Home რუბრიკები საზოგადოება წარღვნა

წარღვნა

997
გუსტავ დორე -„წარღვნა“

სიცოცხლეში პირველად ვნატრობ, რასაც ახლა ვიტყვი, მცდარი იყოს და სწორედ ამის საპირისპიროდ მიდიოდეს ჩვენი საქმე. ღმერთო, ამიხდინე ეს ნატვრა, _ შევთხოვ უზენაესს, მაგრამ ეჭვი არ მასვენებს: რატომ უნდა შეისმინოს არსთა განმრიგემ ჩემი და ჩემისთანების თხოვნა, ნეტავ? დავიმსახურეთ, განა, ასეთი წყალობა უფლისა? ჩვენს პათეტიკურ სადღეგრძელოებს რომ ვუსმენ ხოლმე სუფრასთან, მუხრან მაჭავარიანის სტრიქონები მახსენდება: “ამასიმას, რომ ხელში ხმალი უნდა გვეჭიროს, ჩვენ კი ხმლისა წილ ჯიხვისანი გვიჭირავს რქანი, ვინვინ შეგვინდობს, ანდა რატომ უნდა შეგვინდოს, ერთი მითხარი!”

წარღვნა გვიახლოვდება, თანამემამულენო, წარღვნა!

ამის გაგონებაზე ცისკენ ნუ აიხედავთ მაინცდამაინც, ნურც ამინდის გრძელვადიან პროგნოზს დაუწყებთ ძებნას, რადგან წარღვა მხოლოდ განუწყვეტელი წვიმის შედეგი როდია. წვეთიც რომ არ ჩამოვარდეს ციდან, ისე შეიძლება გადაგვიაროს წარღვნამ. მეტიც: ისეთი წარღვნა გვიახლოვდება ახლა, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ მხოლოდ ქართველობა წალეკოს იქნებ! “იქნება, ყველაფერი იქნება, მაგრამ ამ ქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით”, _ ამბობდა გალაკტიონი. რა სასწაულებრივი ხილვები ჰქონდა იმ სულგანათლებულს ასეთი.

ვაი, რომ წარღვნის მიახლოების ყველა ნიშანი აშკარაა დღეს. თითო-ოროლა კაცის გარდა, ამაზე გულწრფელად არავინ წუხს და არც არავინ ირჯება უბედურების თავიდან ასაცილებლად. ტაშ-ფანდურსა და შოუებს არის გადაყოლილი დიდი და პატარა. ხელისუფლებითა თუ სიმდიდრით, ნარკოტიკებითა თუ სიღარიბით, სიცრუის პროპაგანდის ძლევამოსილი საშუალებებით გაბრუებულ ქართველობას სჯერა, რომ “იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა”. იქნებ, მართლა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ვისთვის? ქართველობა თუ გადაშენდება საქართველოში, ზოგიერთი ჩვენი ახლო თუ შორეული “სტრატეგიული მოკავშირის” სურვილიც ეგ არის და მათთვის დღევანდელ საქართველოში მართლა ყველაფერი რიგზეა, ჩვენთვის კი…

ევროკავშირი

ქვეყნის პირქვე დამხობა და გათახსირება მაშინ იწყება, როდესაც ერი თავის წარსულს ივიწყებსო, _ გვითხრა ილია მართალმა და ცამდე მართალი იყო, როგორც ყოველთვის. ერი თავისი ნებით როდი ივიწყებს თავისი ჯიშისა და ჯილაგის, თავისი გვარისა და ტომის წარსულს. მტერი ცდილობს ამას, რადგან ისტორიული მეხსიერების არმქონე ხალხი ერი აღარ არის, ბრბოა, რომელიც ძალიან ახლოსაა ცხოველების ჯოგთან თუ ხროვასთან. ამგვარი ხროვის სასურველი მიმართულებით ან, თუნდაც, უმისამართოდ გარეკვას ან სასურველ საგანზე მიქსევას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება და სწორედ ეს უნდა ბოროტ ძალას. მაგალითად, გაწვრთნის ტალიკ-ტალიკა ქართველ ბიჭებს, “ის” კაცი, იარაღის გამოყენებასაც ასწავლის და ეტყვის: თქვენი სამშობლოს, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვა ახლა ავღანეთსა და სომალიშია შესაძლებელი და, აბა, თქვენ იცითო. გაჰყვებიან “იმ” კაცს გაწვრთნილი ქართველი ბიჭები, აბა, რას იზამენ, თუ იმის მეათედს მაინც გადაუხდის, თავის ჯარისკაცებს რომ უხდის იმავე ავღანეთსა თუ სომალიში. თავისი ერის ისტორია და სადაურობა რომ იცოდნენ იმ ტალიკტალიკა ბიჭებმა, არ მოტყუვდებოდნენ და არ გაჰყვებოდნენ იმკეთილ დამრიგებლებს”, მაგრამ მანქურთებად არიან გაზრდილები ეს უბედურები და სხვაგვარი ფიქრი არ იციან მანქურთებმა. მაგრამ, თუ ყველაფერი იციან და მაინც მიჰყვებიან იმ კეთილ დამრიგებლებს”, მაშინ გავიხსენოთ, დათა თუთაშხია რომ ეუბნება გარეწარ ჯონჯოლიას: “შენ იმიტომ კი არა ხარ ჩემი ხელით მოსაკლავი, მე რომ მესროლე, არამედ ფულის გულისთვის კაცის მოკვლა რომ შეგიძლია, იმიტომ!” ფულის გულისთვის ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით რომ წახვალ იმ კაცის მოსაკლავად, რომელსაც არ იცნობ და არც სურვილი გაქვს, იცნობდე, ადამიანობასთან რაიმე გაკავშირებს, ვითომ? ამნაირების მომრავლება ზნეობრივი წარღვნის ნიშანი არ არის, განა?

ბოლო ათწლეულებში წიგნის მკითხველთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა, კარგი წიგნებისა _ განსაკუთრებით, ამიტომ ბევრს, ალბათ, გაგონილიც არ აქვს XX საუკუნის მეორე ნახევრის დიდი მწერლის, ჩინგიზ აიტმატოვის, სახელი, რომელმაც თავის საქვეყნოდ გახმაურებულ რომანში “დღე იყო გრძელი, ვით საუკუნე” აგვიხსნა ცნება მანქურთი”.

ჯონ მარტინი - „წარღვნა“
ჯონ მარტინი – „წარღვნა“

შუა აზიაში “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” თითოეულ ბავშვს ახალდაკლული აქლემის ფაშვს ჩამოაცმევდნენ ხოლმე თავზე. ეს ფაშვი ხმებოდა და შეეზრდებოდა იმ უბედური ბავშვის თავის ქალას და ნორმალურად გაზრდის საშუალებას აღარ აძლევდა მას. ტან-ფეხი ეზრდებოდა და უვითარდებოდა თავზე აქლემის ფაშვწამოცმულ ბავშვს, ტვინი კი განუვითარებელი რჩებოდა. ასე გამოჰყავდათ პატრონის უსიტყვოდ მორჩილი მანქურთები, რომლებიც იმის ბრძანებებს ასრულებდნენ მხოლოდ, ვინც აჭმევდათ, ასმევდათ და ცოტაოდენ ჯიბის ფულსაც აძლევდათ.

ახლა ბავშვებისთვის აქლემის ფაშვის თავზე წამოცმა აღარ სჭირდებათ თანამედროვე მანქურთების აღმზრდელებს. დღეს პროპაგანდის საშუალებებით ტვინის გამორეცხვის საქმე უმაღლეს დონეზე აქვთძლიერთა ამა ქვეყნისათა”. რომელი აქლემის ფაშვი შეედრებარუსთავი 2”- ან მის მსგავს ტელეარხებს, რომლებსაც, განუვითარებელი თავებისა და ტვინების კი არა, უმაღლესდამთავრებული ჯეელების თავების გამობერტყვა შეუძლიათ ისე, რომ გონების ნატამალს არ დატოვებენ შიგ.

ამის მაგალითების დანახვას დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება. აი, ახლახან მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე საზეიმოდ აღინიშნა მსოფლიოში, ზოგან _ 9 მაისს, ზოგან _ 8-ში. 9 მაისს ვიზეიმებთ ამ დღეს თუ 8 მაისს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უფრო ლეგიტიმური 9 მაისია, რადგან ამ ომის მთავარი მონაწილე და გამარჯვებული საბჭოთა კავშირია და სწორედ 9 მაისი დაადგინეს დღესასწაულად ჩვენმა მამებმა და ბიძებმა, მათმა მთავარსარდალმა და ბელადმა. აბა, ვის უნდა დაედგინა? ეიზენჰაუერსა და მონტგომერს ხომ არა, რომლებმაც ძლივს გაბედეს ომის მიწურულს ევროპაში დესანტის გადასხმა. გერმანიის დედაქალაქი ბერლინი ხომ ჩვენებმა აიღეს და რაიხსტაგზეც დროშა ჩვენებმა აღმართეს?! კიდევ ვიმეორებ: ვისაც უნდა, 8 მაისს იზეიმოს, თუნდაც სულაც ნუ იზეიმებს, კაცია და გუნება, თანაც ახლა დემოკრატიაა და ვერავის აიძულებ, იმღეროს და იცეკვოს მაშინ, როცა არ ემღერება და ეცეკვება. სავალალო და თავში საცემი ის ზღვარდაუდებელი უზნეობაა, რომელიც ქართველმა მანქურთებმა (პირობითად, თორემ მანქურთს ეროვნება არ აქვს!) ჩაიდინეს 9 მაისს. ზნეობრივი წარღვნის ნიშანი უფრო ის არის, რომ ამ მანქურთების უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ

ტვინის ნატამალი თუ აქვს ადამიანს თავში, როგორ უნდა გადაუდგეს წინ იმ ადამიანებს, რომლებსაც ომში დაღუპული მამების, ბიძების, ბაბუების პორტრეტები უჭირავთ ხელში და გამარჯვების პარკისკენ, უცნობი ჯარისკაცის მემორიალური საფლავისკენ მიემართებიან! აქ კი ისეთი აქაფებული ჰქონდათ ლაშები და დაწითლებული თვალები “ჩვენს” მანქურთებს, როგორც აფთრების ხროვას ლეშის დანახვისას.

ახლა ვიღაც მანქურთი ჩემზეც იტყვის: ეს საბჭოთა დეპოშია ჩარჩენილი და თავისი და სხვისი ომი ვერ გაურჩევიაო. ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს! გერმანელ ფაშისტთა ურდოები კავკასიონის ქედის გადმოლახვას რომ ცდილობდნენ და სვანეთისა და რაჭის მისადგომებთან რომ ჩააწვინეს ყინულის სარკოფაგებში, რა, მესტიის კოშკებისა და ნიკორწმინდის ტაძრის სანახავად მოდიოდნენ? ამ დიდი ომის მთავარსარდალი, რომელსაც იმედით შეჰყურებდა კაცობრიობა (უინსტონ ჩერჩილმა თავის მემუარებში აღიარა ეს), განა ქართველი სტალინი არ იყო? ხოლო ომის საიდუმლო მხარეს განა მარშალი ლავრენტი ბერია არ სარდლობდა? ბერლინში, რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა განა მელიტონ ქანთარიამ არ აღმართა ეგოროვთან ერთად? ამ ომში განა 700 ათასი ქართველი არ იბრძოდა, რომელთაგან 300 ათასი ფაშისტურ ურჩხულთან ბრძოლას შეეწირა? ჩვენი ომი იყო, თქვე უჯიშო მანქურთებო, აბა, ვისი?

გორელმა მანქურთებმა ხომ არა მხოლოდ უვიცობის, არამედ აგრესიული უზნეობის კლასიკური მაგალითი გვიჩვენეს: სტალინის ძეგლი ხომ ჩამოვაგდეთ (გორში, კაცოო!), ახლა სტალინის ქუჩასაც უნდა გადავარქვათ სახელიო, _ გაჰკიოდნენ ეს უბედურ დღეზე გაჩენილები.

თუ იცით, თქვე საცოდავებო, რომ პარიზში არის სტალინგრადის მოედანი, ხოლო ვენაში მემორიალური დაფაა გაკრული იმ სახლზე, რომელშიც რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა სტალინი. არც სტალინის, არც დავით აღმაშენებლის, არც გიორგი სააკაძის სიყვარულს სთხოვს ვინმე ვინმეს, მაგრამ, ქართველი თუ ხარ, შენი დიდი წინაპარი არ უნდა გეამაყებოდეს? ინგლისელი ლორდი და დიდი სახელმწიფო მოღვაწე ჩერჩილი, ამერიკის დიდი პრეზიდენტი რუზველტი, საფრანგეთის ეროვნული გმირი, გენერალი და ლეგენდარული პრეზიდენტი დე გოლი თუ ამაყობდნენ სტალინთან ნაცნობობით, შე გლახა, შენ გეუხერხულება მისი თანამემამულეობა? მანქურთი ხარ და შენ არც წინაპარი გყავს, არც წარსული გაქვს და არც მომავალი, ერთი უბადრუკი აწმყო გაქვავია მხოლოდ და ისიც იმიტომ, რომ პირში უცქირო შენი ტვინის გამომრეცხავებს. სხვა რამ არც შეგიძლია და არც მოგეთხოვება.

ასეთები თუ კიდევ უფრო გამრავლდნენ (არადა, ძალიან სწრაფად მრავლდებიან არასამთავრობოებად, “გირჩებად”, “რკოებად” და ჯანდაბებად), ეროვნული წარღვნა იქნება ეს სწორედ.

სულ ვცდილობ, გონიერება დავინახო ჩვენი სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, წარსულისა და აწმყოს ელემენტარული ცოდნა მაინც შევამჩნიო მათ ნაბიჯებში, მაგრამ, რაც არ არის, რას შეამჩნევ?! უგუნურება და სიბრიყვე კი _ რამდენიც გინდა. ის, რაც 9 მაისს ბათუმში მოხდა, პოლიტიკური დეგენერატობის, ზნეობრივი გამოთაყვანებისა და უვიცობის ზეიმი არ იყო, განა? გამარჯვების ზეიმზე ბავშვების (ალბათ, რუსი ბავშვების) ერთი ჯგუფი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშით მოვიდადა კინაღამ ჩაქოლეს ლიბერასტმა ვაიქართველებმა, რომლებიც თავიანთ მანქურთულ თავს პატრიოტებს უწოდებენ. ხელისუფლებამ რა ქნა? გამოხატვის უფლება დაიცვა და ლიბერასტი აქტივისტები ალაგმა? არა, ბატონო, აჭარის განათლების მინისტრი მოხსნა: რუსი ბავშვები რატომ შემოუშვით ზეიმზე თავიანთი დროშითო. წარღვნის ნიშანი არ არის ეს? ამას ვინც ვერ ხედავს, მის ტვინში წარღვნა დაწყებულია უკვე.

ჩვენს ხელისუფლებას ყველასი ეშინია _ ბუკიკიოსი და ბრაიზასი, რასმუსენისა და მოგერინის, ვენეციის კომისიისა და სტრასბურგის სასამართლოსი, ნაცბანდისა და ძღვენიჭამია (ანუ გრანტიყლაპია) არასამთავრობოებისა და ა. შ. საკუთარი ხალხის გარდა. სიყვარულით კი არავინ უყვარს, საკუთარი უძირო ჯიბის იქით. მანქურთულმა ზნეობამ სხვა გრძნობა არ იცის!

ამას წინათ ადა მარშანიას უთქვამს: ყოველ ათ ქართველ პოლიტიკოსში, რვა შიზოფრენიკიაო. სწორად შეუნიშნავს ქალბატონ ადას ამ ე. წ. პოლიტიკოსთა არანორმალურობა, მაგრამ დიაგნოზი, არა მგონია, ზუსტი იყოს. ისინი, შიზოფრენიკები კი არა, მამონას მონები არიან და მტრის დავალებებს ასრულებენ მდიდრული ძღვენის (გრანტის) სანაცვლოდ, გულგრილად ყიდიან სამშობლოს ინტერესებს, აწმყოსა და მომავალს.

ერთმა ასეთმა “პოლიტიკოსმა”, ცნობილი ორგანული ნივთიერების მსგავსად, სულ წყლის ზედაპირზე რომ ტივტივებს, ამას წინათ სატელევიზიო ეთერში განაცხადა: ჩვენი ხელისუფლება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ კი ნუ იმსჯელებს, საინგილოსა და ზაქათალის დაბრუნება მოსთხოვოს აზერბაიჯანსო.

ეე, ვეჟო! კარგი, ვთქვათ, ადა მარშანია მართალია და ეს “პოლიტიკოსი” მართლა შიზოფრენიკია, იმ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში როგორ აღიქვამენ ასეთ მოწოდებას: შეეშინდებათ თუ დაირცხვენენ? ამის მიხვედრას დიდი გონიერება სჭირდება? არ უნდა გამოსულიყო ვინმე ჩვენი მთავრობიდან, თუნდაც საგარეო უწყებიდან რიგითი მოხელე და არ უნდა გამიჯვნოდა ამ სიბრიყვეს? ან იქნებ ჩვენს ხალხს ასეთი გამოხდომა პოლიტიკური სიმამაცე ჰგონია? თუ ასეა, წარღვნა ჩვენში კარგა ხნის დამდგარი ყოფილა.

არაერთხელ მითქვამს და უნდა გავიმეორო ისევ: რომისა და ბიზანტიის იმპერიები არც ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაუნგრევია და არც სამხედრო რესურსების სიმცირეს. უზნეობამ დაანგრია და უკვალოდ გააქრო. ისტორიის ანალებში თავშეფარებულები დარჩნენ მხოლოდ. ჩვენ რა მოგვივა, პატარა, “ყოველგნით ხელაღუპყრობელერს, რომლის ქვეყანაში უზნეობის პროპაგანდა დაუნდობლად უტევს ყოველგვარ ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ტრადიციებსა და წესჩვეულებებს. რაც დაგვემართება, და დაგვემართა უკვე, მისი დანახვა ძნელი არ არის.

აი, მაგალითი: 17 მაისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ამ დღეს, დიდ სახალხო მსვლელობასთან ერთად, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს სამების ტაძრის ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია, ამ დღეს ლგბტ თემის აქტივისტებს (ანუ ლესბოსელებს და მამათმავლებს) აღლუმის ჩატარება სურდათ რუსთაველის გამზირზე. რადგან წარღვნას ჯერ კიდევ არ წაულეკავს ქართველთა და ჩვენთან მცხოვრები სხვა ხალხების წარმომადგენელთა ადამიანური ცნობიერება, ასეთი აღლუმი არ დაუშვეს ამჯერად. ბუნებრივია, ამან გააცეცხლა ნეოლიბერალები, ანუ უფრო გასაგებად თუ ვიტყვი, ლიბერასტები და, როგორც ჩანს, ამ ღვთისპირიდან გადავარდნილმა უმცირესობის უმცირესობამ აქაური და იქაური ძღვენიჭამიების მხარდაჭერით აგრესიულად შეუტიეს იმ მომღერლებსა და მუსიკოსებს, რომლებსაც სამების ეზოში გამართულ კონცერტში უნდა მიეღოთ მონაწილეობა დაბევრმა მათგანმა პედერასტების დამცველთა მუქარის შიშით ჩაისვარა და ამყრალებულები კონცერტზე ხომ ვეღარ მივიდოდნენ?! ზოგი ნამუსის რაღაც ნატამალმა შეაწუხა და ბოდიში მოიხადა, ზოგი უკვალოდ გაქრა ამსამზეოდანდა ზნეობრივ წყვდიადს შეერია.

იმისთანა რა სიგლახე გაქვთ, “ხელოვნების ვარსკვლავებო”, ჩადენილი, რომ მისი გასაჯაროებით გატერორებენ ეს უჯიშო ლგბტ თემის ბაირახტარნი?

იქ, სადაც გაუკუღმართებული ცნობიერება, რომელიც კაცთან კაცის ქორწინებას “განსხვავებულ ორიენტაციად” მიიჩნევს, ადამიანურ ზნეობაზე მაღლა დგება და სადაცაა სრულ ბატონობასაც მიაღწევს, შორს არის წარღვნა? არა! წარღვნა კარსაა მომდგარი, რადგან ადამიანის ზნეობრის ისეთი დამცველი, რომლის ხელშიც არის უფლებები და ძალაუფლება, არსად ჩანს.

ცოტა ხნის წინათ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას კაცურმა განცხადებამ, _ მე მამათმავლების ინტერესების დამცველი ვერ ვიქნებიო, _ იმედით ამავსო, მაგრამ ახლა იმისი მეშინია, არ გამოვიდეს ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, ან რომელიმე “დიდი კაცი” და არ თქვას: ეგ გახარიას პირადი მოსაზრებაა და არა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელის პოზიციაო. აი, მაშინ კი წარღვნა აუცილებლად მოხდება და არ იფიქრონ იმ “დიდმა კაცებმა”, რომ მშრალზე დარჩებიან.

ზურაბ ცუცქირიძე

(დასასრული შემდეგ ნომერში)

2 COMMENTS

  1. ჩვენს ახალგაზრდობაში ასეთი მოანეგდოტო მონაყოლი იყო , გურიაში ერთი გლეხი კაცი გზის პირას ყანას მარგლიდა . სიგარეტი თუ პაპიროსი მოუნდა , გაიხედა მანქანა მოდიოდა ,ხელი აუწია, გაუჩერეს, თურმე ცეკას ხალხი იყო . რა თქმა უნდა პაპიროსის კოლფი მთლიანად მისცეს თან გამოკითხეს აქეთური იქითური. ბოლოს ესეც გამოელაპარაკა , თურმე ატომი აინტერესებდა რა იყო . რო აფეთქდებაო , უთხრეს , მიინგრ- მოინგრევა ყველაფერიო, აღარც საჭმელი იქნება აღარც არაფერიო, გლეხკაცს ჩაულაპარაკებია ჩამოუგდიათ უკვეო . …………………….წარღვნაა აბა რა არის ბატონო ზურაბ

  2. მაინტერესებს, რაც უპასუხებენ ლიბერასტები ამ გულისშემძრელ სტატიას???!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თამაზითუ არ გინდათ დაბეჭდვა ................მე ამას პირველად ვწერ Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here