Home ახალი ამბები მსოფლიო ყირიმის შემდეგ რუსეთი კონტინენტური ნაწილისა და სახალინის დამაკავშირებელი ხიდის აგებას იწყებს

ყირიმის შემდეგ რუსეთი კონტინენტური ნაწილისა და სახალინის დამაკავშირებელი ხიდის აგებას იწყებს

ხიდი

რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, შეიმუშაოს სახალინთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტი. რუსეთის კონტინენტური ნაწილიდან კუნძულ სახალინზე გადასასვლელი ხიდის პროექტის რეალიზაცია 2021 წელს დაიწყება, მშენებლობას კი 5 წელზე მეტი არ დასჭირდება.

ამჟამად მიმდინარეობს ორი ვარიანტის დამუშავება _ კონტინენტსა და კუნძულს შორის ხიდის გადება ან გვირაბის გაყვანა. პარალელურად მუშავდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხიც. გვირაბის არჩევის შემთხვევაში წყალქვეშ გაიყვანენ კაბელს. სახალინზე სატრანსპორტო გადასასვლელის აგების იდეა XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა, მოსამზადებელი სამუშაოები 1930-იან წლებში დაიწყო, 1950 წელს კი მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ნეველსკის სრუტეში გვირაბი გაეყვანა, მაგრამ 1953 წლის მარტში, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, პროექტზე მუშაობა შეწყდა.

არსებობს აგრეთვე სარკინიგზო მაგისტრალის იაპონიამდე გაყვანის ვარიანტი. შარშან რუსეთის ხელისუფლება სახალინსა და ჰოკაიდოს შორის სატრანსპორტო გადასასვლელის აგების ინიციატივით გამოვიდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here