ნამდვილად არ ვაპირებდი ამ უთავმოყვარეოდ პროვოკატორი ტელევიზიისთვის ცალკე საგაზეთო სტატიის მიძღვნას, რადგან მიმაჩნია, რომ, თუ რამ სათქმელია, საზოგადოდ, ქართულ მედიაზე უნდა ითქვას ერთიან კონტექსტში, რამდენიმე მედიასაშუალების მაგალითზე, მაგრამ გასულ კვირაში ამ კონკრეტულმა ტელევიზიამ ისეთები “იკისრა”, რომ მისი სინდისნამუსგარეცხილობის უყურადღებოდ დატოვება და ამ კონკრეტული ფაქტის უსირცხვილობისა და უტიფრობის კვარცხლბეკზე ცალკე არშეყენება, უბრალოდ, არ გამოვა.
ბოლოდან დავიწყებ _ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ საჯაროდ მოიხადა ბოდიში ეთერში “გამაღიზიანებელი კითხვების” დასმისთვის.
დიახ, ამ სამარცხვინო და საცოდაობით გაჯერებულ ამბავში ჩემთვის ყველაზე საყურადღებო სწორედ ეს კონკრეტული პასაჟია, თუმცა თვით ამბავიც არ არის უინტერესო: “ტვ პირველის” ეთერში მოწვეულ განკვეთილ ყოფილ დეკანოზს _ ბასილ კობახიძეს, რომელიც თანამედროვე ქართველი ლიბერასტების ერთ–ერთ მამად და მეთაურად მიიჩნევა, დიანა ტრაპაიძემ ჯერ პირდაპირ ეთერში მოუხადა ბოდიში, მერე ეთერს გარეთ, სოციალურ ქსელში დაიღვარა ბოდიშებად და იქამდეც კი მივიდა –ნერვიული, გადარეული და გიჟი ვარ და არსად არ წამიყვანოთ, საკუთარ ტელევიზიაში დამაბითო, _ იხვეწებოდა.
მანამდე კი ტრაპაიძესა და კობახიძეს შორის საეთერო საუბარი შეეხებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ბასილ კობახიძემ მართლმადიდებელი მღვდლები “ბნელებად” და “მავნებლებად” მოიხსენია… ვერავინ ახსნის, რამ “უკბინა” იმწუთას ქართული ჟურნალისტიკის “დედალ ციცერონს” _ დიანა ტრაპაიძეს, მაგრამ მან ყოფილ დეკანოზს განუცხადა, რომ ეს იყო შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რომელთა გამოც დაემშვიდობა და ეთერიც ნაადრევად გაუთიშა.
როგორც ჩანს, ტრაპაიძეს კარგად არ ჰქონდა გაცნობიერებული, ვის ელაპარაკებოდა; ვერც ის “მოტვინა”, ეს კაცი რომ სწორედ მართლმადიდებელ მღვდლებს ლანძღავდა, რაც “ტვ პირველისთვის” დაშვებული “ტრენდია”. დიანას მსგავს დაბალი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანს ხომ ხშრად ემართება მსგავსი რამ _ რადგან ბასილ კობახიძე მას დეკანოზად გააცნეს, უცებ ჩათვალა, რომ ეს დეკანოზი ლიბერასტებს ლანძღავდა და არა პირიქით. აი, სწორედ ამიტომ გაუთიშა მას ეთერი. რეკლამის დროს კი, ჩვენი “დედალი ციცერონი” ეთერს გარეთ “გაათრიეს” და “გასაგებად აუხსნეს”, სინამდვილეში ვინც ბრძანდება საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ნომერი პირველი მლანძღველი, თავის დროზე მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეგზავნილი ორმაგი აგენტი და ლიბერასტების ერთ–ერთი უმთავრესი “ბოსი” საქართველოში _ განკვეთილი დეკანოზი ბასილ კობახიძე.
სოციალურ ქსელში დადებულია ვიდეო და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ნახვა, როგორი გასაცოდავებულია დიანა ტრაპაიძე, როდესაც ეთერში ბრუნდება და ბასილ კობახიძეს ბოდიშს უხდის. აშკარად ჩანს, რომ ღელავს, ვერ სუნთქავს და ერთ-ორ მომენტში ყელში ბურთიც ეჩხირება… სწორედ ამ მომენტში ამბობს “ქართული ჟურნალისტიკის ციცერონი” ისტორიულ სიტყვებს: “ბოდიშს ვიხდი, თუკი ჩემი შეკითხვებით ჩემი სტუმარი ბასილ კობახიძე და საზოგადოება გავაღიზიანე…”
რატომ ვუსვამ უკვე მეორედ ამ სიტყვებს ხაზს? ახლავე მოგახსენებთ: ბევრ თქვენგანს, ალბათ, გაახსენდებოდა (თუ არადა, მე გაგახსენებთ) როგორ “იბლატავეს” სოციალურ ქსელებში ინგა გრიგოლიამ რამდენიმე თვის წინათ და რამდენიმე კვირის წინათ _ ვახო სანაიამ: “ჩვენი, ჟურნალისტების, მოვალეობაა კითხვების დასმა! მეტიც _ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმა და ამის გამო ჟურნალისტს ბრალი დასდო, კითხვები რატომ დასვი, ეს უვიცობა და არასწორი ბრალდებაა!”
მეტიც, ქართული ჟურნალისტიკის “სამაზვანეცი დედა” ინგა გრიგოლია “ჟურნალისტებზე განხორციელებულ ბულინგს” უწოდებდა საზოგადოების მხრიდან იმაზე ლაპარაკს, რომ ჟურნალისტები ხშირად პროვოკაციულ, მიუღებელ, უშინაარსო და ისეთ კითხვებს სვამენ, რომლებშიც პასუხი წინასწარ არის ჩადებული.
“ეს ჟურნალისტის უფლებაა და მეტიც, მოვალეობა _ როგორიც უნდა, ისეთ კითხვებს დასვამს! ხალხო, ეს უნდა შეიგნოთ! ბოლოს და ბოლოს, ვერავინ გვაიძულებს, კითხვები არ დავსვათ ან ამის გამო ბოდიში მოვიხადოთ!” _ გვმოძღვრავდა გრიგოლია.
ვახო სანაია კიდევ უფრო გათავხედდა და პირდაპირ დასცინოდა ყველას, ვინც ექიმ ამირან გამყრელიძესთან მის მიერ წარმართული ინტერვიუს შემდეგ მკაცრად გააკრიტიკა ერთი პროვოკაციული შეკითხვის გამუდმებული “დატრიალების” გამო.
საბოლოო ჯამში, გრიგოლიაც და სანაიაც ერთხმად აცხადებდნენ: “ვისაც გამაღიზიანებლად მიაჩნია რესპონდენტისთვის მწვავე შეკითხვების დასმა, ცივი წყალი დალიოს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ შეკითხვების დასმას და, ჟურნალისტის კითხვებს ვინც გამაღიზიანებლად აღთქვამს, მან, უბრალოდ, არ იცის, რა არის ჟურნალისტიკა”-ო.
ჰოდა, ახლა მინდა, გკითხოთ, ჩემო “დედაო ჟურნალისტიკისავ” და მისო “მამრობითო ბარტყო”: რა ხასიათზე ხართ, როდესაც დიანა ტრაპაიძემ ბასილ კობახიძეს სწორედ შეკითხვების დასმის გამო მოუხადა ბოდიში? მეტიც, როდესაც მან პირდაპირ ეთერშივე აღიარა, რომ მისი ზოგიერთი კითხვა გამაღიზიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რესპონდენტისთვის, ასევე საზოგადოებისთვის?
როგორ, ამირან გამყრელიძისთვის შეიძლება “ნებისმიერი კითხვის” დასმა და ბასილ კობახიძისთვის არა?!
კიდევ უფრო დიდი საცოდაობა იყო დიანა ტრაპაიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი, რომელშიც მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ბოდიში ბასილ კობახიძის მიმართ. როგორც ჩანს, ისე იყო დამუშავებული და “გატისკული” “ლიბერასტი მამების” მიერ, რომ იძულებული შეიქნა, დაეწერა ეს სიტყვები: “ყველაფერი, ალბათ, იმის ბრალიც იყო, რომ (ვაღიარებ) არ მაქვს მთლად მწყობრი ნერვები”.
რაღა შეიძლება აქ თქვა?! ლიბერასტებმა ჟურნალისტი ისე “მიაფარჩაკეს”, რომ შეკითხვების დასმის გამო (როგორც გრიგოლია–სანაიას უყვართ ხოლმე თქმა) არა მხოლოდ ბოდიში მოახდევინეს, არამედ თავის იმ დონეზე დამცირებაც აიძულეს, რომ ათქმევინეს ნერვებაშლილი, ფსიქიატრიული პრობლემების მქონე გიჟი და გადარეული ვარო. გონივრული ეჭვი გვაქვს, ტელეეთერისა და სოციალური ქსელის, ანუ საჯარო სივრცის მიღმა დიანა ტრაპაიძეს ბასილ კობახიძის გარშემო ათი წრეც შემოატარეს მუხლებზე დაჩოქილს.
ასე იცის, როდესაც სრულიად დაუმსახურებლად, შენი რეალური გონებრივი გაქანების შეუსაბამოდ აგიყვანენ მაღალხელფასიან და პრესტიჟულ სამსახურში. არ იქნები მონა? _სამსახურსაც დაკარგავ, შემოსავალსაც, პრესტიჟსაც და ამას, ალბათ, თავმოყვარეობის დაკარგვა ურჩევნიათ დიანასნიარებს.
როგორ შეიძლება, საერთოდ, ჟურნალისტად იწოდებოდეს არსება, რომელიც ეთერში ბლუკუნისას სასტიკად იტანჯება, აზრის ჩამოყალიბება უჭირს და რომელმაც თავის დროზე განაცხადა: ტელეეთერში პიონერივით გაჭიმული, დაკომპლექსებული და დაძაბული რომ არ უნდა ვიჯდე, ეს შალვა რამიშვილისგან ვისწავლეო.
ჯერ შალვა რამიშვილი რომელი მეტრი მყავს ჟურნალისტიკის, რომ მისგან ნორმალურმა ჟურნალისტმა რამე ისწავლოს?! შალვა რამიშვილი რომ “მამად და მასწავლებლად” გეყოლება, აი, იქ მთავრდება შენი ჟურნალისტიკაცა და პიროვნებაც.
სამაგიეროდ, თავისი მონებისთვის სტიმულის მიცემას მაინც ახერხებს “მედიის დედა” ინგა გრიგოლია. “დიანა ტრაპაიძე არის ქართული ჟურნალისტიკის სიმდიდრე და სინდის–ნამუსი” , _ წერს ის სოციალურ ქსელში და ვერ ხვდება, რომ ამით ჰომერულ ხარხარს იწვევს.
არადა, ერთი მხრივ, მართალია. აი, როგორც ამ სტატიაში აღვწერე დიანა ტრაპაიძის მდგომარეობა, ზუსტად ასეთი ნათრევ–ნაგვემი, გაფარჩაკებული და გამასხარავებულია ქართული მედიის სინდის–ნამუსიც; თანაც ისე, რომ ქართულ მედიას პირდაპირ შეგვიძლია, ნამუსახდილიც ვუწოდოთ.
ასე რომ, თქვენი არ ვიცი და მე უნდა დავეთანხმო ინგა გრიგოლიას _ დიანა ტრაპაიძესა და ქართული მედიის “სინდის–ნამუსს” შორის ნამდვილად ბევრ საერთოს ვხედავ.
დასკვნის სახით კი უნდა ვთქვა, რომ დიანა ტრაპაიძემ უკვე ღირსეულად გამოისყიდა ანტიმართლმადიდებლებისა და ლიბერასტების წინაშე ჩადენილი უდიდესი ცოდვა _ ბასილ კობახიძისთვის ეთერის გათიშვა. მონანიების ვიდეოში ტრაპაიძე იხვეწებოდა: ბასილ კობახიძეს ვთხოვთ, კიდევ ერთხელ გახდეს ჩვენი სტუმარიო, მაგრამ “მამა ბასილმა” აღარ იკადრა “უძღები შვილი” დიანა. სამაგიეროდ, დიანას “ბაპტისტურ-ევანგელისტური” ეკლესიის მეთაური “მამა რუსუდანი” გამოუგზავნეს და ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ისე ატლიკინა ეს აშკარად ფსიქიკადამახინჯებული ქალი ეთერში, რომ ერთი “ზედმეტი” შეკითხვაც არ დაუსვამს და სულ თავს უკანტურებდა და ეფოფინებოდა.
დასასრულ, უნდა ვაღიარო, რომ მეც მიმიძღვის ბრალი ინგა გრიგოლიას ქართულ ჟურნალისტიკაში კვლავ მობრუნებასა და, ასე ვთქვათ, “გაბლატავებაში”. თუმცა, მაშინ ინგა მხოლოდ მოკრძალებულად ითხოვდა: მაპატიეთ, ჩემო მაყურებლებო, შევცდი, პოლიტიკაში რომ წავედი, ცრუ დაპირებებს ვიძლეოდი და არასწორი ადამიანების გვერდით ვიდექიო. “მე ძალიან მაფიქრებს კითხვა _ მიმიღებს კი კვლავ ჩემი მაყურებელი?” _ მლიქვნელურად იკითხა მაშინ ინგამ, როდესაც რამდენიმეწლიანი აფერისტული პოლიტიკური კარიერის შემდეგ კვლავ გამოჩნდა სატელევიზიო ეთერში. ვაღიარებ, რომ მაშინ ერთ–ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ინგას გვერდით დაუდგა და მისი ეს საზიზღარი მლიქვნელობა დაიჯერა. მოვუწოდე კიდეც მაყურებელს, რომ მიეცათ კიდევ ერთი შანსი მისთვის… თვითონ ინგა გრიგოლიას მისამართითაც არაერთი პოსტი თუ სტატია დამიწერია გასამხნევებლად და წარმატებებს ვუსურვებდი. ახლა კი მოკლედ ვეტყვი: ინგა, ხალხი ერთ შანსს ყველას აძლევს, ორს _ არავის!
ბაკურ სვანიძე
გრიგოლია ნიჭიერი მაინც არის. არ არის ანგელოზი , მაგრამ ნიჭიერია. თქვენ არც ერთი ხართ და არც მეორე.
გრიგოლია რომ ადამიანს ნიჭიერი ჰგონია იმ ადამიანს ცუდად აქვს ტვინში ამბები
ეგრეა
რაში გამოიხატება ინგას ნიჭერება თუ შეიძკება გაგვიმხილეთ
რადვგინდავადეთი ნიჭიერება,როცა აშკარად მიკერძოებული ტელევიზიის მიკერძოებული ჟურნალისტი ხარ?!
როცა მხარე ხარ რომელიმე პოლიტიკყრი ძალის. და რა შუაშია აქ საერთოდ ჟურნალისტიკა!
ამ ნაბოდვარისთვის ბევრი გადაგიხადეს???
კი, მილიონსჩემტო! ამ დებილური კომენტარის დფაწერა ვინ დაგავალა დიანამ? 🙂
პატივცემულო ნინა, ვერ დაგეთანხმებით – ყველაფრის კადრება ნიჭიერობას არ ნიშნავს..
ვკითხულობ კომენტარებს და გული მტკივა.
როგორი არაადეკვატური გახდა ქართული
საზოგადოება.
1. ნამდვილი ჟურნალისტიკა დიდიხანია მკვდარია საქართველოში
2. ქალბატონი ინგა თავისი ე. წ. ნიჭიერებით
საშიში გახდა ქართული საზოგადოებისათვის
და ქართული აზროვნენისათვის. ვიტყოდი, რომ
იგი მორალურად ხრწნის თაობებს
3. რაც შეეხება სანაიას, მას დაკარგული აქვს ( თუ დააკარგიეს) სინდისიც, ნამუსიც და თავისი
უტიფრობით სოფლის ბირჟაზე მოქაქანე
ბომჟს ემსგავსება, რათქმა უნდა ჟურნალისტის
მანტიით.
4. საზოგადოებას ისე დაუბინძურდა გონება აზროვნება და აზრობრივი კულტურა , რომ ვერ არჩევს ნამდვილ ჟურნალისტს (ჭ)ურნალისტისაგან.
” ჟურნალისტი კეისრის ცოლივით უმწიკვლო უნდა იყოსო “– იქნებ მითხრათ ვის ეკუთვნის ეს სიტყვები და რას გულისხმობს.
მადლობა , ბატონო ბაკურ , რომ არსებობთ
ნინა შენ უფრო ნიჭიერი ხარ
ინგას ნიჭიერებას ხაზს ვუსვამ .ნათქვამია: ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი. რა ნიჭიერი ერი ვართ და რა საწყენია ასე რომ ვჭამთ ერთმანეთს სამწუხაროდ!
აი ეს რა მაგარი “გაპარავება” გაქვთ რა უნიჭოებს. ვაჟას რა ვუთხარი ეგ ფრაზა რომ თქვა და ყველა უნიჭოს და უტვინოს “გაპრავების” საშუალება მოგცათ. მიშა სააკაშვილსაც ჰყავს “მტრები” და რატომ? “კარგია” და იმიტომ? 🙂 🙂 რა გეშველებათ რა. ინგა გრიგოლიას “ნიჭიერება” არ გეიშვას საჯავახოს იქით 🙂 🙂
ჯერ უნდა ვერკვევოდეთ ჟურნალისტიკაში, შემდეგ ჟურნალისტური ნიჭი რას ნიშნავს. გრიგოლია უნიჭიერესი ნაგლია. გუშინ ტელევიზორში აჩვენეს ზუგდიდში, მთავრობამ, ავტომობილით, ორი შეკვრა კვერცხი და პური დაარიგა, ის რაც დღეს შეუძლია სახელმწიფოს და რა თქმა უნდა “ხალხი” უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით სხვებისგან ალბათ კარგად ნაპატივები, ძალიან გამორჩეული და ენერგიული, ინგულიზე გაცილებით ნიჭიერი, ერთი წლოვანი ქალბატონი. “დავტკბი” მისი ნიჭით. არ არსებობს ნიჭიერი და არაადამიანი. მასეთ ნიჭიერს, უნიჭო ბოროტი ჰქვია. შეგიძლიათ იხილოთ. გული დამწყდება, გთხოვთ არ დამიბლოკოთ.
ლელა! თქვენც უნიჭიერესი ხართ, “ნათქვამია”-ს! კარგად აგებთ “უნიჭიერესებს”. ასეთი ნიჭიერი სახლში რომ დაგისვან, რამდენ ხანს გაუძლებ.
ზოგიერთი კომენტარიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დღეს ვარკვევთ რა არის ჟურნალისტიკა და როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი. ეს არც არის გასაკვირი ჩვენი დეგრადირებული განათლების სისტემის პირობებში. აი რას ამბობს საქვეყნოდ ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი ჯონ პილჯერი:
“Always look for the truth from the ground up, rarely from the top down. Journalists are never real journalists if they are the agents of power, no matter how they disguise that role. Real journalists are agents of people”. [John Pilger, journalist, writer and documentary filmmaker].
დიდი მადლობა ბატონო ბაკურ სიმართლისთვის!!!
საქართველოში როგორი ნიჭიერებაა იცით?ლოგინში რომ გაუგორდებიან ფულიან და გავლენიანებს და მერე წამოიჭიმებიან ისეთი.აი მაგაშია მაგათი ნიჭი.მართლა ნიჭიერი რომელსაც პატიოსნება აქვს შერჩენილი ყოველთვის ჩრდილშია.