Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველი ერის სუიციდი დემოკრატიის სახელით

ქართველი ერის სუიციდი დემოკრატიის სახელით

4406
მუსლიმი ქალები

გასულ უქმეებზე საქმიანი ვიზიტით რუსეთში გახლდით. შინ სამშაბათს დილით დავბრუნდი და დროის უკმარისობის გამო იქნება გაზეთის ეს ნომერი უჩემოდ გამოსულიყო, რომ არა ერთი მაგრამლიფტთან ერთბაშად ხუთ არაბს შევეჩეხე, რომლებსაც თურმე ჩემს სადარბაზოში უყიდიათ ბინა და ისინიც (რატომქვემოთ ნახავთ) კარის მეზობლად გამხდომიან თურმე! დავრწმუნდი, რომ მიგრანტების მიერ საქართველოს ოკუპაციის დასაწყისი სულაც არ ყოფილა მითი და, როგორც კი ბინაში შევედი, კომპიუტერს ჩავუჯექი და წინამდებარე წერილს ვთავაზობ მკითხველს

დემოკრატია ბერძნული სიტყვა რომ არის და ხალხის მმართველობას ნიშნავს, ეს, რომ იტყვიან, ბავშვმაც კი იცის… არ ვიცი, მართლა იყო თუ არა ანტიკურ ელადაში ხალხის მმართველობა, მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ, რაც კი რამ უბედურება მომხდარა ბოლო 25-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში, როგორც წესი, ყველაფერი დასავლური დემოკრატიის სახელითა და აშშ-ის შესრულებით.

რომელი ერთი გავიხსენოთ: სსრკ-ის ხავერდოვანი დაშლა, რაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა არ იყოს, მართლაც უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, რადგან ამ “ხავერდოვნებამ” უამრავი სისხლი და ცრემლი მოიტანა პოსტსაბჭოთა სივრცეზე (ყარაბახი, სოხუმ-ცხინვალი, ჩეჩნეთი, დნესტრისპირეთი, უკრაინა); აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ არახავერდოვანი, სასტიკი, ღამეული დაბობვების შედეგად დანგრეული სერბეთი და დაშლილი (ხორვატია, ბოსნია, კოსოვო, ჩერნოგორია) იუგოსლავია; ფერადი რევოლუციები? _ თავდაპირველად იყო იუგოსლავია, შემდეგ _ საქართველო, უკრაინა… აშშ-ის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენციები: ჯერ ერაყში, მოგვიანებით ლიბიაში. სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს, ხოლო მუამარ კადაფი ლამის ცოცხლად გაატყავეს… შედეგად ერაყში იშვა ტერორისტული ორგანიზაცია “”ისლამური სახელმწიფო”, რომელსაც სირიაში მარტოდმარტო ებრძვის რუსეთი, ხოლო კადაფის მკვლელობის შემდეგ დაიწყო ფერადი რევოლუციების არაბული ტალღა ე.წ. არაბული გაზაფხულები, შედეგად მილიონობით ლტოლვილი არაბი ევროკავშირს მიაწყდა და ისლამის მიმდევრებმა ლამის წალეკონ ქრისტიანული ევროპა. თუმცა რომელ ქრისტიანულ ევროპაზეა საუბარი, რომელიც, პრაქტიკულად, აღარ არსებობს?! საფრანგეთზე ხომ არა, სადაც ჯერ ელისეს მინდვრებზე ამაყი ფრანგების მილიონიანი მარში გაიმართა ლგბტ წყვილებისთვის შვილების აყვანის უფლების მინიჭების წინააღმდეგ, ხოლო მოგვიანებით პარიზის ნოტრ-დამის ტაძრის საკურთხეველში ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებისადმი პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და ისტორიკოსმა დომინიკ ვენერმა? მართებულად შენიშნა ჩემმა ერთმა კოლეგამ: ალბათ, შორს აღარ არის ჟამი, როდესაც პარიზის ღვთიშობლის ტაძარი ღვთისშობლის მეჩეთად გადაკეთდება.

ბრიტანეთზე? ანგლიკანურმა ეკლესიამ უკვე დაუშვა დიაცთა მღვდლობა, გაერთიანებული სამეფოს სხვა პროტესტანტულმა ეკლესიებმა კი ერთნაირსქესიანი წყვილების ჯვრისწერა დაიწყეს, რის გამოც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მათთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. თუმცა რაზეა საუბარი, როდესაც იტალიაშიც კი (სადაც ვატიკანი, მსოფლიო კათოლიციზმის ცენტრია) ამას წინათ საზეიმოდ დააკანონეს ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინება. არადა, XIII-IX საუკუნეებში, ვატიკანის ბრძანებით, სრულიად ევროპაში მიმდინარეობდა .. კუდიანებზე ნადირობა და ინკვიზიციის კოცონზე ცოცხლად წვავდნენ .. ერეტიკოსებს, რომლებიც, სოდომის ცოდვის მიმდევრებთან შედარებით, დღეს, ალბათ, წმინდანებად გამოიყურებიან. ასეთივე მდგომარეობაა ერთ დროს კლასიკური კათოლიციზმის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის პორტუგალია, ესპანეთი და მათგან ოკეანისგაღმა “შობილი” ბრაზილიაარგენტინა, აგრეთვე, დასავლეთ ევროპის შედარებით პატარა სახელმწიფოებში. ეს კი ე.წ. მულტიკულტუიზმის, მეტისმეტი ტოლერანტობის, მოკლედ, ფსევდოდემოკრატიის გამო მოხდა და, თუ ასე გაგრძელდა, ხვალ უარესი ელით. თუმცა, “თუ ასე გაგრძელდა”, იქნებ დაგვიანებულიც კია ევროკავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკური მონსტრების _ საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირიდან სწორედ მიგრანტების არმიღების სურვილის გამო გასული დიდი ბრიტანეთის მიმართ, რადგან ამ ქვეყნებში არაბულ გაზაფხულებამდეც იმდენი მიგრანტი დასახლდა, რომ, ვფიქრობ, დიდი ხანია, გადაკვეთეს ე.წ. უკან დასაბრუნებელი ხაზი.

ყბადაღებული ე.წ. პოლიტკორექტულობის ლექსიკონში ვეღარ იხილავთ ისეთ ცნებებს, როგორიც არის: სამშობლო, ეროვნება, ოჯახი, წინაპართა ხსოვნა, უფროსის პატივისცემა და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, ქალისა და კაცის ცნებებია უარყოფილი. იქამდეც კი მივიდნენ (თუ დავიდნენ?), რომ მეტროპოლიტენებში, აეროპორტებსა თუ საზოგადოების მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში რადიომიმართვის _ “ქალბატონებო და ბატონებოს” _ აკრძალვასაც კი ითხოვენ, როგორც დისკრიმინაციულის. ამ მიმართვას იქნებ ტრანსგენდერებიც ისმენენო, ანუ არსებები, რომლებიც არც კაცად თვლიან თავს და არც ქალად. ეს ხომ უკვე მასობრივი შიზოფრენიაა და ამის გამგონე ნორმალური ადამიანი შეიძლება მართლა გაგიჟდეს, თუ დაფიქრდება, რასთან გვაქვს საქმე 21-ე საუკუნის დასაწყისში…

მოკლედ, ყოველივე ზემოთქმული ევროპის (საზოგადოდ, დასავლეთის) მიერ დემოკრატიის სახელით ღმერთის უარყოფაა და სწორედ ამიტომ გერმანიის ლუთერანული, ბრიტანეთის ანგლიკანური და საფრანგეთის კათოლოკური ეკლესიების ზარებზე ხმამაღლა უკვე მუსლიმანი მუეძინების ყივილი ისმის მინარეთებიდან.

და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მუსლიმი მიგრანტები გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან, მოკლე ხანში არაბი, თურქი თუ შავკანიანი მიგრანტები, რაოდენობრივადაც გადააჭარბებენ ხსენებული ქვეყნების აბორიგენ მოსახლეობას და ბებერი კულტურული ევროპა არსებობას შეწყვეტს.

შერეკილი ხუტა ოდიშელიძისა არ იყოს, თვალი დაუდგა ევროპას, არა? _ კი, ბატონო, და ჩემგან, როგორც იმერეთში იციან, დავუმატებდი: “კისერიც მოუტეხია და კინჩხიც ზედ მიუყოლებია” ევროპასა და ამერიკასაც, მაგრამ ამდენი სწორედ იმიტომ ვისაუბრე ევროპაზე, რომ ქართველი საზოგადოებისთვის დამენახვებინა, რა გველის დემოკრატიის სახელით, თუ ჩვენში ბოლო პერიოდში მოძალებულ უცხოტომელთა უკონტროლო შემოდინებას წავუყრუვებთ. მიმოვიხედოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო _ კახეთში, ქართლში უკვე გაჩნდა უცხოტომელთა კომპაქტური დასახლებები. აგერ, თბილისთან ახლოს, კუმისში იყიდეს არაბებმა მიწა, რომელზეც მალე მასობრივად დასახლდებიან. აღარაფერს ვამბობ თბილისის ზღვაზე ჩინური ქალაქის მშენებლობაზე. თბილისის ქუჩებს უკვე ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ საქმე ვერა გვაქვს კარგად: პეკინზე, რუსთაველზე, ვაკეში, პლეხანოვზე ხომ, საერთოდ, ჩვეულებრივი სურათია: წინ ერთი მამაკაცი და მის უკან 3-4 ფარანჯააფარებული ქალი. თუმცა რაღა შორს მივდივარ?! აგერ, ჩემს სახლში, მრავალსართულიან კორპუსში, დოლიძის ქუჩაზე, კარის მეზობლად მოზამბიკიდან თუ კენიიდან ჩამოსული ზანგების ოჯახი მყავს.

არანაირ რასიზმსა და ქსენოფობიას არ ვქადაგებ, მაგრამ მათ ბინაში ცოტა ხნის წინათ ქუთაისელების ოჯახი ცხოვრობდა და, თუ მე აფრიკელებს იმერლები მირჩევნია კარის მეზობლად, ან არ მინდა, რომ ქართველები საქართველოში ეროვნულ უმცირესობად ვიქცეთ, ეს ფაშიზმი და ქსენოფობიაა?! თუ ასეა, მაშინ ფაშისტიც ვარ და ქსენოფობიც! ევროპის რიგმა ქვეყნებმა დემოკრატიის სახელით ეროვნული სუიციდი ჩაიდინეს და, სანამ მათ მსგავსად საქართველოსაც არ გადაულახავს უკან დასაბრუნებელი ხაზი, რაღაც უნდა ვიღონოთ ქართველებმა. ამ “რაღაცას” მხოლოდ “ქართული მარშის” აქციებით ვერ შევძლებთ. ჰოდა, ამ დროს რას აკეთებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება?

არჩევნებად წოდებული შაპიტოს ცირკით არის დაკავებული კახა კალაძე, რომელიც უეჭველად გამარჯვებული გამოვა ამ ცირკის არენიდან, მაგრამ წინასაარჩევნოდ ყასიდადაც (ანუ, ტყუილად) არ გვპირდება, რომ თბილისში მოაგვარებს უკანონო მიგრანტების პრობლემას.

ნაცების საამაყო იუსტიციის სახლი კი უკონტროლოდ შტამპავს და ბეჭდავს უცხო ტომელებისთვის .. ბინადრობის უფლების თუ პირდაპირ მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთებს, რომელთა რაოდენობამ, თუ კახა კუკავასა და დიმიტრი ლორთქიფანიძის საარჩევნო კლიპს დავუჯერებთ, უკვე 200 ათასს გადააჭარბა. ნათქვამს თუ დავუმატებთ დემოგრაფ ანზორ თოთაძის მონაცემებსაც, რომელთა მიხედვით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოდან მილიონნახევარი ქართველია გასული, დემოგრაფიული კატასტროფის რეალური საფრთხის წინაშე კი არა, უკვე დემოგრაფიულ კატასტროფაში ვართ. ახლა მავანმა ნეოლიბერალმა დემაგოგმა შეიძლება დაგვამუნათოს, _ თუ მიგრანტები გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან, ქართველებიც გამრავლდით, ვინ გიშლითო?! ამ “რკინისებურ არგუმენტზე” მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: როგორც ზემოთ ევროპის მაგალითზე ვნახეთ, მიზეზთა გამო, მუმლივით ვერ მრავლდებიან ქრისტიანული კულტურული ერები.

ჰოდა, ახლა რა ვქნათ? ევროპელებივით, დემოკრატიატოლერანტობის სახელით ნებაზე მივუშვათ უკონტროლო მიგრაციის პროცესი და ერთ მშვენიერ დღეს სამშობლოში ქართველები ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ? ეს ხომ დემოკრატიის სახელით ქართველი ერის თვითმკვლელობა (სუიციდი) იქნება?

საზოგადოებას შევახსენებ, გრანდიოზული “ქართული მარშით” შეშინებულმა ნაცებმა და მათთან ასოცირებულმა სხვა ლიბერასტებმა, როგორი დემაგოგიური შინაარსის პლაკატებით ჩაიარეს პლეხანოვზე: “ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ”; “საქართველო სტუმარ-მასპინძლის ქვეყანაა” და ა.შ. ჰოდა, ამიტომ უნდა მოვაღიაოთ ჩვენი საზღვრები და, ვისაც მოეპრიანება, შევიდეს და გამოვიდეს? ან სად სტუმარმასპინძლობა და სად უკანონო მიგრაცია?! სტუმარი ბოლოს თავის სახლში ბრუნდება, ხოლო მიგრანტები სამუდამოდ აპირებენ აქ დარჩენას. აქედან გამომდინარე, ეს, სტუმრობა კი არა, საქართველოს უსისხლო ოკუპაციის დასაწყისია და ჩვენს ლიბერალ-დემოკრატებს, რომლებიც დღედაღამ რუსეთის ოკუპანტობაზე ღნავიან, მინდა, ვკითხო: რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ტანკებით დაგვიპყრობენ თუ დემოკრატიის სახელით უკანონო მიგრანტების ჩამოსახლებით?

თუმცა არა, ერთი “უმნიშვნელო” განსხვავება მაინც არსებობს: თუ რუსეთი ოკუპანტია, ერთმორწმუნე მაინც არის და ვერც გამრავლების ტემპით დაიტრაბახებს, რადგან რუსები ქართველებივით ქრისტიანი, კულტურული ერის შვილები არიან…

დავით მხეიძე

P.S. მსგავსი საფრთხის წინაშე ყოფნა არახალია ქართველისთვის

მაგალითად XVII საუკუნეში ირანის შაჰის მიერ მომთაბარე თურქმანი ელების ტომის 50 ათასი ოჯახის (ჯამში, სულ ცოტა, 200 ათასი სულის) კახეთში, ალაზნის ნაყოფიერ ველებზე დასახლების ფაქტიც კმარა. მართლაც ფაროსანასავით მოედვნენ ალაზნის ნაპირებს ნახევრად ველური ელები და სწორედ ამიტომ 1659 წელს შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით იფეთქა ბახტრიონის აჯანყებამ. როგორც დამთავრდა ეს ბრძოლა, ცნობილია _ აჯანყებულებს, რომ იტყვიან, ამბის მიმტანიც არ დაუტოვებიათ ცოცხალი, მაგრამ ახლა სხვა დროა და, რა თქმა უნდა, არავინ ჩაიდენს მსგავს რამეს. დასასრულ, ლირიკულისტორიული გადახვევა იმ იმედით, რომ, ასე იქნება თუ ისე, უფალი დაიფარავს საქართველოსა და ქართველ ერს დემოკრატიის სახელით თვითმკვლელობისგან.

3 COMMENTS

  1. სიტყვა ზანგი წაშალეთ _ რასისტული სიტყვაა, სიტყვა უცხოტომელის წაშალეთ_ რასისტული სიტყვაა.

    ვეკითხები ნაცნობებს ვინც ევროპაშია და ამერიკაშია და მპასუხობენ_ ტყუილიაო_ სამშობლო, ეროვნება, ოჯახი, წინაპართა ხსოვნა, უფროსის პატივისცემა და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, ქალისა და კაცის ცნებები უარყოფილი არ არის.

    ჩემი კომენტარების მიჭრა მოჭრა ამორალურია.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლგბტ საქართველო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here