Home რუბრიკები ისტორია ჯონ სტაინბეკი: “რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ”

ჯონ სტაინბეკი: “რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ”

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, ჯონ სტაინბეკი 1947 წელს თბილისს ეწვია ცნობილ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად. ის აღფრთოვანებული დარჩა საბჭოთა საქართველოთი და თავისი შთაბეჭდილებები შემდგომ “რუსულ დღიურებში” გადმოსცა.


აი, რას წერდა სამშობლოში დაბრუნებული სტაინბეკი საქართველოსა და თბილისის შესახებ (იგი დედაქალაქის გარდა, გორსა და ბათუმშიც იყო):

“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით – რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში – გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა “საქართველო”… კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, – თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო”.

საფიქრებელია, რომ საქართველომ მას მოლოდინი გაუმართლა, რადგან ასე დაახასიათა ქართველები: “ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ… ქართველი მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ რუს ქალებში… თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს”.

იქიდან გამომდინარე რომ სტაინბეკის შემოქმედებაში მუშათა კლასს გამორჩეული ადგილი ეკავა, მან საქართველოში სტუმრობისის განსაკუთრებული ყურადღება სოციალური ცხოვრების მომენტებს მიაქცია.

“ჩვენ თბილისის უნივერმაღები დავლაშქრეთ. ხალხით გაჭედილ მაღაზიებში არჩევანი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ფასები, განსაკუთრებით ტანსაცმელზე საკმაოდ მაღალი გახლდათ. ბამბის პერანგები სამოცდახუთი რუბლი, რეზინის კალოშები სამასი რუბლი, ხოლო პორტაბელური საბეჭდი მანქანის ფასი სამი ათას რუბლამდე აღწევდა.

მთელი დღე საზოგადოებრივ საცურაო აუზებში და ქალაქის პარკებში გავატარეთ. მშრომელთა პარკში პატარების რკინიგზა იყო მოწყობილი, რომლის მატარებელი იმდენად სრულყოფილი იყო დეტალებშიც კი, რომ მოხიბლულები დაგვტოვა. მემანქანის, ინჟინერის, მეხანძრის და სადგურის უფროსის როლსაც კი თვითონ ბავშვები ასრულებდნენ.

გასაოცარია თბილისში ზაფხულის საღამოები. ჰაერი ფაფუკი, მსუბუქი და მშრალია. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები უმისამართო სეირნობით ტკბებიან. მამაკაცების ჩაცმულობა გამოსარჩევად კოხტა იყო, მუნდირი ზოგჯერ თეთრი სქელი აბრეშუმისა, წელზე ქამრით შემოჭერილი, გრძელი ვიწრო შარვლები, და მსუბუქი შავი ჩექმები. საოცრად ლამაზი მოდგმაა ეს ქართველი კაცები.

ღამღამობით ძველი სახლების მაღალი აივნებიდან მელოდიური უცნაური სიმღერა გვესმოდა ხოლმე, რომელსაც აკომპანიმენტად მანდოლინის მსგავსი ინსტრუმენტის ხმა გასდევდა. ხანდახან ბნელი ქუჩებიდან მომავალი სალამურის ხმაც მოგვესმოდა.”

“ქართველები საბჭოთა კავშირში ყველაზე მოშვებული ხალხია; მოშვებული და ფიცხი და ხალისით აღსავსე. ალბათ ამიტომაც ეტრფიან მათ ასე რუსები. ალბათ მათაც სურთ, რომ ასეთები იყვნენ.”

ჯონ სტაინბეკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც აღმერთებს ხელოვნებას, განსაკუთრებით პოეტებს, მწერლებს, რომლებიც ცამდე აჰყავთ, ახალგაზრდები და გაუწაფავნიც კი. ჯონ სტაინბეკი წერს, რომ ეს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია საბჭოთა და ამერიკელ ადამიანებს შორის, ამერიკაში ხომ მწერალი არავის აინტერესებს, თითოეულმა მწერალმა თავად უნდა შეიქმნას კარიერა და მკითხველთა სიყვარული დაიმსახუროს.

ჩვენი ქვეყანა რომ მოეწონა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 20 წლის შემდეგ, 1967 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, უკვე ნობელის პრემიის ლაურეატის და მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის რანგში მორიგი საბჭოური ვოიაჟისას ისევ ეწვია საქართველოს და უთქვამს, – თბილისში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ხალისიანი და სუფთააო… ალბათ, მართლა ასეთი იყო, თორემ ვინ აძალებდა სტაინბეკს, ტყუილი ეთქვა.

საინტერესოა რას იტყოდა სტაინბეკი დღევანდელი საქართველოს შემხედვარე?

 

სტატიის ავტორი: politicano

9 COMMENTS

  1. მე რომ ეხლა დავწერო,თუ რას იტყოდა თანამედროვე საქართველოზე სტეინბეკი,ნაღდად დამაპატიმრებენ სტეინბეკის თანამემაულე, თბილისში განსაკუთრებული სტატუსით მყოფი თანამდებობის პირის ბრძანებით 🙁 .

  2. ვაჰ, დროში, დრონი, ნაგემნი მტკბარად,
    წარილტვნენ,განქრნენ უკლებლივ ჩქარა…

  3. სტეინბეკიც და ცნობილი ფოტომემატიანე კაპა თბილისში ვლადიმერ მაჭავარიანმა მოიწვია. კაპას ფოტოგამოფენაც მისივე ორგანიზებული იყო.
    სტეინბეკი ბაბუასთან მეგობრობდა და ორივე შემთხვევაში მისი მოწვევით ჩამოვიდა თბილისში
    მახსოვს ჩვენთან სახლში მისი სტუმრობაც.

  4. ფოტოზე ვერის ბაზარია, თვითონ გლეხები ყიდდნენ საქონელს, მოდიოდა აქტიური ვაჭრობა – ფასების დაკლება, საქონლის არჩევა და ა.შ.

  5. საზიზღარი კომუნისტები როგორ ჩაგრავდნენ საქართველოს ???!!!!!

  6. ეეჰ, იოსებ (ჯოზეფ-ჯონ) მაგრა მოხიბლულხარ, დამპყრობელ რუსეთითა(!) და დაპყრობილ(!) საქათველოს სსრ-ში მცხოვრბ (საბჭოთა ხალხით) ე. წ. ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი თ!! ქართველები , სოც რეალიზმის ერთგულმა კომუნისტმა მწერლებმა გ ა გ ა ც ნ ე ს !! შეუცდენიხართ(?) ქ ა რ თ ვ ე ლ , ლოთ(!) მწერალ გიდებს?!
    რომ გათქმევინათ(?): ,,რ უ ს ე ბ ი სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ო ც ნ ე ბ ო ბ ე ნ”- (?) ეგ,,,ს ა მ ო თ ხ ე,” 200წელი რუსეთის სკუთრება(!) იყო, – არა ,,ს ა ო ც ნ ე ბ ო ” !! 27 წელია წაგლეჯილი აქვთ ,,სამოთხე ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს” უდიდესინ აწილი – -,,სამოთხე ა ფ ხ ა ზ ე თ ი”
    საბედნიეროდ, ა შ შ-მა 27 წელია ,,სამოთხე საქართველოს” დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ს ც ნ ო (!) საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ერთიანი სახელმწიფო!!! ვ ე რ ც სტეინბეკი, ვერეც ბევრი რეპრესილებული ნ ა მ დ ვ ი ლ ქ ა რ თ ვ ე ლ ი..პ ა ტ რ ი ო ტ ი, ვერ მ ო ე ს წ რ ო, ამ დიად მოვლენას უძველეს საქართველოს ი ს ტ ო რ ი ა შ ი !!!

  7. მოგახსენოთ რას იტყოდა? ვერა,ვერგეტყვით.ეს ყველაფერი ტვინგახურებულმა ახალგაზრდებმა წაიკითხონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here