Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველო ხლისტებო, გულისფიცარზე დაიწერეთ “მე ვარ გიორგი გაბუნია”

ქართველო ხლისტებო, გულისფიცარზე დაიწერეთ “მე ვარ გიორგი გაბუნია”

გიორგი გაბუნია

ამ ქრისტეს ფეხის მკვნეტელმა გიორგი გაბუნიამრუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ჯერ უფალი ჩვენი იესო შეურაცხყო საჯაროდ, რისთვისაც ხელისუფლებამ მას კი არ მოსთხოვა პასუხი, არამედ ამ ნაძირალისგან საჯარო ბოდიშის მოხდის მოთხოვნით მისული გულანთებული მართლმადიდებელი ბიჭები დააპატიმრა და ისინი დღესაც ხეხავენ გლდანის საპყრობილის ნარებს. დაუსჯელობით გათამამებულმაჯულიეტოვნამმაცხოვრის შეურაცხყოფა არ იკმარა და ახლა მარიამ ღვთისმშობელი შეურაცხყო კიდევ უფრო მეტი ცინიზმით _ დემოკრატიის, .. გამოხატვის თავისუფლების ეგიდით.

სიმტკიცითა და პრინციპულობით ცნობილმა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ქადაგებისას დაწყევლა და შეაჩვენა გიორგი გაბუნიაცა და “რუსთავი 2”-იც , როგორც ეშმაკის მსახურნი; ხოლო საპატრიარქომ, როგორც იქნა (დიახ, როგორც იქნა, რადაგან ზემოხსენებული დაპატიმრებული ბიჭების გამოსაქომაგებლად კრინტიც არ დაუძრავს), ოფიციალური განცხადება გააკეთა ღვთისმშობლის გაუგონარი შეურაცხყოფის გამო.

ციტატა საპატრიარქოს განცხადებიდან: “17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას, კარგა ხანია, უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრადრუსთავი 2”-მა გამოხატა”.

აქედან გამომდინარე, საპატრიარქომ (წაიკითხეთ, პატრიარქმა), პირველ რიგში, სასულიერო პირებს მოუწოდა, ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტონ “რუსთავი 2”-თან, საიდანაც მხოლოდ ღვარძლი და ბოროტება იღვრება; იგივე სთხოვა იმ საერო პირებს, რომლებიც თავს დედაეკლესიის სულიერ შვილებად მიიჩნევენ.

მივიხედ-მოვიხედოთ ირგვლივ, რა ხდება ჩვენ თავს _ ნარკომანებმა, ლგბტებმა, ნარკობარიგებმა, ათასი ჯურის მიგრანტებმა დემოკრატიის, ტოლერანტობისა და .. გამოხატვის თავისუფლების დროშით ლამის ქვეყანა თავზე დაგვამხონ, თუმცა რაღა ლამის?! რაც ღამის კლუბებით (“ბასიანი”, “გალერი”) დაიწყო და 17 მაისის აქციით დაგვირგვინდა, ქვეყნის დაქცევის დასაწყისი არ არის?

ყოველივე ამის მისაღწევად ნეოლიბერალებმა მიზანმიმართული ქმედებები 10-12 წლის წინათ დაიწყეს, რაზეც თქვენი მონამორჩილი ჯერ 2009 წლის 3 ივლისის გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” ვწერდი სათაურით “ხლისტები” და შემდეგ თითქმის იგივე გავიმეორე “საქართველო და მსოფლიოს” 2012 წლის 5 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში “ხლისტები და გრუზინები”, საიდანაც ნიშანდობლივ პასაჟებს გავიხსენებ:

ხლისტი _ ამ სიტყვის შინაარსი რომც არ იცოდე, კაცი გუმანით მიხვდები, რომ მის ჟღერადობაში რაღაც იდუმალი ბოროტება იმალება _ უკვდავი რომანის “დათა თუთაშხიას” ავტორმა, დიდმა ჭაბუა ამირეჯიბმა კი ბუდარაბუდარიხების მაგალითით ყველას დაგვანახვა, რომ ხლისტობა სატანისტობას და, აქედან გამომდინარე, გარყვნილებას, უზნეობას და .. ყოველგვარი ცოდვის, უკეთურობის პროპაგანდას ნიშნავს. ზემოთ ხსენებული ჩემი სტატიების მთავარი “გმირები” იყვნენ ოდიოზურობით, ყოველივე ქართულის, მართლმადიდებლურის სიძულვილით ცნობილი და ჩემ მიერ ხლისტებად სახელდებული ილიაუნის რექტორი გიგი თევზაძე და ამავე “უნის” პროფესორი ნოდარ ლადარია, შიგადაშიგ _ ერეკლე დეისაძე, ზაზა ბურჭულაძე და ბუდარიხა თეა თუთბერიძე.

ციტატა სტატიიდან: “ნოდარ ლადარიამ, როგორ თუ რეზო ჩხეიძემ მოსკოვში წასვლა გაბედაო, ამ დიდი ქართველი რეჟისორის შემოქმედების, რომ იტყვიან, მიწაში ჩადება სცადა, უწოდა რა უკვდავ “ჯარისკაცის მამას” გრიგორი ალექსანდროვის “მხიარული ახალგაზრდების” პათოსის ფილმი, ხოლო გოდერძი მახარაშვილს _ მაგდანას ვირი, ამ მართლა სახედარმა, ამან!”

ეს ხომ ყოველივე ქართულის განქიქების ფალოსოფიური მცდელობაა ილიაუნის ფალოსოფოსი პროფესორის მიერ? ანდა, რა დავარქვათ ილიაუნის მაშინდელი რექტორის, გიგი თევზაძის, ნაბოდვარს?

ციტატა: “გიგი თევზაძემ 2003 წლამდე, ანუ “ვარდების რევოლუციამდე” არსებულ საქართველოს ერთი დიდი რესტორანი და მაშინდელ ქართველებს იმ რესტორანში არხეინად მოქეიფე, წარსულის მავნე გადმონაშთი “გრუზინები” გვიწოდა, რომლებიც, მისდა სამწუხაროდ, დღესაც ბევრნი ვართ და სწორედ “გრუზინები” ვუშლით ხელს “დასავლური ღირებულებების” დამკვიდრებას, გნებავთ, საქართველოს ამერიკანიზაციას, ანუ ე.წ. ახალი ქართველის ჯიშის გამოყვანას. მას შემდეგ, “გრუზინი” ჩემთვის ზემოთ ნახსენები მანკიერებების წინააღმდეგ მებრძოლი, ტრადიციული, ეროვნულ-მართლმადიდებლური ღირებულებების მატარებელი ქართველის სინონიმია, ხოლო ხლისტი პირიქით _ ყოველივე “გრუზინულის” (თუ ასე თქმა შეიძლება) მოძულის, რის დამკვიდრებასაც მეტ-ნაკლები წარმატებით ვცდილობ ქართულ მედიასივრცეში”.

დღეს საქართველოს, პრაქტიკულად, ქოც-ნაცთა სიმბიოზი, ხლისტების ხელისუფლება (პარლამენტსა თუ მინისტრთა კაბინეტში ცალკეული გამონაკლისის გარდა, რომლებიც, სამწუხაროდ, ამინდს ვერ ქმნიან) მართავს. ხელისუფლება, რომელსაც შინ ე.წ. არასამთავრობო სექტორისა და ლიბერალური ტელევიზიების, ქვეყნის გარედან კი ე.წ. დასავლური ნეოლობერალური დემოკრატიების მხრიდან ისეთი ტოტალური იდეოლოგიურ-პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერა აქვთ, რომ ხანდახან გიჩნდება პესიმისტური კითხვა: გვეშველება რამე? ეს ყველაფერი ქართველი ხალხის უმოქმედობის, უნიათობის ბრალია, რომელიც წლების განმავლობაში (ისევ ჭაბუას დავესესხები) “იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც” ფილოსოფიით ცხოვრობს _ ის სავალალო აწმყო, რომელსაც ვუყურებთ, სწორედ ამ ფილოსოფიის შედეგია. წინამდებარე სტატიაში ზემოთ ხსენებული “გმირები” სხვა, არანაკლებ ოდიოზურმა ფიგურებმა შეცვალეს, თორემ წერილის პათოსი იგივეა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა _ უფრო საგანგაშო. აი იმ ხელმოცარული პარტიების დღევანდელი ლიდერი ხლისტები, რომლებმაც უგვანი კომენტარები გააკეთეს საპატრიარქოს განცხადებაზე:

ხათუნა სამნიძე (რესპუბლიკური პარტია), გრიგოლ ვაშაძე (ნაცბანდა), სერგო რატიანი (ევროპული ნაცბანდა), თამარ კეკენაძე და ნინო გოგუაძე (თავისუფალი დემოკრატები), პაატა დავითაია (ევროპელი დემოკრატები), ბაჩუკი ქარდავა (ედპ), ნიკა მაჭუტაძე (სახელმწიფო ხალხისთვის) და ა.შ. ყველას ერთად და ცალკ-ცალკე გამოხატვის თავისუფლება მიაჩნიათ დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტად და მხარდაჭერას უცხადებენ სატანის მოციქულს. ზუსტად ისე, როგორც ამას წინათ მთელ დასავლეთს გულზე ეწერა “მე ვარ შარლი”, რითაც სოლიდარობას უცხადებდა ისლამისტების მიერ მუჰამედის შეურაცხმყოფელი კარიკატურისთვის დასჯილ ფრანგ ხლისტებს.

ჰოდა, დროა, ქართველო ხლისტებო, “მე ვარ გიორგი გაბუნია” დაიწორეთ გულის ფიცარზე და საპროტესტო მსვლელობა მოაწყოთ საპატრიარქოდან სამებამდე პატრიარქის გადადგომის მოთხოვნით. ხელს თუ ვერ შეგიშლით, დაგთვლით მაინც, რამდენი ხართ.

ეს ყველაფერი დასტურია იმისა, რომ შინაურმა თუ გარეულმა ლიბერასტებმა დაიწყეს გადამწყვეტი შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე და პირადად მის საჭეთმპყრობელზე, კათოლიკოსპატრიარქ ილია მეორეზე.

წერილის ბოლოს ათასჯერ თქმულს ათასმეერთედ გავიმეორებ: ეს ყველაფერი დაიწყო 2014 წლის იანვარში ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცის აღსანიშნავ ტრაპეზზე, სადაც პრემიერმა ივანიშვილმა უაპელაციოდ განაცხადა: პატრიარქიც ჩვეულებრივი მოკვდავია და მისი გაკრიტიკებაც შეიძლებაო. ამ უადგილო ნათქვამს სუფრის თამადა ლაშა თაბუკაშვილისა და პოეტ ვაჟა ოთარაშვილის გარდა, რომლებმაც მკვახე რეპლიკებით უპასუხეს ივანიშვილის მოულოდნელ გამოხდომას, იქ დამსწრე (რომ ჰკითხო, პატრიარქის მზეს ფიცულობენ), ივანიშვილის ბაგაზე დაბმული ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია მდუმარე თანხმობით შეხვდა… გარკვეულწილად ამ დუმილის გამოძახილია ე.წ. ციანიდის სკანდალიც და გიორგი გაბუნიას თავხედური, ცინიკური გამოხდომები “რუსთავი 2”-ის ეთერში. ე.წ. შემოქმედებით ინტელიგენციას ვეკითხები: მოგწონთ ის, რაც ხდება? და, თუ არ მოგწონთ, ბიძინას ფულის სანაცვლოდ, როდემდე იქნებით გამძღარი გოჭებივით გაყურსულები, ვერ ხედავთ, ქვეყანა რომ იღუპება?

თქვენც მიპასუხეთ, ქართველობაზე პრეტენზიის მქონე “ქართული ოცნების” დეპუტატებო! სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ისინი ბიძინას შიშით ხმას ვერ იღებენ. ეტყობა, მართალი იყო პროლეტარიატის ბელადი ვლადიმერ ლენინი, როდესაც მაქსიმ გორკის სწერდა: “Интелигенция не цвет, а говно наций”. რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისის გარდა… დასასრულ, მინდა მეუფე იობის მსგავს უშიშარ, პატიოსან მღვდელმთავრებსა და დაბალი იერარქიის სასულიერო პირთ მოკრძალებით მივმართო: თქვენ მაინც ხომ ხედავთ, რა მომაკვდინებელი საფრთხეების წინაშე დგას ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია, სამშობლო ჩვენი?

არა მხოლოდ ლოცვითაო, _ უთქვამთ ჩვენს ძველებს. მაშ, ამხილეთ და შეაჩვენეთ, პირველ რიგში, ეკლესიის წიაღში ჩაბუდებული “ზაპადნიკი”, 30 ვერცხლად გაყიდული მეუფე ყანდურები და შემდეგ ხელისუფლების ნავში მჯდომი ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია; ხმამაღლა განაცხადეთ, რომ ერთმორწმუნეობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერეკლე მეფის დროს იყო, და რომ, აქედან გამომდინარე, ერთადერთი ხსნა ერისა ფიზიკური განადგურებისაგან და მენტალური გადაგვარებისგან ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაშია.

როგორც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პეტრე ქოჩაკიძეჭალადიდელი იტყოდა, “ეროვნულ-ბეროვნული” მოძრაობაა გარანტი წინამდებარე წერილში ხსენებულ სატანისტებზე გამარჯვებისა.

“რუსეთთან უნდა აღდგეს ძმური ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს სასწრაფოდ!” _ ჩვენი საყვარელი და ბრძენი პატრიარქის ნათქვამია ეს!

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here