Home სხვადასხვა დაიჯესტი ჩინეთმა დოლარს ომი გამოუცხადა

ჩინეთმა დოლარს ომი გამოუცხადა

1316
ჩინეთმა დოლარს ომი გამოუცხადა

ჩინეთი უნდა მოემზადოს ანგარიშსწორების გლობალურ ქსელ SWIFTიდან გათიშვისთვის, _ განაცხადა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფასიან ქაღალდებზე კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფან სინხაიმ. პეკინის კიდევ ერთი მიზანი არისიუანის ინტერნაციონალიზაცია”, ანუ საკუთარი ვალუტით დოლარის ჩანაცვლება საერთაშორისო გარიგებებში.

სახიფათო სისტემა

SWIFT-ში (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications-ში) ჩართულია მსოფლიოს 200 ქვეყნის 11 ათასზე მეტი ორგანიზაცია. წლის დასაწყისიდან დღემდე ამ სისტემაში გაიარა 4 მილიარდზე მეტმა.

SWIFT ფორმალურად კერძო ორგანიზაციაა, მაგრამ, რადგან ანგარიშსწორებები წარმოებს დოლარში, ის სასიცოცხლოდ დამოკიდებულია აშშის ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე და, შესაბამისად, ამერიკის ხელისუფლებაზე.

“ჩვენ წინასწარ უნდა მოვემზადოთ SWIFT -იდან გათიშვისთვის ნამდვილად და არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად”, _ თქვა ფან სინხაიმ და დასძინა, რომ “დღეს ჩინეთს დააზიანებს აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება”.

ჩინეთის დემარშის საბაბი არის ვაშინგტონის განზრახვა _ სანქციები დაუწესოს ჩინელ თანამდებობის პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მუსლიმანების უფლებების დარღვევაში. შესაბამის კანონპროექტს ტრამპმა 17 ივნისს მოაწერა ხელი.

ერთი კვირით ადრე კი რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა წარმოადგინეს 120-გვერდიანი მოხსენება “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან დაპირისპირება”, რომელშიც შეთავაზებულია 130-მდე შესაძლო ზომა “აშშ-ის რეალური მოწინააღმდეგეების” _ რუსეთის, ჩინეთისა და ირანის _ წინააღმდეგ.

ამ ზომებიდან ერთ-ერთია SWIFT -ის მიმართ მოთხოვნა, შეწყვიტოს არამეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობა. ამ საკითხზე რესპუბლიკელებმა, ჩინეთში მუსლიმების უფლებების დარღვევა გაიხსენეს.

ასე რომ, პეკინს აქვს საფუძველი, პერსონალური სანქციების შემდეგ ეკონომიკურსაც ელოდოს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩინელებმა დასწრებაზე ითამაშეს და სერიოზულად ემზადებიან SWIFTიდან გათიშვისთვის.

იუანი დოლარის ნაცვლად

მაგრამ არის მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი _ შიში დოლარის პერსპექტივის მიმართ. როგორც ფან სინხაიმ აღნიშნა, დიდია ამერიკული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ალბათობა, რაც შეიძლება ძალიან ნეგატიურად აისახოს ჩინეთზე. რამდენიმე დღის წინათ ანალოგიური რამ თქვა ჩინეთის საბანკო და სადაზღვევო საქმიანობის კომისიის თავმჯდომარე გო შუცინმა. მან შანხაიში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ აშშის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც დე ფაქტო მსოფლიოს ბანკია, ბოლო პერიოდში ძალიან გაერთო ფულის ბეჭდვით.

“ზოგიერთი ამბობს: შიდა ვალი _ ეს არ არის ვალი, რეალური ვალი მხოლოდ საგარეო ვალია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საგარეო ვალიც კი არ არის ვალი. ეს მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ ასე არ შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ”, _ განაცხადა გომ. მისი აზრით, ამერიკის ეკონომიკაში დოლარების “ჩატუმბვამ” საფონდო ბირჟების სარეკორდო გააქტიურება გამოიწვია, რომლებმაც დაკარგეს კავშირი რეალობასთან. “დამახინჯების მასშტაბი უპრეცედენტოა, _ აღნიშნა გო შუცინმა. _ ჩვენ, ყველა, უნდა ვერიდოთ დევალვაციას”.

და ასეთი თვალსაზრისი მხოლოდ ჩინელებს არ აქვთ. საბეჭდი დაზგის შეუჩერებელი მუშაობის ფონზე აშშ-შიც კი დაიწყეს ლაპარაკი დოლარის, როგორც მსოფლიოს ძირითადი სარეზერვო ვალუტის, ეპოქის დასასრულზე.

“2021 წელს დოლარი შეიძლება 35%-ით გაუფასურდეს”, _ გვაფრთხილებს Morgan Stanley Asia -ს ყოფილი ხელმძღვანელი სტივენ როუჩი. ამას გამოიწვევს მოსახლეობის დანაზოგების შემცირება და სახელმწიფო ვალის მატება ეკონომიკაში არაფრით უზრუნველყოფილი ფულის სარეკორდო “ჩატუმბვით”.

მხოლოდ 2008 წელს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაბეჭდა დაახლოებით 8 ტრილიონი დოლარი და მიმდინარე წელს ამას კიდევ აპირებს.

ჩინეთს, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებში ტრილიონ დოლარზე მეტი ჩადო, დევალვაცია კოლოსალური დანაკარგებით ემუქრება, ამიტომ სურს პეკინს დოლარის ჩანაცვლება იუანით და ამით რისკის მინიმუმამდე შემცირება.

“ჩვენი უცხოური აქტივები იუანებში რომ იყოს, ასეთი შიში არ იქნებოდა, _ განმარტა ფონ სინ ხაიმ, _ იუანის ინტერნაციონალიზაცია საგარეო ფინანსური ზემოქმედების კომპენსაციის საშუალებას მოგვცემს”.

ალტერნატივა

ამერიკელი კანონმდებლები რუსეთს SWIFT -იდან გათიშვით 2014 წლიდან, სანქციების ომის დაწყებიდანვე, ემუქრებოდნენ. საპასუხოდ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა ფინანსური ინფორმაციების გადაცემის საკუთარი სისტემა. 2020 წლის 1 იანვრისთვის ამ სისტემას 391 მომხმარებელი იყენებდა. 2019 წელს სისტემის მონაწილეებმა 12,9 მლნ ანგარიშსწორება განახორციელეს. უფრო ადრე ჩინეთში გაჩნდა China International Payments Sistem-ი (CIPS) .2019 წელს კი ბრიჩს-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა) სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართა, რუსეთმა და ჩინეთმა მოილაპარაკეს საგადასახადო სისტემის გაერთიანებაზე საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის. რუსეთის ფინანსური ინფორმაციების გაცვლითი სისტემა ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს რუბლში, CIPS -ი _ იუანში. ამით რუსეთი და ჩინეთი თავიდან აიცილებენ ანგარისწორებას ამერიკული ვალუტით და დაასუსტებენ დოლარის პოზიციებს.

finobzor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. უუფ..აუცილებლად დაამარცხებს დოლარსაც და ამერიკასაც..როგორ რუსეთმა გააცამტვერა დოლარი ))

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ყური მიგდე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here