Home რუბრიკები პოლიტიკა შარიკოვები და ერთიანი პოლიტპროსტიტუციური მოძრაობა

შარიკოვები და ერთიანი პოლიტპროსტიტუციური მოძრაობა

ანა დოლიძე-ირაკლი კობახიძე

თუ აქამდე ვიცოდით, რომ წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოვებულ მწერლებს შორის ჯორჯ ორუელი ერთერთი გამორჩეული იყო, ახლა ანალოგიური რამის თქმა, ქართული რეალობიდან გამომდინარე, მიხეილ ბულგაკოვზეც შეგვიძლია. ჯერ ორუელზე ვთქვათ: მისიცხოველების ფერმადა “1984” ჯერ კომუნისტურ რეალობას მოერგო, შემდეგ _ თანამედროვე ცხოვრებას და ახლა ზედდააკვდაქართულ სინამდვილეს. აი, ბულგაკოვი, თავის გაადამიანურებული თუ ადამიანადქცეული ძაღლით, ამხანაგი შარიკოვით, ანა დოლიძემ შეგვახსენა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარიკოვად მოიხსენია. კულუარებში უმრავლესობის წევრებიც ქირქილებდნენ, _ პუდელივით კი აქვს თმა კობახიძესო. კიდევ კარგი, მხოლოდ პუდელს შეადარესპრინციპში, მამაკაცია და იმიტომ, თორემ

მოკლედ, გასული პოლიტიკური კვირა ისე წარიმართა, ვეჭვობ, ახალი პარტია ჩამოყალიბდება და მას პპმ-ს, ანუ პოლიტიკური პროსტიტუციის მიმდევრებს დაარქმევენ. ყველამ (პოლიტიკოსებმა) თავის გულში ჩაიხედოს (ოხ, ისევ ეს ბულგაკოვი თავისი “ძაღლის გულით”) და აღიაროს, რომ მათ პარტიებს სხვა სახელი ჰქვიათ, თორემ სინამდვილეში ძირითადი ნაწილი სწორედ პპმ-ია თავისი წევრებით, სტრუქტურითა და, ასე განსაჯეთ, მომსახურების ფასებითაც კი. ქართული პოლიტიკისთვის არახალია, რომ პარლამენტში შემსვლელთა სიაში მოხვედრა ფული ღირს და ამ ფულის გადამხდელები იყვნენ, არიან და იქნებიან. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ანა დოლიძემ კობახიძეზე, შარიკოვიაო, რომ თქვა, უმრავლესობის უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია, ანუ უმრავლესობიდან ყველა არ აღშფოთებულა. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ, ანუ ქართველი პარლამენტარების კოჰორტამ (გნებავთ, ქართველი პარლამენტარების კორკოტამ) თუ ავანგარდმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“26 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე და სესიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მისი გამონათქვამებით უხეშად დაარღვია ეთიკისა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები. ამ ფონზე, ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია, რომელმაც ძირითადი კონსტიტუციური ორგანოს _ საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფაზე არათუ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, არამედ პირიქით _ სესიის მეორე დღეს თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები არღვევენ საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ნორმებს და შეურაცხყოფენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, რაც ცხადყოფს, რომ პროცესი არის წახალისებული და მართული საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეთიკის ნორმებს არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე და ამას არ მოჰყვება სათანადო რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის თანაბრად პრეზიდენტის დამოკიდებულებაც პარლამენტის მიმართ. ვინაიდან ეს გარემოებები საფრთხეს უქმნის სამომავლოდ კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, მოვუწოდებთ ბატონ გიორგი მარგველაშვილს, მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა”.

ამ განცხადებაში, სიტყვების რახარუხს თუ არ ჩავთვლით, ერთი საინტერესო ფრაზა გვხვდება: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მისი გამონათქვამებით უხეშად დაარღვია ეთიკისა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები…” ეტყობა, პარლამენტარებს დაავიწყდათ, რა ეპითეტებით ამკობენ ხოლმე მარგველაშვილს, მქსოველს რომ ეძახიან, აგრეთვე, _ “შემოულაწუნეს”, ბოთეს და კიდევ რას. ისე არ გაიგოთ, ანა დოლიძის დაცვას ვცდილობდეთ, დედაკაცის, რომელმაც პოლიტიკური კარიერა მას შემდეგ გაიკეთა, როცა თინა ხიდაშელს დაუდაქალდა და, რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად, ხმალამოღებული იბრძოდა საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, მაგრამ რაც ალხანა, ის ჩალხ(ანა)ო, ხომ გაგიგონიათ და, როგორი პარლამენტიც არის, ისეთი მდივანიც მიუვიდათ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

ეს ყველაფერი კი იმას მოჰყვა, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კანონზე დადებული ვეტო უკვე მერამდენედ “მუხლზე გადაიმტვრია” და მარგველაშვილის შენიშვნები არად ჩააგდო. პრეზიდენტმა იმდენი კი მოახერხა, რომ მესამე სექტორი და ოპოზიციური პარტიები აიყოლია, მაგრამ ის, ვინც ახლა ოპოზიციაშია, 2012 წლამდე ხელისუფლებაში იყო და, შესაბამისად, ზუსტად იმ ადგილზე დაიკიდა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლება, სადაც წინას ეკიდა ამჟამინდელი, ანუ: უკუღმა ასინეთა, უკუღმა, მაგრამ დასაკიდებელი ადგილი უცვლელია.

ძაღლისგულიანი (თუ პირიქით) ადამიანები მართლა მომრავლდნენ. ერთი ეგაა, ძაღლური ერთგულება გაქრა სადღაც და არც კავკასიური ნაგაზივით ცხვრის დარაჯად გამოდგნენ და ეს იმის მიუხედავად, რომ ცხვრად ხალხს თვლიან და ყოველ არჩევნებზე ზვარაკად სწირავენ პარტიულ ინტერსს. მერე კი იწყება მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხი, განცხადებები, პარლამენტში კუნთებისა და კიდევ რაღაცების დატოლებ-დაზომება და ამ ყველაფერში გადის დრო, რომელიც თითქოს ჩვენს კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. მერე ვიზრდებით ჯერ ჩვენ, მერე _ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და ზუსტად ისე ვტრიალებთ ერთ წრეზე, როგორც პპმ წევრები ტრიალებენ სტრიპტიზის ბოძის გარშემო ყველა არჩევნების წინ, ფულიან ბიძებს თავი რომ მოაწონონ და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წინასაარჩევნოდ ტრუსიკში (და არა საცვალში) ფული რომ ჩაატენინონ, რათა მერე ეს ფული ჩვენი საცვლებიდან (და არა ტრუსიკიდან) ამოიღონ და, ყველაფერთან ერთად, პატიოსანი ბოზის სახელიც დაიმსახურონ. ჰო, ქართულ სინამდვილეში ეს ტერმინიც გვაქვს _ პატიოსანი ბოზი და არ თქვათ ახლა, ქართველობას გვართმევო. რაც არ აქვს ადამიანს, იმას ვერასდროს წაართმევ და თამამად შეგიძლიათ, ერთი საპროტესტო ნოტა ჩემს რედაქტორთანაც აფრინოთ, გნებავთ _ პარლამენტიდან და გნებავთ _ საპრეზიდენტო რეზიდენციიდან. ამასაც ხომ მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ მერე ვინმემ არ თქვას, შეირჩინესო, თორემ სინამდვილეში ზუსტად იცით, რომ 2020 წლამდე კომფორტული ცხოვრება გარანტირებული გაქვთ და ახლა მხოლოდ იმას ფიქრობთ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ვის ბოძზე ჩამოსრიალდეთ ისე, რომ თავი მოაწონოთ და ბოლოში, ბალიშის ნაცვლად, სხვა რამ არ დაგხვდეთ.

გვახსოვს, ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს პირდაპირ ეთერში რომ ლანძღავდით და ნაძირალებს ეძახდით სწორედ იმ პოლიტიკური თვალსაზრისის გამო, რომელსაც ცოტა ხნის წინათ თვითონ იზიარებდით. ისიც გვახსოვს, ხალხის ფულის მითვისების გამო ერთმანეთს რომ აკრიტიკებდით და მერე იმავე ხალხის ფულს ორმაგად ითვისებდით. ისიც გვახსოვს, პარლამენტში მოხვედრის გამო მზად რომ იყავით, სატანას შეკვროდით და მერე სატანებად იქეცით. კიდევ იმდენი რამ გვახსოვს, ყველაფერი რომ ჩამოვთვალოთ, გაზეთის რამდენიმე ნომერი არ გვეყოფა. სწორედ ეს არის “პოლიტიკური პროსტიტუცია”, ტერმინი, რომელსაც ერიდებით და, ქუჩაში რომ მოჰკრავთ ყურს, მალულად, ქურდულად იხედებით ზურგს უკან, შემთხვევით ჩვენ ხომ არ გვეძახიანო. იმიტომ, რომ ყველაზე კარგად თვითონ იცით, თქვენი რეალური სახე, ბავშვობაში წაკითხულიძაღლის გულიდაცხოველთა ფერმადიდობაში სწორედ იმიტომ აღარ გადაიკითხეთ, საკუთარი თავი რომ არ ამოგეცნოთ, და “1984”- საერთოდ აღარ ფურცლავთ, მოძველდა უკვე და იმიტომ _ ფარული მიყურადების, სხვის საძინებელში შეხედვისა და სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის პროცესი გაცილებით წინ წაიყვანეთ, ვიდრე ორუელს აქვს აღწერილი, განავითარეთ და დახვეწეთ.

ხმამაღლა რომ ამბობთ ხოლმე, საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ვზრუნავთო, ყველაზე კარგად ხომ თქვენ იცით, საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩები თავიანთ ქვეყნებში გაგზავნილ წერილებში თქვენზე რას წერენ?! ხომ იცით, რომ პოლიტმეძავებად გიცნობთ ცივილიზებული სამყარო და ცივილიზებულად გიყენებთ იმისთვის, რისთვისაც საკუთარი მოსახლეობა არ ემეტებათ?! ისიც ხომ იცით, რომ თითის ნებისმიერ დაქნევაზე (თუნდაც შუა თითის), მზად ხართ, ევროპელებსა და ამერიკელებს ფეხქვეშ გაეგოთ მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ არ თქვან, ესა თუ ის პოლიტიკოსი არაადეკვატურად იქცევაო და ადეკვატურად გაკეთებინებენ იმას, რასაც ცირკის წინმომუშავექალებიც კი ძნელად კადრულობენდა ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველ დილით ჰალსტუხი გაინასკვოთ ყელთან, საქმიანი სახით გახვიდეთ ეზოდან, მეზობლებს მძიმედ მიესალმოთ, პოლიტიკურ ოპონენტებს საჯაროდ სიტყვაც არ აპატიოთ, კამერების გარეშე კი ყველაფრის უფლება მისცეთ

ამომრჩეველს კი რა?! დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ, როგორც ყოველი არჩევნების შემდეგ, ახლაც ასე იქნება _ გამარჯვებული პარტია (ანუ მომავალი პპმ) მანდატების გაფორმების შემდეგ ხმამაღლა და ამაყად იტყვის: “ეგრე იცის ჯაყომა!” და ამომრჩეველიც თითქოს ისე მიეჩვია ამ ყველაფერს, რომ… “იმ ჩარდახიდან, კივილისა და ტირილის ნაცვლად, დედაკაცის ვნებიანი კვნესა და თავდავიწყებული ბოდვა ისმოდა…”

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here