ავხორცი დედაკაცი
ქალი, რომელმაც 15 წლის ბიჭის შესაცდენად “ფეისბუქში” გოგონას ყალბი აკაუნტი შექმნა, ყმაწვილის დედამ ამხილა. იგი თავს დაადგა ვნებააშლილ წყვილს ბიჭის საძინებელში.
მარია დენტი 44 წლის ქალია, ცხოვრობს ესექსის საგრაფოში. ყალბი აკაუნტი მან ყმაწვილის ნდობის მოსაპოვებლად შექმნა. გაჩაღდა მიმოწერა, რომელიც მალე ინტიმურ ტონალობაში გადაიზარდა: ქალი ბიჭს სიყვარულზე ესაუბრებოდა, ქალისა და კაცის ინტიმურ ურთიერთობაზე და პირველივე შეხვედრა ვნებიანი კოცნით დაიწყო.
მეორე უფრო მგზნებარე და მხურვალე იყო: ამძუვნებულმა დედაკაცმა შეაცდინა ბიჭი მისსავე საწოლ ოთახში. ეს ინციდენტი გახმაურდა და ესექსის საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. გააქტიურებულმა სამეურვეო სამსახურებმა მშობლებს მოუწოდეს შვილებისთვის აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებისკენ, რათა მოზარდები არ ემსხვერპლონ მსგავს უზნეობას, რომელიც სოციალური ქსელებით შეიძლება განხორციელდეს.
მარია დენტმა სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვანთან. ბიჭმა გამოძიებას აცნობა, რომ თავად არ იყო ინიციატორი, არც წინააღმდეგობა გაუწევია და სექსუალურ ურთიერთობაზე ნებით დათანხმდა.
განაჩენის გამოტანა სექტემბრისთვის გადაიდო. ამასობაში სასამართლო გამოძიება ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას ჩაატარებს.
ეს ერთი, კერძო შემთხვევაა.
ახლა კი კოლექტიური გარყვნილების ფაქტს გაგაცნობთ, რომელიც New York Post-მა თავის მკითხველებს აუწყა.
ნიუ იორკის მანჰეტენის რაიონის მოქალაქეებმა ორ თვეში 300-ჯერ მიმართეს შესაბამის სტრუქტურებს იმ უზნეობის გამო, რომლის უნებური მოწმეებიც ყოველდღიურად ხდებოდნენ.
ნიუიორკელები უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მათი ბინების წინ მდებარე სასტუმროს ოთახებში შესახლებულები ფანჯრების წინ, ყველას დასანახავად ერთობოდნენ სექსით.
ასეთი გარყვნილება განსაკუთრებით აუტანელი გახდა იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბინების ფანჯრები პირდაპირ უყურებს სასტუმრო Public Hotel-ის 28 სართულს. განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური წყვილები გარყვნილების აქტს დემონსტრაციულად ფანჯრებთან მდგარნი განახორციელებენ.
68 წლის პენსიონერი ქალი შეწუხებულია იმის გამო, რომ ეს სიბილწე შეიძლება მისმა შვილიშვილებმა დაინახონ.
უფრო დიდი უბედურება კი ისაა, რომ, ექსპერტების თქმით, ამ გარყვნილ საზოგადოებას ვერავინ დააშოშმინებს, რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, თავიანთ ნომრებში მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ.
ა, ბატონო, ლიბერალური საზოგადოების თავისუფლების “თვალსაჩინო” შედეგი.
ამერიკელები ოთხი წლის შვილებს ტრანსგენდერების ბანაკებში გზავნიან
საზაფხულო ბანაკი “ცისარტყელას დღე”, რომელიც კალიფორნიულ ელ–სერიტოშია გახსნილი, გათვალისწინებულია ტრანსსექსუალური ბავშვებისა და ე.წ. გაურკვეველი გენდერული იდენტობის ყმაწვილებისთვის. აქ იღებენ 4-დან 12 წლამდე ბავშვებს. რეგისტრაციისას ბავშვი თვითონ ირჩევს სქესს.
ABC News-ი იუწყება, რომ წლეულს ბანაკმა, რომელიც სამი წლის წინათ გაიხსნა, სამჯერ მეტი ბავშვი მიიღო. დღეს იქ 60 ბავშვი ისვენებს.
ბანაკს მიაშურეს პატარებმა არა მხოლოდ კალიფორნიიდან, არამედ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდანაც. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბანაკის განვითარება პირდაპირ უკავშირდება ადრეულ ასაკში სქესის შეცვლის მსურველთა რაოდენობის ზრდას.
ეს პროცესი ნიშნავს იმასაც, რომ მშობლები კარგად არიან გარკვეული ლგბტ-თემის პრობლემებში. გაისად ბანაკის მესვეურები ფილიალის გახსნას კოლორადოში აპირებენ. ისინი უკვე დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანიზაციებს ატლანტაში, სიეტლში, ლუიზიანაში, სადაც მშობლები მსგავსი პროგრამების ამოქმედებას აპირებენ.
ამერიკელ პედაგოგებს რეკომენდაცია მისცეს, მოწაფეებს “გოგოები” და “ბიჭები” აღარ დაუძახონ
ამას ავალდებულებს აშშ–ის მინესოტას შტატში ამოქმედებული, ე.წ. ტრანსგენდერული კანონების პაკეტი, _ იუწყება The Washington Free Beacon.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწონებულმა “პაკეტმა” ხელი უნდა შეუწყოს ბავშვებს, რომლებიც სკოლაში ყოფნის პერიოდში იცვლიან სქესს, არავითარი საფრთხე რომ არ დაემუქროს. ახალი წესების მიხედვით, ბიჭებს, რომლებიც იდენტიფიცირდებიან გოგონებად, ნება ეძლევათ, ისარგებლონ გოგოების ტუალეტით. მასწავლებლებმა ბავშვებს უნდა შეუთანხმონ, როგორ მოიხსენიონ ისინი _ ბიჭებად თუ გოგონებად.
მინესოტას შტატის განათლების დეპარტამენტმა მშობლებს ურჩია, “მხარი დაუჭირონ თავიანთი შვილების გენდერულ იდენტურობას”, თუ სურთ, რომ მათ (შვილებმა) კარგად ისწავლონ სკოლაში. ამასთანავე, ბავშვის სქესის ან სახელის შესაცვლელად სასწავლო დოკუმენტებში საჭირო არ არის არავითარი იურიდიული პროცედურების გავლა.
მასწავლებლები ვალდებულნი არიან, ბავშვებს იმ სახელებით მიმართონ, რომლებსაც ბავშვები თვითონ დაირქმევენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ, როცა ტრანსგენდერ მოსწავლეებს “არასწორი ნაცვალსახელებით” მიმართავენ, “ბავშვები გრძნობენ შიშს, მუქარას ან აბუჩად აგდებას”.
დანიაში გახსნიან პირველ საროსკიპოს ზოოფილებისთვის
ეს მოხდება კოპენჰაგენში წლეულს, ოქტომბერში, და იგი იქნება ამ “პროფილის” პირველი ბორდელი ევროპაში. დანიის კანონმდებლობით, დაშვებულია ადამიანის ცხოველებთან სექსუალური ურთიერთობა. ნებადართულია ცხოველების პროსტიტუცია “იმ პირობით, რომ ცხოველი არ დაიჩაგროს”. დანიის კანონით, “სრულიად ნორმალურია” ყველა ცხოველთან სექსუალური ურთიერთობა.
დანიის კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრმა ვლად იორგენსენმა განაცხადა, რომ ცხოველებთან ინტიმური ურთიერთობა მისი ქვეყნის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა. “ცხოველებს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, უნდა ვიზრუნოთ მათზე, ისინი განსაკუთრებული დაცვის უფლებით უნდა სარგებლობდნენ”, _ ნათქვამია მინისტრის განცხადებაში, რომელსაც Wedcoolmag აქვეყნებს.
ბორდელი ზოოფილებისთვის კოპენჰაგენის ცენტრში გაიხსნება, განლაგდება სამ სართულზე და მზად იქნება, მიიღოს უცხოელი სტუმრები, ანუ, როგორც ჩვენი “ელიტა” ამბობს, “ვიზიტორები”.
ამ დაწესებულების დირექტორის _ სელიმ გორდენის ცნობით, სტუმარ-ვიზიტორებს უფლება მიეცემათ, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში გააუპატიურონ ძაღლები, რომლებიც ძირითადი მოთხოვნის “საქონელია”. ექნება თუ არა ძაღლს ალიკაპი აკრული, ამაზე დირექტორი დუმს. არადა, ეს ფრიად სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან სექსუალურად დაუკმაყოფილებელმა პირუტყვმა შეიძლება საოხრე მოაჭამოს მოძალადე ზოოფილს. ამის შედეგად ამ უკანასკნელს ისღა დარჩება, რომ ზოოფილობიდან პასიურ მამათმავლობაში გადაინაცვლოს.
ძაღლს კი ჰომოფილობაში დასდებენ ბრალს.
ძაღლი ძაღლად, იმ ბორდელში კი ზოოფილს შეეძლება, “დაიქირაოს” ნებისმიერი ცხოველი, მათ შორის, ეგზოტიკური.
რეპტილიებზე არაფერს ამბობენ.
რამდენიმე ორგანიზაციამ, რომლებიც ცხოველების უფლებების დაცვით არის დაკავებული, გარკვეული ძალები დარაზმა ასეთი ბორდელის გახსნის წინააღმდეგ. იცით, რა პასუხი გასცა ამ “დაწესებულების” ხელმძღვანელობამ ასეთ კრიტიკოსებს?
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ, რადგან ასეთ იდიოტიზმს სხვაგან ვერსად შეხვდებით:
“ასეთი ბორდელის გახსნა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ უპატრონო ძაღლებზე თავდასხმა და ცხოველების უკანონო პროსტიტუცია”.
ეშველება თუ არა ამ სიახლით ქუჩებში ძაღლების “ცელქობას”, არ იუწყებიან, ალბათ, იმიტომ, რომ მათი გამრავლების ასეთი საჯარო დემონსტრაცია “ცხოველების უკანონო პროსტიტუციად” არ ითვლება.
სამაგიეროდ არ ავიწყდებათ პრეისკურანტის შემოთავაზება. ცხოველებთან სექსი 70-დან 150 ევრომდე ეღირება. კლიენტების ძირითად ნაწილს ელიან, რა თქმა უნდა, დანიიდან, ასევე _ ნიდერლანდების სამეფოდან, შვედეთიდან და გერმანიიდან.
ცნობისთვის: ცხოველებზე სექსუალური ძალადობა გერმანიაში მხოლოდ 2012 წელს აიკრძალა. მანამდე იქ ე.წ. ეროტიკული ზოოპარკები იყო გახსნილი.