Home რუბრიკები პოლიტიკა “ქათამი” ხარ _ ფულს მიიღებ, თუ არადა _ სამი თითის კომბინაციას

“ქათამი” ხარ _ ფულს მიიღებ, თუ არადა _ სამი თითის კომბინაციას

ფულსაც არ მოგვცემენ, ისე, ნისიად გვაღიარებინებენ ჰელენა დალის “სახარებას”

“ქათამი” ხარ _ ფულს მიიღებ, თუ არადა _ სამი თითის კომბინაციას

 გაზეთსაქართველო და მსოფლიოში.. ლგბტთა თემაზე იმდენი სტატია გამოვაქვეყნე და ინტერნეტში იმდენი პოსტი დავდე (მე შენ გეტყვი და, საამისო მიზეზსაბაბს მოგაკლებენ ეს სატანისტი სექტანტები), რომ, თუ სადმე სამართალია, გინესის რეკორდსმენთა წიგნში კარგა ხნის შეყვანილი უნდა ვიყო _ ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ სახუმაროდ სულაც არ გვაქვს საქმე, რადგან მსოფლიოს ტოტალური ლგბტზაცია ემუქრება. მსოფლიოს, რომლის პატარა მცირერიცხოვანი, მაგრამ სახელოვანი ისტორიისა და დიადი ქრისტიანული კულტურის მქონე ნაწილი საქართველო და ქართველი ერიც არის, ხოლო მსოფლიოში მიმდინარე ყოველგვარი საზოგადოებრივი მორალისა და ეთიკის უარმყოფელი ამაზრზენი პროცესები, გვინდა თუ არა, პირდაპირ თუ ირიბად საქართველოსაც ეხება.

მაინტერესებს, გლობალიზაციის მიერ მოტანილი ეს ერთი, კონკრეტული “სიკეთე” როგორ აისახება ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე, გნებავთ, ჩვენი დიდი წინაპრების მიერ საუკუნეების განმავლობაში ბრძოლით შენარჩუნებულ და ჩვენთვის, მათი შთამომავლებისთვის, გადმოცემულ ეროვნულ მენტალიტეტზე. თორემ დასავლურად “პრადვინუტ” “საქათმეებში” (მომიტევეთ ჩემ ჯეელობისდროინდელ თბილისში რეფრენადქცეული “გოიმური” ჟარგონი) ისეც უქნიათ, “მუცელში სარი უთხრიათ”, თქვენ მყავდეთ კარგად, ჩემო მკითხველო, ეგ მე არ ვიდარდო.

ამ სტატიას ჩემს მეგობართა საყურადღებოდაც ვწერ, რომლებიც კეთილგანწყობით მაღადავებენ ხოლმე _ “რა “გაატრაქტორე”, ბიჭო, საქმე ამ ლგბტ-ებით, სადღაც გაიფაჩუნებენ და სტატია უკვე გამომცხვარი გაქვსო. ბოლო პერიოდში მართლაც ვცდილობ, ლგბტ-თა “კნავილი”, რომ იტყვიან, “გავატარო” ხოლმე და მათ მიმართ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში “გავატრაქტორო”…

ასეთ განსაკუთრებულ ვითარებად რომის მოქმედი პაპის _ ფრანსცისკეს სკანდალური განცხადება მივიჩნიე, რომლითაც მან, პრაქტიკულად, კურთხევა მისცა ლგბტ პირების ყველა მიმართულებით “მოღვაწეობას” იქამდეც კი, რომ მამათმავლობა, ანუ სოდომური ცოდვა ამიერიდან აღარ არის დაბრკოლება იმისთვის, რომ ლგბტ-ის რომელიმე მიმართულების წევრი მღვდელი ან სულაც უმაღლესი იერარქი რომის პაპი გახდეს. მით უმეტეს, რომ ვატიკანს ამ მიმართულებით ერთობ “მდიდარი” გამოცდილება აქვს _ მეკობრე ბალთაზარ კოსა, საკუთარ შვილსა და შვილიშვილთან ინცესტში მხილებული, რომის პაპი გახდა, რომელიც XXIII-ის სახელით დარჩა ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ისედაც მკრეხელური რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.

წინამდებარე წერილს დღის სინათლე, წესით, ა.წ. 11 ნოემბერს უნდა ეხილა. შესავალიც გაკეთებული მქონდა, მაგრამ სწორედ ამ მომენტში მოულოდნელად გავრცელდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შეწყვეტის სენსაციური ცნობა, რომლის თანახმადაც 10 ნოემბრის 00 საათიდან მთიან ყარაბაღში ყოველგვარი აფეთქება-სროლა შეწყდა. უძლური დასავლეთის (აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი) თვალწინ, რომელსაც 44 დღის განმავლობაში, სანამ ეს არნახული სისასტიკის ბრძოლა მიმდინარეობდა, მეომარ მხარეთა მიმართ ცეცხლის შეწყვეტაზე არაფრისმაქნისი განცხადებების გარდა არაფერი გაუკეთებია, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ყარაბაღში მყისვე დაიწყეს დისლოკაციის რთული სამხედრო ოპერაცია, რომელიც უკვე დასრულებულია _ 1960 კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო, 90 ჯავშანტექნიკა, 380 ავტომობილი და სპეცტექნიკა არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის გარანტიაა, არამედ საქართველოს მწარე გამოცდილების გათვალისწინებით (როდესაც სააკაშვილის ბრძანებით, 20 რუსი სამშვიდობო ჯარისკაცი დახოცეს) რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი თავისთავად იმხელა ძალაა, რომ მას ძნელად ვინმემ რამე გაუბედოს და, თუ მაინც გამოჩნდა პროვოკატორი და თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი მოკლა, საქართველო მოგონილი იქნება _ იმ ქვეყნის (დიდი ალბათობით, ეს ქვეყანა შეიძლება იყოს თურქეთი, რომელთანაც რუსეთმა 13-ჯერ იომა და 11-ჯერ გაიმარჯვა და ის ორი მარცხიც ოსმალეთსაფრანგეთბრიტანეთის კოალიციასთან ომში იწვნია) სახელმწიფოებრიობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რომელიც მსგავს პროვოკაციას ჩაიდენსო, _ პრევენციული განცხადება გააკეთა რუსეთის სარდლობამ.

ჰელენა დალი
ჰელენა დალი

ჰოდა, აბა, სად ის, რომ თუნდაც ჯერჯერობით მშვიდობისმყოფელთა სტატუსით, მაგრამ მაინც, ხატოვნად თუ ვიტყვით, რუსეთმა ჩექმა ჩადგა ამიერკავკასიაში, რაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეპოქალური მნიშვნელობის აქტია და ეს “ჯერჯერობით” უსასრულოდ თუ არა, დიდხანს გაგრძელდება, რადგან რუსეთი ამიერკავკასიას სრულიად სამართლიანად თვლის, როგორც იანკებს უყვართ თქმა, ე.წ. უკანა ეზოდ, სადაც 250 წლის განმავლობაში ხან სომხებს და ერთმორწმუნე მართლმადიდებელ საქართველოს იცავდა თურქთა და ირანელი დამპყრობლებისგან. ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა 200 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და გაემტყუნება, რომ ამიერკავკასია არავის დაუთმოს? ამიერკავკასიაში გამაგრების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული სხვაუკანა ეზოებისრიგიც დადგება მოლდოვის, ბელარუსის, უკრაინის სახით და .. თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე.

ჰოდა, ვიმეორებ: სად ეს გეოპოლიტიკური ტექტონიკური ძვრები და სად რომის პაპის ლგბტ-ზაცია?! ამიტომ დავურეკე გაზეთის რედაქტორს და, როგორც ზემოთ ვთქვით, თემა შევცვალეთ, რადგან შევთანხმდით, რომ ლგბტ-თა თემა მარად აქტუალურია…

რამდენიმე დღის წინათ ბელგიაში გადაწყვიტეს, საკანონმდებლო დონეზე გააფორმონ ე.წ. მესამე სქესის არსებობა. ევროკავშირის მოქალაქეს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, რომელ გენდერს მიეკუთვნება ან წარამარა იცვლის სქესს, ამიერიდან შეუძლია, გრაფაშისქესიჩაწეროს X.

ბელგიის ხელსუფლების გადაწყვეტილება ჯდება ევროკომისიის ახალ სტრატეგიაში _ ლგბტ-თა, იტერსექსუალებისა და ა.შ. სხვა მრავალთა უფლებების დაცვა აღიარებულია, როგორც ევროკავშირის მთავარი ღირებულება.

ევროკავშირის წევრი ის ქვეყნები, რომლებიც უარს იტყვიან ლგბტ დიქტატის შესრულებაზე, დაისჯებიან. უკმაყოფილება უკვე გამოთქვეს უნგრეთმა და პოლონეთმა, რომლებმაც ვეტო დაადეს ევროკავშირის ბიუჯეტს, რადგან ევროკავშირის ახალი სტრატეგიის მიხედვით, ისინი ევროპული “ოჯახის” ბიუჯეტიდან კაპიკსაც ვერ მიიღებენ.

ლგბტ, ინტერსექსუალების უფლებების დამრღვევი ევროკავშირის ქვეყნების მიმართ დაწესდება ფინანსური სანქციები. ეს მეთოდი აიძულებს ქვეყანას, სექსუალურ უმცირესობათა მიმართ ევროკავშირის მოთხოვნათა შესაბამისი პოზიცია დაიკავოს. ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი სიტყვების გარდა უფრო ძალისმიერი მეთოდები საჭირო არ იქნება. თუ ვინმე არ აღიარებს კანონის უზენაესობას (რომელიც ლგბტის მხარესაა) მაშინ ისინი ვეღარ მიიღებენ კუთვნილ წილს ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ევროპული სტრატეგია თანასწორობის უზრუნველყოფისა ლგბტთა მიმართ, მოგვიწოდებს, შევავსოთ დანაშაულებათა სია ევროკავშირის ფასეულობათა მიმართ პუნქტებით: “დანაშაულები სიძულვილისადასიძულვილის გაღვივებისმოტივით; პუნქტებით, ლგბტთა სპეციფიკური დაცულობისა. დანაშაულებრივი ქმედებები იმ ხალხის მიმართ, რომლებიც საკუთარ თავს ლგბტ მიაკუთვნებენ, გამოცხადებული იქნება, როგორც დანაშაული ევროკავშირის ფასეულობათა საწინააღმდეგო. მთელს ევროკავშირში სავალდებულო უნდა იყოს ლგბტთა უფლებების აღიარება, გახდნენ მშობლები!” _ განაცხადა თანასწორობის საკითხებში ევროკომისარმა ჰელენა დალიმ. აი ასეთია ყველა ნორმალური ადამიანისთვის წასაკითხ-მოსასმენადაც კი სულისწამწყმედი ამბები.

მოკლედ, უკაცრავად ჟარგონისთვის და, ასე ვიტყოდი: ქათამი ხარ _ ფულს მიიღებ, თუ არადა _ სამი თითის კომბინაციას!

ჰელენა დალის (წაიკითხე, გათახსირებული დასავლეთი) ამ სიტყვების შემდეგაც აღმოჩნდებიან ურწმუნო თომები, რომლებიც დაგვამუნათებენ მათ, ვინც ვამბობთ, რომ “განათლებული” დასავლეთიდან სიბილწე-გათახსირებულობის მეტი არაფერი შემოდის “ველურ”, “გაუნათლებელ” საქართველოში.

ფულსაც არ მოგვცმენ, ისე, “ნისიად” გვაღიარებინებენ ჰელენა დალის “სახარებას”.

რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ყოველივე ზემოთქმული ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, როცა შორეულ 1992 წელს გაეროს შესაბამისმა კომისიამ ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა დაავადებათა სიიდან ამოიღო, ხოლო ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარული ავადმყოფობად შერაცხა და მას შემდეგ დაიწყო ჰომოსექსუალების (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ტრანსგენდერობა და, შესაბამისად, არც ლგბტ აბრევიატურა არსებობდა) ტრიუმფალური სვლა სახელისუფლო ელიტებისკენ და, როდესაც ისინი ლგბტთა სექტად ჩამოყალიბდნენ, აღმოჩნდა, რომ მმართველ წრეებში ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ.

მას შემდეგ დაირღვა დემოკრატიის მთავარი პრინციპი, უმრავლესობის მიერ უმცირესობათა მართვისა _ ტრადიციული ფასეულობების მიმდევარ მოსახლეობის უმრავლესობას მართავს ე.წ. ლიბერასტი სახელისუფლო უმცირესობა.

რაც შეეხება რომის პაპის მიერ ლგბტ-თა უფლებების ლეგალიზაციას, ცოდვების შორის გარკვეული გრადაცია არსებობს…

ყველაზე მძიმე ცოდვა, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ზოოფილია, ანუ ადამიანის ცხოველთან სქესობრივი კავშირია, რომლის მონანიება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან 30-წლიან ეპტიმიას, საეკლესიო სასჯელს, ითვალისწინებს. სიმძიმის მიხედვით, მეორე ადგილზეა მამათმავლობა, რომლის ეპიტიმია 25 წელიწადია და ცოდვილს ეკლესიაში შესვლა ეკრძალება. მხოლოდ ტაძრის კართან დგომა და ტაძარში შემსვლელთათვის თხოვნის უფლება აქვს, რომ მისი ცოდვების საოხად, ვინმემ მის სახელზე სანთელი აანთოს; მესამეა კაცის კვლა 10-წლიანი ეპტიმიით, მაგრამ ტაძარში შესვლის უფლებით

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთ სამწუხარო დასკვნამდე მივედი _ როდესაც მეორედ მოსვლის წინ სატანის მეფობაზეა საუბარი, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩლიქებიან-კუდიანი არსების დანახვას ნიშნავს სატანის მეფობა. სატანა უფალივით უხილავი, უხორცო სუბსტანციაა და მეორედ მოსვლის წინ სატანის მეფობა რომის პაპის მიერ ლეგალიზებული სოდომ-გომორაა!

უფალო, შენდობას ვითხოვ შენგან, ჩემი უცოდინარობით თუ შენი საწყენი რამ წამომცდა!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. batono davit idgergrdzeket. martal sitkvas ambobt, magram chveni taobebic rom datoiveben am kvekanas, es gadajishebul/gadabirebuli(ase undat globalistebs) axali taobebis didi nacili romlebsac zneobas, tradiciebs, patriotizms ar ascavlian daicaven saqartvelos momavals? ar mgonia..ase rom kargi araperi moelis chvens lamaz Rvtismier dalocvil qvekanas…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here