ჩვენმა სამოციანელებმა და ხალხოსნებმა ბრწყინვალედ გააშუქეს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის რთული პრობლემები და უდიდესი როლი შეასრულეს ამ ურთიერთობათა განმტკიცებაში. ისინი, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტები, ყველგან და ყოველთვის სამშობლოს პროგრესის, მისი აწმყოსა და მომავლის ინტერესებიდან გამოდიოდნენ, იბრძოდნენ რუს ხალხთან, მოწინავე რუსეთთან მეგობრული კავშირის განსამტკიცებლად, რომლის გარეშე მათ წარმოუდგენლად მიაჩნდათ საქართველოს წინსვლა და განვითარება. მათ, შეიძლება ითქვას, ბრძოლა უხდებოდათ ორ ფრონტზე _ მეფის მოხელეებისა და ქართველი ფსევდოპატრიოტების წინააღმდეგ.
ორ ფრონტზე ბრძოლა დღესაც გრძელდება. თუ ნაციონალისტურად განწყობილი ქართველი “პატრიოტები” მაშინ განსაკუთრებით მკაცრად ესხმოდნენ თავს ნიკო ნიკოლაძეს, რადგან გამოჩენილი პუბლიცისტი ხშირად საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდა და რუსულ პრესაში აქტიურად თანამშრომლობდა, თანამედროვე ვაიპატრიოტებიც დღესაც იმავეს აკეთებენ ვითომდა მამულის საკეთილდღეოდ _ ისტორიის გაყალბებით ცდილობენ, ქართველი ერის მეხსიერებიდან ამოშალონ ის დიდი პროგრესი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
ნიკო ნიკოლაძეს არაერთხელ გაუცია დასაბუთებული საკადრისი პასუხი ამ ვაიპატრიოტებისთვის და, შესაძლოა, ბევრისთვის თვალიც აუხელია, მაგრამ დღევანდელი “გამოსოროსებული” მანქურთები (მანქურთი იდეალური მონაა, რომელსაც ყველაფერი დავიწყებული აქვს _ საკუთარი წარსული, ენა, ისტორია, დედ-მამასაც კი ვერ ცნობს _ რედ.) გადამთიელი ბატონის გოშიები არიან და მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებენ.
“მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, _ წერდა ნიკო ნიკოლაძე თავის “სალამში” 1876 წელს, _ მე ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა, სხვისთვის თაყვანი არ მიცია… მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა… მე დამივლია მთელი ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყანაში ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა.
მე იმ პირებს არ ვეკუთვნი, რომელნიც ფიქრობენ, რომ შენთვის სარგებლობის მოტანა მარტო შენს საკუთარ ენაზე შეიძლება, მარტო შენს საკუთარ სახლში, შენთან ჯდომით და ლაპარაკით.
…მიმაჩნია, რომ გინდ ქართულ ენაზე გემსახუროს შენ კაცმა, გინდ თათრულზე, ოღონდ კი შენი უფლებები დაიცვას, შენი მდგომარეობა გააუმჯობესოს, შენი ძალა აღადგინოს და შენს მტერს მეხი დასცეს, _ სულერთია. ამ აზრით, მე სხვაგან და ჩვენში, მწერალი და გაჩუმებული ნიადაგ შენი ერთგული, შენი მსახური ვიყავი” (ტ. IV. გვ. 361-362).
თავის პოლემიკურ სტატიაში “მამულის სიყვარული და მსახურება” იგი წერდა:
“ნუთუ, მაგალითად, კარგს იზამდნენ ილ. ჭავჭავაძის მრჩევლები, 1856 წ. რუსეთში წასვლა რომ დაეშალათ მისთვის და ეთქვათ, სჯობს ქართულად გამოიზარდო, რომ ქართველობის გრძნობა არ დაგეკარგოსო, ნუთუ ამით სარგებლობას მოუტანდნენ ისინი საქართველოს?!”
ასევე საღად და დამაჯერებლად მსჯელობს ნ. ნიკოლაძე ენის საკითხზეც:
“კაცმა რომ თქვას, მარტო რუსულ ან მარტო ევროპულ ენებზე უნდა ვსწეროთ, ქართული კი სრულიად მივატოვოთო, _ ეს, რასაკვირველია, სიბრიყვე იქნება. ჩვენი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის მოყვარეთაგან ორგვარ შრომას მოითხოვს: ერთის მხრით, ჩვენ უნდა ვშრომობდეთ თვითონ ჩვენი ხალხის გასანათლებლად, მისი გონების გასახსნელად, მისი ხასიათის გასამაგრებლად. უეჭველია, რომ ამგვარი შრომა მარტო ქართულს ენაზე შეიძლება, მაგრამ ამასთანავე ჩვენვე უნდა ვშრომობდეთ რუსულს და სხვა ენებზედაც. იმ აზრით, რომ სხვებს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი საჭიროება და სურვილი გავაცნოთ”.
სხვა წერილებში (“უკაჟო მაჭახელას”) ნიკო ნიკოლაძე მთელ ქართველობას ორ ნაწილად ყოფს: ერთნი მხოლოდ თავისი ეგოისტური, პირადი სარგებლობისთვის ზრუნავენ, მეორეთ კი “საკუთარ სარგებლობაზე უმალ საზოგადო სიკეთე და მამულის სიყვარული მიუძღვით” წინ. პირველნი, სადაც გინდა ცხოვრობდნენ _ სამშობლოში თუ მის საზღვრებს მიღმა, “ყველგან და ყოველთვის მუქთი მჭამლები და უხეირო წევრები იქნებიან თავიანთი ქვეყნისათვის…
…სიბრიყვეა, ერთი რომელიმე ურიგო და უნიჭო კაცი თბილისის მოედანზე უსარგებლოთ დაეთრეოდეს და თან ვინმე მშრომელს და ხეირიანს პირს, რომელიც პარიჟის ბიბლიოთეკაში შრომობს, მამულის უსიყვარულობას აბრალებდეს მარტო იმისთვის, რომ საქართველოში ჩემსავით უსარგებლოდ რატომ არ დაღოღიალობსო. სადაც გინდათ იშრომეთ, სადაც გსურდეთ ისწავლეთ, რაც გინდა ჰქენით, ოღონდ კი თქვენი მამული გიყვარდეთ, ოღონდ კი მის სასარგებლოდ იშრომეთ, ოღონდ კი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მისი სახელის გადიდებაზე, მისი კეთილდღეობის მოახლოებაზე იმეცადინეთ” (ტ. IV, გვ. 551-553).
დღეს რამდენი ურიგო და უნიჭო კაცი “თბილისის მოედანზე უსარგებლოთ დაეთრევა”, უსარგებლოდ ყოფნას კიდევ ვინღა ჩივის, ქართული მენტალობის, ტრადიციების ამოძირკვისთვის გულმოდგინედ რომ არ ირჯებოდეს. აგერ ახლა, რამდენიმე დღის წინათ, ქართველი მართლმადიდებლები ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავდნენ, ვაიპატრიოტები კი სოდომ-გომორული ცოდვის პროპაგანდით იყვნენ დაკავებულნი _ ლგბტ-თა “უფლებების დაცვით”, რომლებსაც არავინ არაფერს ერჩის, თუ “საკუთარ კანში” დაეტევიან და თავიანთ ბინძურ ზრახვებს მხოლოდ ერთმანეთს გაუზიარებენ. აი ეს საკითხი არ იდგა ნიკო ნიკოლაძის დროინდელ საქართველოში, პედერასტები ქორწინების და ბავშვების შვილად აყვანის მოთხოვნებს არ უყენებდნენ ნორმალურ საზოგადოებას, იცოდნენ, რომ ეს არანორმალური იქნებოდა. ნიკო ნიკოლაძისა და სხვა პარტიოტთათვის მთავარი საპოლემიკო თემა მამულის სიყვარული და მსახურება იყო, იმის მიუხედავად, სად იქნებოდნენ _ შინ თუ გარეთ:
“მართალია, ჩვენის ქვეყნისთვის ის უფრო ემჯობინება, რომ მისი ჩინებულად ნასწავლნი და დახელოვნებულნი შვილები მასშივე შრომობდნენ, დანარჩენ მის შვილებს პირდაპირ ეხმარებოდენ, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, მე ოცდაათს შინაურს უმეცარს ერთი “გასული” ნასწავლი მირჩევნია. …სხვა რომ არ იყოს რა, ჩვენებური კაცი, რუსეთში პროფესორად გამხდარი, ერთს ჩვენებურს სტუდენტს ხელს მაინც გაუწყობს, ერთს ჩვენს ყმაწვილს მაინც დაიფარავს და შემწეობას მისცემს თავის გავლენით”(ტ. IV, გვ. 551-553).
1857-1861 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტში ოცდაათზე მეტი ქართველი ჭაბუკი სწავლობდა. სწორედ პეტერბურგში აღიზარდა ქართველ სამოციანელთა შესანიშნავი პლეადა _ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, ნიკოლოზ და ბესარიონ ღოღობერიძეები, კირილე ლორთქიფანიძე და ქართული კულტურის სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. პეტერბურგის უნივერსიტეტსა და ქართველ სამოციანელთა შესახებ შემდეგ ნომერში გიამბობთ.
დარეჯან ანდრიაძე