ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და უკრაინას 3 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა.
2013 წელს კიევმა 3 მლრდ-ზე მეტი დოლარის მოცულობის ორწლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც “რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა” შეიძინა. შემდეგ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა და ვალის დაბრუნება დავის საგანი გახდა. რამდენიმე დღის წინათ კი ლონდონის სასამართლომ 29 მარტის გადაწყვეტილება დააკონკრეტა და უკრაინას, ვალად აღებული თანხის გარდა, დამატებით 75 მილიონი დოლარის გადახდაც მოუწევს საჯარიმო პროცენტის სახით.