Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპი: ყირიმი, მე კი არა, პრეზიდენტმა ობამამ დათმო

ტრამპი: ყირიმი, მე კი არა, პრეზიდენტმა ობამამ დათმო

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვას, გეგმავს თუ არა ამ ზაფხულს პუტინთან შეხვედრას, უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია. მისი აზრით, რუსეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს G8-ში, “რადგან გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას”, _ იუწყება CNN. ტრამპმა, აგრეთვე, რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ობამამ დაკარგა ყირიმი.

შეკითხვა: _ გეგმავთ ამ ზაფხულს  პუტინთან შეხვდრას?

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი: _ შესაძლებელია, რომ შევხვდეთ. მე ვფიქრობდი… იცით, ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთმა თქვენგანმა მკითხა: უნდა იყოს თუ არა პუტინი G7-ში? მე ვუპასუხე: “ის უნდა იყოს G8-ში-მეთქი. რამდენიმე წლის წინათ პუტინი მონაწილეობდა “დიდ რვიანში”. მაშინ ასე უწოდებდნენ. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ რუსეთი მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ, რომ, როგორც ჩრდილოეთ კორეის ან რომელიმე სხვა ქვეყნის შემთხვევაში, გაცილებით უკეთესი იქნება, თუ მათთან გამოვნახავთ საერთო ენას.

ყირიმი დაკარგა პრეზიდენტმა ობამამ. ეს მოხდა იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე მე გავპრეზიდენტდებოდი. მინდა, რომ ფეიკურმა ახალმა ამბებმა ყველაფერი სწორად დაბეჭდოს: ყირიმი დაკარგა პრეზიდენტმა ობამამ.

იმიტომ, რომ პუტინი პატივს არ სცემდა ობამას. ობამამ ყირიმი დაკარგა იმიტომ, რომ პუტინი პატივს არ სცემდა არც ობამას, არც ჩვენს ქვეყანას, არც უკრაინას. პრეზიდენტმა ობამამ და არა ტრამპმა. ჩემს შეცდომებზე შემდეგ მოგიყვებით. პრეზიდენტმა ობამამ დათმო იგი (ყირიმი) იმიტომ, რომ მან გაავლო წითელი ხაზი თავისი ქმედების შესაზღუდად. მე მას (წითელ ხაზს) გადავაბიჯე 59 ბირთვული ქობინის დახმარებით. ძნელი წარმოსადგენია, რა დათმო პრეზიდენტმა ობამამ, როცა არ გადააბიჯა წითელ ხაზს. ერთხელ კიდევ გავიმეორებ: ყირიმი დათმო პრეზიდენტმა ობამამ! ეს არ უნდა მომხდარიყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here