Home რუბრიკები პოლიტიკა ხალხო, ჩვენ რომ ქვეყნის დაქცევა გვეგონა, თურმე “პირადი წყენა” ყოფილა!

ხალხო, ჩვენ რომ ქვეყნის დაქცევა გვეგონა, თურმე “პირადი წყენა” ყოფილა!

8715
ხალხო, ჩვენ რომ ქვეყნის დაქცევა გვეგონა, თურმე “პირადი წყენა” ყოფილა!

ერთი ძველი და ცოტა უხამსი ანეკდოტია ასეთი: ექიმთან ვიზიტიდან დაბრუნებული მარო ქმარს ეუბნება: “მიხო, კაცო, ჩვენ რომ ასთმა გვეგონა ხოლმე, ეგა, თურმე ორგაზმი ყოფილაო”. ეს ანეკდოტი იმიტომ გავიხსენე, რომ ამაზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი გამოხატავს დღევანდელი ქართული .. ოპოზიციის მდგომარეობას. აქედანვე ვიტყვი, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ირმა ინაშვილისპატრიოტთა ალიანსს”, კახა ძაგანიასმემარცხენეებსადა ჯონდი ბაღათურიასდასს”, დანარჩენი, ყველა, ფაქტობრივად, სწორედ იმის მტკიცებაზე არიან გადასული, რომ ის, რაზეც აქამდე ბევრი წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ ასთმაა, დაავადებაა, ბოროტებაა და ცუდიაო, სინამდვილეში თურმე ორგაზმი, სიამოვნება და სიკეთე ყოფილა!

ასეთი გამონათქვამებით განსაკუთრებით რეკორდული იყო გასული კვირა. გუბაზ სანიკიძემ, შალვა ნათელაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და სხვებმა ისეთები ილაპარაკეს მიშა სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე, რომ ადამიანს შეიძლება გული ასჩუყებოდა, ათიოდე წლის წინანდელი მათი ფრაზები კარგად რომ არ ახსოვდეს საზოგადოებას.

ხალხო, ჩვენ რომ ქვეყნის დაქცევა გვეგონა, თურმე “პირადი წყენა” ყოფილა!

გუბაზით დავიწყოთ. მხოლოდ 20 წლის ბავშვებს არ ემახსოვრება, ალბათ, თორემ, 20 წლის ზემოთ ვინც არის ახლა და მაშინ 12 წლისა მაინც იყო, ყველამ კარგად იცის, რატომ და რისთვის გალანძღა ქართველი ხალხი გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. რამ დაგადედლა და დაგაბეჩავა, ქართველო ხალხო?! ჯალალედინი მოგვდგომია კარს!” _ ასეთი იყო მაშინ “ლევანიჩის” პათოსი, ხოლო ცნობილ სისხლისმსმელ დამპყრობელ ჯალალედდინში საქართველოს ექსპრეზიდენტი, ძებნილი ცრუპენტელა მიშა სააკაშვილი იგულისხმებოდა.

დღეს გუბაზი აცხადებს: ხომ შევთანხმდით, რომ მიშა სააკაშვილი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ქართველი პოლიტიკოსია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც!”

ე.ი., შეგვიძლია ვთქვათ ასეთი რამ _ ჯალალედდინი არის ყველაზე გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი და ჩვენ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ!”

შალვა ნათელაშვილი არანაკლები მედროვული ფრაზით წარდგა მაყურებლის წინაშე, როდესაც გიგი უგულავას შესახებ მის მიერ ხუთიოდე წლის წინათ ნათქვამი ფრაზა შეახსენეს. მაშინ ისე იყო და ის ვთქვი, ახლა ასეა და ასე ვამბობ, მერე სხვა დროს შეიძლება კიდევ სხვანაირად იყოს”, _ გაჭრილად თქვა შალვა ნათელაშვილმა და ერთადერთი, რაც დასაფასებელია, სწორედ მისი პირდაპირობაა _ მედროვე ვარ და მაცადეთ, ჩემი მედროვული საქმე უნდა ვაკეთოო.

არადა, მართლაც საინტერსოა, რას ამბობდა შალვა-ბატონი “ჩაგრულ გიგიზე” ამ ხუთიოდე წლის წინათ.

“გიგი უგულავა არის სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ჯალათი. 7 ნოემბრის დარბევაც მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა. მანვე მიუსია უდესიანის ზონდერები საკრებულოს იმ დეპუტატებს, რომლებიც მიშას არ უჭერდნენ მხარს. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავეა მიშას რეჟიმის წარმომადგენლებს შორის”

ასეთი და სხვა მსგავსი გამონათქვამები უკვე ძალიან შეაჩვიეს საზოგადოების ყურს ქართველმა პოლიტიკოსებმა. შეიძლება ზოგმა თქვას, პოლიტიკა ეგეთი რამეა, შეიძლება დღეს ერთ იდეოლოგიას მისდევდეს კაცი და ხვალ უცებ _ მკვეთრად სხვა იდეოლოგიასო.

კი, ბატონო, მაგრამ, ჯერ ერთი, არც ეგ მესმის: დღეს თუ მემარცხენე ხარ, ხვალ უცებ მემარჯვენე როგორ უნდა გახდე?! მაგრამ იდეოლოგიები კიდევ ჯანდაბას.

მინდა მიაქციოთ ყურადღება და კარგად გაიაზროთ. აქ იდეოლოგიებზე კი არა, კონკრეტულ სისხლის სამართლის დამნაშავეებზეა საუბარი.

ახლა პირადი კინკლაობის დრო არ არის. ყველამ უნდა დავივიწყოთ პირადი წყენა და დავდგეთ ერთად ოლიგარქის დასამარცხებლად!” _ ასეთი პათოსით რეაგირებენ ხოლმე შესაბამის შეკითხვაზეს ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.

საზოგადოდ, ეს ფორმულა _ პირადი წყენის დავიწყება და ერთად დადგომა” _ ერთგვარ ყველაფრისგამაპრავებელრეცეპტად გამოაცხადა .. ოპოზიციამ. ეგ კი არა, თუკი ამაში მათ არ დაეთანხმე და, როგორც ისინი უწოდებენ, “პირადი წყენისდავიწყებაზე უარი თქვი, შეიძლება სამშობლოს მოღალატედაც კი შეგრაცხონ.

ამიტომ მსურს, დავსვა კითხვა _ რა არის, ბატონებო, თქვენთვისპირადი წყენა”?

გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილს იმიტომ უწოდებდა ჯალალ-ედ-დინს, რომ პირადი წყენა ჰქონდა მის მიმართ? მეტიც _ ქართველ ხალხს მხდალი, დედალი და ჩასვრილი სააკაშვილთან პირადი წყენის გამო უწოდა? გავიხსენოთ _ ეს ის პერიოდია, როდესაც იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერების არაერთგზის გაჭაჭვისა და ქუჩაში ლამის ნახევარი მილიონი ადამიანის გამოსვლისა, მათ ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწიეს. ხალხსაც მობეზრდა ქუჩაში უაზროდ ბოდიალი და ერთ დღესაც ლიდერების მოწოდებებს ძალიან ცოტა ადამიანი შეუერთდა. აი, მაშინ “აბობოქრდა” სწორედ გუბაზიკო (აქუს დავესესხოთ!) და აგინა და ლანძღა ქართველი ხალხი! ის კი, რა თქმა უნდა, არ უთქვამს, რომ ხალხი ქუჩაში სწორედ მისნაირი უკანალის მოთამაშე ლიდერების უნიათობის გამო აღარ გამოდიოდა.

ე.ი., გუბაზი თავისი ჩასვრის გამო, ხალხს უწოდებდა ჩასვრილს და, თურმე დღეს ირკვევა, რომ ხალხი ქუჩაში საუკეთესო ქართველი პოლიტიკოსის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო. აი ლოგიკა!

საქმეც ის არის, ხალხო, რომ აქ საუბარი არ გვაქვს იდეოლოგიურ შეუთავსებლობებზე და გარკვეულ პოლიტიკურ ბრალდებებზე. ეს ადამიანები პირად წყენად მოიხსენიებენ სისხლის სამართლის კონკრეტულ და თანაც ამაზრზენ, სასტიკ დანაშაულებს.

* ვეკითხები შალვა ნათელაშვილს _ კაცი სააკაშვილის ჯალათი რომ არის და ზონდერებს უქსევს საკრებულოსა და პარლამენტის წევრებს, ეს თქვენთვის პირადი წყენაა და სხვა არაფერი?

* ვეკითხები გუბაზ სანიკიძეს _ ადამიანი ქვეყნის ამაოხრებელი, გამაპარტახებელი და ადამიანების მწამებელი მანიაკი რომ არის, ეს თქვენთვის პირადი წყენაა და მეტი არაფერი?

* ვეკითხები ალეკო ელისაშვილს, რომელიც ეკა ბესელიას ბრალად უყენებდა მექრთამეობას, პატიმრებისგან ფულის გამოძალვასა და თაღლითობას, ახლა კი მის გვერდით “ოპოზიციობს” _ ალეკო, კაცურად, მექრთამეებისა და თაღლითების გადარჩენილი ქვეყანა გინახავთ სადმე?

საერთოდ არაფერს ვეკითხები ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც თავმოყვარეობა დაკარგული აქვს და სრულ აბსურდს ამბობს, _ გიგი უგულავა, რეალურად ჩადენილი დანაშაულისთვის კი დაიჭირეს, მაგრამ მაინც პოლიტპატიმარიაო!..

უპასუხო შეკითხვები რომ აღარ დარჩეს, დავაზუსტებ: კი, ბატონო, დავუშვებ იმას, რომ ადამიანმა თქვას _ ეს კაცი ადრე მემარცხენე იდეოლოგიის იყო, ახლა მემარჯვენე იდეოლოგიის მომხრეა, მაგრამ არა უშავს, მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდო. ან თქვას ვინმემ _ ამ კაცმა ბავშვობაში გამლახა, მაგრამ ახლა პირადი წყენის გახსენების დრო არ არის, ქვეყანაა გადასარჩენიო.

კარგი, ამას დავუშვებ, მაგრამ ესენი რას ამბობენ? _ კი, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან (ვართ!), მანიაკები არიან, მკვლელები არიან, მექრთამეები და თაღლითები არიან, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, მთავარია, ოლიგარქი გავაგდოთო.

და მერე, იმ ოლიგარქს რომ გააგდებთ, ბატონებო, რას აპირებთ? რომ აგიჩემებიათმაჟორიტარული აღარ იქნება, პროპორციული იქნებაო” _ მკვლელები, მანიაკები, მექრთამეები და თაღლითები რომელი სისტემით გაინაწილებენ პარლამენტს, ხელისუფლებასა და მთავრობას, რა მნიშვნელობა აქვს?!

ასე არ იქნება?! აბა, როგორ იქნება?! “ოლიგარქს” გააგდებთ და მერე ერთმანეთს დაერევით? ჩემმა მზემ, ძალიან კი წაადგება ეგ ამბავი ამ ისედაც მიუძლურებულ და ცოცხალ-მკვდარ სახელმწიფოს.

ამიტომ ისღა დაგრჩენიათ, ან მაიმუნობას მოეშვათ და არჩევნებისთვის მოემზადოთ, ან კიდევ აღიარეთ, რომ თავის დროზე მიშას არა ობიექტური ფაქტების, არამედ პირადი წყენის გამო ებრძოდით. აღიარეთ, რომ მიშას წინააღმდეგ ყველა ბრალდება ცილისწამება იყო და თქვენ ამ ბრალდებებს მხოლოდ იმიტომ გაიძახოდით ტელეკამერების წინ, რომ მიშამ თქვენი ამბიციები არ დააკმაყოფილა _ ან ფული არ მოგცათ, ან თანამდებობა.

იმავე ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმარია, აღიაროს, რომ, რაც მან მაშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმებზე, ეს, უბრალოდ, პირადი წყენის ნიადაგზე მისგან მოგონილი ტყუილი იყო და სხვა არაფერი.

აბა, ვერ გავიგე, ადამიანების მკვლელობების დამგეგმავ “ქილერთან” ერთად გინდათ ქვეყნის გადარჩენა, თქვე ბემურაზებო?!

ყოფილი მკვლელი, ყოფილი მანიაკი, ყოფილი სადისტი და ყოფილი თაღლითი ბუნებაში არ არსებობს! ჰოდა, დასკვნაც ეგაა _ თქვენ, ვინც მანდ “ბიძია შალვას” შტაბში იკრიბებით ხოლმე და ახლა უკვე “საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” შტაბში გადაბარგებას აპირებთ, მართლაც თაღლითები, მანიაკები და ერთი ბუნებისანი ხართ ყველა.

არ ვიცი, რად დაუჯდება ქვეყანას ეს “ექსპერიმენტი”, მაგრამ ამისთვის ბიძინა ივანიშვილს მართლაც ტაში უნდა დავუკრა. მან მართლაც შექმნა და ჩამოაყალიბა ისეთი სიტუაცია, რომელშიც ყველა ნაგავი თავისით ამოტივტივდა და გამოაშკარავდა. მიუხედავად იმისა, მავანი პროდასავლურობის ნიშნით იღლეტდა ტანსაცმელს და იქაჩებოდა თუ პრორუსულობის პრაგმატულ ნიშაში ჩაჯდომას ცდილობდა _ ყველა ჯურის უთავმოყვარეო და ერთი ადგილის მოთამაშე პოლიტიკური ლიდერები სწორედ ლეიბორისტების ოფისში მაგიდაზე “დევს”…

ბაკურ სვანიძე

7 COMMENTS

  1. მე ყველა ესენი მებრალებიან!
    ერთხელ იყო დაბადებული და ისიც ძაღლუმადურად გაატარო შენი ცხოვრება, ხომ საცოდაობაა?
    ეს უბედურ დღეზე გაჩენილები მუქარის ქვეშ იმართებიან ეგრეთწოდებული “ევრომამებისგან” და რასაც უბრძანებენ იმას თუ არ შეასრულებენ, ვაი ამათი ტყავის ბრალი. ამათზე ხომ ამაზრზენი კომპრომატები აქვთ შემონახული სამხილებლად.
    ჰოდა, ესენი აი, ამ უბედურ დღეში არიან ჩაცვივნილები, ქურციკივით დააკუნტრუშებენ ერთი ადგილიდან მეორეზე და საკუთარ ხალხს აზიზღებენ, თან საშველსაც ვერ ხედავენ. მხოლოდ ხალხია მათი მხსნელი, რომ ესენი გამოყარონ სახელმწიფო შენობებიდან და მათ ადგილზე რჩეულთა შორის რჩეულნი დაასაქმონ.
    ასეთი არჩევნებია მოსათხოვი და განსახორციელებელი, რომ ყველას ეშველოს.
    თუ ხალხი ამას არ გააკეთებს უმოკლეს დროში, მაშინ კაპიანი ჯოხებით მოწევს ყველას სიარული, ვინც გადარჩება, და მერე რამდენიც ნებავთ იმდენი იძახონ: გადავაგდოთ ოლიგარქიო.
    “…აღრევისა და გაჭირვების ჟამს ყოველმა სახე წარმოაჩინა,
    მღაღადელმა კი, ვალდებულებით, კაცთამოდგმა რომ გადაერჩინა,
    ცოდვებით მიწა გაიპობაო, – კაცთ უკიჟინა და უჩიჩინა,
    მაგრამ მოდგმამ კი იმდენი სცოდა, რომ ღმერთს ხმელეთი გაახლეჩინა.
    ღმერთმა გახლიჩა იმისათვის, რომ ყველგან გამრავლდა ურთიერთმტრობა,
    თავკერძოობით გაიძვერობა, პირფერობა თუ შურით ღადრობა,
    წარღვნა-წალეკა კაცთა ხელთქმნილი და მათი მავნე მედიდურობა,
    თვით აღადგინა შიშით – რწმენა და უქონელობით – თანასწორობა. “

  2. წინადადება შემომაქვს თქვენს საყურადღებოდ და განსახილველად,.ვინაიდან მთელმა ოპოზიციამ თვითლუსტრაცია-ხარაკირი ჩაიტარა,გამოვუცვალოთ სახელი და ერთიანი სახელი დავარქვათ,რომ საჭირო აღარ იყოს პარტიების დასახელება-მაინც ფიქციაა,ხომ?ჩემი წინადადებაა,მათ ეწოდოთ–ნაცუარები–.

  3. ამათ ყველას ეკუთვნით ერთიანი სახელი „ნაცუარები“.გაახმოვანეთ თქვენი ვერსიები.

  4. ვუყურებ მაჭუტაძის, ბაჩუკი ქარდავას და ამ სხვა 2–3 კაციანი “პარტიების” შეკრებებს და გული მწყდება ქართული საზოგადოების ნაწილის ასეთი დეგრადაციის გამო. არანორმალურად მიმაჩნია და ვაპროტესტებ, რომ ამ პატარა ქვეყანაში 100–ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული და ისინი ჩვენი ანუ გდასახადების გადამხდელთა ფულით ფინანსდებიან. ამ პარაზიტ პარტიებს ახლა კიდევ დაემატა ორი აფერისტის, ყაჩაღ–ბანკირის და ბინძური მევახშის ხაზარაძე–ჯაფარიძის ე. წ. პარტია “ლელო”. რომელი იქნება შემდეგი ? საინტერესოა რას მოიმოქმედებს ნაპრეზიდენტალი პლასტელინი, “რასპუტინი” მარგველაშვილი ?

  5. და თქვენი პირადი წყენის გამო დაგყვებოდათ ხალხი ნახირივით კუდში საზიზღრებო?

  6. პოლიტიკოსთა უმეტესობა სადაც შოულობს სამსახურს და იღებს ხელფასს იმ მხარეს იკავებს. ზოგმა ოცნებაში იპოვა სამსახური და ზოგმაც – ნაციონალებში (ვგულისხმობ მთელს ოპოზიციას). იდეა, ხალხი, სამშობლო და მსგავსი ”სისულელეები” მათთვის მხოლოდ შირმაა და უკვე აღარც მალავენ მგონი.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზაურ ომეროვიჩ. Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here