Home რუბრიკები პოლიტიკა ქურთისტანის გზაზე მდგარი უპერსპექტივო ქვეყანა

ქურთისტანის გზაზე მდგარი უპერსპექტივო ქვეყანა

5085
ქურთისტანის გზაზე მდგარი უპერსპექტივო ქვეყანა

როგორც ქურთებს არ აქვთ სამშობლო და მიმოფანტულნი არიან სხვადასხვა ქვეყანაში, ისე არ გვექნება ჩვენც; ჩვენს ტერიტორიებს კი მეზობელი ქვეყნები გაინაწილებენ

27 თებერვალს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ერთხმად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც, 14-15 მაისს დაგეგმილი ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება, ხანგრძლივინაცქოცურიმასკარადით აქოთებულ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ატეხილ ისტერიკას წერტილი დაუსვა. ამიერიდან ქვეყანაში რუსული დელეგაციის შემოშვებაარშემოშვების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, “გავრილოვის საფრთხეც”, ასე თუ ისე, აღარ არსებობს და აჯანყებითა თუ გადატრიალების მოწყობითაც არავინ იმუქრება.

მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად შეიქნა ცნობილი და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც განაცხადა, გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, საფრთხეები აგვეცილებინაო, მშენებარე ქართულ დემოკრატიაზე გულდათუთქულმა ნაცებმა თუ ევრონაცებმა სოციალურ ქსელებში ტრაბახს მოუმატეს. მათი თქმით, ხელისუფლება მიხვდა, ქვეყანაში რუსი დიპლომატების შემოშვებით აჯანყებას მიიღებდა, თორემ სინამდვილეში, რომ არა “ნაცმოძრაობა” და მისი აგრესიული პარტაქტივი, რომლის რაოდენობაც დღითიდღე მცირდება, თბილისის თავზე უკვე რუსული დროშა იფრიალებდა… მოკლედ, მინისტერიალის თბილისიდან სტრასბურგში გადატანამ ხელისუფლებაზე აღრენილი ნაცები მეტად კმაყოფილი დატოვა. ამაყი “ოპოზიცია” “მეოცნებეებზე” ნიშნისმოგებით ალაპარაკდა… რაც შეეხება ხელისუფლებას, ამ დღეებში სტრასბურგში მყოფმა ზალკალიანმა მედიასთან განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს საფრთხეები ააცილა; იქვე დასძინა, რომ ეს საფრთხეები არა მხოლოდ შიდა ძალებისგან, გარედანაც მომდინარეობს…

რომელმა ძალებმა ჩაშალეს ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარება თბილისში, რა საფრთხეებს შეიცავდა ჩვენთვის ეს ყველაფერი და რატომ წავიდა ხელისუფლება ამხელა დათმობაზე ურეიტინგო, საზოგადოებრივი მხარდაჭერის არმქონე პოლიტიკურ სუბიექტებთან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.

_ ბატონო ნიკოლოზ, რას ფიქრობთ ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარებაზე? ხელისუფლება საფრთხეების თავიდან აცილებაზე საუბრობს, ნაცები და ევრონაცები კი ტრაბახობენ: თუ შემოუშვებდნენ რუს დიპლომატებს, ხელისუფლებას დავამხობდითორას ნიშნავს ეს ყველაფერი?

_ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება იმისა, რომ ამ პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში ჩვენ არ გვაქვს თუნდაც თეორიული შანსი, დავიბრუნოთ აფხაზეთი, დავიბრუნოთ სამაჩაბლო და გავაერთიანოთ ქვეყანა. ესენი არიან იაფფასიანი პოლიტიკური მარიონეტები და მათი დღის წესრიგი, მათი სამოქმედო გეგმა, იქნება ეს რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით თუ სხვა რამ, პირდაპირ გაწერილია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ. ალბათ, გასაგებია, რომელ სპეცსამსახურებსაც ვგულისხმობ. ცხადია, აქ, პირველ რიგში, საუბარია ამერიკის საელჩოზე, რომელიც, პრაქტიკულად, არის ჩვენი უმაღლესი ხელისუფლება. რაც შეეხება კონკრეტულად მინისტერიალის სტრასბურგში გადატანას: ეს ამ ხელისუფლების კიდევ ერთი კრახია. ამით ჩვენ, საზოგადოება, ფაქტობრივად, დავრწმუნდით საბოლოოდ, რომ რუსულქართული ურთიერთობების თუნდაც მცირედ გაუმჯობესებას ან რამე პერსპექტივების გაჩენას ამ მიმართულებით დასავლეთი და განსაკუთრებით ოკეანის გაღმა არსებული ჩვენიდიდი სამეგობრო”, უბრალოდ, არ დაუშვებს. მათ არათუ არ სურთ დიალოგი თბილისსა და მოსკოვს შორის, ნებისმიერი მსგავსი, თუნდაც თეორიული, შესაძლებლობის გაჩენისას იწყებენ აქტიურ მოქმედებას და მათ მიერ მართულ მეხუთე კოლონას აწყებინებენ ისტერიკულ განგაშს. აი, ეს არის ის მთავარი გარემოება, რომელიც პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობას გვაკარგვინებს. ჯამში, ეს არის ამ ხელისუფლების უნიათობა. ხელისუფლების სისუსტე და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა რომ არა, ამერიკის საელჩო ასე ღიად ვერ შეძლებდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრას…

_ თქვენი აზრით, საით მივყავართ პოლიტიკას? რა მომავალი აქვს ამ მიდგომებით საქართველოს?

_ საქართველო ამ პოლიტიკით სულ მალე ნაწილ-ნაწილ დაიშლება და ჩვენ ამ პროცესის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, უძლური ვიქნებით. იმიტომ, რომ, როდესაც წლების განმავლობაში ღია კონფლიქტი გაქვს შენს რეგიონში გეოპოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელ ზესახელმწიფოსთან, ბუნებრივია, უსაფრთხოების თვალსაზრისით მუდმივად ხარ უკუსვლის რეჟიმში _ ეს ერთი; მეორე: ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთი საქართველოსთვის არის უალტერნატივო დასაყრდენი, რომელსაც, რა პოლიტიკური ნებაც არ უნდა არსებობდეს, ევროპა და მით უფრო ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ფაქტია: მსგავსი ნება არ არსებობს. კიდევ ვიმეორებ: სულ მალე საქართველოს ეს პოლიტიკა დაშლის და ჩვენ ვიქნებით მეორე ქურთისტანი _ როგორც ქურთებს არ აქვთ სამშობლო და მიმოფანტულნი არიან სხვადასხვა ქვეყანაში, ისე არ გვექნება ჩვენც სამშობლო და ჩვენს ტერიტორიებს გაინაწილებენ მეზობელი ქვეყნები. ვიღაცას თუ ჰგონია, ეს არ მოხდება და, თუ მოხდება, “დემოკრატიულიდასავლეთი შეშფოთებით ზეცას ჩამოამხობს, შეუძლია ამ ილუზიებში იცხოვროს, მაგრამ რეალობა არის ასეთი: ჩვენ ვართ სამხრეთ კავკასიის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ძიძგილაობისა და ჭიდაობის გამო მუდმივად არის საფრთხის ქვეშ, ოღონდ არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანისა და, პირველ რიგში, თურქეთისგან.

_ ვთქვათ, დაიწყო გარკვეული დიპლომატიური ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის, შეიქმნა წინაპირობები პირდაპირი დიალოგისთვის, რა პერსპექტივებს აჩენს ეს ჩვენთვის?

_ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პირველივე შეხვედრების შემდეგ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მაგრამ აგერ არის მოლდოვის მაგალითი. მოლდოვამ, მოგეხსენებათ, გადაჭრა ტერიტორიული პრობლემა _ პრეზიდენტმა იგორ დოდონმა მოსკოვში ხშირი ვიზიტებით შეძლო ის, რომ დნესტრისპირეთს რუსები უკვე აღიარებენ მოლდოვის შემადგენლობაში. რაც შეეხება იმას, რომ თურმე ნატო არის ჩვენი მომავალი და რუსეთს ეს აღიზიანებს, სომხეთის მაგალითი ავიღოთ: ნატოს წვრთნებშიც მონაწილეობს, სხვადასხვა მისიაშიც არის და რუსეთთანაც ინარჩუნებს ნორმალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ურთიერთობას. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა კი არ აღიზიანებს (ძალიან კარგად იციან, რომ იქ არასოდეს მიგვიღებენ), აღიზიანებს დაუფარავი და უკვე ერთგვარ პოლიტიკურ თვითმიზნად ქცეული ანტირუსული ორიენტაცია. რუსეთში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად აქვთ გააზრებულ-გაანალიზებული ის, რომ აღნიშნული კურსი საქართველოსი არ არის საქართველოს მოსახლეობის ნებით ნაკარნახევი. მათ იციან, რომ ქართველი საზოგადოების უმრავლესობა არის სულ სხვაგვარად განწყობილი და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ნათლად ჩანს “ენ-დი-აი”-ს კვლევებშიც…

_ კი მაგრამ, თუ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვაგვარადაა განწყობილი, რატომ არ აისახება ეს პოლიტიკურ რეალობაზე, მაგალითად, არჩევნებზე?

_ არჩევნებზე ეს ჩანს ძალიან ნათლად იმ ფორმით, რომ ხალხი, პრაქტიკულად, ბოიკოტს უცხადებს ყველა არჩევნებს. რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობას, მაჩვენეთ ერთი ნორმალური პარტია, რომელსაც საზოგადოება შეიძლება ენდოს. კი, არის რამდენიმე სუბიექტი, მაგრამ ეს რეალურად ვერაფერს ცვლის. მე რისი თქმა მინდა: საქართველოში სრულიად პოლიტიკური სპექტრია გაყიდული და ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც, შესაძლოა, მეტნაკლებად საღ ძალად აჩვენებდეს თავს საზოგადოებას, ეკუთვნის ერთ პოლიტიკურ დღის წესრიგს. აი, ეს არის რეალურად ჩვენი პრობლემა და უბედურება, მაგრამ ყველაზე დიდ უიმედობას მაინც რა აჩენს, იცით? ის, რომ მოტივაციაც აღარ არსებობს, აღარ არის პატრიოტული სულისკვეთება და თავგანწირვა ქვეყანაში, რომელიც აუცილებელია ასეთ დროს. უბრალოდ, დაჯდებიან ვიღაცები ჩაის ჭიქით ხელში და ფეისბუქლაივებში გვმოძღვრავენ… იმის თავი თუ არ გაქვს, თვითონ რამე გააკეთო, სხვას მაინც დაეხმარე და შეუწყვე ხელი… თავგანწირვა თუ არ იქნა და ყველა თავის მილიონებს გაუფრთხილდება, ასე შორიდან ლაპარაკით, რომ, დედა, რა ცუდია, ქვეყანა თავზე გვემხობა, არაფერი გამოვა. პირველ რიგში, აქ საჭიროა რისკზე წასვლა და გარკვეული მსხვერპლის გაღება, რომ პროცესი დაიძრას. მერე თვითონ “ლიბერალური” დიქტატისა და ტერორის ქვეშ მყოფი დასავლეთია ნათელი მაგალითი, რა სახის ჯაჭვური რეაქცია შეიძლება მოჰყვეს არსებული სისტემის მიერ დაჩაგრული საზოგადოების აფეთქებას ქვეყანაში… ისე, ერთი რამ მაინტერესებს: სად არის ეს ჩვენი სახელოვანი, ძველი თუ ახალი ინტელიგენცია, რომელსაც პატრიოტობაზე აქვს პრეტენზია?! ქვეყანა თავზე გვენგრევა, ტერიტორიები დავკარგეთ, აგერ დავითგარეჯსაც გვართმევენ, ეკონომიკა მოიშალა, ხალხი მასობრივად გარბის საზღვარგარეთრატომ ხმას არ იღებენ?! რეგიონები გაუკაცრიელებულია უკვე, სადმე, რომელიმე ეთერში მოგისმენიათ ამაზე საუბარი?!

_ პრობლემები მეტნაკლებად, ალბათ, ყველასთვის გასაგებია, მაგრამ გამოსავალს ხედავთ? დღეს რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ვითარება თუნდაც ნაწილობრივ გამოსწორდეს?

_ დღეს, უწინარესად, მოსაგვარებელია ერთი რამ და ეს თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელია: უნდა განიდევნოს და სამუდამოდ მოშორდეს პოლიტიკური ველიდან მავნე ძალები “ნაცმოძრაობისა” თუ მათი შენაერთ-განაყოფების სახით; უნდა გაიწმინდოს ხელისუფლება უცხო ქვეყნის აგენტურისგან და ამ ძალებს აღარ უნდა მიეცეთ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა. აი, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სათავეში ისეთი ძალის ან ძალების მოყვანა, რომლებიც, ისევ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან პირდაპირ დიალოგს დაიწყებენ. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. პირიქით, დღეს საქართველო, როგორც გითხარით, არის ქურთისტანის გზაზე მდგარი უპერსპექტივო ქვეყანა, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებისა წაართვეს; წაართვეს ქვეყნისა და ხალხის მოღალატე ძველი და ახალი ხელისუფლებების ხელით. დღეს საქართველოს, პრაქტიკულად, მომავალი არ აქვს. ჩვენ, სამწუხაროდ, მუდმივი რეგრესისა და წარუმატებლობის პირობებში ვართ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

3 COMMENTS

  1. ქურთისტანს რა უჭირს, 20 მილიონი მარტო თურქეთშია, მილიონობით სირიაში, ერაყში, ირანში. ქართველები 2-3 მილიონი დარჩა საქართველოში და ასეთი „მოყვრის გმობით, მტრის არ ცნობით“ რა პერსპექტივაზეა საუბარი?! დიდი ქართველი და დიდი პატრიოტი ნიკოლოზ მჟავანაძე განგაშის ზარს რეკავს: „არ გვექნება ჩვენც სამშობლო და ჩვენს ტერიტორიებს გაინაწილებენ მეზობელი ქვეყნები“. მაგრამ ვინც უნდა გაიგონოს იგი – ხელისუფლებამ – ყურებს არ აპარტყუნებს. ავტორი სამართლიანად კითხულობს: „სად არის ეს ჩვენი სახელოვანი, ძველი თუ ახალი ინტელიგენცია, რომელსაც პატრიოტობაზე აქვს პრეტენზია?!“ ინტელიგენცია გაჩუმებული ჰყავს ივანიშვილს იმით, რომ ათასებს უხდის. უინტელიგენციოდ კი ხალხი უთავო მხედარს ემსგავსება. ორჯერ ორი ოთხია, რომ საქართველოს ხსნა რუსეთთან კეთილმეზობლობაშია, ქართველი ვაი-ისტორიკოსები (აკად როინ მეტრეველი, პროფესორი ოთხმეზური და სხვები) კი ისედაც თავგზააბნეულ ახალგაზრდებს კიდევ უფრო თავგზას უბნევენ თითიდან გამოწოვილი სისულელეებით, თითქოს „რუსეთმა ორჯერ დაიპყრო საქართველო“ და ა.შ.

  2. ნიკოლოზ მჟავანაძე სამართლიანი, პრინციპული, მოუსყიდავი, დიდად განათლებული მამულიშვილი და პოლიტიკოსია. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და წარმატებებს.

  3. ერეკლე მეორემ,თვალნათლივ დაანახა რაოდენობრივად ფაქტიურად განადგურებულ ერს,რომ პერსპექტივაში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის გადარჩენის გზა რუსეთზე გადიოდა.შორსმჭვრეტელი და გონიერი მეფისათვის ეს იყო ურთულესი არჩევანი მაგრამ პერსპექტივაში კი ერთად-ერთი……გონიერი და პატრიოტი ქართველები აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ ერეკლეს არჩევანზე და არა სამშობლოს არჩევანზე.სამშობლო ერთია, და გადასარჩენია.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გურამ კორინთელი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here