ოღონდ კლიენტები არ დაკარგონ!
ფულები რომ არის ჩვენი გამხარებელი, პირველად საჯაროდ მაკარმა განაცხადა, თბილისელმა სოვდაგარმა, ქეთოს მამამ და კოტეს სიმამრმა: წაიმღერა სიკო დოლიძის ოპერაში. საუკუნის წინათ.
სულ ახლახან კი, 2017 წლის 3 აპრილს, ამ კონსტანტასადმი ერთგულება ორიგინალური ფორმით გამოხატა დიდი ბრიტანეთის ოთხმა უმსხვილესმა ბანკმა _ HSBC-მ, Lioyds Banking Croup-მა, Barclays-მა და The Royal Bank of Skotland-მა.
თავიანთ კლიენტებს _ მამათმავლებს, ლესბოსელებსა და ტრანსგენდერებს დაუწვა “ნამეტნავი” პატივისცემის ნიშნად.
ფულის გულისთვის.
ჩვეულებრივ, ბანკების თანამშრომლები, რომლებიც კლიენტების მიმართ ზრდილობიანი დამოკიდებულების სანიმუშო გამოვლენით ხასიათდებიან, ლგბტელთა რაოდენობის მომრავლების გამო პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ _ როგორ მიმართონ ამ “არატრადიციონალებს” ისე, რომ გენდერული თანასწორობის პრინციპები არ შელახონ?!
დაფიქრდნენ ბანკირები და მიაგნეს გამოსავალს: უშუალო ურთიერთობების დროს თუ არა, საქმიან მიმოწერაში მაინც, აქამდე სავსებით საკმარისი იყო კლიენტის გვარის წინ Mr (მისტერ), Ms(მისს), Mrs (მისის) და sir (სერ) დაწერა. მაგრამ შეიცვალა დროება და “მისტერი” შეიძლება “მის” აღმოჩნდეს, “სერი” კი _ “მისის”. ჰომოფობობის იარლიყს მოგაწებებენ!
მიდი და ედავე…
ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მოიგონეს: Mx, Mre, Msr, Sai და მისთანანი. რომელი რას ნიშნავს, მომკალით, არ ვიცი.
არც შენ გჭირდება, მკითხველო, “ვინც არ უნდა იყო მანდ, ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი, მტერი თუ მოყვარე, მეზობელი თუ ნათესავი”, რადგან სიხარულით ბანკის კარის გაღება შენი საქმე არ არის.
ხოლო ვისიც არის, იმათ საერთო ენა უჩვენოდ გამონახეს…
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ლესბოსელების მიერ ბავშვების შვილად აყვანა ნარკომანების “ნემსს” შეადარეს
ოჯახის, დედობისა და ბავშვების დაცვის საკითხების რუსეთის საპატრიარქოს კომისიის თავმჯდომარემ, დეკანოზმა დიმიტრი სმირნოვმა ჰომოსექსუალი “მშობლები” ბავშვებისთვის გამიზნულ
ნარკომანის “ნემსს” შეადარა.
“…ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ, როდესაც ბავშვს მიაკუთვნებენ ლესბოსელ დედას და იგი წელიწადის განმავლობაში გაივლის იქაურ “სკოლას”, შემდეგ ამ უკუღმართი საზოგადოებიდან მისი გამოყვანის ყველა გზა მოჭრილია. იგი ამ “ნემსზე” ზის”, _ თქვა სმირნოვმა.
როგორც ნარკომანი.
მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ “ოჯახის” ერთნაირსქესიანი მოდელი ხელს უწყობს ცხოვრების გარყვნილი წესის მიმდევარი თაობის კვლავწარმოებას.
ერთად იქნებიან იმ ქვეყნადაც… ფერფლის სახით
ტოკიოს ერთ–ერთი რაიონის _ ედოგავას ბუდისტურმა ტაძარმა შესაძლებლად მიიჩნია ერთნაირსქესიანთა მიცვალებული წყვილების ერთად დამარხვა.
იაპონიაში ბუდისტური წესით მიცვალებულთა 99,8 პროცენტის კრემაცია ხდება. მათ ფერფლს საგვარეულო სასაფლაოზე მარხავენ. გეიქორწინებები იაპონიაში აკრძალულია. მხოლოდ რამდენიმე რაიონსა და ტოკიოს ორ რაიონშია ლეგალიზებული. გარდაცვლილი ჰომოსექსუალების ჭირისუფლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მათთვის უცხო ადამიანის საოჯახო სასაფლაოზე დამარხვას.
ზემოთ დასახელებულ ტაძარში ჭირისუფლებს სთავაზობენ ერთსქესიანი წყვილებისთვის გამზადებულ სპეციალურ საფლავის ქვას, რომელიც მარმარილოსგან კეთდება, ცილინდრული ფორმისაა და სიმაღლით ერთი მეტრი და ოცი სანტიმეტრია, ეწოდება “ანდო”.
ამ სიტყვას ქართულ “ნდობასთან” საერთო არაფერი აქვს, რადგან იაპონურად ნიშნავს “შვების მიცემას”, “ამოსუნთქვას”. მიცვალებულების იმქვეყნიური შვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ გვერდის მომზადების შემდეგ ავტორი ნამდვილად გრძნობს შეღავათს და წერტილის დასმისთანავე “სეიფგარდის” საპნით, რომელიც ბაქტერიებს პირწმინდად სპობს, ყოველთვის ხელს იბანს.
“ცისფერებზე” ანეკდოტები შენთვის შეინახე
ერთ ანეკდოტს მოგიყვებით.
ლგბტ საზოგადოების ოფისში მიდის ახალგაზრდა კაცი და იქაურებს ეუბნება:
_ გეი ვარ და მიმიღეთ.
_ მსახიობი ხარ?
_ არა.
_ ბალერონი?
_ არა.
_ ესტრადის მომღერალი?
_ არა.
_ კუტურიე?
_ არა.
_ აბა, ვინა ხარ, გენაცვალე, რომელი პროფესიის?
_ ზეინკალი ვარ, მუშა.
_ შენ გეი კი არა, პედერასტი ყოფილხარ და აქ არაფერი გესაქმება.
ძველია, წვერებიანი, იმდროინდელი, როცა ლგბტელები ის-ის იყო ასპარეზზე გამოდიოდნენ და ამიტომ შეიძლება არც გაგეცინოთ.
მაგრამ, ღმერთმა დაგიფაროთ, არ გაბედოთ, არ მოყვეთ კანადაში ეს ან სხვა ანეგდოტი მამათმავლების შესახებ, რადგან ან დიდ ჯარიმას გადაგახდევინებენ, ან ციხეში ამოგაყოფინებენ თავს.
“_ სადოური კანონია?!
_ იქოური!”
ანეკდოტების მოყვარულთა თავზე სწორედ ასეთი დამოკლეს მახვილია დაკიდებული ვანკუვერში, ტორონტოში, მონრეალში და არ ღირს გარისკვა. გეების დაცინვა აქ აღზევებულია “სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩადენის” დონემდე.
საიდან გავიგე?
წავიკითხე ინტერნეტში გამოქვეყნებული დოკუმენტი “არასასურველი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში რეკომენდებული ქცევის საერთო წესების ელემენტების შესახებ”, რომელშიც შეტანილია ეს დროული გაფრთხილება.
ეშმაკმა არ შეგაცდინოთ, რადგან “კანადაში, დიდი ხანია, ლეგალიზებულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება და შეიმჩნევა სერიოზული “დაციკლვა” გენდერულ თანაბარ უფლებებზე”.
კომენტატორები ერთ აზრზე დგანან _ “საერთო ელემენტები” ადგილობრივი დიპლომატების კოლექტიური შრომის ნაყოფია.
ერთნაირსქესიანთა დიპლომატია!
მოამზადა არმაზ სანებლიძემ
Siko ara Viqtor dolidzia operashi