Home რუბრიკები პოლიტიკა შენი დრო წავიდა, მიხეილ, დაოკდი ცოტა!

შენი დრო წავიდა, მიხეილ, დაოკდი ცოტა!

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

725

ორმოცდამეერთე გამოშვება

ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. ადამიანის სიცოცხლე როდესაც საფრთხეშია, აღარაა საჭირო დისკუსიები და დებატები. მას ყველა სათანადო მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს”, _ განაცხადა აშშის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. იან კელიმ კი, აშშის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა: “ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ სააკაშვილი წყეულ სამოქალაქო კლინიკაში”. ამ განცხადებებში შინაარსთან ერთად ყურადღებას იქცევს ტონალობაც, რომელშიც ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დიპლომატთა დაუფარავი გაღიზიანება იკითხება

ჯერ კიდევ 2004 წელს ამერიკულმა არხმა CBS-მა აჩვენა აბუ-გრეიბის ციხიდან პატიმართა წამების შემზარავი კადრები, რომლებმაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. პატიმართა ჩვენებებში წამების, გაუპატიურების, ღირსების შემლახავი მოპყრობის ისეთი გაუგონარი ფაქტებია აღწერილი, რომლის აქ გამეორების უფლებას თავს ვერ მივცემ. ოფიციალური დაკითხვის პროცესში წამებით პატიმართა სიკვდილის უამრავი ფაქტი არსებობს. ამერიკელი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ წამება უმაღლესი რანგის მეთაურთა მიერ იყო სანქცირებული. ჟურნალმა New Yorker-მა 2004 წელს ბრალი დასდო აშშ-ის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდს პატიმართა წამების სანქციის გაცემაში, რომელსაც ის მიზანი ჰქონდა, რომ სწრაფად მიეღო მათგან სადაზვერვო მონაცემები. ორგანიზაცია Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორი კენეტ როტი ამბობდა: აშშმა დაკარგა მორალური უფლება, ვინმეს მოუწოდოს ადამიანის უფლებების დაცვისკენ”. პენტაგონის ხელმძღვანელები კი საკითხს ასეთი კუთხით განიხილავენ: თავდაცვის სამინისტროს არც ერთი პასუხისმგებელი თანამშრომელი არ იწონებდა პროგრამებს, რომლებსაც შეეძლო მივეყვანეთ იმ საშინელებამდე, რომელიც ამას წინათ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოჩანაწერებში ვიხილეთ”. გამარჯობა თქვენი! ეს სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ამ ფაქტებს აღიარებთ. თავს კი მხოლოდ იმით იმართლებთ, რომ ამ საშინელებაში არ მონაწილეობდით. აღარავის აინტერესებს არც თქვენი ნიანგის ცრემლები და არც ის, კონკრეტულად რომელი თქვენგანი სჩადიოდა ამ სისაძაგლეს. ჩვენ გვაინტერესებს ის საშინელი ფაქტები, რომლებიც ხდებოდა თქვენს საპყრობილეებში. საინტერესო დეტალი: 2005 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელზეც წამებაში ეჭვმიტანილ სამხედრო სპეციალისტ ჩარლზ გრენერის საქმე იხილებოდა, ადვოკატმა ასეთი რამ თქვა: “ის თავის საქმეს აკეთებდა, ასრულებდა დავალებას და ამის გამო შექებასაც იმსახურებდა”. ეს განა პირდაპირი აღიარება არ არის ამერიკულ საპყრობილეებში საშინელი დანაშაულის არსებობისა?! საუბარი იქით მიმყავს, რომ ამერიკელებმა ჯერ საკუთარ თვალში დირე უნდა დაინახონ და სხვის თვალში ბეწვი შემდეგ ეძებონ. მე არ მახსოვს ამერიკელთა დიდი შეშფოთება სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქართულ ციხეებში პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის იმ საშინელი ფაქტების გამო, რომლებმაც 2012 წელს საქართველო შეძრა. სხვათა შორის, სააკაშვილს არ უარუყვია ქართულ ციხეებში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების საშინელი ფაქტები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდშივე გამოავლინეს. მან აღიარა ეს ფაქტები, თავი კი ისეთივე ბანალური არგუმენტით იმართლა, როგორი არგუმენტითაც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა სცადეს თავის მართლება აბუ-გრეიბისა და გუანტანამოს ციხეებში არსებული კატასტროფული მდგომარეობის გამო, რომ თითქოს ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. სააკაშვილის განცხადება ასეთი იყო: გვეგონა, რომ ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ მთავარი საზიზღრობები კიდევ შიგნით ყოფილა. მათ შორის, სრული მანიაკები ასე დაუსჯელად რომ მოქმედებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ ხალხს. მე მართლა არ მესმის, მანიაკობის გარდა იმ მოქმედებების მოტივაცია რა შეიძლება იყოს, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად მოხდა სისტემური მარცხი”. ყოველივე ამის გახსენების შემდეგ სააკაშვილთან საჯარო გასაუბრების სურვილი მიჩნდება, რასაც, თქვენის ნებართვით, ახლა გავაკეთებ:

მიხეილ, შენი მმართველობის პერიოდში ის უბედურება თუ ტრიალებდა, რომელსაც თვითონვე უწოდე სისტემური მარცხი, ახლა, ციხეში მოხვედრილი, განსაკუთრებული პატიმრის სტატუსს რა სინდისით ითხოვ და, საერთოდ, რა ჰონორითა და პრეტენზიებით, რა შიმშილობითა და ხელ-ფეხის ქნევით ლაპარაკობ? იმის მტკიცება თუ განიზრახე, რომ უსამართლოდ გეპყრობიან, ხომ უნდა შეადარო ერთმანეთს, შენი პრეზიდენტობის პერიოდში როგორ ექცეოდნენ პატიმრებს და შენ როგორ გექცევიან? რა, ვინმემ ფრჩხილები დაგაგლიჯა, კბილები დაგაძრო თუ შარვალი ჩაგხადა და გასაუპატიურებლად მოგადგა? არა, ხომ? ჰოდა, დაოკდი ცოტა. მით უფრო, რომ შენ ერთი და ორი დანაშაული კი არ გაქვს ჩადენილი, მთელი შენი პოლიტიკური ცხოვრება თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივია. დანაშაული იყო შევარდნაძის გუნდში მისვლა იმ დროს, როდესაც შენ მიხვედი, რადგან, შენივე აღიარებით, მთელი მისი სისტემა კორუფციაში იყო ჩაფლული; დანაშაულებრივი იყო ამერიკელების მიერ მოწყობილი .. ვარდების რევოლუციაც, რომლის მთავარი მედროშეც შენ იყავი, ვინაიდან არავითარი რევოლუცია ეგ არ ყოფილა, სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია იყო. იმიტომაც არ იყო რევოლუცია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა ის უბედურება, რომლებიც შევარდნაძესა და მის ხელისუფლებას სჭირდა, მიიღე, როგორც ძვირფასი მემკვიდრეობა. შენ მხოლოდ ორი რამ შეცვალე, ოღონდ არა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ, არამედ პირადი სარგებლისთვის:

1. ხელისუფლების ყველა იმ რგოლს, რომლებიც შევარდნაძის ხელში კორუფცირებული იყო, კორუფციის წყარო ხელიდან გამოჰგლიჯე და უმაღლეს ხელისუფლებაში გადაიტანე, რათა მთელი ის სიმდიდრე, რომლის დაუფლების საშუალებაც საქართველოში არსებობდა, შენ და შენს ბანდიტურ მთავრობას უდანაკარგოდ მიგეღოთ. ამას კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა დაარქვი და რეკლამა გაიკეთე, მაგრამ ამით კორუფცია კი არ გამქრალა, იგი უფრო მასშტაბური, ორგანიზებული და ერთ ხელში კონცენტრირებული შეიქნა, რაც გაცილებით უარეს მოვლენად ჩამოყალიბდა, ვიდრე შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო;

2. შენ წარმოუდგენელი (შუასაუკუნებრივი) სისასტიკე დანერგე, რომელიც შენი პირუტყვული ვნებების დაკმაყოფილების გარდა არაფერს ემსახურებოდა. სისასტიკეს, რომელიც სახელმწიფოს განმტკიცებას, ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას ან მაღალი იდეალების დანერგვას ემსახურება, შეიძლება გარკვეული გამართლება მოეძებნოს, მაგრამ სისასტიკესა და სისხლისმსმელობას, რომელიც მხოლოდ შენი ავადმყოფური პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ისახავდა მიზნად, გამართლებას ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერავინ მოუძებნის.

შენი დანაშაულებრივი მოღვაწეობის ნუსხა ამით არ ამოიწურება.

მიუტევებელია შენ მიერ ჩადენილი დანაშაული 2008 წლის აგვისტოში, რომლითაც საქართველოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენე. პუტინისგან მტრის ხატის შექმნით შენი დანაშაულების გადაფარვის მცდელობა სასაცილოა, რადგან პუტინი არც მტერია საქართველოსი და არც მოყვარე. იგი მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტია, რომელსაც საქართველოში ისევე აქვს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები, როგორც აშშ, ევროპასა და სხვებს. შენ ამოცანა ვერ ამოხსენი, საგარეო ურთიერთობაში ბალანსი ვერ დაიცავი, გამოცდა ვერ ჩააბარე და საომრად გაქანდი იქ, სადაც გამარჯვების თეორიული შანსიც არ გქონდა. თუ იმას იტყვი, რომ გამარჯვების შანსი არსებობდა, ეს შენს მდგომარეობას უფრო დაამძიმებს, ვინაიდან, შანსი თუ არსებობდა და ვერ გამოიყენე, ამას საქმის ჩაფლავება და გამოუსწორებელი მარცხი ჰქვია. ის მაინც არ იცი, დამარცხების შემდეგ როგორ უნდა მოიქცე? იმ ისტორიულმა ლიდერმა, რომელსაც, მართალია, მცირე მასშტაბით, მაგრამ ყველაზე მეტად ჰგავხარ, ხომ იცი, რა განაჩენიც გამოუტანა საკუთარ თავს მეორე მსოფლიო ომში განცდილი მარცხის შემდეგ? ისიც გემახსოვრება, რომ ვატერლოოსთან მარცხის შემდეგ ნაპოლეონმა სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. მსგავსი მაგალითები სხვაც არის მსოფლიოში. შენ კი საკუთარი შეცდომებისა და დანაშაულების გამო მუდმივად დაფნის გვირგვინს რატომ ითხოვ ან რატომ ფიქრობ, რომ ეს ყოველთვის გაგივა? იმიტომ, რომ დაბნეულთა, მონუსხულთა, მოქრთამულთა, წყალწაღებულთა, გამოთაყვანებულთა და მჭადის ნატეხის მომლოდინეთა მცირერიცხოვანი გუნდი კიდევ გაკრავს გარს? იქნებ იმიტომ, რომ შენი მთავრობის პირობებში ნაყაჩაღარი კაპიტალით დაფინანსებული ტელეარხებიდან ჯერ კიდევ ყეფენ პროფესიული თავმოყვარეობისგან და ადამიანური სინდისისგან სრულიად დაცლილი ვაიჟურნალისტები? ან იქნებ იმიტომ, რომ ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ჯერ კიდევ არიან ის თაღლითები, რომლებსაც კარგად უხდიდი და დღესაც კარგად უხდი მხარდამჭერი განცხადებებისთვის? კი ბატონო, გაქვს ეს მცირეოდენი საფუძველი იმისთვის, რომ ილუზიებში იყო და სრულიად უნაყოფო ფანტაზიებზე ააგო საკუთარი გეგმები, მაგრამ სადღაც ხომ უნდა მიხვდე, რომ არც შინ და არც გარეთ რეალურად მხარს არავინ გიჭერს. არც მომავალში დაგიჭერს ვინმე მხარს. ამერკელთა ის განცხადებები, ზემოთ რომ წარმოვადგინე, მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად გაკეთებული ყასიდა განცხადებებია.ამერიკულიფერადი რევოლუციებისეპოქა დასრულდა. ამერიკელებს უკანასკნელი წარუმატებელი მცდელობა ბელარუსში ჰქონდათ. ავღანეთში ოცწლიანი ომის შემდეგ სამარცხვინოდ გაბუნძულდნენ უკან და ახლა აღარ იციან, სამი ტრილიონი დოლარის უაზრო ხარჯი (საიდანაც ძალიან დიდი ნაწილი პილიტიკური და სამხედრო მაღალი ჩინების ჯიბეებში დაილექა) რით ახსნან და გაამართლონ. შენ მიერ მოწონებულმა და მხარდაჭერილმა უკრაინულმა მაიდანმაც სრული კრახი განიცადა. შენ მიერრეფორმირებულიუკრაინა მიწასთანაა გასწორებული და შენი იუშჩენკოტიმოშენკოპოროშენკოზელენსკიც ისეთივე პოლიტიკურ მძორებად არიან ქცეული, როგორიც შენ ხარ

ეპოქა წავიდა, მიხეილ! არ ვიცი, შენი ნაშიმშილები გონება ხარშავს თუ არა ამდენს, მაგრამ ის ე.წ. ვარდების რევოლუცია, რომელიც, შენ კი არა, ამერიკელებმა მოახდინეს, აღარ განმეორდება თუნდაც იმიტომ, რომ ისინი მშვენივრად თანამშრომლობენ მასთან, ვინც ახლა ჰყავთ საქართველოში. შენ შენი სიგიჟით ამერიკელებიც კი დაღალე. ეს კი (დღეს ვინც ჰყავთ), რაც მართალია, მართალია, გიჟი არ არის და თანამედროვე პოლიტიკისთვის აუცილებელი ის ატრიბუტიც, ჯოჯოხეთს რომ ანათებს, შენზე მეტი აქვს. აბა, კარგად დაფიქრდი, რატომ უნდა გაცვალონ უფრო მდიდარი და ნორმალური ივანიშვილი ნაკლებად მდიდარსა და გადარეულ სააკაშვილში?! მესმის, რომ ამერიკელებს ატყუებ, რუსებს ატყუებ, ევროპელებს ატყუებ, ქართველებს ატყუებ, მაგრამ საკუთარი თავი სანამდე უნდა ატყუო? ხომ არის სადღაც, რომელიღაც წუთი თუ წამი, როდესაც ადამიანი ცდილობს, მართალი იყოს საკუთარი თავის წინაშე. ჰოდა, შენც თუ გაქვს საკუთარ თავთან გულახდილობის ეს აუცილებელი მომენტი, წესით, უნდა მიხვდე, რომ ის ეპოქა, როდესაც შენ ვიღაცას სჭირდებოდი, წავიდა, მიხეილ, უკანმოუხედავად და უკანმოუბრუნებლად წავიდა. შენ ახლა შენს შვილებს სჭირდები, შენი შვილების დედას სჭირდები, ახალ მეუღლეს სჭირდები. პოლიტიკოსის წარსული და პრეზიდენტის ბიოგრაფია გაქვს, მსოფლიოში გიცნობენ, მდიდარი კაცი ხარ, წადი სადმე (სახლები არ გაქვს თუ მამულები?!), დაანებე თავი წარსულით ცხოვრებას, თორემ დაგღუპავს ის მძიმე წარსული. გონიერი კაცი რომ იყო, პოლიტიკაში დარჩენის უპერსპექტივობას თუნდაც ის ქალები (ნუ ჩამომათვლევინებ) მიგახვედრებდნენ, შენ ირგვლივ რომ ტრიალებენ. დააკვირდი მათ სახეებს, მათ ქცევას, მათ საუბარს და შემდეგ ჩამოყალიბდი იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი იმ სასწაულის მოხდენას, რომელსაც პოლიტიკური გვამის გაცოცხლება ჰქვია. ქალებზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მათ სპეციალისტად და გულთამხილავად მიაჩნიხარ საზოგადოებას, თორემ, თუ გინდა, შენს მხარდამჭერ კაცებს (ნურც მათ ჩამომათვლევინებ) დააკვირდი და ამ შემთხვევაშიც უტყუარ დასკვნას გააკეთებ _ წასულია შენი საქმე!

დაგისახელებ საზოგადოების კიდევ ერთ სეგმენტს, რომელსაც ასევე შეგიძლია დააკვირდე _ შენი მხარდამჭერი ჟურნალისტები. მათ ნაწილს დიდი სიამოვნებით ჩამოგითვლი. ნაწილს იმიტომ, რომ ზოგიერთი იმ მასშტაბისაა, მე კი არა, თვითონაც არ ახსოვს თავისი გვარ-სახელი ქართულ ჟურნალისტიკაში. ცნობილებს კი მივყვეთ შეძლებისდაგვარად: გვარამია და გაბუნია, ჟურნალისტური “შემოქმედებით” კი არა, მხოლოდ თავიანთი შარვლების თარგითა და ფორმით, არათუ შენს საეჭვო პოპულარობას, სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის უზარმაზარ ავტორიტეტსაც მოკლე ხანში გაანადგურებდნენ, თუკი ისინი ასეთ მხარდამჭერებზე უარს არ იტყოდნენ; გიორგი თარგამაძე ის პოლიტიკოს-ჟურნალისტი არ იყო, შენი ოპონენტის როლს გულისამრევად უნიჭოდ რომ ასრულებდა? ამ კაცმა, ვისაც ოდესმე მხარი დაუჭირა, ყველა დაიღუპა _ შევარდნაძით დაწყებული, აბაშიძით გაგრძელებული და პატარკაციშვილით დამთავრებული. უნდა მოერიდო, მიხეილ, ამ კატეგორიას, ვინაიდან უცილობელი მარცხის მომტანნი არიან ისინი ყველასთვის, ვისაც გაეკარებიან; აქუბარდიასა და მისი ცოლის მხარდაჭერამ, რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიმართ კი არა, შესაძლებელია, ღმერთის მიმართ რწმენაც შეურყიოს ადამიანს, თუკი უზენაესისადმი ლტოლვა ოდესმე გამოამჟღავნეს ამ ცოდვისშვილებმა. საბედნიეროდ, ღმერთის სიყვარულისა მათ ჯერჯერობით არაფერი ეტყობათ, თავიანთი მერკანტილური ბედნიერებისთვის შენი სიყვარულიც ჰყოფნით; გრიგოლიას, სანაიასა და ჟიჟილაშვილის იმედად თუ ხარ, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, რაღაც წყევლა გდევს, არ ვიცი, სააკაშვილების, არ ვიცი, ალასანიების მხრიდან; წყევლა, შესაძლებელია, რულოვსების მხრიდანაც მოდიოდეს, მაგრამ კაბალისტიკასა და ოკულტიზმში ისე ღრმად ვერ ვერკვევი, რომ ამ თვალსაზრისით რამე დამამშვიდებელი გითხრა.

სხვა წყევლაც მოგყვება, მიხეილ. შენ მიერ უსამართლოდ დასჯილთა, ნაწამებთა და პატივაყრილთა, უმიზეზოდ ნაგვემთა და უდანაშაულოდ სიცოცხლემოსწრაფებულთა, მათი დედებისა და მამების, მათი მეუღლეებისა და შვილების წყევლა. მძიმეა ეს წყევლა, მიხეილ, ძალიან მძიმე. წვენებიან- ფაფებიანი “შიმშილობა” ვერ გაანელებს ამ საშინელი წყევლის ძალას.

არა მგონია, შენ ამის გამგები იყო, მაგრამ მაინც გეტყვი: შენ და ბიძინა ივანიშვილი, თითქოს მოსისხლე მტრებად ქცეულნი და ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულნი, დღესაც პოლიტიკური ბარიკადების ერთ მხარეს დგახართ და ერთ თამაშს თამაშობთ, რადგან ერთი წერტილიდან იმართებით. თავის დროზე, როგორც შევარდნაძემ დაგითმო ტახტი ამერიკელთა კარნახით, შენც ისევე დაუთმე ტახტი ივანიშვილს იმავე ამერიკელების კარნახით. არ მითხრა ახლა, ჩვენმა დემოკრატიულმა ბუნებამ გადაგვადგმევინა ეს ნაბიჯიო. ამერიკელებს რომ არ ებრძანებინათ, ხელისუფლების დამთმობი იყავით ან შენ, ან შევარდნაძე? აბა, კარგად დაძაბე შენი ნაშიმშილარი გონება და გაიხსენე, რა იურიდიული დილემის წინაშე აღმოჩნდით შენ და ივანიშვილი იმ დროს, არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარების ბლეფს რომ ახვევდით თავს ქართველ ხალხს. მოუყევი საზოგადოებას, მსოფლიოში გაუგონარი რა საკონსტიტუციო თაღლითობა ჩაიდინე მაშინ ივანიშვილის სასარგებლოდ და საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ. არ გახსოვს? ააა, ამდენი ხნის ნაშიმშილარს მოყოლის ძალა არ გაქვს? რა გაეწყობა, მე მოვუყვები ხალხს იმის შესახებ, რა სამარცხვინო მეთოდით გაუკაფე გზა ოპონენტს ხელისუფლებისკენ, რისი შენარჩუნებაც ასე გსურდა, მაგრამ დათმობა შენმა საყვარელმა ამერიკელებმა დაგავალეს. სანამ ამერიკელების დავალება არ გქონდა მიღებული, გზას ეძებდი იმისთვის, რომ ივანიშვილი არჩევნებზე არ დაგეშვა. გამოსავალსაც მიაგენი: ბიძინას, ქართულ პასპორტთან ერთად, რუსული და ფრანგული პასპორტებიც აღმოაჩნდა. შენც არც აცივე, არც აცხელე და ივანიშვილს ქართული პასპორტი გაუუქმე. აი, რას წერდა მაშინდელი პრესა: ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. ამ შინაარსის ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საზოგადოებას 2011 წლის 11 ოქტომბერს შეატყობინა. მიზეზად საფრანგეთის პასპორტი იქცა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 11 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადება გვატყობინებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 32- მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას”. ბასტა! ჩაუვარდა ივანიშვილს კოვზი ნაცარში. კაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ იყო, არჩევნებში მონაწილეობას როგორ მიიღებდა?! ხოლო, თუ მილიარდერი ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, სხვა ვინ იყო შენი მომრევი და წამქცევი?! შენც გული საგულეს დაიგულე, ტახტის მთავარი მოცილე ორივე ბეჭით ტატამზე გყავდა გაკრული, მაგრამ… აქ მოხდა ის საოცრება, რომელმაც სრულიად განგაიარაღა. ამერიკიდან არამხოლოდ ის დავალება მოვიდა, რომ ივანიშვილისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რა გზითაც გინდოდა, იმ გზით მიგეცა, არამედ ისიც, რომ არჩევნებში დამარცხება გეღიარებინა და ივანიშვილისთვის ტახტი გადაგებარებინა. მძიმე საგონებელში ჩავარდნილს, გუნდის ყველაზე გაქნილმა და გაიძვერა წევრებმა სამარცხვინო გამოსავალი შემოგთავაზეს _ ცვლილება კონსტიტუციაში. სხვა შემთხვევაში, საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა და ივანიშვილისთვის შენივე ბრძანებით მოქალაქეობის მინიჭება მოგიწევდა. იცოდა ეს ივანიშვილმა და ამიტომაც არხეინად იყო: “აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს, აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!” _ აცხადებდა იგი. შენც მორჩილად დათანხმდი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რომელიც ასეთი დაუჯერებელი ფორმულირებით განხორციელდა: “2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში, ბოლო ხუთი წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა”. ამდენ ჟონგლიორობას, ალბათ, ის სჯობდა, რომ იქ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი ჩაგეწერა, მაგრამ გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში ერთნაირად სამარცხვინო იქნებოდა.

აი, ესა ხართ თქვენ _ შენ და ბიძინა ივანიშვილი, ერთი ბოროტების ორი შემზარავი სახე, პოლიტიკური თაღლითები, ამერიკული ჯოჯოხეთის ორი მუგუზალი, რომლებიც ერთმანეთს უტიფრად აბრალებთ რუსეთის აგენტობას და ამით ძალაუფლებასაც ინარჩუნებთ და ამერიკელი ბატონებისადმი ძაღლურ ერთგულებასაც. უპირატესობა კი მაინც ივანიშვილის მხარესაა. მან შენ კი არ დაგამარცხა, მოგსპო, გაგანადგურა და მასხარად გაქცია. ახლა შენს შიმშილს თუ სიმაძღრეს, ბრძოლას თუ დანებებას, ციხეში ყოფნას თუ თავისუფლებას ერთი ფასი აქვს, უფრო სწორად, ჩალის ფასიც არ აქვს.

P.S. ამით დავასრულებ საუბარსქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამასთან”, რომლის პოლიტიკური ფასი ახლა იმ ოყნის ფასს თუ უტოლდება, გორის ჰოსპიტალში რომ უკეთებენ ყოველ დილასაღამოს.

საკითხავი ისაა, ქართველმა ხალხმა რა ქნას, .. ეროვნული მოძრაობიდან დღემდე ამგვარი თაღლითების მიერ უსინდისოდ მოტყუებულმა და ნაღალატებმა, ნაწამებმა და დამცირებულმა, დაფლეთილმა და სისხლისგან დაწრეტილმა, იმედგადაწურულმა და სასოწარკვეთილმა ქართველმა ხალხმა? ერთი რამ, რაც უნდა ქნას ქართველმა ხალხმა, ზუსტად ვიცი. სოფელთან სიახლოვე ვისაც გქონიათ, ასეთი სურათი ნანახი გექნებათ. ცხენი მდინარეს რომ გადალახავს, ფეხებზე მიკრულ წურბელებს მიწაზე ფლოქვების დარტყმით ჩამოიბერტყავს ხოლმე. ასე უნდა ჩამოვიბერტყოთ ის ვიგინდარები, პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და, ოცდაათი წელიწადია, ანგრევენ და ხრავენხრავენ და ანგრევენ ჩვენს გასაცოდავებულ სამშობლოს.

1 COMMENT

  1. უმაღლესი ანალიზია, მადლობა ბატონო ვალერი. მაინტერესებს შემდეგი: იმდენად ღრმა ძილშია ქართველი ხალხი, საზოგადოება, რომ ვერ იგებს თქვენს (არაერთ) ნათქვამს, თუ იგებს და ჩუმადაა?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here