Home რუბრიკები ისტორია სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

ტყვარჩელი ახლო წარსულში უკაცრიელი და ტყიანი ადგილი იყო, სადაც აშენდა 4-5-სართულიანი ლამაზი სახლები სახელმწიფო დაწესებულებებისთვისა და მუშათა საცხოვრებლად. 1929-1945 წწ. პერიოდში გაშენდა კვეზანის, ტანჯუხისა და აკარმარის დაბები 37 ათას კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართობით, რომლის 15 ათასი კვ. ქვის შენობებია.

ქვანახშირის მრეწველობის ამ რაიონს ამშვენებდნენ ახალაშენებული საავადმყოფოები (სამკურნალო კომბინატი 80 საწოლით), სკოლები, ბაგები, საბავშვო ბაღები, კინოთეატრები, კლუბი, რადიოკვანძი, ორი სატელეფონო სადგური, ბიბლიოთეკები, პურის ქარხანა, სასადილოები, მაღაზიები, აბანოები, სამრეცხაოები და კულტურულ-საგანმანათლებლო და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო დაწესებულებები. ძირითადი ყურადღება ექცეოდა მშრომელთა სოციალურ დაცვასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ტყვარჩელი, ტყიბული, ჭიათურა, ზესტაფონი არანაკლები ყურადღების ცენტრში იყო, ვიდრე ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი. გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი 1930-იან წლებში სსრ კავშირში მოგზაურობისას განცვიფრებას ვერ მალავდა მშრომელთა კოლექტივებში (ქარხნებში) შრომის უსაფრთხოების, სპორტის მასობრივი სახეობების მაღალი დონის გამო. განსაკუთრებით მოეწონა მუშათა სასადილოების ორგანიზებული მუშაობა. სოფელი ქალაქად იქცა, ტყე-ბუჩქნარი _ უნაყოფიერეს მიწებად და შემოსავლის წყაროდ. დღეს კი ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს “ყა-ყა” იყო, ხოლო, რასაც ახლა მივირთმევთ, ეს “კა-კაა”. ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს!

ახალი მშენებლობების შედეგად, როგორც ტყიბულმა, ისე ტყვარჩელმა ქალაქის იერი მიიღო და საქართველოს წარმატებული სოციალისტური ქალაქების რიცხვს შეემატა. საშემსრულებლო ხელოვნების კადრებით, სიტყვის ოსტატთა რაოდენობით ჭიათურის თეატრი ტოლს არ უდებდა დედაქალაქის სახელგანთქმულ თეატრებს, რომელთა სახელებიც და საშემსრულებლო ხელოვნებაც ქუხდა მსოფლიოში. ერთხელ სტუმრად ჩასული მე და ჩემი ძმა კოლია ონიანი ჭიათურაში გრიშა წერეთელთან ქეიფში ღამენათევები ახალგაზრდებმა საჩხერეში, სხვიტორთან, ლეგენდარულკინწიალის ჭალაში” “წასახემსებლადწაგვიყვანეს. “წახემსებას” უზარმაზარი სუფრა მოჰყვა, რომელთანაც საჩხერელი უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენი ჭიათურელი მასპინძლები. ქეიფი ძალაში შევიდა. სხვადასხვა ზომის სასმისები ხელიდან ხელში გადადიოდა. მყუდრო ადგილზე დადგმული, გამორჩეული ფაცხიდან დავინახეთ, რომ საზაფხულოდ გამოტანილ “ბუფეტთან” ჩოჩქოლი ატყდა. ერთმანეთისკენ იწევდნენ. სუფრასთან ვინც ვიყავით, ყველა იქით გავეშურეთ. არ ვიცოდით, ვის მივხმარებოდით. ვითარებაში იმან გაგვარკვია, რომ ერთმა აღელვებულმა საჩხერელმა გამოთქვა თავისი აღშფოთება: _ ჭიათურელებს თუ შეეძლოთ სტუმრების პატივისცემა, ჭიათურაში ეცათ პატივი. ძმები ჩვენს რაიონს სტუმრობენ, ჩვენი სამზარეულო ემსახურებათ, დამკვრელები ჩვენი უკრავენ, რა შუაშია აქ ჭიათურელების მიერ ჯიბეში ხელის ჩაყოფა, სტუმრები ჩვენია და ჩვენ უნდა გავუმასპინძლდეთო. მას კვერს უკრავდა ოცამდე საჩხერელი. გასაოცარი აქ არაფერი იყო. ყველას თავისი ხვაშიადი უნდა გაესწორებინა…

დღეს?

რაა მასზე გულსაწყვეტი,

მეტეხო და დიღმის ველო,

მიდიოდე და ფიქრობდე:

ეს არ არის საქართველო!

არის ხალხი, რკინიგზები,

არისავტომოტოველო,

არის ოჯახებიც, მაგრამ

ეს არ არის საქართველო!”

გალაკტიონი

სამამულო ომის პერიოდში ქვანახშირის მრეწველობის მუშაკებმა პატრიოტიზმისა და შრომითი გმირობის შესანიშნავი მაგალითები გვიჩვენეს. მეშახტეები წარმატებით ძლევდნენ ომით გამოწვეულ სიძნელეებს. ფართოდ გაიშალა სტახანოვური მოძრაობის ახალი ფორმები, ჩამოყალიბდა ახლაგაზრდობის ფრონტული ბრიგადები, მუშაკები დიდი აღფრთოვანებით ჩაებნენ სრულიად საკავშირო სოციალისტურ შეჯიბრებაში და მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს. ტყვარჩელის ქვანახშირის მრეწველობის კოლექტივმა 1945 წლის 1-ელი ნახევრი სერიოზული მიღწევებით აღნიშნა: ექვსთვიანი გეგმა ვადამდე, 9 ივნისს, 114,6%-ით შეასრულა. ქვანახშირის საშუალო სადღეღამისო ამოღება 1940 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზარდა 17%-ით; 1943 წელთან შედარებით _ 16%-ით და 1944 წელთან შედარებით _ 21%-ით. აღნიშნული მიღწევების შედეგად ტყვარჩელის მეშახტეები გამარჯვებულები გამოვიდნენ სრულიად საკავშირო სოციალისტურ შეჯიბრებაში და მოიპოვეს პროფკავშირთა საკავშირო ცენტრალური საბჭოსა და ქვანახშირის მრეწველობის საკავშირო სახალხო კომისარიატის გარდამავალი წითელი დროშა და ფულადი ჯილდო. სამამულო ომის პერიოდში არათუ დაეცა შრომის ნაყოფიერება, პირიქით _ დაზგასთან დადგა მამის დახეულჩექმებიანი არასრულწლოვანი მემკვიდრე და ქვეყნის გადასარჩენად ტოლს არ უდებდა ფრონტზე მტერთან მებრძოლ მშობელს. ქვეყანა იდგავით გოდოლი შეურყეველი”. გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა და 1943 წელს სტალინმა გამოსცა ბრძანება: ყველა სპორტსმენი, რომელიც იბრძოდა ან საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მოეხსნათ ფრონტიდან და დაწყებულიყო ერთიანი პროფილაქტიკა მათ გამოსაჯანმრთელებლად. 1943 წლის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო სსრ კავშირის ჩემპიონატები სპორტის შვიდ სახეობაში ჩემპიონთა გამოსავლენად. ღვთის მიერ გამოგზავნილი კაცის გარდა, სხვას ვის შეეძლო უფრო დიდ რისკზე წასვლა მაშინ, როდესაც სამშობლო ჯერ კიდევ დენთის კვამლში იყო გახვეული. სოციალისტური შეჯიბრება რეგულარულად ფართოვდებოდა ომის პერიოდში. 1944 წელს შეჯიბრებაში ჩაბმულთა რიცხვი შეადგენდა მუშათა საერთო რაოდენობის 87,4%-ს. მაგალითად, ქვანახშირის მნგრეველები გამომუშავების წლიურ ნორმებს საშუალოდ ასრულებდნენ: 1942 წელს _ 120,8%-ით, 1943 წელს _ 114%-ით, ხოლო 1944 წელს _ 120,8%-ით. ცალკეული სტახანოველები კიდევ უფრო დიდი (150-200-250%-ით) გადაჭარბებით ასრულებდნენ წლიურ ნორმებს. უცხოელი ვაიკრიტიკოსები და მუცლით მეზღაპრენი ათასნაირ ჭორსა და ცილისწამებას ავრცელებდნენ საბჭოთა ადამიანების გმირულ შრომაზე. საბჭოთა კავშირში ან გამომუშავების ნორმებია შეუსაბამო ადამიანის შესაძლებლობებთან, ან სრული ფალსიფიკაციაა, როგორ შეიძლება ერთმა მეშახტემ დღეში 7 მეშახტის დღიური ნორმა გამოიმუშაოს? _ ჰკითხეს სტალინს. “ეს ამხანაგ სტახანოვს უნდა ჰკითხოთ, თუ როგორ ახერხებს ამას და ამასთანავე, ჰკითხოს მას, ვინც ვერ აღწევს ასეთ შედეგებს”, _ უპასუხა სტალინმა.

გამომუშავების წლიური ნორმების გადაჭარბებით შესრულება, რასაკვირველია, გულისხმობდა ქვანახშირის მოპოვების მომატებას. მაგალითად, საქართველოში ქვანახშირის მოპოვება 1940 წელთან შედრებით გაიზარდა: 1941 წელს _ 6,5%-ით, 1942 წელს _ 9,1%-ით. კიდევ უფრო მეტ ზრდას იძლეოდა ქვანახშირის მრეწველობის ცალკეული ტრესტები. ასე, მაგალითად, “ტყვარჩელქვანახშირის” სისტემაში ქვანახშირის ამოღება 1940 წელთან შედარებით გაიზარდა: 1941 წელს _ 54,6%-ით, 1942 წელს _ 44,4%-ით, 1943 წელს _ 15%-ით. “ტყიბულქვანახშირის” სისტემაში ქვანახშირის ამოღება 1941 წელს გაიზარდა 9,2%-ით.

ომის პირობებში იზრდებოდა შრომის ნაყოფიერება და ხელფასი. მაგალითად, ერთი მუშის წლიური საშუალო ხელფასი 1940 წელთან შედარებით გაიზარდა: “ტყვარჩელქვანახშირის” სისტემაში 1941 წელს _ 2,2%-ით, 1943 წელს _ 13,7%-ით, 1944 წელს _ 47,5%-ით; ხოლო “ტყიბულქვანახშირის” სისტემაში: 1943 წელს _ 8,1%-ით და 1944 წელს _ 28,0%-ით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, 1944 წლის დადგენილებით, ქვანახშირის მრეწველობის მუშაკებს გაუდიდდათ სატარიფო განაკვეთი და ხელფასი.

ამასთანავე, მრეწველობის საქონლითა და სურსათით მუშათა მომარაგების საბარათე სისტემამ, დამხმარე მეურნეობის ორგანიზებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მუშათა მატერიალური და კულტურული მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სამამულო ომის პირობებშიც მიმდინარეობდა მუშათა ბინათმშენებლობა. 1943-1944 წწ. ტყიბულის მეშახტეებისთვის აიგო 41,0 ათასი კვ მეტრი საცხოვრებელი ფართობი.

ახალ სტალინურ ხუთწლედში ქვანახშირის მრეწველობის წინაშე უდიდესი ამოცანები დადგა. “მეტალურგიული და საავტომობილო მრეწველობა წარმოშობს მთელ რიგ ახალ სამრეწველო საწარმოებს, რაც მთავარია, მოითხოვს ქვანახშირის მოპოვებისა და ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვან გადიდებას. სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყება ტყვარჩელის, ტყიბულისა და ახალციხის შახტების გაფართოება; გაჩაღდება, აგრეთვე, ბინათმშენებლობა ქვანახშირის საწარმოთა მუშებისათვის; გატარდება ღონისძიებები მათი მომარაგების გასაუმჯობესებლად. ყოველივე ეს უზრუნველყოფს საქართველოში ორი წლის (1946-1947 წწ.) განმავლობაში ქვანახშირის მოპოვების სამჯერ და მეტად გადიდებას, ე.ი., სადღეღამისო საშუალო მოპოვება 1945 წლის IV კვარტალის 2 100 ტონიდან უნდა გადიდეს 6 500 ტონამდე 1947 წლის დეკემბერში”, _ ეს არის ამონარიდი 1946 წლის 5 თებერვალს თბილისის სტალინის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებაზე ლავრენტი ბერიას სიტყვიდან. ახალი ხუთწლედის ბოლო წელს (1950 წ.) საქართველოში ქვანახშირის მოპოვებამ 2,4 მლნ ტონას მიაღწია, ნაცვლად 625 ათასი ტონისა 1940 წელს. მომდევნო ხუთწლედის დასაწყისში, მეტალურგიისა და ავტომობილის ქარხნების სრული სიმძლავრით ამუშავებისა და სხვა თბოტევადი საწარმოების გაფართოების შედეგად, მოთხოვნამ ქვანახშირზე მკვეთრად მოიმატა. საკმარისია, ითქვას, რომ მეტალურგიული ქარხნის საკოქსე ბატარიები დაახლოებით 2,5 მლნ ტონა ტყვარჩელისა და ტყიბულის რიგით ნახშირს მოიხმარდნენ. იმ მიზნით, რომ ქვანახშირის მოპოვების მატება თანხვედრი ყოფილიყო სახალხო მეურნეობის დარგთა მზარდი მოთხოვნილებისა, უკვე მიმდინარე ხუთწლედში გათვალისწინებული იყო 3,2 მლნ ტონა სიმძლავრის შახტების მშენებლობის დამთავრება, აგრეთვე, 6.8 მლნ ტონა საერთო სიმძლავრის შახტების მშენებლობისთვის ქვანახშირის 22 უბნის მომზადება. ქვანახშირის გამოკვლეული სამრეწველო მარაგის გადიდებისა და ცალკე უბნების საექსპლუატაციოდ მოსამზადებლად საჭირო გეოლოგიურკვლევითი და საპროექტო სამუშაოები გაიშალა არამხოლოდ ტყიბულისა და ტყვარჩელის საბადოებში, არამედ ახალციხის მურა ნახშირის საბადოებშიც. ტყვარჩელისა და ტყიბულის ქვანახშირი ტექნოლოგიური საჭიროებისათვის უნდა დაზოგილიყო, ამიტომ მიმდინარე ხუთწლედში მნიშვნელოვნად გადიდდა ახალციხის მურა ნახშირის მოპოვება და გამოყენება მრეწველობის დარგებში. გაძლიერებული გეოლოგიურ-კვლევითი მუშაობა წარმოებდა, აგრეთვე, ბზიფის, მაგანისა და სხვა საბადოებში. ამავე ხუთწლედში დიდი სამუშაოები ჩატარდა ქვანახშირის ამოღების ახალი სისტემების დასანერგავად, შრომისნაყოფიერების ასამაღლებლად, პროდუქციის თვითღირებულების შესამცირებლად. მნიშვნელოვან ღონისძიებებს წარმოადგენდა, აგრეთვე, ქვანახშირის გამაუხვებელი ქარხნის მშენებლობა, რიონტყიბულის რკინიგზის შტოს ელექტროფიკაცია და სხვ. ამასთანავე, შახტის მოწყობილობათა ქარხნის მშენებლობის დამთავრებით მტკიცე მატერიალურტექნიკური ბაზა შეიქმნა ქვანახშირის მრეწველობის შემდგომი მძლავრი აღმავლობისთვის. 1947 წლის პირველ კვარტალში 1946 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ქვანახშირის მოპოვება შეადგენდა: ტყიბულში _ 114,8%-ს, ტყვარჩელში _ 138,4%-ს, ახალციხეში _ 162,6%-ს. მნიშვნელოვანი მიღწევები იყო, აგრეთვე, კაპიტალური სამუშაოების გეგმის შესრულებაშიც.

ლიონ ფოიხტვანგერი და სტალინი
ლიონ ფოიხტვანგერი და სტალინი

საქართველოს ნავთობმრეწველობა

საქართველოს ნავთობი დიდი ხნის წინათ იპყრობდა მრეწველთა და მკვლევართა ყურადღებას, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მოგებით დაინტერესებული უცხოელი და ადგილობრივი კაპიტალისტები ნავთობის მტაცებლურ ექსპლოატაციას ეწეოდნენ, დიდ კაპიტალურ დაბანდებებს გაურბოდნენ და საბადოების სერიოზულ გამოკვლევას არ აწარმოებდნენ. მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა ჩვენში ნავთობის მრეწველობა. 1930 წელს ჩამოყალიბდა ტრესტისაქნავთობი”. საკაშირო კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის 1931 წლის 31 ოქტომბრის დადგენიებით, დაისახა ნავთობის მრეწველობის განვითარების ახალი გზები. დადგენილებაში აღნიშნული იყო “საქნავთობის” არადამაკმაყოფილებელი მუშაობა და მითითებული იყო, დაუყოვნებლივ გაეტარებინათ “ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა “საქნავთობის” ჯეროვან სამეურნეო ხელმძღვანელობას, საწარმოს მომარაგებას მოწყობილობებითა და კვალიფიციური ტექნიკური მუშაკების საჭირო კადრებით, იმ ანგარიშით, რომ 1932 წელს უკვე დაწყებულიყო ნავთის სამრეწველო ამოღება” (. სტალინი, “საქართველოს კომპარტიის (ბ) ბრძოლის ძირითთადი საკითხების შესახებ”, 1934 წ.). 1938 წელს საქართველოს კპ (ბ) XI ყრილობაზე თავის მოხსენებაში ლავრენტი ბერია აღნიშნავდა: “საქნავთს” ჯერ კიდევ ბევრი ნაკლი აქვს… მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბურღვის გეგმის შესრულებას, არამედ ბურღვა ისე უნდა მოეწყოს, ნავთის გამოსაკვლევი ფენების მდებარეობისა და სიმძლავრის გამორკვევასთან ერთად მივიღოთ სამრეწველო ნავთი. ნავთის მოპოვება ისე უნდა გავშალოთ, რომ წელიწადში ვიღებდეთ არა 12 000 ტონას, არამედ ასეულ ათასობით ტონას”. საქართველოს ნავთობის მრეწველობაში დააბანდეს დიდი სახსრები. ნავთობის მოპოვებაში დაბანდებული თანხა შეადგენდა პირველ ხუთწლედში (ფაქტობრივი ღირებულებით) _ 14,7 მლნ მანეთს, მეორე ხუთწლედში (1937 წლის გარდა) _ 42,0 მლნ მანეთს, 1938 და 1939 წწ. _ 50,2 მლნ მანეთს, სულ _ 106,9 მლნ მანეთს, ხოლო ნავთობის გადამმუშავებელ მრეწველობაში 1921-1939 წწ. დაბანდებული იქნა 70,5 მლნ მანეთი. 1940-1946 წწ. ტრესტ “საქნავთობის”კაპიტალური დაბანდებანი (ხარჯთაღრიცხვის ფასებში) შეადგენდა 139,223 ათას მანეთს. ამრიგად, 26 წლის განმავლობაში ამ დარგში გაწეული კაპიტალური დაბანდებანი 316 623 ათას მანეთს აჭარბებდა. საქართველოს მძიმე მრეწველობაში, _ აღნიშნავდა ლავრენტი ბერია, _ დიდი ადგილი უკავია ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც აგებულია პირველი ხუთწლედის განმავლობაში (მშენებლობაზე დაიხარჯა 39 მლნ მანეთი). ეს ქარხნები გამოიმუშავებენ 100-105 მლნ მანეთის ოდენობის საექსპორტო პროდუქციას (წლიური სიმძლავრე შეადგენდა 3 მლნ ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას). წლიდან წალამდე იზრდებოდა “საქნავთობის” ძირითადი ფონდები, რომლებიც 1941 წლის 1 იანვრისთვის 7,5-ჯერ მეტი იყო, 1939 წლის 1 იანვართან შედარებით. გაიზარდა ტრესტის მრეწველობის ყველა დარგი; გადიდდა ჭაბურღილთა რაოდენობაც, რომლებიც 1945 წლის ბოლოს დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 1938 წლის ბოლოს. “საქნავთობი” სულ უფრო ადიდებდა ბურღვის მეტრაჟს, რომელიც 1941 წელს 20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 1930 წელს. კანდიდ ჩარკვიანმა თავის მოხსენებაში საქართველოს კპ () XIII ყრილობაზე (1940 ), შეეხო რა ნავთობის მრეწველობის განვითარებას, დაასახელა ბურღვის დარგის მიღწევები და იქვე მიუთითა: “მიუხედავად ამისა, ბურღვა ყველაზე ჩამორჩენილ უბნად უნდა ჩაითვალოსსაქნავთობისმუშაობაში. განსაკუთრებით ჩამორჩა საძიებო ბურღვა. ტრესტის ხელმძღვანელობამ უახლოეს დროში უნდა გამოასწოროს ეს საქმე. “საქნავთობისხელმძღვანელობამ ყურადღება უნდა მიაპყროს გეოლოგიური სამუშაოების გაუმჯობესებისა და მშენებლობის საჭირო ტემპების უზრუნველყოფის საკითხებს”.

საქნავთობმაფართოდ გაშალა მეცნიერულ ნიადაგზე დამყარებული გეოლოგიურსაძიებო სამუშაოები. გამოვლინდა ნავთობის ახალი ბუდობები, რომლებმაც ძლიერ გაადიდეს ნავთობის საერთო მარაგის რაოდენობა. საქართველოს ნავთობის მუშაკებმა შესამჩნევად მოუმატეს ბურღვის სიჩქარეს და გაბურღული მეტრების რაოდენობას ერთ მუშაზე გაანგარიშებით. გაბურღული მეტრების წლიური რაოდენობა ერთ მუშაზე 1942 წელს 284%-ით მეტი იყო, ვიდრე 1938 წელს. ბურღვის სისწრაფისა და ხარისხის გადიდება აუცილებელი იყო, რათა საჩქაროდ მომზადებულიყო ნავთობის მოსაპოვებელი ახალი ჭაბურღილები, ნავთობის ბუდობები და უბნები. თანდათან გაიზარდა ნავთობის მოპოვება. 1932 წელთან შეფართებით, 1940 წელს 33-ჯერ მეტი ნავთობი მოიპოვეს, ხოლო 1943 წელს _ 46-ჯერ მეტი. საგრძნობლად გაიზარდა წლიური გამომუშავება _ ნავთობის მოპოვება ერთ მუშაზე გაანგარიშებით. 1943 წელს, 1938 წელთან შედარებით, ნავთობის მოპოვება ერთ მუშაზე 2-ჯერ მეტი იყო.

ნავთობის გადამუშავება წარმოებდა მირზაანისა და თბილისის ნავთობსახდელ ქარხნებში, მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში მოეწყო საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი მძლავრი ქარხნები. ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მუშაობდნენ ბაქოდან მიღებულ ნავთობზე. შექმნილი იყო სპეციალური მექანიკური სახელოსნოები და სხვ. საქართველოს ნავთობის მრეწველობის ფრიად სერიოზულ მიღწევას წარმოადგენდა ახალგაზრდა კადრების მომზადება. “საქნავთობს” ჰყავდა გეოლოგების, ინჟინრების, ქიმიკოსების, ეკონომისტების, ბურღვის ოსტატების, კვალიფიციური მუშების, დამხმარე პერსონალის ადგილობრივი კადრები. წარმოებდა მოკლევადიან კურსებზე ბურღვის, ნავთობის მოპოვებისა და გადამამუშავებელი დარგების მუშაკძთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. საქართველოს ნავთობის მრეწველობაში გაშლილი იყო სოციალისტური შეჯიბრება, სტახანოვური მოძრაობა. 1939 წლის ბოლოს სტახანოველთა ხვედრითი წონა შეადგენდა ბურღვაში _ 32%-ს, მოპოვებაში _ 41%-ს, 1940 წელს კი, შესაბამისად _ 49%-სა და 75%-ს. 1941 წელს სოციალისტურ შეჯიბრებაში ჩაბმული იყო მუშების სრული რაოდენობის 68%, ხოლო 1944 წელს _ 73,7%. ცალკეული სტახანოველები გამომუშავების ნორმებს 200-300%-ით ასრულებდნენ. საგრძნობლად მოიმატა ნავთობის მრეწველობის მუშაკთა მატერიალურ-კულტურულმა დონემ. 1946 წელს მუშის საშუალო წლიური ხელფასი დაახლოებით 2-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 1938 წელს. სამამულო იმის წლებში საქართველოს ნავთობის მრეწველობის მუშაკებმა დროულად გარდაქმნეს მუშაობა და მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს ჭაბურღილების გათხრის, მეტი ნავთობის მოპოვების, ადგილობრივი მოწყობილობებისა და შიდა რესურსების ფართოდ გამოყენების საქმეში. მიუხედავად ომით გამოწვეული სიძნელეებისა, საგრძნობლად მოიმატა ომის წლებში ნავთობის მოპოვებამ და გადამუშავებამ. ნავთობის მოპოვების დარგში განუწყვეტლივ იზრდებოდა შრომის ნაყოფიერება. ერთი მუშის საშუალო წლიური გამომუშავება (1926-1927 წწ) 1940 წელთან შედრებით გაიზარდა: 1941 წელს _ 14,8%-ით, 1942 წელს _ 29,8%-ით, 1943 წელს _ 60%-ით, 1944 წელს _ 23,3 %-ით.

ომის შემდგომი ხუთწლედის ბოლო წელს ნავთობის მოპოვებამ მიაღწია 110 ათას ტონას, ეს 2,5-ჯერ აღემატებოდა საქართველოში ნავთობის მოპოვების ომამდელ დონეს.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here