Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული “ნარკომედიის” დიდი სირცხვილი

ქართული “ნარკომედიის” დიდი სირცხვილი

22380
ნინო ჟიჟილაშვილი-ინგა გრიგოლია-ვახო სანაია

ჩემს ბავშვობაში ერთი ძალიან პოპულარული იუმორისტული ტელემონოლოგი იწყებოდა ამ ფრაზით: “მოვდიოდით 30 მეგრელი კანტიკუნტად და გავიხედეთ, მოგვდევს 3 სვანი ჯგროდ!” მონოლოგის სიუჟეტის მიხედვით, ასეთ ჩვენებას აძლევდა პოლიციაში მეგრელებსა და სვანებს შორის მომხდარი ჩხუბის ერთერთი მონაწილე. სწორედ ეს ფრაზა მახსენდება, როდესაც ვუყურებ, როგორი მონდომებით ცდილობენ ქართული არასამთავრობოები, .. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ქართველი ტელეჟურნალისტები იმის დახატვას, რომ 13 მაისს ნარკოაქციაზე იდგნენუწყინარი”, “მშვიდობიანი”, “თავისუფლებისმოყვარეახალგაზრდებიკანტიკუნტადდა მათ მიუვარდნენბოროტი”, “ხულიგანი”, “აგრესიული”, ბნელი ქართველებიჯგროდ”.

ერთი ეგაა, რასაც ნარკოაქციის მონაწილეებისგან, ორგანიზატორებისა და თუ მხარდამჭერებისგან ვისმენ, ისინი ჯერაც არ არიან ჩამოყალიბებულნი, რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ, “კანტიკუნტად” იდგნენ თუ “ჯგროდ”. ჯერაც ვერ დაადგინეს, რა უფრო აძლევთ ხელს _ იმის დახატვა, რომ თვითონ ძალიან ბევრი იყვნენ, ხოლო “კონტრაქციის” მონაწილეები _ ცოტა, თუ პირიქით _ ის უფრო მომგებიანი პოზაა, რომ მათ, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფებს, მიუვარდა ბევრი “ქართველი მუტრუკი”?

შესაბამისად, სანამ გაერკვევიან და დაადგენენ, რომელი პოზაა უფრო მომგებიანი, ვისმენთ კიდეც მათგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. მაგალითად, ნარკოაქციის დაწყების პირველ დღეს ამ აქციების, შეიძლება ითქვას, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა ანა სუბელიანმა განაცხადა: ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. არავის ეგონოს, რომ ჩვენ ცოტა ხალხი გვიჭერს მხარს, მალე აქ მთელი საქართველო დადგება და ყველას ვანახვებთ, რომ ბევრნი ვართ!” ამ განცხადებას აქციის ორგანიზატორების მხრიდან სამოქალაქო ომის გაჩაღების პირდაპირი მუქარა მოჰყვა. მოგვიანებით კი, ე.წ. კონტრაქციის ჩატარებისა და მინისტრ გახარიას ცნობილი გამოსვლის შემდეგ, იმავე ანა სუბელიანმა “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა: ჩვენ ვართ ის ორი კინკილა ადამიანი, რომლებიც მუდამ ვზრუნავთ, როგორც საკუთარი თავის, ასევე დანარჩენი საზოგადოების განვითარებაზე. ჩვენ ამ ქვეყანაში ვერ გაგვიგებენ. ჩვენ უნდა წავიდეთ აქედან”. აღარაფერს ვამბობ, სუბელიანის მიერ ამავე პოსტში გამოყენებულ ფრაზაზე: მოგიანთ სალი კლდეები და წარსული დიდება!”, რაც საქართველოს მოსახლეობის პირდაპირი და ძალიან აგრესიული შეურაცხყოფაა. ამ თემაზე და ამ “მშვიდობიანი”, “არააგრესიული” აქციის ორგანიზატორთა “თბილ” გამოხდომებზე ცალკე ვილაპარაკებ. აქ, უბრალოდ, ამ ადამიანების ურთიერთგამომრიცხავ ფრაზებს ვუსვამ ხაზს და იმ ფაქტს, რომ ისინი რაიმე რეალური მიზნისკენ სვლას კი არ ცდილობენ, არამედ სურთ, თავიანთთვის უფრო მომგებიანი, სასურველი პოზა დაიჭირონ და ამით ერთადერთ სანუკვარ მიზანს მიაღწიონ _ მიიღონ მეტი დაფინანსება ქვეყნის გარედან, .. დონორი ორგანიზაციებისგან.

აქ მივუახლოვდით კიდეც წინამდებარე სტატიის დაწერის მთავარ მიზეზს _ ეს ამ დღეებში მძიმედ შერცხვენილი და თავლაფდასხმული ქართული მედიაა და განსაკუთრებით _ ტელევიზიები.

პირდაპირ ვიტყვი: ქართული ტელევიზიები მიზანმიმართულად სჩადიოდნენ დანაშაულს, რაც გვაფიქრებინებს, რომ უცხოური .. დონორი ორგანიზაციები არც მათ აკლებენ მსუყე ლუკმას. უმთავრესი “მესიჯი”, რომლის გავრცელება და დამკვიდრებაც ქართველ ტელეჟურნალისტებს ჰქონდათ დავალებული, იყო ის, რომ ნარკომანების აქციაზე იდგა “ახალგაზრდობა”. ეს, ნარკომანებისა და ნარკობარიგების კი არა, პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია იყო, რომლებიც თავისუფლებას ითხოვდნენ.

და რა არის აქ დანაშაულებრივი? _ რა და ის, რომ ასეთი საქციელით ისინი, ფაქტობრივად, იდენტურ ცნებებად აქცევენ “ნარკომანს” და “ახალგაზრდას”. გამოდის, “ახალგაზრდობა” იმთავითვე ნიშნავს იმას, რომ ხარ ნარკომანი ან ლგბტ თემის წარმომადგენელი, ხოლო, თუ მათ მხარს არ უჭერ, მაშინ უკვე, მიუხედავად შენი პატარა ასაკისა, “ახალგაზრდების” მარაქაში არაფერი გესაქმება. ყველაზე სასაცილო იყო, ამ მხრივ, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ლგბტ-თა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ აქტივისტს 45 წლის მამაკაცი დაესხა თავს. როგორც ჩანს, მედია იმედოვნებდა, რომ თავდამსხმელი, სულ ცოტა, სრულწლოვანი მაინც იქნებოდა და მის წლოვანებას როგორმე გადააცილებდნენ, “ახალგაზრდული” რომ ჰქვია, ისეთ წლებს. მათდა სამწუხაროდ, ეს “45 წლის მამაკაცი” 15 წლის ბავშვი აღმოჩნდა და წარმოიდგინეთ, როგორი სათქმელია: ქართველი ახალგაზრდების აქციას 15 წლის ღიპიანი, ჩამორჩენილი, ბნელი, “პენსიონერი ღრუზინი” დაესხა თავსო?

რედაქცია, რა თქმა უნდა, არ ამართლებს არანაირ ძალადობას არავის მიმართ, მაგრამ ნამდვილად უტიფრობაა ქართველი ჟურნალისტების ეს ჯიუტი მცდელობა, რომ ათასხუთასამდე ნარკომანისა და ლგბტ პირის აქცია ქართველი “მომავალი თაობის” აქციად და მათ პოზიციად გაასაღონ. ძალიან სასაცილოც იქნებოდა ეს ყოველივე, ასეთ სასიცოხლოდ მნიშვნელოვან თემას რომ არ ეხებოდეს ქყვენისა და სახელმწიფოსთვის. არადა, ერთი წამით რომ გავთიშოთ ამ კუთხით გონება, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რა კომიკურია “ტვ-პირველის” წამყვან ლევან ჩხაიძის ფრაზა: “დედის გინება აგრესიაა, ბატონო დიმიტრი?” ეს შტერული კითხვა მან ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუსვა, როდესაც იგი წარმატებით ცდილობდა, ტელეწამყვანისთვის დაესაბუთებინა, რომ აგრესია თავდაპირველად სწორედ ნარკომანების აქციიდან წამოვიდა დანარჩენი მოსახლეობის მიმართ. მან მაგალითად მოიყვანა დავით კოვზირიძის (“მძიმე კაცი”) გამოსვლა მიტინგზე სიტყვებით: “მოვუტ…ნათ დედის ტ…კი ამ ბნელებს!”

ლევან ჩხაიძე ისე იყო გართული იმის მტკიცებით, რომ ნარკოაქციაზე შეკრებილი ადამიანები ძალიან თბილები, საყვარლები, ფაქიზები და გულში ჩასახუტებლები იყვნენ, რომ მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა და დიმიტრი ლორთქიფანიძეს სერიოზულად დაუწყო იმის მტკიცება, რომ შუა რუსთაველზე დინამიკებით გაძლიერებული ხმით მიკროფონში დედის გინება სულაც არ არის აგრესია. სხვათა შორის, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამ მხრივ “გაუმართლა” და ნინო ჟიჟილაშვილმაც სწორედ მასთან საუბრისას წარმოთქვა თავისი “შედევრული” ფრაზა: თქვენ, ბატონო დიმიტრი, ამბობთ, რომ მიუღებელია პრეზერვატივებზე თამარ მეფის სახის დახატვა, მაგრამ ეს ხომ არგუმენტი არ არის? მასე თქვენ ისიც შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენთვის მიუღებელია, მე რომ ნინო მქვია…”

არ ვიცი, როგორ შეიძლება აუხსნა ადამიანს, ისიც “ცნობილ” ჟურნალისტს, რომ “მე მქვია ნინო” და “ქონდომზე წმინდა მეფის სახე” აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაა და ვის რა ერქმევა, ამაში ჩარევის უფლება არავის აქვს, მაგრამ გარკვეული სიწმინდეების ან საზოგადოებრივი ჯგუფების, მათი წარმომადგენლების, სახელმწიფოსთვის ღირებული გარკვეული ატრიბუტიკის რეკლამის მიზნით შეურაცხმყოფელი ფორმით გამოყენება დაუშვებელია და ამას, დიმიტრი ლორთქიფანიძე კი არა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს. საოცრება იყო ერთ-ერთი “თოქშოუს” მონაწილის განცხადებაც, როდესაც მას მეორე მონაწილემ შესთავაზა, პრეზერვატივებზე დედამისის სახე დაეხატა. მან მკაცრად მიუთითა ამის მთქმელს: ჩემს მშობელს ნუ შეურაცხყოფო, მაგრამ, როდესაც კითხვა შეუბრუნეს _ “თუკი თამარ მეფის დახატვა ქონდომზე არ არის შეურაცხყოფა, მაშინ რატომ არის შეურაცხყოფა დედაშენი დახატვა იმავე ქონდომზე?” _ პასუხი გამაოგნებელი იყო: “დედაჩემი ჯერ ცოცხალია, თამარ მეფე კი _ მკვდარიო”. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანებისთვის, როდესაც დედამისი გარდაიცვლება, მისი სახის დახატვა პრეზერვატივზე აღარ იქნება შეურაცხმყოფელი და ვინ იცის, იქნებ პირდაპირ პანაშვიდებზეც კი გადიდებულ პრეზერვატივზე გამოსახოს თავისი დედის სახე…

ჯანდაბა მათ და მათ ფანტაზიას, ჩვენ კი მივუბრუნდეთ ისევ ამ ბედკრულ და ცოდვილ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, მართლა ძალიან ბევრს უხდიან ე.წ. უცხოური დონორი ორგანიზაციები, იმდენად ბევრს, რომ ისინი აქსიომების ახსნასაც კი ითხოვენ. ყველაზე სასაცილო მაინც ის იყო ქართველი ჟურნალისტებისგან, რომ ისინი “გაოცებული” სახეებით ითხოვდნენ, აგვეხსნა, თუ რატომ არის 9 აპრილის ხსოვნის მემორიალზე შეხტომა და უკანალის ქნევა ცუდი საქციელი.

პიონერობა ამ თემაში ინგა გრიგილიასა და ვახო სანაიას ეკუთვნით, რადგან ხაზგასმით მოითხოვეს, მათთვის ეს “არგუმენტირებულად” აგვეხსნა. “გვინდა, მოვისმინოთ ახსნა, რა დაშავდა ამით? ოღონდ უაზრო ლანძღვა არ გვაინტერსებს, არგუმენტირებულად აგვიხსენითო!” _ განგვიცხადეს ჟურნალისტებმა. როდესაც ადამიანებს საკმაოდ მოწიფულ, შეგნებული რომ ჰქვია, ასაკშიც არ ესმით, რომ ცხოვრებაში არსებობს ისეთი აქსიომური რაღაცები, რასაც ახსნა, უბრალოდ, არ სჭირდება, ასეთი ადამიანების საქმე მართლა ძალიან ცუდადაა. უფრო ზუსტად, ცუდადაა იმ ქვეყნის საქმე, რომელშიც ასეთ ადამიანებს “ცნობილი და წარმატებული ჟურნალისტები” ჰქვიათ. ადამიანები, რომლებიც ითხოვენ “ახსნას”, რატომ არავინ არ უნდა იტლინკაოს არა მხოლოდ 9 აპრილის, არამედ არავისი და არაფრის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე, არც ობელისკზე, არც უბრალო ქვაზე, ეკრანიდან არ უნდა გვმოძღვრავდნენ!

დასარულ, არ შეიძლება გამოვტოვოთ ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე გამოკვეთილი სახე _ დიანა ტრაპაიძე. ის, როგორც ყოველთვის, იმეორებდა თავისი კოლეგებისგან გაგონილ და დაზეპირებულ ფრაზებს, რესპონდენტების პასუხებს თვალების ფახულით სცემდა პასუხს და ცდილობდა, რაც შეიძლება ბრძნული გამომეტყველებით ეცქირა კამერის ობიექტივისთვის… მოკლედ, იგი ზუსტად ასახავდა იმ კომიკურ მდგომარეობას, რომელშიც არის დღეს ქართული მედია, მცირე გამონაკლისის გარდა…

ბაკურ სვანიძე

8 COMMENTS

  1. ვეთანხმები ამ სტატიის ავტორს ყველაფერში,მაგრამ ნინოსგან გამიკვირდა,ერთადერთი ჟურნალისტი,რომელსაც პატივს ვცემ,როგორც პროფესიონალს და ობიექტურს…

  2. ნეტავ შენ,თუ დღეს რამე გიკვირს ამ ტვინნაღრძობთა გარემოცვაში.მადლობა ღმერთს უნრავლესობა ვართ ჩვენ,.ყოველმხრივ ნორმალური ადამიანები და ამ სახადსაც მოვიხდით როგორმე ერთობლივი ძალისხმევით.

  3. მე იმაზე მეცინება ათეისტების ნათქვამში ლოგიკას რომ ეძებთ. ათეიზმი ხომ ჭეშმარიტების უარტოფაა ანუ რაც აწყობთ ისაა ჭეშმარიტება. რეს აწყობთ ორჯერ ორი ათია ხვალ დაჭირდებათ ასი იქნება ზეგ სულაც ნოლი

  4. grigorias viga usmens netavi,,,rom kivis da iqnevs xelebs tavi ganatlebuli gonia ,,kargad icis misi codna 00000000—ia fuls shoulobs oxrad ai misi mizani…danarchenebic misi mimdevrebi arian

  5. აი, ნინო ჟიჟილაშვილისგან რომ არ ელოდნენ, მასეთ ადამიანებზე მაგრად მეცინება 🙂 🙂 თან მეცოდებიან

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here