Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე წინასწარმეტყველი თუ ფანტასტი: ჟიულ ვერნის 6 წინასწარმეტყველება, რომლებიც XX საუკუნეში ახდა

წინასწარმეტყველი თუ ფანტასტი: ჟიულ ვერნის 6 წინასწარმეტყველება, რომლებიც XX საუკუნეში ახდა

ჟიულ ვერნი

ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურაზე უზარმაზარი გავლენა იქონია ფრანგმა მწერალმა ჟიულ ვერნმა. მის ნაწარმოებებზე არაერთი თაობა აღიზარდა, თვითონ ჟიულ ვერნს კი სამეცნიერო ფანტასტიკის მამას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მის ნაწარმოებებს საბავშვო ლიტერატურას მიაკუთვნებენ, თავის რომანებში ჟიულ ვერნი დაწვრილებით აღწერდა ტექნოლოგიებსა და მოვლენებს, რომლებსაც ადამიანებმა ხორცი შეასხეს ათეულობით წლების შემდეგ.

ელექტრული წყალქვეშა ნავები
ელექტრული წყალქვეშა ნავები
  1. ელექტრული წყალქვეშა ნავები

ჟიულ ვერნის ფანტაზიამ შვა გამოგონება, რომელიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი გმირები. დიდი ხნით ადრე, სანამ მსოფლიოში სუბმარინების გამოყენებას დაიწყებდნენ, ვერნმა თავის რომანში “ოცი ათასი ლიე წყალქვეშ” დეტალურად აღწერა წყალქვეშა ნავი “ნაუტილუსი”. ვერნის “ნაუტილუსში” დიდ სიღრმეზე ჩაძირვის შესაძლებლობასთან ერთად იყო ფუფუნების ბევრი საგანი და ტექნოლოგია, რომლებიც დღეს შეიძლება ნახოთ მდიდრულ იახტებზე.

ცნობილია, რომ წყალქვეშა ნავის შექმნის იდეა ჟიულ ვერნს გაუჩნდა 1867 წელს, როდესაც პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე პირველად ნახა სუბარინის პროტოტიპი. ეს იყო ექსპერიმენტული აპარატი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე მეტრზე ჩაყვინთვა შეეძლო, თანაც ეს აპარატი თითქმის არ ჰგავდა თანამედროვე წყალქვეშა ნავებს.

ვერტმფრენი
ვერტმფრენი
  1. ვერტმფრენი

ვერნმა თავის რომანებში რამდენჯერმე აღწერა საფრენი აპარატები. ეს, ჩვეულებრივ, არ იყო დეტალური აღწერა, თუმცა მოთხრობაში “რობურ-დამპყრობელი” ავტორმა საკმაოდ ზუსტად წარმოაჩინა თანამედროვე ვერტმფრენის პროტოტიპი. სიუჟეტის მიხედვით, მთავარმა გმირმა მალულად შექმნა საფრენი აპარატის კონსტრუქცია, რომელსაც ამოძრავებდა უზარმაზარი პროპელერი. ეს პროპელერი კი ბრუნავდა როტორების მეშვეობით.

პირველი ვერტმფრენი, რომელიც ჰაერში წარმატებით აფრინდა, ძმებმა ლუი და ჟაკ ბრეგებმა ჟიულ ვერნის მოთხრობის დაბეჭდვიდან 20 წლის შემდეგ ააგეს.

ჰოლოგრამა
ჰოლოგრამა
  1. ჰოლოგრამა

პირველი ჰოლოგრამა 1947 წელს გამოიგონა უნგრელმა ფიზიკოსმა დენეშ გაბორმა. მანვე მოიფიქრა ტერმინი ჰოლოგრაფია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ შორეულ 1892 წელს ჟიულ ვერნმა თავის სამეცნიერო-ფანტასტიკურ მოთხრობაში “ციხე კარპატებში” იწინასწარმეტყველა სივრცეში სტატიკური გამოსახულების არსებობა. მოთხრობაში აღწერილია ისტორია გრაფი ტელეკისა, რომელიც მოგზაურობს ტრანსილვანიაში. იდუმალებით მოცულ ციხეში ის იპოვის თავის გარდაცვლილ ცოლს _ ცნობილ საოპერო მომღერალს. ირკვევა, რომ ცოლის გამოსახულება _ ეს არის მხოლოდ ტექნოლოგია, რომელიც გამოიგონა იდუმალმა მეცნიერმა.

ვიდეოკავშირი
ვიდეოკავშირი
  1. ვიდეოკავშირი

ჟიულ ვერნის მიერ 1889 წელს დაწერილ მოთხრობაში “ამერიკელი ჟურნალისტის ერთი დღე 2899 წელს” მწერალმა წამოაყენა იდეა, რომელიც ახლოს არის დღევანდელ ვიდეოკავშირთან. ხელსაწყო სახელწოდებით ფონოტელეფოტი ადამიანებს საშუალებას აძლევდა, ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონოდათ შორ მანძილზე. სარკეების სისტემითა და მავთულების მეშვეობით შეეძლოთ არა მხოლოდ ერთმანეთის ლაპარაკის მოსმენა, არამედ დანახვაც. რა თქმა უნდა, ვერნის მიერ აღწერილი მოწყობილობა შორს არის თანამედროვე სმარტფონებისგან, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მწერლის ფანტაზია აღტაცებას იმსახურებს.

მზის იალქნები
მზის იალქნები
  1. მზის იალქნები

თუ წაგიკითხავთ ჟიულ ვერნის რომანი “დედამიწიდან მთვარეზე”, წარმოიდგენდით, როგორ ზუსტად აღწერა მწერალმა კოსმოსური მოგზაურობა.

კოსმოსური სამზარეულოსა და სკაფანდრების იდეის გარდა, ავტორმა, აგრეთვე, იწინასწარმეტყველა მომავალი, როდესაც კაცობრიობა დაიწყებდა მზის ენერგიაზე მომუშავე კოსმოსური ხომალდების გამოყენებას. ვერნის მიერ აღწერილი ზუსტად ემთხვევა ტექნოლოგიას, რომელიც ცნობილია, როგორც მზის იალქნები.

კოსმოსური ხომალდები და მოგზაურობა მთვარეზე
კოსმოსური ხომალდები და მოგზაურობა მთვარეზე
  1. კოსმოსური ხომალდები და მოგზაურობა მთვარეზე

100 წლით ადრე, სანამ ამერიკელები პირველად დაადგამდნენ ფეხს მთვარეზე, ეს მოვლენა ფრანგმა მწერალმა აღწერა რომანში “დედამიწიდან მთვარეზე”. დედამიწის თანამგზავრზე 97-საათიანი ფრენა ჟიულ ვერნს წარმოდგენილი ჰქონდა ტყვიის ფორმის მქონე მოწყობილობით. ალბათ, როგორ განცვიფრდებოდა მწერალი, როდესაც შეიტყობდა, რომ მისი ფანტაზია ერთი საუკუნის შემდეგ რეალობად იქცა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here