Home რუბრიკები პოლიტიკა ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!

ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!

ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!

წინამდებარე წერილის მთავარ თემად აშშში საპრეზიდენტო არჩევნების მოვლენები მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ 8 ნოემბერს თბილისში მომხდარმა ამბებმა, რომ იტყვიან, სულ ამირია თავგზა და ამიტომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო

ის, რაც იმ დღეს რუსთაველზე დაიწყო და შემდეგ ცესკოსთან გაგრძელდა, სრულიად საქართველომ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში და ამიტომ მოსახლეობის უმრავლესობა დამეთანხმება, რომ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქცია ნამდვილად არ იყო მშვიდობიანი. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის საბოლოო მიზანი სახელმწიფო გადატრიალება იყო და არაფერი სხვა. ამიტომ “მშვიდობიანი” აქციის წყლის ჭავლით “სასტიკ” დარბევას პირდაპირ ეთერში დაუფარავი სიამოვნებით ვუცქერდი და არც მრცხვენოდა საკუთარი თავის, რადგან კარგად მახსოვს მიშნაცების ხელისუფლების 9-წლიანი ზეობის პერიოდში სასტიკი და უმოწყალო დარბევები 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს. აქედან გამომდინარე, ვიმეორებ: ჩემი სიმპათია სამართალდამცველთა მხარეს იყო და ერთი წამითაც არ გამივლია გულში “სასტიკად დარბეულთა” მიმართ სიბრალული, რადგან “მშვიდობიან მომიტინგეთა” მთავარ ბირთვს სწორედ ის ხალხი წარმოადგენდა, რომელთა სახელებთანაც ასოცირდება მართლაც სისხლიანი, სადისტური 9-წლიანი ტერორი _ მიშნაცები ვერა და ვერ გაძღნენ ქართველი ხალხის სისხლითა და ცრემლით. რომელი ერთი გავიხსენოთ: პატიმართა მასობრივი გაუპატიურებები თუ წამებით სიკვდილი? დღისით, მზისით, 200-მდე ახალგაზრდა ბიჭის ქუჩაში დემონსტრაციულად ჩაცხრილვა თუ 2 გვამის მოთხოვნა და მაღაზიების სახურავზე მიცვალებულთა ცხედრების შეგდება? მეორე დილით სისხლით მორწყულ რუსთაველზე საზეიმო აღლუმების ჩატარება და ა.შ. _ ვინ მოთვლის მიშასა და მისი ნაცების მიერ ჩადენილ ავკაცობას?!

და ეს ხალხი, იმის მაგივრად, რომ წლების განმავლობაში ციხის ნარები ეხეხათ, ოპოზიციონერის მანტიამოსხმულნი მორალისტობენ და ლექციებს გვიკითხავენ ადამიანის უფლებებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე ზემოთ თქმულის პარალელურად არ მასვენებდა ფიქრი, რომ ის ყვლაფერი, რასაც ვუცქერდი, მიშნაცების “ვაჟკაცობის” შედეგი კი არა, “ქართული ოცნებისა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რადგან 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიშისტი ნაცების ბობოლა ვირთხები და წრუწუნები, ხალხის სამართლიანი რისხვის მოლოდინის გამო, რომ იტყვიან, შიშით ქუჩაში ვერ ყოფდნენ ცხვირს. პოლიტიკურ სამარეში მწოლიარეებს, მიწის მიყრაღა აკლდათ, მაგრამ ქოცების მეტისმეტიჰუმანურობით”, მიწა მიაყარეს კი არა, ზოგიერთი სადისტი ნაცი ქვეყნიდან გაიქცა, ქართული მართლმსაჯულებავერ პოულობსდა, 8 წელიწადია, საქართველოში ნაძარცვი ფულითმეგობარიდასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ვითომ ძებნილი, არხეინად დასეირნობს.

ზოგიერთი “ძებნილი”, მაგალითად, სასჯელაღსრულებისა და შემდეგ განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, რამდენიმე თვე ნიუ-იორკის ერთ-ერთი პრესტიჟული რაიონის ფეშენებელურ აპარტამენტებში ცხოვრობდა, თბილისში დაბრუნდა და პატიმართა წამების ერთ-ერთ არქიტექტორსა და აქტორს, მეოცნებე ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, ცხვირზე ბუზიც ვერ აუფრინა და უკვე იმდენს ბედავს ეს შუბლისძარღვგაწყვეტილი, რომ საარჩევნო უბანზე ქამარში პისტოლეტგაჩრილი “ნაგლად მარიაჟობს”…

რატომ ვერ ახლეს ხელი შაშკინს და ვერც მომავალში დააკლებენ რამეს?

შაშკინის სისხლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, თბილისში მისმა უშიშრად ჩამოსვლამ ფილმ “გიორგი სააკაძიდან” ერთი კადრი გამახსენა, როდესაც შადიმან ბარათაშვილმა დიდ მოურავს შაჰ-აბასის ბეჭდიანი ფირმანი აუფრიალა და ამით გადაურჩა ქართველი გმირის რისხვას. სავარაუდოდ, დიმიტრი შაშკინმაც ამერიკელი შაჰ-აბასის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ბეჭდიანი რაყამი (სიგელი) აუფრიალა ბიძინა ივანიშვილს და ასე გადაურჩა აშშ-ის ნომრიანი რეზიდენტი ქართულ სასამართლოს.

ქოცების “ლმობიერების”, სინამდვილეში კი უნიათობის, კიდევ ერთ მაგალითს შევახსენებ მკითხველს: ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილსა და უკვე პრემიერ ივანიშვილს შორის პირველი და უკანასკნელი(?) “ისტორიული” შეხვედრის შემდეგ, პრესასთან ასევე “ისტორიული მნიშვნელობის” რამ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა: ქართველი ხალხი ნაცებს ისე კი არ მოექცევა, რასაც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ეს ქართველ ხალხს ეკადრება”…

ვერაფერს იტყვი, ლამაზი ნათქვამია! ისეთი ლამაზი, რომ ამ “სილამაზის” გამო გააპარა ივანიშვილმა სააკაშვილი საქართველოდან, ამ “სილამაზის” ბრალია, რაც დღეს ხდება თბილისის ქუჩებში და ისიც, რომ დღემდე ვერ მოხერხდა თბილისში დესტაბილიზაციის დირიჟორის, მიხეილ სააკაშვილის, ექსტრადიცია “მეგობარი” უკრაინიდან.

დიდმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ თავის უკვდავ რომან “გრაფ მონტე-კრისტოში” აბატ ფარიას ჭეშმარიტი რამ ათქმევინა: “არ არსებობს სამართლიან შურისძიებაზე ტკბილი განცდა!” და მე, თქვენი მონა-მორჩილი, სრულიად ვეთანხმები აბატ ფარიას.

ბიძინა ივანიშვილის ლოგიკით, გამოდის, რომ ნიურნბერგის სასამართლო არ უნდა გამართულიყო (სხვათა შორის, რომ არა დიდი სტალინის კატეგორიული მოთხოვნა, ამის მცდელობა იყო ანგლოსაქსების მხრიდან), ანუ გერმანელ კაციჭამია ნაცისტებს ისე კი არ უნდა მოქცეოდნენ, რასაც იმსახურებდნენ, არამედ ისე, როგორც ეს შეეფერებოდა გამარჯვებულთა სამეულს _ კულტურულ, ჰუმანისტ საბჭოთა ხალხსა და ბრიტანელებსა და ამერიკელებს _ ფაშისტები კი არ უნდა ჩამოეხრჩოთ (რომლებიცჰაილ ჰიტლერ!”-ის ძახილით ადიოდნენ ეშაფოტზე), არამედ თავზე ხელი უნდა გადაესვათ ფაშისტი ნაცისტებისთვის.

თითქმის ერთი ერთში ჰგავს ეს ყველაფერი ერთმანეთს _ ქართველ ნაცისტებს, მათი სულიერი მამების, გერმანელი ფაშისტების მსგავსად, ბოდიში რაა, ისიც არ მოუხდიათ ქართველი ხალხისთვის. ერთადერთი გაღებული “მოწყალება” მათ მიერ წამებული ქართველი ერის მიმართ არის ის, რომ 9 წლის განმავლობაში ჩადენილ სასტიკ, სადისტურ დანაშაულებს შეცდომებს უწოდებენ. აბა, შეცდომა ვის არ მოსვლიაო, ქართველი ნაცისტები “ჰაილ მიშას” სკანდირებით დაქრიან თბილისის ქუჩებში.

ქართველი ნაცისტები (რომლებთანაც სისასტიკესადიზმში მათი კოლეგა გერმანელი ფაშისტები უცოდველ კრავებად ჩანან), ჯერ მათივე მოგონილი .. შეკრებითობის სისტემით უნდა გაესამართლებინათ, რათა ღრმა სიბერემდე ეხეხათ მათივე აშენებული ციხეების ნარები და არა ისე, როგორც დღეს იხდიან სასჯელს .. მატროსოვის ციხეშიპოლიტიკური პატიმრები”; ციხეში, რომელიც სანატორიუმს უფრო ჰგავს, ვიდრე საპყრობილეს, ხოლო ერთი ნაცი _ 50 მილიონის ქურდი გიგი უგულავა და მეორე _ ორი გვამის მოყვარული ვანო მერაბიშვილი უკვესვაბოდაზეარიან, მესამე კი, ყველაზე გულქვა სადისტი, პატიმართა მწამებელი ბაჩო ახალაია, მგონი, დღედღეზე გარეთ გამოვა და ისიც შეუერთდება რუსთაველზე მოთარეშეჰაილ მიშასბრბოს.

ჰიტლერელები გერმანელ ხალხს მაინც არ ერჩოდნენ. მიშა და მიშისტები კი პირიქით _ ქართველი ხალხის სისხლსა და ცრემლში ვასვასებდნენ 9 წლის განმავლობაში, რისთვისაც, პრაქტიკულად, პასუხი არ უგიათ და ამიტომ საქართველოში ხელისუფლებას არა მხოლოდ ე.წ. ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებული ოპოზიცია ებრძვის, არამედ დაუფარავად, როგორც მხარე, ისე ებრძვიან ლიბერასტული ტელევიზიები და სახალხო დამცველი. “ტვ პირველმა”, პრაქტიკულად, კაპიტალური სტუდია ააგო პარლამენტის წინ და 24-საათის განმავლობაში მუშაობს პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, მინდა, ივანიშვილს შევახსენო, როგორ გადაახიეს ხალხს თავზე დიმიტრი ლორთქიფანიძის მხარდამჭერთა სიები 70 ათასი ხელმოწერით და როგორი ზარ-ზეიმით დანიშნა პარლამენტმა დიმიტრის ნაცვლად ეს სოროსის გველის უბეში გამოჩეკილი წიწილი ნინო ლომჯარია.

დღეს იმ მებრძოლებისგან, რომლებმაც ქოცები გაახელისუფლეს, პრაქტიკულად, აღარავინ დატოვა პარლამენტში და ივანიშვილმა ქვეყნის მართვა თალაკვაძეებს, კობახიძეებსა და მდინარაძეებს მიანდო.

სად იპოვა, ნეტავ, ბიძინამ ეს ე.წ. ლიბერასტები, ლაწირაკი “მამულიშვილები”, რომლებიც თავზე დაგვასვა, როგორც თავის დროზე მარად 2%-იანი რესპებლიკელები?

დავით მხეიძე

P.S. 2020 წლის არჩევნები, სამწუხაროდ, ისე ჩატარდა, როგორც ყოველთვის _ საქართველოს ამომრჩეველი ვინმეს კი არ ირჩევს, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ აძლევს ხმას _ ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. ეს უარესი ნაცებისა და მისი სატელიტების .. გაერთიანებული ოპოზიციაა, რომელიც მხოლოდ იმუქრება, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალებისთვის საჭირო ხალხის კრიტიკული მასა ვერ გამოჰყავს აქციებზე და ვერც გამოიყვანს. ქართველი ხალხი კი, რომელიც იძულებულია ამ გაუთავებელ სიგიჟეს უყუროს, ორივეს (ქოცებსაც და ნაცებსაც), უკაცრავად პასუხია და, ფეხებზე ჰკიდიათ.

ამ სიგიჟის დაუსრულებლად ყურება შეუძლებელია, ერთხელაც იქნება, აივსება მოთმინების ფიალა და ქართველი ხალხი პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ხან ხელისუფლების და ხანაც პოზიციის სტატუსით ათეული წლების განმავლობაში ვითომ მართავს ქვეყანას, რომელსაც აშშის კოლონია საქართველო, ხოლო მის ვითომ ხელისუფალთ, ამერიკელთაშნირებიჰქვიათ, ისტორიის სანაგვეზე მოისვრის.

რეზიუმეს სახით ერთ სამწუხარო რეალობას შევახსენებ ქართველ საზოგადოებას: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო”, ილიას ნათქვამია და, უტოპია რომ არის, სიბერეს კართან მდგომი ილიაც მიხვდა. დღეს სხვა დროა, მაგრამ საქართველოს ბედი ისევ მის გარეთ, დიდი ქვეყნების ჭიდილში წყდება და ამ ვითარებაში კატასტროფაა ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია, როგორიც გვყავს.

1 COMMENT

  1. ბატონო დავით, ყველაფერში მართალი ხართ, მაგრამ შემთხვევითი არ არის, რომ ილიამ “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო”, ლელთ ღუნიას ათქმეცინა, როგორც ვადაგასული „ქართული ოცნება“, რასაც წინ უძღოდა შესავალი „მამულის კვამლის“ შესახებ, რომელიც ისე „აგვიბამს თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურობასაც ვერა ვხედავთ“. ასე არ აგვიბა თვალები „ეროვნული მოძრაობის“ კვამლმა, რომლის თვალაბმულობას დღემდე ვიმკით?! ანდა სულ ახლახანს ჩვენს მეზობელ სომხებს, „მხნენ ხელოვანთ მომგებლობისა“, რომლებმაც უგანეს რუსებს და თამაში დაუწყეს დასავლეთს?! ბოლო წუთს ისევ რუსეთს რომ არ ეშველა (ცხადია, რუსეთმა ამით თავის თავსაც უშველა), თურქული ცუნამი მასაც წალეკავდა და საქართველოსაც ზედ მიაყოლებდა. რაც შეეხება იმას, რაც ილიამ თქვა სიბერეს კართან მდგომმა წერილში „ასი წლის წინათ“, რასაც თქვენ, ბატონო დავით, ხშირად იხსენიებთ, ეს კი ილიას საკუთარი აზრი გახლდათ, რომელიც კიდევ უფრო აქტუალურია დღეს, ვიდრე მაშინ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here