ქობულეთში, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.