Home ახალი ამბები საქართველო ჰამლეტ ჭიპაშვილი: ხელისუფლებამ, როგორც ჩანს,  აშშ-ის ადმინისტრაციის ნათქვამი ვერ გაიგო. არ გვიღებენ,...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ხელისუფლებამ, როგორც ჩანს,  აშშ-ის ადმინისტრაციის ნათქვამი ვერ გაიგო. არ გვიღებენ, პატივცემულებო! რა არის ამაში გაუგებარი?

„ქართული „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ჩხარტიშვილი, რუხაძე, რამიშვილი, მეტსახელად ზარალა, ჯოხთაბერიძე და სხვ. _ მდიდრები, რომლებიც ხელს არა მხოლოდ ბიზნესში აფათურებენ, არამედ ქვეყნის ცხოვრებაში”

საქართველოს პოლიტიკური კურსი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებაა”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა და დასძინა, რომ 2030 წლისთვის საქართველო აპირებს ევროკავშირში შესვლას, არა ამჟამინდელ ევროკავშირში, რომელიც გმობსოცნებისპოლიტიკას, არამედ ახალში, რომელიც, კობახიძის აზრით, დემოკრატიის ნაკრძალი იქნება

არადა, აშშის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში _ კიტ კელოგმა გარკვევით განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატოში ვეღარ გაწევრდებიან და ევროკავშირიც უიმედო პერსპექტივაა

საით მიდის ,,ქართული ოცნებადა რა არის ,,დიფ სთეითი”? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება:

_ თანამედროვე ევროკავშირი ისეთია, რომ კობახიძის ოცნებას ასრულება არ უწერია. ევროკავშირი უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ერთადერთი, რაც ამ გაერთიანებას დაემართება, არის დაშლა. აქცენტი ევროკავშირზე არასწორია, ვინაიდან რეფორმების გარეშე დარჩენილი ევროკავშირი საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებს, დასაშლელად გამზადებულ კავშირში შესვლას კი აზრი არ აქვს…         

რაც შეეხება  ნატოში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრებას, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლმა კიტ კელოგმა გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტის თვალსაზრისი _ ზემოჩამოთვლილთაგან არც ერთ ქვეყანას ნატოში არ მიიღებენ.

ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციის ნათქვამი ვერ გაიგო. არ გვიღებენ, პატივცემულებო! რა არის ამაში გაუგებარი?

მართალია, რამშტაინის 4 ივნისის შეხვედრა უკრაინის ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდებოდა, მაგრამ ნატოს ყველა წევრისა და სხვა ქვეყნების თავყრილობის გამომხატველი იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად. ამ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პატიაშვილიც ესწრებოდა. რატომ?

უკრაინის ხელისუფლება ნეოფაშისტურია, ტერორისტულია, საქართველოს მაგინებელია. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ბირთვული იარაღი უნდა დავამზადო რუსეთზე დასარტყმელადო.

ზელენსკი ნარკომანია და კოკაინით გაბრუებულმა თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს ატომური ბომბი, რომელიც მსოფლიოს კატასტროფას მოუტანს.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ზელენსკის მსოფლიო მიჰყავს ბირთვული ომისკენ. აი, ამ ფონზე საქართველოს რა უნდა რამშტაინში?

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იყენებენ ტერმინ „დიფ სთეითს“, თუმცა, როგორც ჩანს, არ იციან „სიღრმისეული სახელმწიფოს“ მნიშვნელობა. „ოცნების“ საყვირმა კალაძემ ისიც თქვა, რომ ტრამპმა ვერ დაამარცხაო „დიფ სთეითი“, სხვათა შორის, იგივე ბრძანა პრემიერმინისტრმა კობახიძემაც.

მოდი, დავსვათ კითხვა: შეიძლება მთვარის, მზის, მარსის, იუპიტერის დამარცხება?

_ ვირტუალურად მხოლოდ, რეალურად _ არა! „დიფ სთეითი“ იყო, არის და იქნება, სანამ იარსებებს პლანეტა, რომელსაც დედამიწა ჰქვია; სანამ დედამიწაზე იცხოვრებენ მდიდრები და ღარიბები,   იარსებებს სოციალური ფენა და ა.შ.;  სანამ ადამიანებს სხვათა მიმართ ექნებათ ზემოქმედების სურვილი; სანამ, ზემოქმედების სურვილით აღვსილნი, შეეცდებიან თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელებას ან დაიქირავებენ სხვებს ამ საქმის შესასრულებლად, თვითონ კი,  ჩრდილში დარჩენილნი, დაქირავებულების მეშვეობით მოახერხებენ რიგი საკითხების გადაჭრას.

საქართველოს პირობებში „დიფ სთეითის“ აშკარა წარმომადგენელია მილიარდერი ივანიშვილი, რომელიც კულისებიდან მართავს მის მიერ დანიშნულ ხელისუფლებასა და ქვეყანას; თვით კალაძე, აშშ-ის „დიფ სთეითზე“ რომ ლაპარაკობს…

ქართული „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ჩხარტიშვილი, რუხაძე, რამიშვილი, მეტსახელად ზარალა, ჯოხთაბერიძე და ა.შ. _ მდიდრები, რომლებიც ხელს არა მხოლოდ ბიზნესში აფათურებენ, არამედ ქვეყნის ცხოვრებაში.

_ ეს გვარსახელები  მართლა იწვევს საზოგადოების გაღიზიანებასშეიძლება მათი დამარცხება?

_ ცალ-ცალკე თავის მოკვეთა ისე, როგორც ცხრათავიანი გველეშაპისთვის, შეიძლება, მაგრამ ზღაპრის მიხედვით, მოკვეთილი თავის ნაცვლად იმ გველეშაპს ახალი თავი  ხომ ეზრდება?

არ იქნება ივანიშვილი, სხვა გვარით იქნება იგივე ივანიშვილი.

სოციალური უთანასწორობის გამოსწორების სურვილმა გამოიწვია პროლეტარული რევოლუცია ლენინისა და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით. ხალხთა თანაფარდობაზე დაფუძნებულმა საბჭოთა სისტემამ 70 წლის განმავლობაში  იარსება და გიგანტურ წარმატებებსაც მიაღწია ისტორიის ერთობ მოკლე პერიოდში. მან სამოქალაქო ომიც გადაიტანა, ჰიტლერული გერმანიაც დაამარცხა, საბჭოთა კავშირი მსოფლიოს მეორე ქვეყნად გადააქცია, რომელიც დიდ კონკურენციას უწევდა კაპიტალიზმის ფლაგმან აშშ-ს, მაგრამ ვერ გაუძლო პარტიაში გაჩენილ ღალატს, მერკანტილიზმს, მომხმარებლური სულისკვეთების მიერ სულიერის დაჩრდილვას და მსოფლიო ისტორიაში არსებულ უნიკალურ სისტემას წყალი შეუყენა ნგრევით.

_ თქვენ საბჭოეთს დიდი პატივით იხსენიებთ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები კი, თუკი ვინმეს გალანძღვა უნდათ, ბოლშევიკსა და კომუნისტს უწოდებენ

_ რადგან საბჭოეთი ვახსენეთ, მინდა, კობახიძის მიერ ჟურნალისტებთან ნათქვამს შევეხო. მან  ევროპარლამენტის მიერ მიღებული „ანტიოცნებური” დოკუმენტი საბჭოური უზენაესი საბჭოს მიერ არაფრისმაქნის დოკუმენტებს შეადარა, თან ისიც დასძინა — მახსოვს, გასული საუკუნის 80-იანი წლების უზენაესი საბჭოს უნიათო დოკუმენტები, რომლებსაც ძალა არ ჰქონდაო.

კობახიძეს ვერ გაახსენდება საბჭოთა საქართველოს 80-იანი წლები, მით უმეტეს უზენაესი საბჭოს დადგენილებები მარტივი მიზეზის გამო _ ასაკისა და სიტყვა „უზენაესის“, ანუ უზენაესი საბჭოს არარსებობის გამო.

საბჭოთა პერიოდში იყო უმაღლესი საბჭო, რომელიც წლის განმავლობაში 2-ჯერ იკრიბებოდა — საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. უმაღლესი საბჭოს 440 დეპუტატი კი მუდმივად მუშაობდა დარგობრივ კომიტეტებში, თავიანთი ძირითადი სამუშაოს პარალელურად. სესიებს შორის საქმიანობას წარმართავდა უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი თავისი აპარატით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს ხელმძღვანელობდა თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები იყვნენ საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი, საქართველოს კომკავშირის პირველი მდივანი, ავტონომიური ფორმირებების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები, საზოგადოების გამორჩეული პირები, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოწინავე მუშაკები.

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომები, როგორც წესი, თვეში ერთხელ იმართებოდა და იხილავდა კომიტეტების მიერ შემუშავებულ დადგენილებათა პროექტებს, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით მათ აქვეყნებდა პრესაში, გზავნიდა საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში შესასრულებლად.

რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ იკრიბებოდა  გაზაფხულისა და შემოდგომის სესიებზე, ის ამტკიცებდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებულ დოკუმენტებს სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად.

1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების შემდეგ უმაღლესი საბჭოს სახელი და შინაარსიც გადაკეთდა უზენაეს საბჭოზე, რომელიც თავის საქმიანობას ყოველდღიური სხდომებით წარმართავდა.

უზენაესმა საბჭომ შეინარჩუნა ოპერატიული ორგანო — უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელსაც უძღვებოდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.

როგორც საბჭოთა პერიოდის, ისე ე.წ. ეროვნული ხელისუფლების უმაღლესი და უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმების სხდომებს, როგორც მოწვეული,  ესწრებოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, შს მინისტრი.

ორივე შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები მოითხოვდა შესრულებას და, 100%-ით თუ არა, 90%-ით სრულდებოდა. აი, სწორედ იმ გადაწყვეტილებებმა, დადგენილებებმა, კანონებმა ააშენეს საქართველო.

ქუჩები, რომლებზეც კობახიძე დაქრის დაჯავშნილი ავტომანქანით, კომუნისტების პერიოდში გაკეთდა. სახლები, რომლებშიც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობს, კომუნისტებმა ააშენეს და არა მხოლოდ ააშენეს, უსასყიდლოდ გადასცეს საცხოვრებლად, შემდეგ კი აჩუქეს მოსახლეობას. კომუნისტებმა შემოიღეს საყოველთაო სწავლება, საშუალო და უმაღლესი განათლება ყოველგვარი საფასურის გარეშე, ისე, როგორც სამედიცინო მომსახურება. კომუნისტებმა შემოიღეს და ფართოდ გაშალეს მოსახლეობისთვის საკურორტო ქსელი — კომპლექსური სამედიცინო მომსახურებით; ბავშვთათვის _ პიონერთა ბანაკები.

კომუნისტების პერიოდში გაიყვანეს ახალი გზები და გვირაბები, სარკინიგზო ხაზები, თბილისის მეტროპოლიტენი, სანიმუშო საწარმოები — მძიმე და მსუბუქი, კვების მრეწველობის. კომუნისტებმა ააშენეს მეტალურგიული ქარხანა, ხოლო მის ირგვლივ _ ქალაქი. კომუნისტებმა ააშენეს თბილისის „ელმავალმშენებელი” და ჩარხმშენებელი ქარხნები, საავიაციო 31-ე ქარხანა. თბილისის ზღვაც კომუნისტებმა შექმნეს.

კომუნისტების პერიოდში შეიქმნა კინოსტუდია, თეატრები — დრამატული, მუსიკალური კომედიის, ბავშვთა; ზენიტში ავიდა საოპერო და საბალეტო ხელოვნება. კომუნისტებმა შექმნეს საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლი, ანსამბლი „რუსთავი“, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. კომუნისტების დროს გაიფურჩქნა კონსერვატორია, საბალეტო სტუდია, სამხატვრო აკადემია, მეცნიერებათა აკადემია…

კომუნისტების პერიოდში იქცა სპორტი საყოველთაო, განსაკუთრებით ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ჭიდაობა… კომუნისტების დროს ქართულმა კალათბურთმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, ისე, როგორც ფეხბურთმა. კომუნისტების დროს აყვავდა ქართული ხელოვნება, მწერლობა, მხატვრობა, მეცნიერება… რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

საქართველოში არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა ჩამოყალიბდა, არამედ სახელმწიფოსადმი სიყვარული, პატივისცემა, პატრიოტიზმი, განსწავლული ინჟინერ-ტექნიკური საზოგადოება. ძნელად მოიძებნება დარგი, რომელიც საბჭოთა საქართველოში განვითარებული არ იყო.

ეს და სხვა მრავალი კომუნისტების მმართველობის პერიოდში იყო, ბატონო ირაკლი. და ნაცვლად იმისა, რომ შეგენარჩუნებინათ _ დააქციეთ, გაანადგურეთ, თეთრებად გაყიდეთ უცხოეთში; მოსახლეობა _ დამშეული, უყურადღებოდ მიტოვებული, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთის გზას გაუყენეთ.

თქვენ თქვენსავით მსუბუქად მოაზროვნე ჟურნალისტებს რომ უთხარით,  ევროპარლამენტის გადაწყვეტილება უზენაესი საბჭოს არაპროფესიონალური დადგენილების მსგავსიაო, ევროპარლამენტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ უზენაესი საბჭოს „არაფრისმქმნელმა“ გადაწყვეტილებებმა შექმნეს ყოველივე ის, რაც ზემოთ ჩამოგითვალეთ, თუმცა, ვფიქრობ, ტყუილად.  ვერც თქვენ და ვერც თქვენი გუნდელები ამას ვერ გაიგებთ, რადგან გაგებას ცოდნა სჭირდება, რომელიც დიდი დეფიციტია ქართულ პოლიტიკაში.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რომ არათანმიმდევრულია, ეს ფაქტია. იგი თან ეწინააღმდეგება დასავლეთს, მეორე ფრონტის გახსნის საკითხში, თან კვერცს უგორებს მას, ნატოს შეკრებებში მონაწილეობით! ნატოში რომ მას, ისევე როგორც უკრაინას, თვითონაც იცის და ნატომაც: რადგან, რომ მიიღონ, მე-5 პუნქტი აიძულებთ, რომ ნატო უშუალოდ დაუპირისპირდეს რუსეთს. დასავლეთს კი ნებავს, რომ საქართველო და უკრაინა აომონ რუსეთთან. ამიტომ ნატოს კარი სულ ღია იქნება, მაგრამ საქართველო და უკრაინა შიგ ვერ შესუნავენ. რაც შეეხება კობახიძის მიერ კომუნისტების გინებას, მას ეს გაუნათლებლობით მოსდის. მთავრობაში რომ არ იყოს, მიტინგზე იდგებოდა. ბ-ნი ჰამლეტი მართალს ეუბნება, მაგრამ მის ყურებში არ შედის. მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ პატიმრებს არ აწამებს (რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა) და მე-2 ფრონტი, საკუთარი რისკის ფასად, არ გახსნა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ომარ Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here