Home რუბრიკები საზოგადოება უმადური კაცი და ერი არც ღმერთს სჭირდება და არც კაცობრიობას!

უმადური კაცი და ერი არც ღმერთს სჭირდება და არც კაცობრიობას!

9609
რუსეთი-საქართველო

რომ გაიძახიან უმადურები, 700 ათასი ქართველი სხვის ომში იბრძოდაო, მინდა ვკითხო მათ: ჰიტლერი საქართველოში ფოჩიანი კანფეტების დასარიგებლად მოდიოდა? აი სულ მაგ აზრზე იყვნენ გებელსი და ჰიმლერი!

არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც მადლიერება, სხვათა ამაგის დაფასების უნარიდა არაფერი იწვევს ისეთ ზიზღს, როგორც უმადურობა. უმადურობა დიდ ცოდვადაც ითვლება ნებისმიერი აღმსარებლობის ხალხში. გაიხსენეთ, როგორ ისჯება უმადურობა ქართულ, სპარსულ, არაბულ თუ სხვა ხალხთა ზღაპრებში. ამირანის მითის გახსენებაც კმარა, რომლის მიხედვითაც, ამირანი უდიერებისა და უმადურობის გამოჩენისთვის უფალმა კავკასიის ქედს მიაჯაჭვა და საუკუნო სატანჯველში ჩაგდოხალხის ცნობიერებაში ასე დაისაჯა უმადურობა და მასზე დამყნილი სიბრიყვე. ერთმა უმადურმა და ბრიყვმა კაცმაც კი შეიძლება უსიამოვნება მოუტანოს საზოგადოებას და, თუ ბევრი გაბრიყვდა, მტრისას! ჩვენდა სამწუხაროდ, უმადურობამ და სიბრიყვემ დაგვრია ხელი ქართველობას და, კარგა ხანია, ვისჯებით განგებისგან, მაგრამ მაინც ვერ მივმხვდარვართ ჩვენს სიბრიყვეს.

საქართველოში ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნა 1980-იანი წლებში აგორდა და ხალხის მასები აიყოლია. ხალხის გაბრიყვებას კი ბევრი არაფერი უნდა: დაჰპირდი მუქთა სმა-ჭამას და იმწამსვე გადაეკეტება აზროვნების უნარი. აბა, სხვა რა იყო 1980-იან წლებში ჩვენი ხალხის აღტყინების მიზეზი?!

დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ გვექნება, ჩვენს ულევ სიმდიდრეს ჩვენვე მოვიხმართ და ვიცხოვრებთ ბედნიერადო, _ ასე ეგონა ხალხის ნაწილს. ჩვენ მხოლოდ ბორჯომის წყალი და მარგანეცი გვაცხოვრებს, სხვა რომ არაფერი იყოსო, _ მიმტკიცებდა მეგობარი მწერალი და მას მხარს აქტიურად უბამდა მასზე უფრო ხნიერი და გამოცდილი პიროვნება, აგრეთვე, მწერალი. ბორჯომი _ ბორჯომად, მაგრამ ჩვენი ჩაი? მსოფლიოში საუკეთესო ჩვენი მარგანეცი, ღვინო, ციტრუსები? ახლა ელმავლები (რომლებსაც თურმე მუქთად ვაძლევდით რუსეთსა და სხვა რესპუბლიკებს), ქართული თუჯი და ფოლადირას ამბობთ, კაცო, შეიხებივით ვიცხოვრებთ! _ ქადაგებდნენ სხვები. რუსეთს მიაქვს ჩვენი ეროვნული შემოსავლის დიდი ნაწილი _ ეს იყო მთავარი მოტივი, რომელსაც ბრმად მიჰყვა მოსახლეობის დიდი ნაწილი.

ქართველი ბუნებით ისედაც სულსწრაფია (დღევანდელი კვერცხი რომ ურჩევია ხვალინდელ ქათამს, მე არ დამიბრალებია მისთვის) და, ამისთანა “კეთიდღეობის პერსპექტივა” რომ დაანახვეს, არიქა, ჩქარა მოვიპოვოთ დამოუკიდებლობაო, _ იხუვლეს და “დამპყრობელი” და “კოლონიზატორი” რუსეთის ძირფესვიანად ამოთხრა მოინდომეს ქართველთა შეგნებიდან.

ამას წინათ ერთერთ პოპულარულ სატელევიზიო გადაცემაში მწერალმა, მეცნიერების დოქტორმა და პროფესორმა განაცხადა, თუ რამე ტერიტორია გვაქვს დაკარგული, ყველაფერი რუსეთის მიერაა წართმეული, სხვას ერთი გოჯიც არ მიუტაცებიაო. აბა, ტაოკლარჯეთი და სხვა ტერიტორიები, თურქეთის შემადგენლობაში რომ არის, ნებაყოფლობითაა გადაცემული? _ მორიდებით ჰკითხა ერთმა ისტორიკოსმა. ის ტერიტორიები ბიზანტიას ეკუთვნოდა და თურქეთმა მემკვიდრეობით მიიღოო, _ ისე გაწიწმატებულმა შეუტია იმ მწერალმა ისტორიკოსს, თითქოს თვითონ იყო ისტორიკოსი, ის მორიდებული კაცი კი _ მწერალი.

მომხრე ვარ, ყველა მეზობელთან ვიმეგობროთ, წარსული ცოდვები ერთმანეთს არ გავახსენოთ, მაგრამ ასეთი უმადურობა ღვთის საწყენი საქმეა და დავისჯებით უთუოდ. დღევანდელ თურქეთს ღმერთმა სიკეთე მისცეს, მაგრამ, რა უბედურებაც თურქეთმა საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს დააწია, წერა-კითხვის მცოდნე კაცმა არ უნდა იცოდეს?! არა, იმ პროფესორს ეს როგორ არ ეცოდინებოდა, მაგრამ რუსეთზე უნდა ეთქვა, _ დამპყრობელიაო და ვეღარ მოზომა სათქმელი.

არადა, ვინ არ იცის, რომ 1801 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა (“შეუერთდადაარა დაიპყრო”), თურქეთის საზღვარი იქით _ ნატანებთან, აქეთ _ ბორჯომსა და წალკასთან გადიოდა. ახალციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია 1821 წელს წაართვა თურქეთს რუსეთმა (ომში ქართველებიც მონაწილეობდნენ), აჭარა კი 1878 წელს დაუბრუნეს საქართველოს.

იმის შეხსენებით თავს არავის შევაწყენ, რამდენ ნაწილად იყო დაყოფილი საქართველო რუსეთთან შეერთებამდე და გაერთიანების არანაირი პერსპექტივა რომ აღარ არსებობდა. თვით აღმოსავლეთ საქართველოც არ იყო ერთიანი. იმ “მწერალს” უნდა სცოდნოდა, რომ ქართველები ერეკლე მეორეს ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედ არ მიიჩნევდნენ, მაგრამ, მისი დიდი პიროვნული ავტორიტეტისა და პოპულარობის გამო, აღიარებდნენ მეფედ, მაგრამ, როდესაც მისი შვილი გიორგი XII გამეფებიდან ორი წლის თავზე აღესრულა, ქართველებმა დავით XII ტახტზე არ დასვეს _ მაგან კახეთში იმეფოსო. ერეკლეს შვილებიც კახთა ბატონებად თვლიდნენ თავს, ამიტომ არ ამოუდგნენ ერეკლეს მხარში შვილები კრწანისის ბრძოლაში (უფროსი შვილი და ტახტის მემკვიდრე სიღნაღში ქეიფობდა კრწანისის ბრძოლის დროს)… ერეკლეს შთამომავალი დავითი ქართველებმა ტახტზე არ დასვეს, _ ბაგრატიონ-მუხრანელი უნდა იყოსო მეფე, ატყდა ჩხუბი, დახოცეს კინაღამ ერთმანეთი ქართლელმა და კახელმა თავადებმა. სწორედ ამის შემდეგ ურჩია ქართველებს რუსეთის საექსპედიციო ჯარის უფროსმა გენერალმა, თუ არ ვცდები, ლაზარევმა: რად ხოცავთ ერთმანეთს, სთხოვეთ ერთმორწმუნე რუსეთის მეფეს და იქნებ დაითანხმოთ საქართველოს მეფობაზეო. ეს რა კარგი რამე გვირჩიეო, _ გაუხარდათ ქართველებს და მყისვე აფრინეს თხოვნის წერილი პეტერბურგში. წერილს ხელს აწერდნენ ქართლელებიცა და კახელებიც. ისიც ცნობილია, რომ რუსეთის მეფე მაშინვე არ დაეთანხმა ქართველების თხოვნას (ალბათ, ყასიდად), _ ჩვენ უზარმაზარ იმპერიას უნდა ვუპატრონოდ და სად შეგვიძლია, კიდევ სხვა სახელმწიფოც შევიერთოთო, მაგრამ ქართველები არ მოეშვნენ და “დაიყოლიეს” ბოლოს. ჯანდაბას თქვენი თავიო, _ უთქვამს რუსეთის ხელმწიფეს, და შეერთების აქტზე ხელი მოუწერია.

აი, ასედაგვიპყრორუსეთმა.

ახლა ვნახოთ, როგორი საქართველო ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის (შემდეგ კი _ საბჭოთა კავშირის) შემადგენლობაში.

XIX საუკუნეში დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურობა აუჯანყდა რუსეთის ხელისუფლებას, პრივილეგიების მიხედვით ჩვენც რუს თავადაზნაურობას გაგვიტოლეთო. კარგიო, _ უთხრეს, _ შეადგინეთ პეტიცია და მას თავადაზნაურობამ მოაწეროს ხელიო. შეადგინეს პეტიცია და ქართველი თავადაზნაურების ათმა პროცენტმა(!) მოახერხა ხელის მოწერა, ოთხმოცდაათმა(!) პროცენტმა ჯვრის დასმა შეძლო მხოლოდ.

რუსეთთან შეერთებამდე საქართველოში არც ერთი საერო სკოლა არ არსებობდა. მხოლოდ 1802 წელს გაიხსნა პირველისახალხო სასწავლებელითბილისში, 1804 წელს _ “თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი”. 1817-1820 წლებში სასულიერო სემინარიები გაიხსნა თბილისში, გორში, სიღნაღში, ქუთაისში, მარტვილში. 1830 წელს დაარსდა სამაზრო სასწავლებლები თბილისში, ქუთაისში, გორში, სიღნაღში, მარტვილში, დუშეთში, ახალციხეში. უკვე 1830 წელს საქართველოში იყო 90 სკოლა. შემდგომ სკოლების ქსელი ინტენსიურად ფართოვდებოდა. ამასთანავე, იზრდებოდა კერძო სასწავლებელთა ქსელი; 1835 წელს მათმა რაოდენობამ 72- მიაღწია. იქმნებოდა პროფესიული სკოლები და გიმნაზიები. უკვე XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში 21 გიმნაზიის ტიპის საშუალო სკოლა იყო. დაწყებითი სკოლების ქსელზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.

სახელმწიფო სკოლების პარალელურად “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ” ათობით სკოლა გახსნა ოფიციალური ხელისუფლების ხელშეწყობით. უკვე XIX საუკუნის შუახანებში, ოფიციალურ სახელისუფლო გაზეთებთან ერთად, არსებობდა საზოგადოებრივი ჟურნალ-გაზეთები: ლიტერტურული, საზოგადოებრივ-პუბლიცისტური, საყმაწვილო გამოცემები. თბილისსა და ქვეყნის მნიშვნელოვან ცენტრებში გაიხსნა თეატრები და ა.შ. ინტენსიურად ყალიბდებოდა ქართული ეროვნული ცნობიერება. ეროვნულ-საზოგადოებრივ ასპარეზზე წარმატებით მოღვაწეობდნენ რუსეთში განათლებამიღებული დიდი ქართველი მოღვაწენი, რომლებიც საფუძველს უყრიდნენ ერთიანი საქართველოს ახალ კულტურასა და განათლებას.

საქართველომ დაისვენა ომებისგან და ქართველი ფიზიკურად გადარჩა.

საბჭოთა პერიოდში როგორ განვითარდა საქართველოს კულტურა და ეკონომიკა, მეცნიერება და სპორტი, ამაზე ლაპარკიც კი უხერხულია წიგნიერ საზოგადოებაში, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ქართული საენათმეცნიერო, საისტორიო, მათემატიკური, ფსიქოლოგიური სკოლები, ქართული თეატრი, ქართული კინო, ქართული ფეხბურთი მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა და ანგარიშგასაწევ ფენომენად მიიჩნია.

ახლა პატიოსანმა კაცმა გულზე ხელი დაიდოს და ღვთის წინაშე დაიფიცოს: ეს ყველაფერი რუსეთის დახმარების გარეშე შესაძლებელი იქნებოდა?

რა თქმა უნდა, ოქტომბრის რევოლუციას ბევრი უბედურება მოჰყვა, როგორც, საერთოდ, მოსდევს ხოლმე რევოლუციებს _ საფრანგეთის დიდი რევოლუცია იქნება ეს თუ ინგლისის ბურჟუაზიული, მაგრამ ეს უბედურება, უწინარესად და ყველაზე სასტიკად, რუსეთს დაატყდა თავს (ისიც უნდა ითქვას, რომ ოქტომბრის რევოლუციის ლიდერთა შორის თითებზე ჩამოსთვლელი იყო რუსი): არისტოკრატია, რომელიც ელიტური რუსული ინტელიგენციის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა, გაჟლიტეს ან ემიგრაციაში გააქციეს. რუსი ინტელიგენცია ჩაანაცვლეს წერა-კითხვის უცოდინარმა ავანტიურისტებმა, რომლებიც მსოფლიო რევოლუციის ბოდვითი იდეებით ტვინს უბნელებდნენ “მშიერმუცელა მონებს”.

რომ არა სტალინის ფენომენი, მასონური ბანდა, ოქტომბრის დაგატრიალების შემდეგ რუსეთის უზარმაზარი იმპერია რომ ჩაიგდო ხელში, მსოფლიოს თუ არა, ჩვენ უსათუოდ გადაგვიყოლებდა ისტორიის უფსკრულში. აქაც რუსეთმა და მისმა მართლმადიდებულმა ეკლესიამ მიიღო ძირითადი დარტყმა და თავისი სისხლითა და ხორცით ამოყორა ურჩხული. იმ რევოლუციურ ჯოჯოხეთში რუსი ხალხი ენდო და ბოლომდე გაჰყვა სტალინს, გლობალისტურ-მასონურ წარღვნას გადარჩა თვითონ და გადაარჩინა რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხები, მათ შორის, ქართველებიც.

მერე იყო და, ხაკისფერი ურჩხული დაემუქრა კაცობრიობას გერმანული ფაშიზმის სახით, რომელმაც ლავასავით გადაუარა ევროპას და კავკასიონის მისადგომებთან მოიტეხა კისერი. კი, ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საქმეში (ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი მთავარსარდალი ქართველი იყო), მაგრამ რუსი ხალხის გარეშე ჩვენ ჰიტლერის ურდოების შემჩერებელი ვიყავით? ახლა რომ გაიძახიან უმადურები, 700 ათასი ქართველი სხვის ომში იბრძოდაო, მინდა ვკითხო მათ: ჰიტლერი საქართველოში ფოჩიანი კანფეტების დასარიგებლად მოდიოდა? აი სულ მაგ აზრზე იყვნენ გებელსი და ჰიმლერი!

უმადურობამ აპოგეას ჩვენს დღეებში მიაღწია, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ, ვისაც ზნეობრივი სიფხიზლე არ დაუკარგავს, ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგ ამ უზნეო ბრძოლას წინ უნდა აღუდგეს. ასე თუ არ მოხდა, თაობები მახინჯი ეროვნული ცნობიერებით აღიზრდებიან და ისე აღმოვჩნდებით ნიანგის ხახაში, გონს მოსვლასაც ვერ მოვასწრებთ.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ დავინახოთ, როგორ ვისჯებით ჩვენი უმადურობის გამო. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სასჯელი ჩვენი ხელისუფლება და მისი ცინიკური სიტყვიერი თუ საქმიანი ურთიერთობაა ხალხთან. მეორე სასჯელი არის ის, რომ ქართულ მიწაწყალს, რომელსაც ჩვენი წინაპრები სისხლითა და ოფლით იცავდნენ სამი ათასი წლის განმავლობაში, უცხოელები ეპატრონებიან და იმ დამცველთა შთამომავლებს თავიანთ მიწაზე გავლას უშლიან. მესამე და ყველაზე საშინელი სასჯელი კი ქართული ენის ფეხქვეშ გათელვა, დაცინვა და აბუჩად აგდებაა.

გახსოვთ, ალბათ, როგორი აღშფოთებული ვიყავით ქართველები 1980-90-იან წლებში: რატომ არის აბრებზე წარწერები რუსულად და ქართულად, მხოლოდ ქართულად უნდა ეწეროსო. როგორც კი “გავთავისუფლდით”, მაშინვე ვეტაკეთ და მეტროპოლიტენის ვაგონების კარებზე რუსულად (ქართულთან ერთად) რომ ეწერა “Не прислонятъся”, ავფხიკეთ. ახლა სასტუმრო “ივერიას” “რედისონი” რომ დაარქვეს და ქართული წარწერა არსად ჭაჭანებს, ვითომც არაფერია?! ასეთი ეროვნული გამოთაყვანება ღვთის სასჯელია, აბა, რა არის!

სანამ ჩვენს უმადურობას არ მოვინანიებთ, სანამ ისტორიულ სიმართლეს გულწრფელად არ ვაღიარებთ, ღმერთი არ შეგვიწყალებს ქართველობას. უმადური კაცი და ერი არც ღმერთს სჭირდება და არც კაცობრიობას.

ზურაბ ცუცქირიძე

19 COMMENTS

    • ანონიმ გამოჩმდი ჯერ….მერე ისტორიას გადახედე და მერე დღევანდელობას.ბოლოს გამოდი სადისკუსიო ასპარეზზე,იქნებ უკეთ გაგიშიფრონ ზემორე სტატიის შინაარსი.- კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო!(ხალხური)

  1. ცოტაც მოვითმინოთ ქართველებო და მალე, სულ მალე, საქარტველოს ჩაყლაპავს აზია კერძოდ თურქეთი, ირანი არაბეტი ინდოეთი და ა.შ. დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარ–ჯოს, არ ვარგა გაუმარ–ჯოს! გაუმარ–ჯოს! გაუმარ–ჯოს! ვაშაააა!!! გადადექი! გადადექი! ვაცხადებ შიმშილობას უვადოოოსს!!!! ეეე ხალხო გავიღვიძოთ, 21–ე საუკუნეა!!! ეხ, არა შეჯდა მწყერი ხესაოოოო!!! ვაი ჩვენს პატრონს!!!

  2. უფასო სმა ჭამას დაპირდნენო, უფასო კომუნიზმში რომ იყო იმდენი სადიყო რამე, მაგრამ თავისუფლების იდეა არგესმით მონებს <3

  3. ერთ ორმოში ჩაგსხავთ მაგ ე წ თავისუფლების მოტფიალეებს, გაშიმშილებთ 50 დღე და როგორ იგალობებთ თავისუფლებაზე უნდა გიყუროთ კუჭი ნაწლავების ჭამას რომ დაიწყებს, თვისუფლება გიჟთა სურვილია და მასზე გამუდმებით მხოლოდ მონები საუბრობენ, ესეც გექნებათ გაგებული

  4. თავისუფლება გამოცხადდა თუ არა ეცნენ ფაბრიკა ქარხნებს ქართველები დაანგრიეს დააქუცმაცეს შეყლაპეს ეგ იყო იმათთვის თავისუფალი საქართველო იმის მაგივრად რომ ეპატრონათ ემუშავებინათ აღგავეს მიწისაგან პირისა და გაზიდეს თურქეთში იშოვეს ფულები და მაგაშიც რუსეთი ყოფილა დამნაშავე

  5. ამ სტატიაში სრული სიმართლეა. ერთს დავამატებ: დავითს ქართველებმა კი არა ქართლელებმა უთხრეს გამეფებაზე უარი, თუმცა თავისი ახლო ნათესაობაც ებრძოდა, ყველას მეფობა სუღდა, თორემ პეტერბურგიდან სამეფო ატრიბუტიკაც კი გამოუგზავნეს. ჰო, კიდევ მეორე: მთავარმართებელი რტიშჩევი იმპერატორ ალექსანდრესთან ჩივის გაოცებული, ქართველ თავადაზნაურობას სწავლა არ უნდა, არადა აღზრდითა და განათლებით ხომ უნდა ამართლებდნენ თავიანთ წარმომავლობასო. და კიდევ, ბნელებს ჰგონიათ, რომ საქართველო (თუმცა ასეთი სახელმწიფო 175 წლიდან აღარ არსებობს) შეუერთდა რუსეთს, არადა მხოლოდ ქართლ-კახეთი შეუერთდა.

  6. 25 წელია რუსეთში ვცხორობ, ვიცი რა ხალხიც არიან. რა თქმა უნდა ბევრი მინსი აქვთ, მაგრამ არც ჩვენ არ ვართ ანგელოზები. ჩვენ ვითხოვთ რომ ესენი ჩვენნაირები იყვნენ და გვგონია რომ ჩვენ იდეალურები ვართ, მაგრამ აბა ამათ შეეკითხე… არცეთ ერს არ აფასებენ რუსები ისე როგორც ქართველებს, დღესაც კი თითქმის ყველა სფეროში წამყვანი როლი ქართველებს უკავია. ზოგიერთები რუსებს ამორალურებს და ალკოგოლიკებს ეძსხიან, მინდა შევეკითხო მათ– აბა ფედარასტი ევროპელები ჯობია?…

  7. იქნებ ჯობდა გერმანიას დავეპყარით გერმანიის კოლონია ვყოფილიყავით ვიდრე რუსის?

  8. Шемогевлос чеми тави! 100% ит симартле дагицериа!!! Рам гаабруа ес халхи , вер вхдеби….

  9. Yochag bolos da bolos vigacam amoigo xma ras ambobt exla tavisuplebis mere xom gabrwyinda saqartvelo tavisupleba erteulebistvisaa miliardebs rom etamashebian rusetis dros mat amis upleba ar qondat sacodavi xalxi urnebshi rom daezeben purs vinme pikrobs matze amdeni gakirvebuli da xelgawvdili chems cxovrebashi ar minaxavs sacodavi vakkacebi shewiret uazro brzolas vai mat dedebs visi shvilebic iyvnen tkven rasnagvlobt sxvadasxva mxares iparebodnen gmerto chemo rodisme movaa iseti mtavroba rom tavis jibeze dsakutar ketildgeobaze ar ipiqrebs da xalxs ki ara chems sacodav winaparta sisxlit morwyul danawevrebul dapataravebul gasacodavebul samshoblos saketildgeod ipiqros da ushvelos gmerto dagvexmare mogvivline aseti pirovneba ra ikneba ise ar movkvde gabrwyinebuli ver vnaxo chemi bedkruli samshoblo da sawyali xalxi gaxarebuli ras gshvelit evropa ver vxvdebi ikneb charicxul pulebs gulisxmobt erteulebi rom mdidrdebian metireba pirdapir

  10. პატივცემულებო. თქვენ როგორც ვატყობ ისტორიასთან მწყრალად უნდა იყოთ…დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 80 იან წლებში დაიწყო თქვენი აზრით? და მაერტო სმა ჭამისთვის.? კიდევ კარგი თქვენზე არ იყო დამოკიდებული თორემ.ისევ ,” დეპოში” ვიქნებოდით. ასე უპასუხისმგებლოდ წერა არ შეიძლებ.. ერს შეურაცყოფთ…

  11. ამ სტატიის ავტორი ძაან უბერავს რაა! კომუნისტებმა ხომ სულ ფოჩიანი კანფეტები გვირიგეს. კომუნისტები და ფაშისტები ერთნაირი ბოროტებაა და რაც აქ წერია არის სრული დემაგოგია. რუსეთი ტერიტორიებს თავის იმპერიას უმატებდა, საქართველოს კი არ უბრუნებდა და თუ რამეს აკეთებდა, იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ქართველების სიყვარულით, რაც ბუნებრივია. და ჩვენზე ზრუნვითაც რომ ეკეთებინა (რაც სისულელეა), როგორ გამოვხატოთ მადლიერება? განვითარებაზე და დამოუკიდებლობაზე ვთქვათ უარი და ისევ რუსეთს შევუერთდეთ, თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვცნოთ ცალკე სახელმწიფოებად?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Nato Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here