Home რუბრიკები პოლიტიკა ძია სოროსის დავალებით აღნავლებული “სექსუალურად შევიწროებულები”

ძია სოროსის დავალებით აღნავლებული “სექსუალურად შევიწროებულები”

3956
სქრინი

ავტობუსში ავედი. გული ძველებურად მიძგერს. გოგონა ამოვიდა. ანგელოზი: ათქვირებული, სავსე მკერდი, აშხვართული, ამოვიდა და ამოიტანა გაზაფხული. მივაჩერდი, ვამჩნევ, შემომხედა თვითონაც. ეუფ! _ ვიფიქრე, _ გამიმართლოს ეგება

ამ დროს გაჩერდა ავტობუსი და ვიღაც ჩავიდა. ერთი ადგილი გათავისუფლდა. გოგონამ სკამზე მანიშნა, “დაბრძანდით, ბაბუაო”. _ მითხრა. აი, იქ დავბერდი. იქ მივხვდი, რომ დასრულდა ჩემი ახალგაზრდობა. არადა, გული სხვას მეუბნებოდა. ავედი ავტობუსში ახალგაზრდა და ჩამოვედი ბებერი…” _ ეს არის მონოლოგი რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილის კინოფილმიდანახალი არკადია”. როგორც ჩანს, მალე საქართველოში ამ ფილმის გმირს, რომლის როლსაც ცნობილი ქართველი მსახიობი კარლო საკანდელიძე ასრულებს, სისხლის სამართლის დანაშაულში დასდებენ ბრალს და მკაცრ განაჩენსაც გამოუტანენ. საქართველოს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე შესულია.

ერთი თვეა, ინტერნეტსაიტები და სოციალური ქსელები წალეკა მდედრობითი სქესის ადამიანების მიერ გამოქვეყნებულმა ბლოგებმა, პოსტებმა, ჩანაწერებმა იმის შესახებ, როგორ ჰქონდა მათ მიმართ გარყვნილ ქმედებას ადგილი 5, 10, 15 წლის წინათ სხვადასხვა მამაკაცის მხრიდან. ეს “სულისშემძვრელი” ამბები, ძირითადად, ეხება ამ გოგონებზე გარკვეული გავლენის მქონე პირებს: მასწავლებლებს, ლექტორებს, სამსახურში მათზე თანამდებობრივად მაღლა მდგომ პირებს და ა.შ.

ახალი არავისთვისაა, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყნიერების დასაბამიდან ხდებოდა, ახლაც ხდება და სამყაროს დასასრულამდე მოხდება.

მაგრამ უცნაურია, რატომ გაახსენდა “ბებერი გარყვნილი კაცების” ყველა მსხვერპლს ერთბაშად მაინცდამაინც ახლა, ამ თვეში ამ თემაზე საკუთარი “ისტორია”? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია, მოიძიოთ ინფორმაცია იმუმანკო გოგონებისშესახებ, რომლებმაც ქართულ ინტერნეტსაიტებზე ასეთი ისტორიები გამოაქვეყნეს, ტერმინიც გადასარევი მოუძებნეს: “სექსუალური შევიწროება”, ანუ ისინი ვერ ამტკიცებენ, რომ მათზე სექსუალურად იძალადეს, გააუპატიურეს, წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ სხეულს შეეხნენ ან რამე ამგვარი, ამიტომ მართლაც ზედგამოჭრილი ტერმინიასექსუალური შევიწროება”, ზუსტად ის, რაც ამ სტატიის დასაწყისში დავწერე _ ფილმ “ახალი არკადიას” გმირის მონოლოგი. ქალთა ორგანიზაცია “საფარის” მიერ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გოგონას ცქერა სექსუალურ შევიწროვებად ითვლება და შესაბამისი სასჯელიც უნდა მოჰყვეს.

ვერ გეტყვით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში რა ბედი ეწევა ცნობილ ქართულ სიმღერას “სილამაზე ცქერით როდი გაცვდება”, მაგრამ ფაქტია, საქართველო მეტისმეტად აჰყვა მორიგ “სოროსულ ტრენდს” და ქართველმა “შევიწროებულებმა”, მგონი, ძალიან გადააჭარბეს იმ უცხოელ “შევიწროებულებს”, რომლებიც უამრავ დასაჯერებელ თუ დაუჯერებელ ამბავს ყვებიან, თუ როგორ ავიწროებდნენ მათ ცნობილი რეჟისორები, ლექტორები, მასწავლებლები თუ სხვა მათზე გავლენის მქონე მამაკაცები.

სასაცილოა, რომ საფარისწარმომადგენელი ქალბატონიიმედისეთერში გვიმტკიცებდა, _ “ყოველდღიურად ათასობით ქართველი ქალი ხდება სექსუალური შევიწროების მსხვერპლიო”, ანუ რა გამოდის: თუ ქალისთვის შეხედვა, მანქანიდან დასიგნალება, კომპლიმენტის მიძახება და სხვა მართლაც უღირსი საქციელი მამაკაცების მხრიდან კანონით უნდა დაისაჯოს, ყოველდღიურად ათასობით მამაკაცი უნდა დავაპატიმროთ?

ინტერნეტი წალეკა ვინმე მარი კურტანიძის მიერ მოყოლილმა ისტორიამ, როგორ ავიწროებდა მას მათემატიკის ცნობილი ლექტორი, ტელეწამყვან დავით აქუბარდიას ძმა _ თამაზ აქუბარდია, როდესაც გოგონა 15 წლის იყო და ბატონი თამაზი მასთან სახლში დადიოდა მის მოსამზადებლად მათემატიკაში.

ალბათ, ამ “ისტორიას” ყველა ჩვენი მკითხველი ნახავდა და წაიკითხავდა, მაგრამ, ალბათ, ბევრს გამორჩა ის, რომ მარი კურტანიძემ შარშან საზოგადოების ყურადღება სულ სხვა განცხადებით მიიქცია, კერძოდ, დაწერა ბლოგი, სადაც ამტკიცებდა, რომ, ქალები იღლიებს რომ იპარსავენ, ეს მათზე მამაკაცების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მორალური შევიწროების ბრალიაო, ანუ გამოდის, მამაკაცები რომ არ არსებობდნენ, ყველა ქალი იღლიებგაუპარსავი და დაუბანელი ივლიდა…

კიდევ ვიმეორებ: ქვეყანაზე ყველაფერი ხდება და არც ის არის გამორიცხული, ზოგიერთი გარყვნილი ბებერი გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედებების ჩადენას რომ ცდილობდეს, მაგრამ გოგოსგან, რომელიც მსგავს სისულელეებს წერს იღლიების გაპარსვაზე, ძნელია, დაიჯერო მისი სხვა შევიწროების შესახებ. ასეთი ადამიანების ფანტაზიის უნარი უსაზღვროა და მე ასეთიბავშვებისამეშინია კიდეც.

კიდევ ერთი “მსხვერპლი” “ბებერი ქართველი ოღრაშებისგან” შევიწროებისა ადრე წერდა, რომ “ქართველ მამაკაცებს აქვთ მიდრეკილება, აკონტროლონ მათ გარშემო სივრცე და შეავიწროონ ქალები. ეს გამოიხატება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხგაშლით ჯდომაში, ანუ ქართველი მამაკაცები ტრანსპორტში, სკამებზე სხდებიან ლაჯების გაშლით, რითაც მიანიშნებენ ამავე ტრანსპორტში მყოფ ქალებს, რომ იქ სივრცეს ისინი აკონტროლებენ!” _ აი, ასეთი ავადმყოფური აზრების მფრქვეველ გოგონას რამე დაეჯერება?

საბოლოოდ, თუკი ამ “შევიწროებულთა” წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათი უმრავლესობა წარსულში მკვეთრი ლიბერასტულ-ფემინისტური განცხადებებით გამოირჩეოდა და ფსიქიკურად აშკარად ვერ არის ჯანსაღად.

ყველა მათგანს, თუკი მათ ადრინდელ ბლოგ-ტექსტებს წავიკითხავთ, ლამის ყველა სიტყვაში ეტყობა სექსუალურ ნიადაგზე გადახრები და ავადმყოფური ფანტაზიები.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია კითხვა _ საიდან ჩნდება ამ ადამიანებში ეს მახინჯი მსოფლმხედველობა და რატომ ცდილობენ მერე ისინი საზოგადოების თვალშიჩაგრულებადწარმოჩნდნენ, მაშინ, როდესაც ყველაფერი პირიქითაა _ გავლენაც, შემოსვალის წყაროებიც და თავისუფლებაც მათჩვენზე”, ანუ ნორმალურ ადამიანებზე გაცილებით მეტი აქვთ? უბრალოდ, ეგაა, თუ პროვოკაციებს, დემაგოგიას არ აწარმოებენ და ტყუილს ტირაჟირებას არ დაიწყებენ, ფულსაც დაკარგავენ და გავლენასაც!

აი, ესაა მათი ასე პერიოდიულად გააქტიურების მიზეზი და ამიტომაც არის ხოლმე, რა თემისამოწევისდაკვეთასაც მიიღებენ ძია სოროსისგან, იმ თემაზე აბღავლდებიან ხმაშეწყობილად, ნახირივით.

თუმცა მათ იციან თავიანთი “საქმე” და დიდად არც მაღელვებს მათი ბედი. სამწუხაროა იმ ადამიანების მომავალი, რომლებიც ასეთი დემაგოგებისა და ტუტუცების გავლენის ქვეშ უნებურად და დროებით ექცევიან, მსოფლმხედველობას იმახინჯებენ და, როცა მიხვდებიან, რაც დამართეს და გონს მოვლენ, ცხოვრება უკვე დანგრეულიც შეიძლება ჰქონდეთ.

ერთ მაგალითი: საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ქუთაისში ქმარმა ცოლი სახლიდან გააგდო, რადგან მან პატრულს გამოუძახა და ქმრის მხრიდან ძალადობაზე დაიჩივლა. როდესაც სიტუაცია გაირკვა, აღმოჩნდა, რომ აბაზანაში შესულ ქმარს ცოლისთვის დაუძახია, _ საცვალი მომაწოდეო. ცოლმა იუკადრისა და უპასუხა: მე შენი საცვლების მომწოდებელი არ ვარ, გამოდი და აიღეო! გამწარებული ქმარი აბაზანიდან დამუქრებია ცოლს. იქიდან გამოსულს კი, შეშინებულმა ცოლმა პატრული დაახვედრა. ქმრის რეაქცია მხოლოდ ის იყო, რომ ცოლი სახლიდან გაუშვა და განქორწინება მოითხოვა.

რაც გინდათ, მიწოდეთ და ასეთ შემთხვევაში ბოლომდე ვეთანხმები ქუთაისელ ქმარს. ცოლი ქმრის წინააღმდეგ პატრულს რომ გამოიძახებს, ასეთი ოჯახი იმწამს უნდა დაინგრეს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მართალი და ვინ _ მტყუანი, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მინდა, პასუხი გავცე კითხვას: ვინ ჩააგონა ქალებს, რომ მეუღლისთვის საცვლის თუ წინდების მიწოდებაჩაგვრაადა მან ქმრის ესმოთხოვნაარ უნდა შეასრულოს, თორემდაჩმორებულიიქნება დაქმარი თავზე დააჯდება”?

კლასიკური მაგალითია “რუსთავი 2”-ით ტრანსლირებული ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც გატენილია მსგავსი მახინჯი აზრებით. ბევრი ადამიანი ამ სერიალს ვითომ “გასართობად” უყურებს, მაგრამ ბევრი აშკარად ექცევა მისი პროპაგანდის გავლენის ქვეშ. რატომ არის ასეთი მახინჯი შინაარსით სავსე ეს სერიალი? იმიტომ, რომ მის სცენარს სულით და გონებით მახინჯი ადამიანები წერენ.

ინებეთ, ამ სერიალის მთავარი სცენარისტის, ქეთი დევდარიანის, “ფეისბუქ”-პოსტი: “ქართული პატრიარქალური საზოგადოება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. როცა დარი და სიამტკბილობაა, ქართველი კაცები დიდგულზე დააბიჯებენ, ყვ…ბს დააჟღარუნებენ აქეთ-იქით და მოწოლილ ვაშკაცობას ქალების ცემა-ტყეპით იკმაყოფილებენ. აი, თუ კრიზისი დაიწყო, ნაციონალური, ეკონომიკური, ეგსისტენციალური, გეოპოლიტიკური, ან თუნდაც საბანკო, მყისვე ქალებს აგზავნიან პლანტაციებსა და ფირმა მოხუცებში ემიგრანტებად. ცოლებს აბრალებენ საკუთარ კორუმპირებულობას და ერთ ან რამდენიმე ქალს ატენიან ქვეყნის დაქცევას”.

მითხარით, ასეთი შეზღუდული გონებისა და ასეთი მახინჯი კლიშეებით მოაზროვნე დედაკაცმა როგორი სცენარი უნდა დაწეროს და რა შინაარსი უნდა მიაწოდოს საზოგადოებას?!

და ვინც ამას იჯერებთ, მიპასუხეთ, თქვენ გარშემო მყოფი რომელი მამაკაცია ასეთი?

არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყანაზე ყველაფერი ხდება და “ყვ…ბის მოჟღარუნე” მამაკაცებიც არსებობენ, “უკანალთამაშა ქალებიც” და კიდევ უარესებიც, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ აქ სიტყვას “ქართველი”.

რა, უსაქმური და ზარმაცი ან ქალების მცემელი ინგლისელები, ფრანგები, ესპანელები არ არსებობენ? ეს მიმაზნმიმართული პროპაგანდაა, რათა ასეთ ოღრაშებად, გარყვნილებად, უსაქმურებად, ცოლების ექსპლუატატორებად, ქალების მტყეპავებად სწორედ ქართველი მამაკაცი გამოიყვანონ და ყველა უარყოფითი თვისება ქართველების თვისებებად წარმოაჩინონ.

ამიტომ გეკითხებით: ვინ არის ასეთი თქვენ გარშემო _ მამათქვენი? თქვენი ძმა? თქვენი ვაჟიშვილი, ბიძაშვილი თუ ვინ?

აჰ, თქვენს სანათესაოში არავინ? მაშ, სად არიან ეს “ოღრაში და უსაქმური” ქართველი მამაკაცები?

ავტოსახელოსნოებში ხომ არა, სადაც 24 საათი “მოტორის პორშინებსა” თუ “სტუპიცის პაჩობნიკებში” თავჩარგულები, მაზუთსა და ნაწვავ ზეთში ამოგანგლულები, ქარში, წვიმაში, თოვლში უკომფორტო “ბოქსებში” ათენ-აღამებენ, რათა შინ ცოლ-შვილი გამოკვებონ? ან იქნებ ელიავას ბაზრობის წინ “ატბოინი მალატოკებით” მდგარი ქართველი მამაკაცები არ შეუმჩნევიათ არასოდეს ქეთი დევდარიანსა და მისნაირ სულით ავადმყოფებს?

მახსენდება, 10 წლის წინათ, როდესაც პირველად შევნიშნე ქართველი მამაკაცების უსაფუძვლოდ და უაზროდ დამცირების ტენდენციები, მედიაში დავწერე კიდეც ბლოგ-ტექსტების ციკლი სათაურით “როგორ აღმოგვაჩინა ევროპამ”. მაშინ ბევრმა მითხრა, _ კარგი, ერთი, მოგცლია, ცოტა უფრო სერიოზულ თემაზე რომ წერო, არ ჯობიაო?

ჩემი პასუხი მაშინვე იყო, რომ ეს არ არის არასერიოზული თემა და რომ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რამდენიმე წელიწადში გოგონების უმეტესობას ტვინებს გამოურეცხავენ, დაარწმუნებენ, რომ ქართველი კაციუსაქმურის”, “მოძალადისადაბნელისსინონიმია, რაც სახელმწიფოს დაღუპვას ნიშნავს და ქართული ოჯახების დანგრევის მიზეზი, ერთი შეხედვით, სრულიად კომიკური კინკლაობები შეიძლება გახდესმეთქი

მოგაგონდათ ზემოთ მოყვანილი მაგალითი ქუთაისური ოჯახის “ტრუსიკის” გამო ოჯახის დანგრევისა?

ჯერ სადა ვართ!

ამიტომ, ვფიქრობ, მეც და ჩვენი რედაქციაც მომავალში კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით უკვე მართლაც ექსისტენციალურ პრობლემას ტვინდამახინჯებული ქართველი საზოგადოებისა…

ბაკურ სვანიძე

8 COMMENTS

  1. აი, რა პასუხი გამცა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც ჯერ 14 წლისაა, იმის გამო, რომ გავაკრიტიკე ის “სექსუალურად შევიწროვებული” გოგო. და ვთქვი, რომ არსებობენ მსგავსი ნაძირლები, მაგრამ არ მჯერა ამ ამბის სინამდვილის იმიტომ ,რომ წინა დღით იყო სწორედ ჰოლივუდის ვარსკვლავების ბრალდება ერთ–ერთი ცნობილი პროდიუსერის მიმართ, ერთი დღეც არ დაელოდა და გამოაცხო ამ ჩვენმა “ბანჯგვლიანმა” გოგომ იმავე შინაარსის ბრალდება, ოღონდ ზედმიწევლით წვრილად გვიამბო თავსგადამხდარი “ტრაგედია”. ბოლოს ვთქვი, რომ ასეთი კიდეც რომ მომხდარიყო, ასე საქვეყნოდ არ უნდა გამოფინოს ინტიმური თემები და სხეულის ნაწილები, მარტივად რომ ვთქვათ – უხერხულია!..
    მოკლედ აღარ გავაგრძელებ და აბა წაიკითხეთ ( თუ არ დაგეზარებათ) რა მომწერა (ასევე საჯაროდ) ამ თავხედმა ბავშვმა;
    როგორი ადვილია უთხრა ადამიანს აქამდე სად იყავიო, როდესაც წარმოდგენაც არ გაქვს რას განიცდიდა, რა ტრავმა მიიღო. თაკო მას, დიდი ბოდიშით, მაგრამ თქვენნაირი ადამიანების (მსხვერწლისკენ რომ იშვერენ ხელს და თურმე მსხვერპლს რომ უნდა რცხვენოდეს აქეთ კიდევ) ბრალია, რომ ის 10 წელიც ხმა ვერ ამოიღო. და დღეს რომ გაბედა ეს მარტივი გგონიათ? ნახევარმა საქართველომ აგინა,ქვა ესროლა.
    14 წლის ვარ. მაგრამ გაგიკვირდებათდა მეც “ბევრჯერ” ვყოფილვარ მსგავსი სახის შევიწროების მსხვერპლი. ერთხელ სწორედაც რომ ჩემი მუსიკის მასწავლებლისგან. 11-12-ის ვიქნებოდი, ის პერიოდია მკერდი რომ ზრდას გიწყებს უკვე. ხელებს არ აჩერებდა ხოლმე, მიფათურებდა ყველგან, მკერდზე, ხელებზე, ტუჩებზე, ფეხებს შუა და ათასი სიბინძურე (ვითომ კომპლიმენტად გაშვებული) რეპლიკებით მამკობდა, ჩვენი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაც კულმინაციით დასრულდა,მანაც ვერ მოთოკა ჰორმონები და ტუჩებში მაკოცა.ამ წერილის არ იყოს და მეც არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იყო. ეს ჩემი ისტორიებიდან ერთ-ერთია.
    გაგიკვირდებათ ქალბატონო თაკო და მეც შემეშინდა ამის ვინმესთან თქმის იცით? მეც ვიგრძენი შეურაცხყოფილად,დამცირებულად თავი. არავისთვის, არავისთვის მითქვამს. ხო, გასაკვირია ალბათ, კიდევ ბევრი ასეთი რომ მაქვს გადატანილი ხომ?
    სირცხვილია ამ გოგოს მტყუნება, სირცხვილია ამ კომენტარების წერა, მაშინ, როდესაც საქართველოში ორიდან ერთი ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია. რაც თქვენ, როგორც ქალს დაგრჩენიათ, არა ამათი გამტყუნება,არამედ მათი გვერდში დგომაა.ეს რეალობაა და ამას ამხელენ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ტრაკში პერო აქვს გარჭობილი და 1968-ჯერ უარყო კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ. თქვენ შვილი არ გყავთ, მაგრამ თუ მე ოდესმე გავხდები დედა, მე არ მინდა ჩემმა შვილმა ის განიცადოს, რაც მე გადავიტანე.
    და სწორედ ამიტომ “ვამხელ და შევარცხვენ”. გავმეორდები და ისევ გეტყვით, ჩვენ მსხვერპლებს ამის თქმის არ უნდა გვრცხვენოდეს!

  2. და არა მარტო მაგიტომ,…ცდილობს დათრგუნოს მამაკაცი, და რომ იტყვიან , მარტო მამაკაცს შეატოვოს,….შლის ქალის და მამაკაცის, ბუნებრივ ურთიერთობას,…განაცალკევებს მამაკაცს, აბეჩავებს და უქმნის შიშს , ქალის სიახლოვისა, რომ საბოლოოდ არ შეჯვარდეს , არ გამრავლდეს,…აკომპლექსებს და მეორე მხრივ უხსნის გზას, მეორე მამაკაცისკენ,……ცბიერი ბებერი გველი, არ ისვენებს,..!!

  3. ბაკურ,ძირითადად ვეთანხმები თქვენს აზრს,მაგრამ,საზოგადოებრივ ტრანსორტში,ბევრჯერ გავღიზიანებულვარ და შენიშვნაც მიმიცია გალაჯული მამრებისათვის.ლ

  4. Galajuli qalebisatvis tu migicia lilu?dasneulda es xalxi,shemovugobot,shevidnen ertad icxovron am avadmyofebma)).
    Saqme metad rtuladaa vidre chven gvgonia.qartvelebis,chveni sarcmunoebis motxraa chafiqrebuli,qartvelebis xelitve.amati mucela dedebs shevtxare mee,gana ramdens uxdian,ram sheadzulat,vis ras vushlit.
    Vfikrob TAMPLEEREBIS xana isev mova,imdenad ulevi mteri daugrovda chvens sarcmunoebas.mere naxon tagvis soros ra fasi daedeba…)))

  5. კარგი ხარ, ბაკურ! რა სამაგალითო ამბავია მოყვანილი ქუთაისიდან – ანეკდოტია პირდაპირ. აბა, წარმოიდგინეთ: სააბაზანოდან გამოსული, უსაცვლებო (რამეებს რომ აჟღარუნებს) მანიაკი ქმარი და კრავივით გატრუნული უმანკო მსხვერპლი ქალი… ზედაც რაიმე მძაფრად საშიში მუსიკა. უიმე, უი!
    და ვინც ,,ჩემი ცოლის დაქალებს” უყურებს, იმათ რაღა უნდა ვუთხრა, რით დავეხმარო. წიგნს ეგენი არ კითხულობენ და მკურნალობა გვიანია ტვინმოღრეცილი საბრალოებისთვის.

  6. შენს გამზრდელს ვენაცვალე შვილო ბაკურ.შენი გვერდი სხვისგან გავაზიარე და მერე შემოვედი, მანამდე არ ვიცოდი მისი არსებობა. ისე დამიმძიმდა გული, ტირილი ამივარდა, რომ ჩემნაირები ვერაფრით ვშველით ამ გადაგვარების გზაზე დამდგარ ქვეყანას. ჩემს ოჯახში კაცია უპირველესი. თუნდაც იმიტომ, რომ მე მინდა ასე. მერე ჩემი ბიჭი–უფრო სწორად ორივე ერთად. ვგიჟდები დაჩმორებულ კაცებს რომ ვუყურებ და ქალები ამაყობენ. მედავებიან, როდესაც კაცის მხარეს ვდგები–ქალი არა ხარო?… ვის აინტერესებს ჩემი ფიქრები, თორემ ბევრს დავწერდი. ერთი რა მაინტერესებს. თქვენი მეგობარი კია, მაგრამ სარიშვილს პატრონი არა ჰყავს, რუსთავი ორელებს რომ ახარხარებს ვითომ თავისი ბრძნული აზრებით. არ კითზულობს შენს პოსტებს. რამ გამოათაყვანა ასე. რეებს ბოდიალობს….შენ კი ღმერთმა შეგაძლებინოს ხალხის გამოფხიზლება. წინსვლა და წარმატებები გენაცვალე.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: დავით მხეიძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here