Home რუბრიკები პოლიტიკა “ჩიჩილაკი”, როგორც “უშიშროების საბჭო”

“ჩიჩილაკი”, როგორც “უშიშროების საბჭო”

ირაკლი კობახიძე

ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV (1643-1715) 1655 წლის აპრილში საფრანგეთის პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს ასე მიმართათქვენ ფიქრობთ, ბატონებო, რომ სახელმწიფო თქვენ ხართ? ცდებით! სახელმწიფო _ ეს მე ვარ!”. 362 წლის შემდეგ კი დაახლოებით ანალოგიური რამ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელსაც ხალხმაშავი ჩიჩილაკიშეარქვა.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის 7 ივნისს გამართულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დატუქსა, _ უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, როგორ ესაუბროს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირსო.

უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, მე და თქვენ გვაქვს სხვადასხვა ხედვაო. მე გახლავართ პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენ ბრძანდებით უშიშროების საბჭოს მდივანითქვენ უნდა იცოდეთ, როგორ უნდა ესაუბროთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს”, _ განუცხადა კობახიძემ რაქვიაშვილს, რომელსაც მეორე დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:

კომიტეტის სხდომაზე უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, ანუ საბჭოს მდივნის მხრიდან ისეთი მოსაზრებები გამოითქვა, რომლებიც აბსოლუტურად არათავსებადი იყო საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობასთან. სამწუხაროდ, უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი და ფუნქცია. მას ჰგონია, რომ ის წარმოადგენს უშიშროების საბჭოს. ისეთ დონეზეც კი არ იცის, რა ხდება საქართველოში, საქართველოს კონსტიტუციაში. მე წარმოვადგენ უშიშროების საბჭოს. მე ვარ უშიშროების საბჭოს წევრი, ისევე, როგორც პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და .. მე ვარ უშიშროების საბჭო და, როცა უშიშროების საბჭოს სახელით უშიშროების საბჭოს წევრს მდივანი მელაპარაკება, გამოდის, რომ მას საერთოდ არა აქვს წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე (სტილი დაცულია).

აი ასე! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც თავს უშიშროების საბჭოს უწოდებს და სხვას უკიჟინებს, _ “არ იცის, რა ხდება საქართველოს კონსტიტუციაშიო”, არ იცის, რომ კანონით, უშიშროების საბჭოს მდივანი უშიშროების საბჭოს ისეთივე მუდმივი წევრია, როგორც თვითონ _ პარლამენტის თავმჯდომარე, აგრეთვე, პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და პრეზიდენტი.

დავით რაქვიაშვილი

სოროსის ორგანიზაციაში (“ღია საზოგადოება _ საქართველო”) დაფრთიანებულჩიჩილაკს “, რომელსაც თავი არა მხოლოდ უშიშროების საბჭო, არამედ, დედამიწის თუ არა, საქართველოს ჭიპი ჰგონია, ეტყობა, დაავიწყდა, რომ არა ხალხის ნებით, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით ჩაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. სწორედ ამ გულმავიწყობის შედეგი იყო ირაკლი კობახიძის საქციელი ერთი თვის წინათ, 15 მაისს, თბილისში, ფილარმონიაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, როდესაც შეკრებილი ახალგაზრდები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები კონსტიტუციაში მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის აკრძალვის ჩაწერის მოთხოვნის გამო ყვირილით შეურაცხყო: რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი 2500 კაცს იმის საშუალებას არ აძლევს, განიხილოს კონსტიტუცია. ახალგაზრდებო, მოგიწოდებთ, გაჰყვეთ იმ გზას, რა გზასაც დაადგა ილია ჭავჭავაძე. ეს არის სწავლისა და განათლების გზა. თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა. კომუნიზმი არის ცოდნის დეფიციტის შედეგისაქართველოში დამთავრდა კომუნიზმის დრო. ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით და კონსტიტუციაც ამას ემსახურება. ქართული საზოგადოება არის ილია ჭავჭავაძის და არა მენშევიკებისა და ბოლშევიკების საზოგადოება. ჩვენ ილია ჭავჭავაძის გზიდან არ გადავუხვევთ. კომუნისტებისა და რუსეთუმეების ადგილი საქართველოში დამთავრდა”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, მიუღებელია კრიტიკული აზრი და სხვას მიუთითებს, რომ “უნდა იცოდეს, როგორ უნდა ესაუბროს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს”, და რომელმაც, საეჭვოა იცოდეს, ილია ჭავჭავაძის ეს ფრაზა: სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით. რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?”

ირაკლი კობახიძემ, რომელსაც თავი უშიშროების საბჭოც ჰგონია და, ლუდოვიკო XIV მსგავსად, სახელმწიფოც, და რომლის თავმჯდომარეობითაც პარლამენტი 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს უუქმებს, ალბათ, ილიას არც ეს შეგონება იცის:

თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს. ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშიაო, _ საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს. აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაოჩვენს გარეთ ჩვენი ხსნა სიზმარიათვითმოქმედებასა და თვითმმართველობაშია ჩვენი ხსნა”.

ილიას გზა ერის, მამულის და სარწმუნოების სიყვარულია და არა ქედმაღლობა და საკუთარი პერსონის წარმოჩენა ყველაფრისმცოდნედ დაუშიშროების საბჭოდ”.

ნათქვამია: “ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს _ ბოლოთიო”.

ნიკა კორინთელი

2 COMMENTS

  1. ამასაც მოვესწარით ასეთი სამარცხვინო სახელმწიფო მოხელე არც გვყოლია თანაც პარლამენტის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ თუ დროზე არ მოაშორებენ პარლამენტს, რარაც უბედურებასში გაგვხვევს თავისი ამბიციებით. პაზორ!!!

  2. რუსუდანი
    სირცხვილია საქარველოს ასეთი უზრდელი და გაუნათლებელი პარლამენტის თავმჯდომარე ყავდეს.თავი ციცერონი ჰგონია ყველაფრის მცოდნე როგორ არის მაშინ როდესაც ელემენტარული ქცევის წესები არ გააჩნია, შეურაცყოფას აყენებს ყველას ვინც ამ დეგენერატის აზრს არ იზიარებს. თუ დროზე არ მოაცილებენ პარლამენტს, ეს ჩიჩილაკი ქვეყანას დაპირისპირებისაკენ და არეულობისაკენ წაიყვანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here