Home რუბრიკები პოლიტიკა ფარატინა ქაღალდი, რომელიც პუტინმა ბაიდენს თავისივე აკანკალებული ხელებით დაახევინა

ფარატინა ქაღალდი, რომელიც პუტინმა ბაიდენს თავისივე აკანკალებული ხელებით დაახევინა

“ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს...”

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ორმოცდამეოთხე გამოშვება

XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარი. საბჭოთა კავშირში დაიწყო .. “გარდაქმნისეპოქა, საქართველო კი მოიცვა ეროვნულმა მოძრაობამ, მაგრამ კონდრატე თათარაშვილის (უიარაღო) ბრწყინვალე მოთხრობაში ნათქვამი ცნობილი ფრაზის _ “არც ერთი იყო არაბი და არც მეორე ვენეციელი, ორთავენი ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ” _ ალეგორიულ პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, არცგარდაქმნაიყო საბჭოთა და არცეროვნული მოძრაობაიყო ქართული, ორივე აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შექმნილი სიბინძურე იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირი უნდა დაენგრია და საქართველოსთვის ისტორიული ლოგიკა და გეოპოლიტიკური მიმართულება შეეცვალა. “საქართველო ნატოს წევრი უნდა იყოს!” _ ეს სიშლეგე სწორედ იმ .. ეროვნულ მოძრაობაში წამოაყრანტალეს პირველად.

მას შემდეგ თითქმის ორმოცი წელიწადი გავიდა, საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდა, მაგრამ დასავლეთის აგენტურის ბევრი წარმომადგენელი ან, უბრალოდ, გონებაჩლუნგი ქართველი, საქართველოს ბედს დღემდე ნატოსთან აკავშირებს. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ნატოს წევრობაზე უბრალოდ თუ ყრანტალებდნენ, ხელისუფლებაში უკვე მეორე წრეზე მოსული შევარდნაძე უშუალოდ ნატოს კარს მიადგა და დააკაკუნა. სააკაშვილმა ნატოს კარზე კაკუნი არ იკმარა და მისი შეღება სცადა, რაც არ გამოუვიდა, მაგრამ გაურკვეველ მომავალში (ოდესმე) ნატოს წევრობის დაპირება მიიღო. ეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მოხდა, თუმცა ამ ფაქტს რამე ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია. ეს მოვლენა შედეგზე გათვლილი არც ყოფილა. მისი მიზანი ქართველებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, რათა ნატოს წევრობის იმედით გაბრუებულ ხალხს ნატოს გარდა სხვა რომელიმე მიმართულებაზე ფიქრი არ დაეწყო. ასეც მოხდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ალტერნატივაზე ფიქრი ქართველ ხალხს (ყოველ შემთხვევაში, ოფიციოზის დონეზე) არც დაუწყია. ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც მთელი არსებით ნატოსკენ ილტვიან, თუმცა ბუქარესტის სამიტის შემდეგ ამ მიმართულებით ძვრა არ მომხდარა, ყველაფერი ერთ ადგილზე გაიყინა. ამას აქვს ახსნა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რთული კონგლომერატია, მისი წესდება კი ახალი წევრის მიღებისას სრულ კონსენსუსს ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ, დღევანდელი მონაცემებით, ოცდაათივე წევრმა სახელმწიფომ უნდა მისცეს ხმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს წევრობას ალიანსის შემადგენლობაში. იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია ნატოს გაფართოებისა, ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე სახელმწიფო, რომლებიც თუნდაც იმის გამო, რომ რუსეთი არ გაანაწყენონ, ახალი წევრის მიღებისთვის ხმის მიცემისგან თავს შეიკავებენ. გარდა ამისა, ნატოს წესდების მიხედვით, ამ ალიანსის წევრად არ მიიღებიან ის სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ სადავო ტერიტორიები, ანუ საქართველო ამ ერთერთ მთავარ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს. ერთი სიტყვით, კოლექტიურმა დასავლეთმა ალიანსის წევრად საქართველოსა და უკრაინის მიღება ვერ გარისკა. ბევრს ეცადნენ, ბევრი იწვალეს, მაგრამ ეს საკითხი აქამდე ვერ გადაწყვიტეს, ახლა კი საქმე უფრო გართულდა. ნატოს გაფართოების შეჩერების შესახებ რუსეთის მოთხოვნა კატეგორიული გახდა, ვინაიდან ამ ე.წ. გაფართოებამ აშკარად რუსეთის საწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. რუსეთი ამ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ ბოლო პერიოდში პუტინის განცხადებები სულ უფრო კატეგორიული ხდებოდა. ერთ-ერთი ბოლო განცხადება ასეთი იყო: “Расширение блока НАТО на восток, в том числе за счет Украины – это один из ключевых вопросов обеспечения безопасности России на среднесрочную и даже стратегическую перспективу. Мы об этом говорим постоянно, публично, предупреждаем наших партнеров о том, что для нас это не приемлемо. Один из тезисов очень простой, мы об этом тоже говорили, конечно, каждая страна имеет право выбирать наиболее приемлемый для себя способ обеспечения безопасности, но это должно быть сделано таким образом, чтобы не нарушать интересы других стран, и не подрывать безопасность других стран, в данном случае России”. ამ კონკრეტულ განცხადებაში საქართველო ნახსენები არ იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხადზე უცხადესია, რომ ეს ნათქვამი, უკრაინასთან ერთად, საქართველოსაც ეხება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ უკრაინაში მაიდნის სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალება მხოლოდ იმ მიზნით განახორციელეს ამერიკელებმა, რომ უკრაინა რუსეთისთვის მოეგლიჯათ, მისი გავლენის სფეროდან მთლიანად გამოეყვანათ და ნატოში ძალადობრივად შეეთრიათ. ძალადობის გარდა სხვა რა სახელი უნდა დავარქვათ იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოში, სადაც სხვადასხვა მონაცემით (ამ თვალსაზრისით ნამდვილი მონაცემები უკრაინის ხელისუფლებას, პრაქტიკულად, გასაიდუმლოებული აქვს) ორმოც პროცენტზე მეტი რუსი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს, რუსეთის მოწინააღმდეგე სამხედრო ბლოკის წევრად რომ შეჰყავთ. ეს არის მოსახლეობისთვის მათი ბუნებრივი განწყობის საწინააღმდეგო განწყობათა თავს მოხვევა, რაც საგარეო ურთიერთობებში აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის ხელწერად იქცა. ამერიკელები ისე შემაშფოთებლად გააქტიურდნენ შავ ზღვაზე, თუკი რუსეთის მხრიდან საკითხი რადიკალურად არ დაისმებოდა, ყველაფერი გლობალური დაპირისპირებისა და მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისა და აშშის პრეზიდენტების ვიდეორეჟიმში შეხვედრამ და მოლაპარაკებამ უკიდურესად დაძაბული ვითარება განმუხტა. ამგვარი შეხვედრების შემდეგ საკითხს, არამხოლოდ ფართო საზოგადოება, პოლიტიკური მიმომხილველებიც კი ასე სვამენ: რომელმა გაიმარჯვა და რომელი დამარცხდა, რაც მთლად ზუსტი მიდგომა არ არის. გააჩნია, რა რაკურსით შევხედავთ საკითხს. ამ შემთხვევაში, როდესაც საერთო დაძაბულობა მთლიანად თუ არ მოიხსნა, საგრძნობლად განიმუხტა, რა თქმა უნდა, არავინ დამარცხებულა, პირიქით, ყველა გამარჯვებულია, მაგრამ მაინცდამაინც ის თუ გვაინტერესებს, რომელი მხარის პოზიცია უფრო დაკმაყოფილდა, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლეს დონეზე წარმოებულ ამ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და დიპლომატიურ ორთაბრძოლაში რუსეთის პრეზიდენტმა გაიმარჯვა. ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან საუბარში პირდაპირი ტექსტით განაცხადა, რომ თქვენ თქვენი სახელმწიფოდან ათასობით კილომეტრის იქით გაწუხებთ რუსეთის არმიის ნაწილების განლაგება ჩვენსავე ტერიტორიაზე, ჩვენ კი _ ჩვენს საზღვრებთან არსებული ვითარება და, აქედან გამომდინარე, რუსეთის გლობალური უსაფრთხოების საკითხი გვაწუხებს, ამიტომ ვითხოვთ იურიდიულ გარანტიებს, რათა ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს. ასე პირდაპირ დასმულ საკითხზე ბაიდენის რეაქცია სწორი, მაგრამ დაუჯერებელი იყო. მან თქვა, რომ იგი უახლოეს მოკავშირეებთან მოილაპარაკებს რუსეთისთვის უსაფრთხოების იურიდიული გარანტიების მიცემაზე. ბაიდენმა ისიც ხაზგასმით თქვა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემთხვევაშიც არ აპირებს ამერიკული ჯარის გაგზავნას უკრაინაში, ვინაიდან უკრაინა არ არის ნატოს წევრი სახელმწიფო. ძალიან შორს ვდგავარ იმ გულუბრყვილობისგან, რომ ამერიკელთა და, საერთოდ, კოლექტიური დასავლეთის ნათქვამი დავიჯერო ან მათი ნათქვამისა ვიწამო, მაგრამ ჩვენ ამჟამად ამის შესახებ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვაანალიზებთ იმას, რა ითქვა შეხვედრისას და ვინ უფრო შეძლო აქამდე გახმაურებული პოზიციებისა და აღებული გეზის დაცვა. ორ პრეზიდენტს შორის გამართული საუბრის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ძუნწი ინფორმაციიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ რუსეთს მისხალითაც არ დაუხევია უკან, მაშინ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი იძულებული შეიქნა ეღიარებინა, რომ იმუშავებენ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტზე და ისიც, რომ ნატო უკრაინაზე რუსეთის აგრესიის შემთხვევაშიც კი ამ ქვეყანას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, ვინაიდან უკრაინა ნატოს წევრი არ არის. მართალია, ამ დიალოგის დეტალებზე საუბრისას ყველა მხარე მისთვის სასურველ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტის შექმნაზე თანხმობა უკვე საბოლოოდ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამჯერად რუსეთმა თავისი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ გახდებიან. ეს რომ ნამდვილად ასეა, მოწმობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული და ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის განცხადება, რომ რუსეთი ნატოსგან მოითხოვს, გააუქმოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემული პირობა:

ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად მოხდეს ბუქარესტის ნატოს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფა იმის შესახებ, რომუკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები”, როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოების ყველა ლიდერის ვალდებულებასთან წინააღმდეგობაში მყოფი _ “არ გააძლიერონ თავისი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე”. მოვითხოვთ, იურიდიულად მოხდეს შეთანხმების დამოწმება ამერიკისა და ნატოს სხვა წევრების შეტევითი შეიარაღების სისტემების განუთავსებლობის შესახებ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რუსეთს. ასევე მოვითხოვთ ნატოს კონკრეტულ რეაქციას ჩვენ მიერ ადრე წამოწეულ წინადადებებზე ევროპაში დაძაბულობის შემცირების შესახებ. მათ შორის: ოპერატიული სწავლებების რაიონის გადაწევას რუსეთნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე; საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების ზღვრულ დისტანციაზე მიახლოების შესახებ შეთანხმებაზე საშიში სამხედრო მოქმედებების აღსაკვეთად, პირველ რიგში, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში; რეგულარული დიალოგის განახლება თავდაცვით უწყებებს შორის რუსეთამერიკისა და რუსეთინატოს ხაზით. მოვუწოდებთ ვაშინგტონს, შეუერთდეს რუსეთის ცალმხრივ მორატორიუმს ევროპაში მიწისზედა საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განთავსების შესახებ, მოხდეს შეთანხმება და საჭირო ზომების შემოღება ორმხრივი ვალდებულებების შესრულების ვერიფიკაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ მიმართულებებზე რუსეთი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივი დიკუმენტების პროექტებს მოლაპარაკებების დასაწყებად შესაბამის ფორმატებში. კერძოდ, შევიტანთ კომპლექსურ წინადადებებს უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიების შესახებ სტრატეგიულ სტაბილურობაზე რუსეთამერიკის დიალოგის მორიგი რაუნდის მომზადების ფარგლებში. გამოვალთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამხედრო ასპექტების საგნობრივი განხილვისთვის თავდაცვის სამინისტროების ხაზით, ასევე რუსეთისა და ნატოს ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების მონაწილეობით. აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ეუთოც არ დარჩეს ევროუსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტის საკითხზე დისკუსიების მიღმა”.

რუსეთის ამ უაღრესად სერიოზულ განცხადებაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ მას ამ განცხადების გაკეთების საფუძველი შეექმნა. უკვე ისე შემობრუნდა ვითარება, რომ რუსეთი ნატოს მიერ ცამეტი წლის წინათ გაცემული იმ დაპირების გაუქმებას ითხოვს, რომლის შესახებაც საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება გაჰყვიროდა, ბუქარესტის სამიტზე მაპზე უკეთესი მივიღეთო. რუსეთი არამხოლოდ მომავალში, არამედ წარსულშიც იუმჯობესებს მდგომარეობას. საქართველო კი არამხოლოდ წარსულში აფუჭებდა საკუთარ საქმეს, არამედ მომავალსაც ღუპავს. ამის დასტურად თუნდაც ის განცხადება გამოდგება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ინიციატივის პასუხად გაავრცელა:

“საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია “აუცილებლად მიიჩნევს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების _ რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები” _ გაუქმებას (дезавуировать). 2008 წლის 3 აპრილს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატოს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატოს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ნატოში გაწევრება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატოს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატოს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღეს წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც გამოიხატება მეზობელი სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში”.

ამ ტექსტის ავტორს ერთგვარი რიხით კი გამოუთქვამს გულისნადები, მაგრამ “ოკუპაციისა” და “ანექსიის” ფუჩეჩს თუ მოვაცლით, მისგან არაფერი დარჩება. არაფერი გამოვიდა ამ ნატოსგან, ამ ოკუპაციისა და ანექსიის გაუთავებელი ძახილისგან, ამ ბუქარესტის სამიტისგან და ნატოს გენერალური მდივნის ცრუ მხარდაჭერისგან. აი, თუნდაც იმგვარი მხარდაჭერისგან, რომელიც ჩვენი სამინისტროს წყალწყალა და, ალბათ, მის მიერვე ნაკარნახევი ტექსტის პარალელურად რომ გამოაქვეყნა:

“ჩვენი პოზიცია უცვლელია. ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასახულია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი რუსეთიც არის. მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებებში სურს მონაწილეობა. ნატოს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, რომელშიც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, შეუძლია გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს”. არავითარი სურვილი არ მაქვს, ვინმე შეურაცხვყო, მით უმეტეს ისეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია, მაგრამ სხვა გზასაც არ მიტოვებს, _ ამ კაცს ან ყურში არ ესმის, ან ყურში ესმის, მაგრამ მისი ტვინი ვერ იგებს იმას, რასაც ეუბნებიან. აზრის უფრო გასაგებად გამოხატვა, ვიდრე ამას პუტინი აკეთებს, შეუძლებელია. აი, რა თქვა მან უკრაინის საკითხზე:

”Мы исходим из того, что наши озабоченности хотя бы на этот раз будут услышаны. До сих пор в течение предыдущих десятилетий мы постоянно говорили о наших озабоченностях и просили этого не делать, но, тем не менее, инфраструктура НАТО неизбежно приближалась к нашим границам. И теперь мы видим комплексы противоракетной обороны в Польше и Румынии. У нас есть все основания полагать, что то же самое произойдет в случае принятия Украины в НАТО, но уже на украинской территории. Ну как же мы можем об этом не думать? Это было бы преступным бездействием с нашей стороны – безвольно наблюдать за тем, что там происходит”.

თავში ქვა უხლია სტოლტენბერგსაც და ნატოსაც, მე მაგათ გასაგონად კი არ ვსაუბრობ, მე მინდა, საქართველოს ხელისუფლებას გავაგებინო: სხვაგვარად როგორ უნდა აგიხსნათ ადამიანმა უმარტივესად გასაგები ჭეშმარიტება? თქვენ უფლება გაქვთ, ის გზა აირჩიოთ, რომელიც მისაღებად მიგაჩნიათ, მაგრამ რუსეთსაც აქვს უფლება, მის საზღვრებთან მტრის რაკეტები არ დაუშვას. ვინაიდან თქვენ რუსეთის მტრების ბანაკში ჩაეწერეთ, თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც რუსეთი იწყება, გაიგეთ? რა თქმა უნდა, ვერ გაიგეთ, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტმა ეს მარტივი ჭეშმარიტება თქვენს მბრძანებელს, ბატონ ბაიდენს გააგებინა. მორჩა და გათავდა. აღარც პუტინს და, სხვათა შორის, არც მე აღარ მაინტერესებს თქვენ რისი გაგების უნარი შეგწევთ და რისი არა. ახლა მთავარია, ქართველმა ხალხმა გაიგოს ის სრულიად ახალი რეალობა, რომელიც პუტინსა და ბაიდენს შორის 8 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შედეგად დადგა. ეს ახალი რეალობა ასე გამოიყურება:

აღარ არის ნატო! მოკვდა ნატო!

ვეღარ იხილავთ ნატოს ბათინკებს საქართველოს (ვერც უკრაინის) მიწაზე!

ამიერიდან ნატო თავის ბოროტ დინგს ვეღარ შემოყოფს იქ, სადაც არაფერი ესაქმება!

ახლა, რაც გენებოთ, ის უქენით იმ ფარატინა ქაღალდს, რომელზეც ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს მუხლია ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვით საქართველო და უკრაინა ოდესმე ნატოს წევრები იქნებიან. ამ ქაღალდის ბედი, რომელსაც დასავლეთსა და ნატოზე შეშლილმა სააკაშვილმა და ნაციონალებმამაპზე უკეთესიუწოდეს, ყველაზე უარესი შედეგით დამთავრდა. ამ სრულიად ახალი რეალობის მიუხედავად, რომელიც 8 დეკემბერს დადგა, თქვენ კვლავაც არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ შინაარსობრივად გახუნებულ და აზრდაკარგულ იმ ფარატინა ქაღალდზე ლოცულობთ, რომელიც პუტინმა ბაიდენის აკანკალებული ხელებით თავზე გადაგახიათ. რუსეთთან ლაპარაკი არ გსურდათ, ხომ? აღარც რუსეთს სურს თქვენთან ლაპარაკი, იგი თქვენს მბრძანებელს დაელაპარაკა და მას გააკეთებინა ის, რასაც თქვენ თუ გააკეთებდით, რუსეთისგან ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს მიიღებდით, ახლა კი ვერაფერს ვერ მიიღებთ. ახლა ბაიდენის ახალ დირექტივას დაელოდეთ, რომ, რაკი ნატო მსოფლიოში ძალთა შორის ბალანსისა და მშვიდობის შენარჩუნების უმაღლესი იდეალისადმი პატივისცემის გამო აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს აცხადებს, ამ ორგანიზაციის წევრად საქართველოსა და უკრაინის მიღება განუსაზღვრელი ვადით გადადებულია.

P. S. რუსეთის პრეზიდენტმა სენსაციური განცხადება გააკეთა: Ведущие военные державы мира, безусловно, будут обладать таким же оружием, которое есть сегодня у России, я имею в виду гиперзвуковое оружие, Но мне думается, что мы сможем приятно удивить наших партнеров тем, что когда у них это оружие появится, с большой долей вероятности, у нас появятся средства борьбы с этим оружием“.

არ ვიცი, როდის გამოიღვიძებს ან გამოიღვიძებს თუ არა საერთოდ ქართული საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ნატოს უპირატესობის ეპოქა, დიდი ხანია, დასრულდა. ილიასი არ იყოს, “ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს”.

1 COMMENT

  1. ბატონი ვალერი იმ ჭეშმარიტებას ამბობს, რასაც მეტ-ნაკლებად ჭკუაზე მყოფი და დაფიქრებული ადამიანი ხვდება. რუსეთთან ომს (რასაც მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში აუცილებლად ექნება ადგილი) ვერავინ გაბედავს, საქართველოსა და თუნდაც უკრაინის ნატოში შეთრევის სანაცვლოდ, შესაბამისად, იქ რაკეტებს ვერ დააყენებს. შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებებისა, შეეხება გავლენის ზონების უფრო მკაფიო გამიჯვნას, რის შედეგადაც, ეჭვი არ მეპარება, საქართველო რუსეთის გავლენის ზონაში მოექცევა. ცუდი იქნება ეს იმ გაგებით, რომ საქართველო არ იქნება ამ შედეგის დადგომის თანამონაწილე, შესაბამისად მას შემდგომში გაუჭირდება რუსეთთან რაიმე კომპრომისის მიღწევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here