ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ულამაზესი იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა მოქანდაკეცაა. მისი ნამუშევრები ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. მსახიობმა საკუთარი თავიც კი გამოაქანდაკა ესმერალდას როლში.
“კინო სხვაზე დამოკიდებული ხელოვნებაა, ქანდაკებაში კი მარტო მე და ჩემი ხელები ვართ – რასაც მინდა, იმას გამოვძერწავ”.