წამოცდებათ მასზე რამე, მიდის ამ ახლად გამომცხვარი პედაგოგის გაფეტიშება, რომ ის თურმე სოფლად ცხოვრობს, ბავშვებს ასწავლის და საოცრად კეთილია. ახლა მანგოს მიტმასვნა ამ ადამიანზე, საინტერსოა მანგოს სულისკკვეთებას ეთანხმება? თუ ამ კუკურიას ისტერიულ და სიძულვილით აღსავსე ვიდეოების ფანია, კარგად კი ცოდნია კუკურია და რავიცი.

  7. გაიხარეთ სტატიის ავტორო, კიდევ ვიმეორებ, თუ გინდათ გადამიარეთ და გამაკრიტიკეთ, მაინც ვიტყვი ეს არის შეთქმულება, კიდევ ვიმეორებ ეს არის შეთქმულება, ამიტომ არ ეხება საქართველოს არცერთი მსოფლიო ,,სამართლის ” ნორმა. ისეთი ,,ვიდი” აქ ამ ყველაფერს , რომ მსოფლიო მთავრობა ერთადაა მოკალათებული საქრთველოს გაპარტახებაში, ოღონდ მოინდომეთ და გახდით უზნეონი ამა ქვეყნისანი და მსოფლიო მასწავლებლის სიასი მე -10 ადგილას კი არა 1 ადგილზე გაგიყვანენ და ჰოლივუდშიც წამოგჭიმავენ, ოღონდ მოინდომეთო!!! აი ამას გავს ეს ყველაფერი და ვსულელდები, მასონების არსებობა საქართველოს ამ დღესი ჩაგდებითაც დასტურდება და მათი ეშმაკთან მსახურება მათი ქმედებით ირკვევა, სწორედ აქ საქართველოში. ერთხელ წავიკითხეადრე ბავშვი ვიყავი მაშინ, საქართვეკოში სამჯერ მოვა ეშმაკიო და ისე მეცა ეს სიტყვები გულზე , რომ ვერ ავხსენი რა იყო და აჰა, ვიღაცამ არ ვიცი განგებ დაწერა თუ არა ეს, მაგრამ უცნაურად კი დაემთხვა ედუარდის მიშიკოს და ბიძინას მმმართველობის ხანას. ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს. სკოლებში ბავშვების გაუპატიურებასაც თუ დაიწყებენ და მასაც გულგრილად შეხედავთ დედები და მამები, კი ბატონო!!!!!!! გეხვეწებით გამომიქვეყნეთ. გულს უხარია როცა თქვენნაირ ჟრნალისტებს ვხედავ და მაქ იმის ბედნიერება რომ წავიკითხო ასეთი სტატიები.

  8. ლადოს სასულიერო სასწავლებელიც რომ აქვს დამთავრებული, იცით ეს ამბავი?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მამუკა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here