Home ახალი ამბები ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

831
ქობულეთში, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here