Home ახალი ამბები მსოფლიო ყველაზე უფრო მარგინალური ე. წ. შეთქმულების თეორიები გლობალისტების შემოგდებულია!

ყველაზე უფრო მარგინალური ე. წ. შეთქმულების თეორიები გლობალისტების შემოგდებულია!

277
ყველაზე უფრო მარგინალური ე. წ. შეთქმულების თეორიები გლობალისტების შემოგდებულია!

უამრავი ფანტასმაგორია არსებობს, რომელთაც ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილის ცნობიერება მოიცვეს. რას აღარ ნახავთ და გაიგებთ, მით უმეტეს, ინტერნეტის საშუალებით – “მფრინავი თეფშებითდაწყებული, “რეპტილოიდებითდასრულებული. მაგრამ შემთხვევითია ეს ყველაფერი თუ რაიმე აზრი დგას ამ ფანტასმაგორიების უკან

ყველაზე უფრო გიჟურ ფანტაზიებსაც, შესაძლოა, რომ დაედოს პოლიტიკური სარჩული. და ხშირად, ეს ასეც ხდება. “მფრინავი თეფშების” და “უცხოპლანეტელების” არსებობას თურმე სამხედროები მალავენ – ამაში დარწმუნებულია მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე შტატებში, როგორც წერენ, დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს სჯერა, რომ არსებობენ ე. წ. რეპტილოიდები ანუ არსებები, რომლებიც გარეგნულად ადამიანებს ჰგვანან და ვერც გაარჩევთ ადამიანისგან, მაგრამ სინამდვილეში ურჩხულები არიან, საშინელი რეპტილიები, რომელთაც ადამიანური ინტელექტი და გარეგნობა შეიძინეს, მაგრამ ბოროტი ზრახვებით მოგვევლინენ და მომენტებში თავიანთ ნამდვილ სახესაც არ მალავენ. ასეთ “რეპტილოიდებად” ჰყავთ გამოცხადებული უამრავი პოლიტიკური, საზოგადოებრივი მოღვაწე, ჟურნალისტი, სამხედრო და ა. შ., მაგალითად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მისი დაცვის წევრები და სხვანი და სხვანი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამგვარი სიგიჟეების გამოგონებასა და გავრცელებაში ამერიკელები აბსოლუტური “მსოფლიო ჩემპიონები” არიან. ამას არა უშავს, ეს რომ მარტო ამერიკის პრობლემა იყოს, მაგრამ ამერიკისთვის დამახასიათებელი ფსიქოზი და ფანტაზიორობა გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე. სწორედ ამერიკიდან გავრცელდა რეპტილოიდების შეთქმულება და კიდევ ბევრი სხვა ე. წ. შეთქმულების თეორია, როგორც, მაგალითად ის, რომ თვითმფრინავები ზეციდან რაღაც ქიმიურ ნივთიერებებს აფრქვევენ მსოფლიოს ხალხების დაჩლუნგების მიზნით; ის ყინულის კონდენსატის ზოლები, ინვერსიის კვალი, რომელთაც სამგზავრო თვითმფრინავები ზეცაზე ტოვებენ, მათი აზრით, “ქიმტრეილებია” – რაღაც ქიმიური შხამების კვალი, ხალხზე ზეგავლენის მოსახდენად გამოგონილი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ამის შესახებ ორმა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფრიად სერიოზულმა ადამიანმა, ჩვენმა თანამემამულემ, მითხრა. მაშინ დავრწმუნდი, რომ აბსურდის დაჯერება არა მხოლოდ გაუნათლებელ ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს შეუძლიათ, არამედ ასეთებსაც.

მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მსგავსი აბსურდი თუნდაც ხალხის დიდმა რაოდენობამ დაიჯეროს და მათ შორის განათლებული ინდივიდებიც ერიონ, ხალხის (და მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების) აბსოლუტური უმრავლესობისთვის დაუჯერებელი იქნება. შესაბამისად, მსგავსი იდეები მარგინალობისთვის არის განწირული. და პრობლემის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს: რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გიჟური ზღაპარი და უფრო მეტი ადამიანის გონებას მოიცავენ ისინი, მით უფრო გამარგინალდება ნებისმიერი “შეთქმულების თეორია” – უფრო ზუსტად კი, არასტანდარტული, მეინსტრიმული აზროვნების საწინააღმდეგო, მათ შორის, ძალიან სწორი და ჯანსაღი თეორია, მოსაზრება, იდეა, აზრი, თეზისი…

ასე მაგალითად, ჯერ შემოაგდეს ინტერნეტის “5 ჯი” სიმძლავრე, რომელიც თითქოს კორონავირუსს იწვევს – ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, მაგრამ გაცილებით მეტი დარწმუნდა, რომ ეს ასე არ არის, შესაბამისად, დისკუსია იმაზე, რომ “კოვიდ 19”, შესაძლოა, ხელოვნურად შექმნილი ვირუსით იყოს გამოწვეული, გამარგინალდა “5 ჯის” სისულელის შემოგდებით; ასევე ჯერ შეითხზა მითი იმის შესახებ, რომ ვაქცინა (თხევადი ფორმით), შეიძლება, შეიცავდეს ჩიპს ან რაიმე ნანოტექნოლოგიას, რომლითაც ადამიანების დაპროგრამება იგეგმება. ეს თავისთავად დიდი სისულელეა, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ტექნოლოგიების დონით გამორიცხულია, მაგრამ შეიქმნა მითი, რომელიც ჯერ დააჯერეს ბევრ ადამიანს, შემდეგ კი გაამარგინალეს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კრიტიკა კოვიდ-ვაქცინაციის მიმართ მარგინალდება. “იიი, ჩიპს ჩაგისვამენ, რომ აგცრან, არაა?!” – ღლიცინებენ “ზედმეტად ჭკვიანები”, რომლებსაც უკვე აპრიორი არ სჯერათ არანაირი კრიტიკისა და თეორიის, როგორც ზემოთ ვთქვით, თუნდაც ძალიან სწორი და ჯანსაღი აზრების შემცველი იყოს ეს თეორია თუ კრიტიკა. მასების დიდი უმრავლესობა უკვე იმაზე აღარ დაფიქრდება, თუ რა თვისებისაა ეს ვაქცინა – როგორ უნდა შეაკავოს ეფექტურად ვაქცინამ რესპირატორული კორონავირუსი, სისხლში ანტისხეულების გამომუშავების გზით (ეს უკეთეს შემთხვევაში) ან რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის (კორონავირუსის მიმართ შესაძლო მეტი ეფექტურობის ფონზე) გენეტიკური ინფორმაციის შემცველი RNA-ვაქცინა?!

ჩემი დაკვირვებით, სწორედ ასეთი “სოციალური ტექნოლოგია” მუშაობს თანამედროვე მსოფლიოში, და ეს ტექნოლოგია გლობალისტური წრეების მიერ არის შემუშავებული. სწორედ ასე აბრიყვებენ და აჩლუნგებენ მსოფლიოს ხალხებს – არა რეალური “ქიმტრეილებით”, არამედ ამ “ქიმტრეილებზე” მითის შექმნით, მისი დაჯერებით და პარალელური გამარგინალებით… ამის შემდეგ, თუგინდ სოლომონის სიბრძნე უთხარი ხალხს, აღარავინ დაგიჯერებს – არც ის უმცირესობა, რომელსაც ყველანაირი შეთქმულების სჯერა და არც ის უმრავლესობა, რომელიც მარტო ოფიციალურ ინფორმაციებს სჯერდება!

https://ge.news-front.info/

2 COMMENTS

  1. ki batono ,(avtors)tavisupali azri gamotkvit, magram mizani xom unda iyos amashi chadebuli tu globalistebi shegnebulad cdiloben adamianta dachlungebas?? rashi schirdebat kvelas ertianad gamoshtereba, kvelasi?? azri ver gamovitane tkveni msjelobidan.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გოჩია Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here