Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპს ფერადი რევოლუცია აუგორეს

ტრამპს ფერადი რევოლუცია აუგორეს

ტრამპს ფერადი რევოლუცია აუგორეს

აშშში საპროტესტო აქციები დარბევებსა და ძარცვაში გადაიზარდა

აშშის ქალაქ მინეაპოლისში რამდენიმე დღის განმავლობაში არ ცხრებოდა საპროტესტო აქციები, მიზეზი შავკანიანი მამაკაცის სიკვდილია, რომელიც მაშინ დაიხრჩო, როცა პოლიციელები აკავებდნენ.

მაროდიორები არბევდნენ და ძარცვავდნენ მაღაზიებს, სცემდნენ თანამემამულეებს, რომლებიც ცდილობდნენ არეულობებისთვის ხელის შეშლას. ქალაქში გაჩნდა ხანძრის კერები და იყო სროლები. ვითარების დასარეგულირებლად ხელისუფლებამ მინეაპოლისსა და სხვა ქალაქებში ეროვნული გვარდია შეიყვანა და კომენდანტის საათი დააწესა. შემდეგ აქციების ტალღამ ამერიკის რამდენიმე ქალაქს გადაუარა.

მინეაპოლისში მასობრივი საპროტესტო აქციები რესტორნის 46 წლის მცველ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. 25 მაისს პოლიციას ერთ-ერთი მაღაზიიდან აცნობეს, რომ მყიდველი ყალბი 20-დოლარიანი კუპიურით ცდილობდა ნივთის შეძენას. პოლიციელებმა გააჩერეს ფლოიდის ავტომობილი და მამაკაცი ძალისმიერი მეთოდით დააკავეს. ამის შემდეგ ჯორჯ ფლოიდი, რომელიც თითქმის აღარ სუნთქავდა, მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. სამართალდამცველთა თქმით, “მამაკაცს, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა”. მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ მოუბოდიშა გარდაცვლილის ოჯახს და ქალაქის შავკანიან მცხოვრებლებს. მომხდარის გამო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაკავებაში მონაწილეობდნენ, დაითხოვეს, თუმცა ამ პოლიციელებით დაინტერესდა გამოძიების ფედერალური ბიურო, რადგან გარდაცვლილის ოჯახი ფლოიდის მკვლელების დასჯას მოითხოვს.

ფლოიდის სიკვდილმა ბევრს გაახსენა 43 წლის შავკანიანი ერიკ გარნერის სიკვდილი. ის 2014 წელს დაიღუპა პოლიციელის მიერ ჩატარებული “მახრჩობელა ილეთით”.

ქალაქში მალე დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებსაც ხელში ეჭირათ პლაკატები: “სუნთქვა არ შემიძლია”, “ვიხრჩობი”. აქციის მონაწილეთა რაოდენობამ თანდათან მოიმატა, შემდეგ კი აქცია არეულობებში გადაიზარდა და სხვა ქალაქებსაც მოედო.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

P.S. მინეაპოლისის გარდა აშშის კიდევ რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები არ ცხრება. ზოგიერთ შტატში მომიტინგეებმა დაარბიეს შენობები, გაძარცვეს მაღაზიები და დაწვეს პოლიციის მანქანები, საპასუხოდ კი სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი აირი გამოიყენეს.

31 მაისს აშშის დედაქალაქსა და 30-მდე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა. “სიენენისინფორმაციით, ხელისუფლებამ ეროვნული გვარდიიდან დაახლოებით 5 000 კაცი გამოიყვანა წესრიგის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში გასააქტიურებლად მზად არის კიდევ 2 000 გვარდიელი. აშშის პრეზიდენტმა მომხდარს შიგა ტერორისტული აქტი უწოდა და აქციების ორგანიზებაში ჯო ბაიდენი და მისი დემოკრატიული პარტია დაადანაშაულა. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპსდემოკრატებმა,” რომლებიც გამოცდილნი სხვადასხვა ქვეყანაში ფერადი რევოლუციის მოწყობაში, ტრამპს აშშში აუგორეს ფერადი რევოლუცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here