Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ყველაზე დიდი კერძო იახტა მსოფლიოში

ყველაზე დიდი კერძო იახტა მსოფლიოში

იახტა

მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა Dilbar, რომელიც 350 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული, ეკუთვნის მილიარდერს, საფეხბურთო კლუბარსენალისერთერთ მფლობელს _ ალიშერ უსმანოვს. ის რუსეთის ერთერთი მდიდარი მოქალაქეა, რომლის ქონება 20 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მეგაიახტა გამოირჩევა მდიდრული ინტერიერითა და ვერტმფრენის ორი დასაჯდომი მოედნით: ერთი გემბანზეა, მეორე _ იახტის ცხვირზე. მასზე არის, ასევე, მოწყობილი დასასვენებელი ზონა და საცურაო აუზი.

Dilbar-ი კომპანია Lurssen Yachts-მ ააგო. დღეს ის ყველაზე დიდი კერძო იახტაა მსოფლიოში. უზბეკური წარმოშობის მილიარდერმა თავისი ქონება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ტელეკომუნიკაციებში, სპორტსა და მეტალურგიაში მოღვაწეობით დააგროვა.

იახტაზე დაახლოებით 41 ათასი კვ. მ საცხოვრებელი ფართობია. ასეთი მასშტაბის იახტის პროექტები ყოველთვის შთამბეჭდავია. Dilbar-ი აგებულია იმგვარად, რომ ვერტმფრენიდანაც კი ბორტზე წესიერად ვერაფერს დაინახავს კაცი, გარდა ვერტმფრენის დასაჯდომი ორი მოედნისა. თუმცა იახტაზე რამდენიმე ღია ადგილია, საცხოვრებელი ფართობის უმეტესი ნაწილი კი მის შიგნით მდებარეობს, ამიტომ ხომალდს მაქსიმალურად დიდი ტევადობა აქვს სხვებთან შედარებით.

გიგანტური სუპერიახტა უზრუნველყოფილია დიზელზე მომუშავე ელექტროსადგურით და შეუძლია განავითაროს კრეისერის სიჩქარე _ 22,5 კვანძი (სულ ცოტა 26 მილი საათში).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here