Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინას რუსეთისთვის 3 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრეს

უკრაინას რუსეთისთვის 3 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრეს

733
ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო

ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და უკრაინას 3 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა.

2013 წელს კიევმა 3 მლრდ-ზე მეტი დოლარის მოცულობის ორწლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც “რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა” შეიძინა. შემდეგ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა და ვალის დაბრუნება დავის საგანი გახდა. რამდენიმე დღის წინათ კი ლონდონის სასამართლომ 29 მარტის გადაწყვეტილება დააკონკრეტა და უკრაინას, ვალად აღებული თანხის გარდა, დამატებით 75 მილიონი დოლარის გადახდაც მოუწევს საჯარიმო პროცენტის სახით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here