Home სხვადასხვა დაიჯესტი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი: მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს სჯერა, რომ თავმჯდომარე სი...

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი: მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს სჯერა, რომ თავმჯდომარე სი და პუტინი უფრო გააკეთებენ იმას, რაც მართებულია მსოფლიო პოლიტიკისთვის, ვიდრე აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი

1530
სტივენ მარტინ უოლტი

მცირე შემოკლებით გთავაზობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, აშშის ერთერთი წამყვანი პოლიტოლოგის, სტივენ მარტინ უოლტის წერილს, რომელიც ვებგვერდ foreignpolicyზე გამოქვეყნდა, წერილში განხილულია ის გარემოებები, რომელთა გამოც ამერიკამ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ნდობა დაკარგა და მხოლოდ თავისი ინტერესების გატარებაზე მზრუნველ ქვეყნად იქცა.

“თანამედროვე ამერიკული დიპლომატიის მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული კლიშე არის რონალდ რეიგანის ნათქვამი რუსული ანდაზა: “ენდე, მაგრამ შეამოწმე”.

ეს კლიშე თავდაპირველად გამოიყენეს “ცივი ომის” კონტექსტში და გულისხმობდა, რომ ვაშინგტონი მზად იყო, შეთანხმება დაედო მოწინააღმდეგესთან, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იქნებოდა, რომ მეორე მხარე შეასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს. ეს იყო მოქნილობისა და სიმტკიცის სიმპათიური ხერხით აღნიშვნა. ამას მიმართავენ ყოველ ჯერზე, როცა აშშ განიხილავს რომელიმე მოწინააღმდეგესთან ახალი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას.

რეიგანის გამონათქვამი გულისხმობდა, რომ ამერიკელები არიან პატიოსანი, უბრალო ენაზე მოლაპარაკე სიმართლის მაძიებლები, რომლებსაც შეიძლება ენდო, რომ სიტყვას არ გატეხენ და დაპირებას შეასრულებენ. ამერიკის მოწინააღმდეგეები კი პირიქით _ არიან მატყუარაშარლატანები, რომლებიც ისარგებლებენ ნებისმიერი ხვრელით და ჩაეჭიდებიან ნებისმიერ შესაძლებლობას, რათა მოატყუონ ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ამერიკელებმა, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, უნდა მიმართონ ინტრუზიულ ზომებს, ისეთებს, როგორიც არის ირანის მიმართ საერთო ყოვლისმომცველ გეგმაში ჩადებული მკაცრი ინსპექტირება, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია შევამოწმოთ, სინამდვილეში რას აკეთებს მეორე მხარე.

რასაც უნდა ნიშნავდეს რეიგანის გამონათქვამი, მნიშვნელობა, რომელსაც მასში დებენ აშშ-ში, სინამდვილეში არის გაფრთხილება, რომ მოლაპარაკებების პროცესში არის ძალიან მცირე ნდობა.

თუმცა ბოლო პერიოდში ამ სიფრთხილემ მიიღო საწინააღმდეგო მიმართულება. პრობლემა ის არის, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია ენდოს სხვებს თუ პირიქით _ სხვა სახელმწიფოები არ ენდობიან ვაშინგტონს? იქამდეც კი, სანამ მატყუარა დონალდი გამოჩნდებოდა, აშშმა შეუსრულებელი დაპირებების უზარმაზარი რაოდენობა დააგროვა. ვაშინგტონს, სულ ცოტა, არ შეუძლია პრეტენზია განაცხადოს საიმედო პარტნიორის როლზე, როცა საქმე ეხება გარიგებას სხვასთან. ერთპოლუსიანი მსოფლიოს პერიოდში აშშ ერაყში, ფაქტობრივად, ყოველთვის იმას აკეთებდა, რასაც მსოფლიოს ჰპირდებოდა, რომ არ გააკეთებდა.

ზესახელმწიფოებისგან ყოველთვის ასეთ საქციელს უნდა ველოდოთ, როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან საკითხებს. ათენელებმა, როგორც ცნობილია, მილოსელებს განუცხადეს, რომ “ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, სუსტები კი იტანჯებიან ისე, როგორც დაიმსახურეს”. ეს ლოგიკა უცხო არ იყო აშშ-ის ხელმძღვანელებისთვის ქვეყნის ისტორიის განმავლობაში. გაიხსენეთ ყველა შეთანხმება, რომლებზეც აშშ-მა ხელი მოაწერა ჩრდილოეთი ამერიკის სხვადასხვა ტომთან, შემდეგ კი გადააკეთეს ან დაარღვიეს იმის მიხედვით, როგორი გაფართოება სჭირდებოდა სახელმწიფოს ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ან გაიხსენეთ, რა ძვრები გამოიწვია ნიქსონმა 1971 წელს, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად შეწყვიტა დოლარის კონვერტირება ოქროში და პრაქტიკულად გააუქმა ბრეტონ-ვუდსის ეკონომიკური წესრიგი, რომლის შექმნასაც მანამდე თვითონ უწყობდნენ ხელს. ან დაფიქრდით უფრო ახლო წარსულის მოვლენებზე: მას შემდეგ, რაც გამომზეურდა ახალი დოკუმენტები, ცხადი შეიქნა, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დაარწმუნეს თავიანთი საბჭოელი პარტნიორები, მიეცათ გერმანიისთვის გაერთიანების უფლება, სანაცვლოდ დაჰპირდნენ, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა. სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა უთხრა მიხეილ გორბაჩოვს, რომ “ნატო აღმოსავლეთისკენ დიუმითაც არ წაიწევს”. მსგავსი დაპირებები გორბაჩოვმა სხვა დასავლელი მაღალჩინოსნებისგანაც მიიღო. ამის მიუხედავად, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ არად ჩააგდო ეს დაპირებები და ციებ-ცხელებიანებივით დაიწყეს, როგორც უწოდებდნენ, “მშვიდობის ზონის” შექმნა აღმოსავლეთში. ამ გადაწყვეტილებამ, როგორც ბევრი დამკვირვებელი გვაფრთხილებდა თავის დროზე, მოწამლა მოსკოვთან ურთიერთობა. ეს იყო უკან გადადგმული პირველი ნაბიჯი იმ დონის კონფრონტაციისკენ, რომელსაც დღეს ვხედავთ. ამ უხეშმა შეცდომამ განაპირობა ჯორჯ ბუში (შვილის) ადმინისტრაციის 2002 წლის გადაწყვეტილება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ. და, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმების ვალდებულებების დარღვევა, ის შეიქნა სიგნალი იმისა, რომ აშშ-ს სულაც არ ანაღვლებდა კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მოსკოვთან და ყურადღებს არ აქცევდა მის შეშფოთებას.

ანალოგიურად არ გააძლიერა ნდობა აშშ-ისადმი იმან, როგორ მოეპყრო ჩრდილოეთ კორეასთან “შეთანხმებულ ჩარჩოებს” 1994 წელს. ჩრდილოეთმა კორეამ უეჭველად დაარღვია ეს შეთანხმება, როდესაც მალულად დაიწყო ნივთიერებების გამდიდრების ალტერნატიულ მეთოდებზე მუშაობა, მაგრამ აშშ-საც არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულებები _ დაპირების მიუხედავად, არ გაუუქმებია ეკონომიკური სანქციები, არ მიუწოდებია რეაქტორები. როგორც მოგვიანებით თქვა ამერიკული დიპლომატიის ვეტერანმა სტივენ ბოზუორთმა, “შეთანხმებული ჩარჩოები” ხელმოწერიდან ორი კვირის შემდეგ პოლიტიკურ ობლად იქცა.

გარდა ამისა, გადახედეთ აშშ-ის ჭრელ პოლიტიკას ლიბიის მიმართ. ეფუძნებოდა რა საერთაშორისო სანქციების წარმატების პროგრამას, ბუშის ადმინისტრაციამ დაარწმუნა ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი, ქვეყანაში შეეშვა ამერიკელი ინსპექტორები და გაეუქმებინა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამა. იმისათვის, რომ მიეღო ეს ხელშეკრულება, ბუში დაჰპირდა კადაფის, რომ აშშ არ შეეცდებოდა მისი რეჟიმის დამხობას. ეს იყო აშკარა ქუიდ პრო ქუო (სამსახურის გაწევა სამსახურის სანაცვლოდ).

კადაფიმ უარი თქვა შეიარაღების პროგრამაზე, აშშ კი დაჰპირდა, რომ არ მოეპყრობოდა ისე, როგორც სადამ ჰუსეინს, მაგრამ მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ არად ჩააგდო ეს დაპირება და კადაფი დაამხო.

კადაფის წინააღმდეგ მრავალეროვანი ოპერაცია 1973 წელს დაამტკიცეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, გაცხადებული მიზანი იყო, კადაფისთვის არ მიეცათ ბენღაზის მოსახლეობაზე შეტევის უფლება, და არა მისი დამხობა, მაგრამ ამერიკელი მაღალჩინოსნებს თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდათ რეჟიმის შეცვლა და მათ სტვენა-სტვენით ჩაუქროლეს რეზოლუციას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი რობერტ გეიტსი მოგვიანებით იხსენებდა: “რუსებმა გააცნობიერეს, რომ ლიბიის საკითხებში მოატყუეს, რომ შეიტყუეს და გააცურეს”. და რუსები მართლები იყვნენ. ასე რომ, თუ ვინმეს გაუკვირდება, რატომ დაბლოკა არაერთხელ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მოქმედება ლიბიაში კატასტროფის საკითხზე, პასუხი, ყოველ შემთხვევაში, ნაწილი მაინც, ამ გაცურებაშია.

ლიბიის გაკვეთილს უკვალოდ არ ჩაუვლია სხვა ქვეყნებისთვის. ჩრდილოეთ კორეის მასმედიას არაერთხელ მოუყვანია ეს მაგალითი იმისთვის, რომ გაემართლებინა ბირთვული შეიარაღების პროგრამა და არ დაეშვა, ოდესმე ვინმეს დაეჯერებინა აშშ-ის დაპირებებისთვის. და სულაც არ არის საჭირო გენიოსი იყო, მიხვდე, რატომ იქცევიან ასე. კიმ ჩენ ინი რომ იყოთ, თავის გადასარჩენად საკუთარი ბირთვული არსენალის იმედი გექნებოდათ თუ აშშ-ის დაპირებების?

პასუხს დონალდ ტრამპთან მივყავართ. მსოფლიოს დღეს საქმე აქვს აშშ-ის ისეთ პრეზიდენტთან, რომელსაც არ აქვს მტკიცე რწმენა და გვეჩვენება, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს იმ ზღაპრების საფუძველზე, რომლებსაც ახლახან უყურა ტელეშოუ Fox & Friends-ში. ტრამპი, ამასთანავე, იგავების სერიული მწერალიცაა, რომელიც ცრუობს ისე იოლად და ისე ხშირად, რომ მის დაუნტერესებლობას სიმართლის მიმართ, რთულია, რამე პოლიტიკური სასჯელი გამოუტანო. დაინტერესებულმა იმით, რომ ყველაფერში აჯობოს თავის წინამორბედებს, ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის 10 თვის განმავლობაში 6-ჯერ მეტი ტყუილი თქვა, ვიდრე ობამამ პრეზიდენტობის ორ ვადაში. ამას დაუმატეთ თეთრ სახლში მაღალჩინოსნების გიჟური ტემპით შეცვლა და მიიღებთ იმ გარემოს, რომელშიც შეუძლებელია ელოდოთ, პოლიტიკურ განცხადებებს ჰქონდეს ერთ ან ორ კვირაზე მეტი მოქმედების ვადა.

ამ პირობებში რომელი ქვეყნის გონიერი მთავრობა მიიღებს სერიოზულად ამერიკის სიტყვას ამა თუ იმ პრობლემაზე? თუნდაც ნახევრადგონიერი მთავრობა რამეს დაუთმობს ამერიკას დაპირებების სანაცვლოდ? აშშისდამსახურებებისადა მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის ხასიათის გათვალისწინებით, არც ერთი მოწინააღმდეგე არ მოიქცევა ასე, თუ 100%-ით არ იქნება დარწმუნებული, რომ აშშ დაპირებას შეასრულებს. მართლაც _ “ენდე, მაგრამ შეამოწმე!”

Pეწ ღესეარცჰ ჩენტერ-ის მონაცემებით, რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ენდობიან აშშ-ის ხელმძღვანელობას, ობამას პრეზიდენტობის ბოლოდან, 64 პროცენტიდან დაახლოებით 22 პროცენტამდე დაეცა ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, მსოფლიოში სულ უფრო მეტ ადამიანს სჯერა, რომ თავმჯდომარე სი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი სი ძინპინი _ ლ. მ.) და პუტინი “უფრო გააკეთებენ იმას, რაც მართებულია მსოფლიო პოლიტიკისთვის”, ვიდრე აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი.

რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა უკვე აღარავის სჯერა. აშშ-ის ბიზნესლიდერები კვლავ დებენ გარიგებებს უცხოელ პარტნიორებთან, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები კვლავინდებურად თანამშრომლობენ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთნდობის ქოლგის ქვეშ, მაგრამ, სინამდვილეში, თუ გავითვალისწინებთ დროს, ფულს და ყურადღებას, რაც აშშ-მა დახარჯა თავის საიმედოობაში სხვების დასარწმუნებლად, უცნაური იქნებოდა, თუ სხვა სახელმწიფოებს არანაირი ნდობა არ ექნებოდათ ვაშინგტონის მიმართ. არასანდოს რეპუტაცია ძალიან ძვირი ჯდება. როცა ნდობა ქრება, თანამშრომლობის მექანიზმების შექმნა გაცილებით მეტ ინტრუზიულ და ფორმალურ პირობასა და შეთანხმებას მოითხოვს. ნდობის უქონლობა სახელმწიფოს უბიძგებს, გაითვალისწინოს ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება გააკეთონ სხვებმა მის წინააღმდეგ, შესაბამისად, მოემზადოს გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის.

აშშ-ს ჯარი ჰყავს სამხრეთ კორეაში, ჩრდილოეთმა კორეამ კი უამრავი ხარჯი გაიღო ბირთვული იარაღის შესაქმნელად _ იმიტომ, რომ არ ენდობა აშშ-ს.

აი ამიტომ არ ველი რაიმე ხელშესახებ გარღვევას ტრამპისა და კიმის შეხვედრის (თუ, საერთოდ შედგება ეს შეხვედრა) შემდეგ. არც ერთი მხარე არ აპირებს, დათმოს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ სურთ, მოტყუვდნენ…

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

1 COMMENT

  1. ცემი ინდივიდუალური აზრია-ევროპაშიც და საბჭოთა კავსირშიამერიკის გარდა უნდა აღდგეს სოციალიზმი რომ ამოისუნთქოს მსოფლიომ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: კოტემოტე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here