Home ახალი ამბები ჩინეთში ბორტგამცილებელი თვითმფრინავიდან გადავარდა

ჩინეთში ბორტგამცილებელი თვითმფრინავიდან გადავარდა

1115

ჩინური ავიაკომპანია China Eastern-ის ბორტგამცილებელი თვითმფრინავიდან მაშინ გადავარდა, როდესაც კარის დახურვას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

თვითმფრინავი რეისის შესასრულებლად ემზადებოდა, ის უკვე აფრენილი იყო ბილიკიდან. სწორედ ამ დროს ხურავდა კარს ბორტგამცილებელი, რომელიც სამი მეტრის სიმაღლიდან მიწაზე გადავარდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მოტეხილობები და სისხლჩაქცევები აქვს.

როგორც გამოცემა წერს, ბორტგამცილებელმა თვითმფრინავის კარის დახურვის წესი დაარღვია, რადგან ამ პროცესში ორი ადამიანი უნდა მონაწილეობდეს.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზაზა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here