Home რუბრიკები საზოგადოება “ხალხმა დაინახა ულტრალიბერალიზმი ნაცების მხრიდან და ამიტომ დაიძახა: არა მიშას! არა ბოკერიას!...

“ხალხმა დაინახა ულტრალიბერალიზმი ნაცების მხრიდან და ამიტომ დაიძახა: არა მიშას! არა ბოკერიას! არა ჯალათებს!”

975
დიმიტრი ლორთქიფანიძე

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ქართველ საზოგადოებას ახალი, მძლავრი ძალის შექმნის აუცილებლობა დაანახვა. ქართულ პოლიტიკაშიახალ ძალადშემოსვლის სურვილი უკვე რამდენიმე სუბიექტმა გამოთქვა. გაზეთისაქართველო და მსოფლიოზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 28 ნოემბერს, გამოვა. ჩვენ შევეცდებით პოლიტიკოსებთან და პოლიტოლოგებთან ერთად ვიმსჯელოთ არჩევნების მეორე დღიდანვე რაზე უნდა იზრუნოს ქართველმა ხალხმა. ვესაუბრებით პოლიტოლოგ ირაკლი უბილავასა და პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

ირაკლი უბილავა
ირაკლი უბილავა

თავისუფლების მოედანზე კონსერვატორული საზოგადოება იდგა. ყველამ დაინახა, რომ ქვეყანაში კონსერვატორები სჭარბობენ

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი:

_ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ვსაუბრობთ, ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რის მიღწევას აპირებდა დასავლეთი საქართველოში _ მას სურდა, რომ ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად ორ ლიბერალურ ძალას შორის ყოფილიყო, რეალურად ამას ხედავს კიდეც ქართველი საზოგადოება. “ქართულმა ოცნებამ” არათუ დასაჯა დამნაშავეები, არამედ ისინი მთავარ ოპოზიციურ ძალად დაიყენა. ამ ვითარებამ ხელისუფლება ჩიხში შეიყვანა. ქვეყანაში შეიქმნა ორი პოლუსი, ორივეს ჰყავს თავისი ამომრჩველი, დანარჩენი ამომრჩეველი არის ნიჰილისტურად განწყობილი _ არ მიდიან არჩევნებზე, მაგრამ ამერიკელებს ეს არ აინტერესებთ, მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ხელისუფლება იყოს პროამერიკული, მათ საქართველოში პოლიტიკური განვითარება დაასრულეს, ფაქტობრივად, დახურეს ეს სფერო.

საქართველოში ანგელა მერკელი აგვისტოში იყო და განაცხადა: მმართველმა პარტიამ უნდა შეიგნოს, რომ, შესაძლოა, დღეს მმართველი იყოს, მაგრამ ხვალ ოპოზიაციაში აღმოჩნდესო. ეს მიუთითებდა იმაზე, რომ გლობალისტებს სურთ, საქართველოში ორ ლიბერალურ ძალას შორის იყოს დაპირისპირება. მათ ამას მიაღწიეს კიდეც.

საზოგადოების უპირველესი ამოცანაა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგოს, თუმცა ამჟამინდელი კონსტიტუციის მიხედვით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვაშაძე მოიგებს თუ ზურაბიშვილი, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს არ შეუძლია ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ორგანოზე ზემოქმედება. ქართველმა საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. 23-25 ნოემბერს “პატრიოტთა ალინსის” მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა ბათუმსა და თბილისში დაგვანახვა, რომ კონსერვატორ ამომრჩეველთა რაოდენობა გაცილებით მეტია ქვეყანაში, ვიდრე ლიბერალები. შესაბამისად, უნდა მოხდეს კონსერვატორებისა და ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, უნდა შეიკრას ერი ერთ ძალად, რათა 2020 წელს შეძლოს ხელისუფლების სათავეში მოსვლა, ხელისუფლებიდან კი უნდა გაირიყოს ყველა ლიბერალური ძალა.

_ დღეს ბევრს საუბრობენ, რომ ახალი ძალაა საჭირო. ვის განიხილავთ მეორე ძალად? ბევრმა გამოთქვაახალ ძალადჩამოყალიბების სურვილი

_ თაკო ჩარკვიანს სურს, მესამე ძალა გახდეს, მაგრამ ეს ქალბატონი, თავისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ვერ გახდება მესამე ძალა, რადგან ლიბერალური ფრთაა და იქ უკვე ბევრნი არიან, მას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს. მისი მხრიდან პარტიის შექმნის იდეა კიდევ უფრო დაანაწევრებს ლიბერალების ხმებს. ლიბერალებს სამი პარტია აქვთ: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, თაკო ჩარკვიანი კი ხმებს გაყოფს და კონსერვატორებისთვის ეს უკეთესია. საქართველოში ამომრჩევლის 60% კონსერვატორია და ამიტომ ამ პოზიციაზე მდგომი პარტიები უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ, თუ ისინი გათითოკაცდებიან, დაჯგუფებებად დაიყოფიან, მათი ხმებიც გაიყოფა და ხელისუფლებაში მოსვლის შანსს დაკარგავენ. ბურჯანაძის პარტია იქნება, გიორგი ანდრიაძისა თუ “პატრიოტები”, უნდა დათმონ ამბიციები და ერთ ძლიერ მუშტად შეიკრან. სხვა შემთხვევაში კონსერვატორებს გამარჯვების შანსი არ აქვთ.

_ მხოლოდპატრიოტთა ალიანსივერ შეძლებს ხელისუფლების სათავეში ყოფნას? მათ ასი ათასი ადამიანი გამოიყვანეს ქუჩაში

_ მარტო ვერავინ შეძლებს, მოერიოს ლიბერალურ ძალას, პატრიოტებისაქციებმა საზოგადოებასა და ხელისუფლებასაც დაანახვა, რომ მთავარი რესურსი კონსევატიულ განწყობებშია, მაგრამ ამ რესურსს სწორად გამოყენება სჭირდება. მის ირგვლივ, მის საფუძველზე უნდა გაერთიანდნენ ის ძალები, რომლებიც თავს პატრიოტებად თვლიან. მათ პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადადონ. ერთ მუშტად შეკვრას უნდა მოჰყვეს მძლავრი პოლიტიკური პლატორმის, იდეის შექმნა.

_ “პატრიოტთა ალიანსმადღეს დაიძახა: “არა ნაციონალებს!” და ამიტომ დადგა ხალხი მათ გვერდით. სხვა ლოზუნგის ქვეშ თუ გაერთიანდება მათ ირგვლივ საზოგადოება?

_ არა, სხვა შემთხვევაში მათთან ხალხი არ მივა. საზოგადოებას ვერ მოატყუებ, ხალხმა დაინახა ულტრალიბერალიზმი ნაცების მხრიდან და ამიტომ დაიძახაარა მიშას! არა ბოკერიას! არა ჯალათებს!” _ ეს არის ანტილიბერალური გამოსვლა და ხალხი ამიტომ დაუდგაპატრიოტებსგვერდით. თავისუფლების მოედანზე კონსერვატორული საზოგადოება იდგა. ყველამ დაინახა, რომ ქვეყანაში კონსერვატორები ჭარბობენ.

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დელეგიტიმაციას განიცდის, მათი ამომრჩეველი არის 15-დან 18 პროცენტამდე, დანარჩენი ჩვენ ვართ _ კონსერვატორები. ლიბერალების მომხრეები კიდევ შემცირდება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი კონსერვატორები შეცდომებს არ დაუშვებენ.

ბოლო არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ლიბერალური ძალები, ამერიკელების მიერ შექმნილი ძალები, განიცდიან დელეგიტიმაციას, კოტრდებიან, ძალას იკრებენ კონსერვატორული ძალები. ამ ყველაფერს ხელს შეუშლის არსამთავრობოები და ამერიკის საელჩო, მაგრამ ყველაფერი ხალხის გადასაწყვეტია, ხალხმა უნდა ივაჟკაცოს.

_ თუ ასე არ მოხდება, 2020 წელს რა შედეგი გვექნება?

_ თუ ისევ ეს ძალები დარჩნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, მაშინ 2020 წელს ხელისუფლებას ნაციონალები ჩაანაცვლებენ, დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით და უარესიც, საგარეო პოლიტიკაში დაიწყებენ აგრესიულ მოქმედებებს, დაიწყებენ ახალ კონფლიქტს რუსეთთან და ეს დაგვღუპავს.

აუცილებლად უნდა მოხდეს ინტელექტუალური ძალების კონსოლიდაცია, სხვა არაფერი გადაგვარჩენს.

სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და არა ხელისუფლების

დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართულრუსული ურთიერთობების საზოგადებრივი ცენტრის ხელმძღვანელი:

_ ჩვენი გაზეთი არჩევნების დღეს გამოვა, ღმერთმა ქნას, იმ შედეგით დასრულდეს დღე, რომელიც ბევრს სურს საქართველოში… რა ვქნათ ხუთშაბათიდან, რაზე უნდა იზრუნოს ქართველმა საზოგადოებამ?

_ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება დამოკიდებულია არა ხელისუფლებაზე, არამედ ქართველი საზოგადოების მხარდაჭერაზე. სალომეს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს ამ არჩევნებში. მეორე ტურის წინ ყველაფერი შეიცვალა.

სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და არა ხელისუფლების, რასაც ეტაპობრივად, ნათლად და დამაჯერებლად იტყვის თქვენი გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, დიდი მადლობა იმისთვის, რომ არჩევნების დღეს მე მომმართეთ. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა სახალხო არჩევანი იქნება და არა პარტიული.

სალომე გამოცდილი დიპლომატია, პოლიტიკოსი და ის ხალხის რჩეულია, ყველა იმ უფლებებით, რომლებიც მას აქვს.

_ სალომე ზურაბიშვილი სახელისუფლებო კანდიდატია, ხელისუფლება ლიბერალურია, ამიტომ ხალხი ფიქრობს, რომ ის ლიბერალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მხარს დაუჭერს მთავრობას ნებისმიერ საკითხში

_ სალომე ზურაბიშვილი მაინც დამოუკიდებელი კანდიდატია და მის გაპრეზიდენტებას ქართველმა ხალხმა დაუჭირა მხარი. ეს არ არის ხელისუფლების დამსახურება. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, მეც ვიფიქრებდი, რომ ზურაბიშვილი დამოკიდებული იქნებოდა ხელისუფლებაზე.

_ ბევრმა სუბიექტმა გამოთქვამესამე ძალადყოფნის სურვილი. რა აქვს ხალხს გასაკეთებელი არჩევნების დასრულების შემდეგ?

_ მესამე ძალა არა, “ახალი ძალა”, ეს სიტყვა თქვა ლევან ჩაჩუამ, მისი ექსკლუზივია. ახალი ძალა აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თაკო ჩარკვიანის პარტია, რომელიც ლეხ კაჩინსკის მიერ ჩამოყალიბებული პარტიის იდენტურია. გიორგი ანდრიაძის გარშემო საინტერესო ადამიანების თავყრილობაა, იქ არიან ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი, კოტე მთავრიშვილი და ბევრი სხვა. “პატრიოტთა ალიანსი” ანგარიშგასაწევი ძალაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხალხმრავალი აქციები გამართეს. სასურველია, გაერთიანდნენ ის პარტიები, რომლებისთვისაც სამშობლო უპირველესია. ამბიციები ახლა ყველამ განზე უნდა გადადოს და გაერთიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ახალი ძალის რესურსი უნდა ვეძებოთ რეგიონებსა და ემიგრაციაში. მჯერა, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც 2020 წლის არჩევნებს დაუკავშირებენ თავიანთ მოღვაწეობას. ჩვენ გვჭირდება ახალი რესურსი, ახალი მიდგომა, ახალი საგანმანათლებლო ბაზა. ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს გამდიდრება სჭირდება ემიგრაციასა და რეგიონებში მცხოვრები საინტერესო ადამიანებით. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ახალი ძალის ჩამოყალიბების იდეის მომხრეა. არ შეიძლება, გამუდმებით ცუდსა და უარესს შორის ვაკეთოთ არჩევანი.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. აუცილებელია ამ ორი ულტრალიბერალური ულტრა ხარბი, ულტრა უვიცი ძალის ჩამოშორება.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here