Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე წიგნები, რომლებმაც ავტორებს მილიონები მოუტანა

წიგნები, რომლებმაც ავტორებს მილიონები მოუტანა

წიგნების სერია ჰარი პოტერზე, ჯოან როულინგი

ბევრი მწერალი ოცნებობს ისეთ წიგნზე, რომელიც ავტორს არა მხოლოდ პოპულარობას, არამედ სოლიდურ ჰონორარსაც მოუტანს. ზოგიერთი მწერლის წიგნს მილიონობით ტირაჟით გამოსცემენ, ამ ნაწარმოებების მიხედვით იღებენ ფილმებს, ამზადებენ სუვენირებს გმირების გამოსახულებით. ამ ყველაფერს ლიტერატორებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავალი მოაქვს. გაეცანით წიგნებს, რომელთა ავტორებმა მილიონები მოიხვეჭეს თავიანთი შემოქმედებით.

წიგნების სერია ჰარი პოტერზე, ჯოან როულინგი

ჰარი პოტერზე წიგნების ავტორმა იცის, რა არის უმუშევრობა და ცალმხრივი სიყვარული, მაგრამ პირველივე წიგნმა ჯადოქარ ბიჭუნაზე ჯოან როულინგს პოპულარობა მოუხვეჭა. დღეს ის ერთ-ერთ მდიდარ ქალად ითვლება მსოფლიოში. უამრავ ფულს ხარჯავს ქელმოქმედებაზე და არასოდეს ავიწყდება ის პერიოდი, როცა გაჭირვებული იყო. როულინგის წიგნები გამოიცა ბევრ ქვეყანაში, მათი საერთო ტირაჟი კი უკვე 500 მლნ ეგზემპლარს აჭარბებს.

დღეს ჯოან როულინგის ქონება 13 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

ჯონ რ. ტოლკინი
ჯონ რ. ტოლკინი

ბეჭდების მბრძანებელი”, ჯონ . ტოლკინი

ამ რომანზე ავტორი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა, დასრულების შემდეგ კი ტოლკინმა გამომცემლებთან კამათი დაიწყო ტექსტის დაყოფაზე. ავტორისთვის ეს იყო ერთი დიდი ნაწარმოები; გამომცემელთა აზრით კი, ამ ნაწარმოების ერთ წიგნად გამოცემა არ ივარგებდა. სწორედ ამიტომ გამოსცეს ტრილოგიად. “ბეჭდების მბრძანებელი” 1954 წელს, დაწერიდან 5 წლის შემდეგ, გამოიცა. ნამდვილი წარმატება ავტორმა მაშინ მოიპოვა, როცა მისი ნაწარმოები აშშ-ში გამოსცეს, განსაკუთრებული პოპულარობა კი ახალგაზრდებს შორის მოიხვეჭა.

“ბეჭდების მბრძანებელი”
“ბეჭდების მბრძანებელი”

ეს რომანი ნათარგმნია 40 ენაზე, გამოცემულია 150 მლნ ეგზემპლარი.

“ორი ქალაქის ამბავი”, ჩარლზ დიკენსი
“ორი ქალაქის ამბავი”, ჩარლზ დიკენსი

ორი ქალაქის ამბავი”, ჩარლზ დიკენსი

ჩარლზ დიკენსმა მანამდე გაითქვა სახელი, სანამ დაწერდა საფრანგეთის რევოლუციისადმი მიძღვნილ “ორი ქალაქის ამბავს”. მაგრამ, სახელდობრ, ეს ნაწარმოები ითვლება მთავარ წიგნად ინგლისურენოვან წიგნებს შორის. ჩარლზ დიკენსის ამ წიგნზე მოთხოვნა, უკვე 160 წელიწადია, არ მცირდება. 1859 წლიდან გამოცემულია 200 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი.

“ნაცრისფერის 50 ელფერი”, ერიკა ლეონარდ ჯეიმსი
“ნაცრისფერის 50 ელფერი”, ერიკა ლეონარდ ჯეიმსი

ნაცრისფერის 50 ელფერი”, ერიკა ლეონარდ ჯეიმსი

ამ რომანმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა მკითხველებისა და კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება. მიუხედავად კრიტიკისა, ერიკა ლეონარდის რომანი ყველაზე პოპულარული წიგნების სარეიტინგო სიაშია. რამდენიმე წლის განმავლობაში ტირაჟმა სხვადასხვა ქვეყანაში 150 მლნ ეგზემპლარს გადააჭარბა.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

პატარა უფლისწული”, ანტუან დე სენტეგზიუპერი

ეს ფილოსოფიური ზღაპარი, დიდი ხანია, შეიყვარეს არა მხოლოდ ბავშვებმა, არამედ ზრდასრულებმაც. მასში ბევრი პოულობს პასუხებს უამრავ შეკითხვაზე და სწავლობს, შეხედოს მსოფლიოს განსაცვიფრებელი ბიჭის თვალით. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გაყიდულია ამ წიგნის 140 მლნ ეგზემპლარი, თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გაყიდულია დაახლოებით 1,5-ჯერ მეტი.

“პატარა უფლისწული”
“პატარა უფლისწული”
“ათი პატარა ზანგი”, აგათა კრისტი
“ათი პატარა ზანგი”, აგათა კრისტი

ათი პატარა ზანგი”, აგათა კრისტი

თუ აგათა კრისტის წიგნებს სკრუპულოზურად დავითვლით, მათი საერთო ტირაჟი მილიარდს გადააჭარბებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია დეტექტივი “ათი პატარა ზანგი”, რომლის ტირაჟი 100 მლნ-ზე მეტია. ბოლო პერიოდში ამ ნაწარმოებებს გამოსცემენ სხვა სათაურით “და აღარავინ დარჩა”, რასაც პოლიტკორექტულობით ხსნიან.

“ქარწაღებულნი”, მარგარეტ მიტჩელი
“ქარწაღებულნი”, მარგარეტ მიტჩელი

ქარწაღებულნი”, მარგარეტ მიტჩელი

მარგარეტ მიტჩელის ერთადერთი რომანი ნახევარი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა. ოფიციალური მონაცემებით, 1936 წლიდან სულ გაიყიდა დაახლოებით 30 მლნ ეგზემპლარი. თუმცა, ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ჩინეთსა და იაპონიაში ეს წიგნი საავტორო უფლების დაუცველად გამოიცა.

“და ვინჩის კოდი”, დენ ბრაუნი
“და ვინჩის კოდი”, დენ ბრაუნი

და ვინჩის კოდი”, დენ ბრაუნი

წიგნის გამოცემის მომენტიდან სამი წლის განმავლობაში “და ვინჩის კოდმა” ავტორის სხვა 4 ნაწარმოებთან ერთად შეძლო მწერლის გამდიდრება 260 მლნ დოლარით. მიუხედავად ნაწარმოების სკანდალურობისა და პლაგიატში მწერლის დადანაშაულებისა, გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ 80 მლნ-ს გადააჭარბა.

“თამაში ჭვავის ყანაში”, ჯერომ სელინჯერი
“თამაში ჭვავის ყანაში”, ჯერომ სელინჯერი

თამაში ჭვავის ყანაში”, ჯერომ სელინჯერი

ჯერომ სელინჯერის ეს რომანი აშშ-ში 20 წლის განმავლობაში იყო აკრძალული, რადგან მიაჩნდათ, რომ უხეშობასა და გარყვნილებას ქადაგებდა და შიშობდნენ, რომ ახალგაზრდებზე ცუდ გავლენას მოახდენდა. მიუხედავად ამისა, წიგნი რამდენიმე ენაზე თარგმნეს და მსოფლიოში მისი 65 მლნ ეგზემპლარი გაიყიდა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here