მკითხველი უნდა დარწმუნდეს ჩემს გულწრფელობაში და დამეთანხმოს, რომ სტალინის ფენომენის კვლევა არ არის რიგითი ისტორიული პიროვნების ბიოგრაფიის კვლევა; მასში უამრავია საკრალური, ზეადამიანური, კოსმოსური თუ სხვა გამოვლინებები, რომლებსაც ჩვეულებრივი საზომით ვერ მიუდგები ადამიანი. ამიტომ შეიძლება თამამად განვაცხადო: სტალინზე ყველას თავისი ვირტუალური წარმოდგენა აქვს _ კარგიც და ცუდიც. მოსაბეზრებელი იქნებოდა სტალინზე ამდენი ხოტბა–დიდებისა და ქების მოსმენა, მას რომ არ სდევდეს სიბნელე და ამოუცნობი ატმოსფერო. სტალინი თავისი არსით ბუნებაა და, როგორც ბუნების ყველა მოვლენის ახსნა ჯერ კიდევ არ შეუძლია ადამიანს, ისე სტალინის ფენომენის ცოდნაზეც არ უნდა გვქონდეს პრეტენზია. უფლის იმედად, წვეთ–წვეთად კიდევ მოწანწკარებს მირონი, რომელიც ნათელს ჰფენს და სურნელს აფრქვევს უკვდავის უკვდავებას (თუ ასე თქმა შეიძლება _ გრ. ონიანი).
ცოტა ხნის წინათ რუსეთის სახელმწიფო არქივმა გამოაქვეყნა ახალი მასალა, რომელიც სტალინის მოღვაწეობის ბოლო პერიოდს ეხება. დოკუმენტი ერთი შეხედვით არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მაგრამ 70 წლის შემდეგ მისთვის გრიფი “საიდუმლოს” მოხსნა და გამომზეურება ძალიან დამაფიქრებელია. ეს დოკუმენტი ვიღაცამ თითქოს შეგნებულად შემოაგდო “პოლიტიკური რეალიზმის” კორიდაზე.
ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტში ლაპარაკია 1953 წლის 7 თებერვალს (სტალინის მოწამვლამდე 20 დღით ადრე) სტალინის 40-წუთიან შეხვედრაზე არგენტინის რესპუბლიკის ელჩ ლეოპოლდო ბრავოსთან. როგორც ჩანს, 1953 წლის 7 თებერვალს უკვე გაწერილი იყო გრაფიკი, როგორი თანმიმდევრობით უნდა განხორციელებულიყო ტერორი სტალინზე, მაგრამ ჯერ დავუბრუნდეთ უახლოეს წარსულს _ 1980-1990-იან წლებს, როდესაც, როგორც საბჭოთა პრესა და ტელევიზია, ისე მსოფლიო მასმედია, ავრცელებდნენ ინფორმაციას სტალინის შრომისუუნარობის შესახებ, მის ეჭვიან ხასიათზე, ჭირვეულობასა და შიზოფრენიაზეც კი.
სწორედ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტია 1952 წელს ალექსანდრე შელეპინის სტალინთან შეხვდრის სცენის აღწერა. გაზეთ “პრავდის” მიმომხილველმა ვალერი ბოლდინმა ინტერვიუ ჩამოართვა სსრ კავშირის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ მდივან ალექსანდრე შელეპინს და დაწვრილებით მოაყოლა, როგორ მოხდა მისი წარდგენა. აი ამონარიდი ამ ინტერვიუდან, რომელიც 1990 წელს გამოქვეყნდა:
“…ბოლოს მალენკოვმა მიმიღო და მესაუბრა, მან მოკლედ მითხრა:
_ იცოდე, მას თითქმის არ ესმის (ამას სიტყვასიტყვით ვიმეორებ), ამიტომ ელაპარაკე ხმამაღლა, ყვირილითაც კი. მეორეც, როცა მის კაბინეტში შეხვალთ… იცი, სად არის მისი კაბინეტი?
_ დიახ, ვიცი.
_ ხელში არაფერი გეჭიროს, არც საქაღალდე, არც არაფერი.
შემდეგ დაახლოებით ერთ კვირას ველოდი. დამირეკა პოსკრებიშევმა და მითხრა:
_ წამოდი.
სტალინის კაბინეტი მეორე სართულზე იყო. მივედი. სულს ძლივს ვითქვამდი, ალკკ ცკ-დან გავრბოდი. ვიფიქრე, დავჯდები, სულს მოვითქვამ-მეთქი, მაგრამ პოსკრებიშევმა მაშინვე მითხრა, რომ შევსულიყავი.
კარი შევაღე. შევედი. ვყვირი:
_ გამარჯობა, ამხანაგო სტალინ.
ის თავდახრილია და დუმს. ახლოს მივედი და კვლავ ვუყვირი:
_ გამარჯობა, ამხანაგო სტალინ.
შემომხედა, მობრუნდა და თითით მაჩვენა დაჯექიო. დავჯექი. დავიწყე მოხსენება, ავდექი. მან ხელით მანიშნა იჯექიო. დაახლოებით 5-7 წუთში მოვახსენე საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობის შესახებ. მომისმინა. არაფერს მეკითხებოდა, მხოლოდ მითხრა: _ თქვენ უნდა გახდეთ საერთო საკავშირო სლავური კომიტეტის წევრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. ვეუბნები:
_ კარგი, ამხანაგო სტალინ.
ბოლოს აქცენტით დაასრულა:
_ გმადლობთ!
ავდექი და წავედი.
_ ნახვამდის, ამხანაგო სტალინ.
მან არ მიპასუხა. ეს იყო ჩვენი ერთადერთი შეხედრა”.
ახლა კი, მკითხველო, გავიხსენებ გაზეთ “პრავდის” მთავარი რედაქტორის, დიმიტრი შეპილოვის, სტალინთან სამსაათიან შეხვედრას, რომელიც 1952 წელს გაიმართა:
“…სტალინმა მოულოდნელად მკითხა:
_ როდესაც სამეცნიერო სტატიებს წერთ, სტენოგრაფისტს იყენებთ?
ვუპასუხე, რომ არა.
_ რატომ? _ მკითხა სტალინმა.
_ წერის პროცესში ვალაგებ აზრს და ვასწორებ შეცდომებს, ამიტომ არ ვიყენებ სტენოგრაფისტს.
_ მეც არასდროს გამომიყენებია სტენოგრაფისტი. როდესაც ჩემ გარშემო ვინმე ფუსფუსებს, არ შემიძლია მუშაობა”.
ახლა კი მკითხველმა თვითონ განსაზღვროს სტალინის შრომისუნარიანობა ორი უმაღლესი თანამდებობის პირის _ შელეპინისა და შეპილოვის _ მონათხრობით ობიექტურობისა და არაობიექტურობის პრიზმაში.
1953 წლის 7 თებერვალს (ბოლდინ-შელეპინის ზემოხსენებული ბოდვიდან ერთი წლის შემდეგ) სტალინმა მიიღო არგენტინის რესპუბლიკის ელჩი, რომელთანაც 40 წუთის განმავლობაში ისაუბრა. საუბრის ჩანაწერს აკეთებდა საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი ანდრეი ვიშინსკი. საეჭვოა, რომ ამ შეხვედრაზე მხოლოდ გაკვრით დაიწერა გაზეთ “პრავდაში” და სხვა არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. აი, სწორედ ახლა, სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის 70 წლის შემდეგ, საზოგადოებისათვის ნათელი ხდება, რომ, თურმე, “მომაკვდავი” სტალინი 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა არგენტინის ელჩს, რომელიც გაოცებული იყო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელის იუმორითა და სასიამოვნო საუბრით. აქ აღსანიშნავია ის, რომ ელჩი ბრავო სტალინთან პოსკრებიშევმა შეიყვანა, ხოლო საუბრის დასასრულს პოსკრებიშევი არც თანამდებობაზე აღარ იყო და არც თავის სავარძელში. კრემლიდან სტუმარი სტალინის ახალმა თანაშემწე ტოლსტუხამ გააცილა (სტალინის უახლოეს გარემოცვაში ასევე აღარ იყო მისი ცოცხალი ფარი ვლასიკი). სტალინის სულიერი მოძღვარი, უერთგულესი და უკეთილშობილესი პოსკრებიშევი ბოროტმა ხელმა გასტაცა ბელადს. ტვინით სავსე თავი და მშრომელი კაცისთვის სისხლის წვეთ-წვეთად გამღები კაცი მხოლოდ შიშველი ხელებით შეატოვეს საერთაშორისო სიონიზმს და კრემლის მგლების ხროვას. კაცზე დიდისა და ღმერთზე ნაკლები არსების ანდერძი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ მისი სიკვდილისთანავე სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებსა და ყველა ნივთთან ერთად აგარაკის ტერიტორიიდან ოფიციალურად გაიტანეს უცნობ ადგილას. სტალინის ნივთები და ხელნაწერი დოკუმენტების ნაწილი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნდა თავის ადგილსამყოფელს. გაგაცნობთ ანდერძის ტექსტს, რომელზეც პრინციპულად ვაცხადებ, რომ სტალინის ხელით არის დაწერილი და ნამდვილად არსებობდა. უფლის შემწეობით, ისევე როგორც ბრავოსთან საუბარი (რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ), სტალინის ხელით შექმნილი ასი უკვდავი დოკუმენტიც იხილავს დღის სინათლეს.
ანდერძი:
“ჩემი გარდაცვალების შემდეგ ბევრ ნაგავს მოაყრიან ჩემს საფლავს, მაგრამ დრო თვითონ გაფანტავს მას. მე არასოდეს ვყოფილვარ ნამდვილი რევოლუციონერი, მთელი ჩემი ცხოვრება არის ბრძოლა სიონიზმის წინააღმდეგ, რომლის მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება ებრაული ბურჟუაზიის ბატონობისა… ამის მისაღწევად მათ სჭირდებათ საბჭოთა კავშირის განადგურება, განადგურება რუსეთისა, რწმენის, რუსი ხალხის გაურკვეველი წარმომავლობის კოსმოპოლიტებად გადაქცევა. მხოლოდ იმპერიას შეუძლია გაუწიოს წინააღმდეგობა მათ გეგმებს. არ იარსებებს რუსეთი, არ იარსებებს სამყარო, ის დაიღუპება… კმარა უტოპია. შეუძლებელია მონარქიაზე უკეთესი რამის მოფიქრება და არც არის საჭირო. მე ყოველთვის მხიბლავდა რუსი მეფეების გენიალურობა და სიდიადე. ერთპიროვნულ მმართველობას ჩვენ ვერ გავექცევით, მაგრამ დიქტატორი ავტოკრატმა უნდა შეცვალოს. როცა ამის დრო მოვა. ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც ერთად ყოფნა არის შესაძლებელი, არის რუსეთი. რეფორმები გარდაუვალია, მაგრამ თავის დროზე. რეგორმები უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, ორგანული, ევოლუციური, მართლმადიდებლური ცნობიერების თანდათანობითი აღდგენით. მისი ფუძე რეალიზმი და საღი აზროვნებაა. მე მარტო ვარ. რუსეთი კოლოსალური ქვეყანაა და ირგვლივ არც ერთი ღირსეული ადამიანი არ არის… ძველი თაობა სიონიზმით არის მოწამლული და იმედი მხოლოდ ჩვენს ახალგაზრდებზეა. დადგა დრო, ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისა ინტერნაციონალის წინააღმდეგ და მხოლოდ ახალ რუსულ ორდენს შეუძლია წარმართოს იგი, რომლის შექმნა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. დაიმახსოვრეთ: მსოფლიოს არ სჭირდება ძლიერი რუსეთი, ჩვენ არავინ დაგვეხმარება, ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. მე გავაკეთე ის, რაც შემეძლო, ვიმედოვნებ, რომ თქვენ გააკეთებთ უფრო მეტს და უფრო უკეთ. იყავით ღირსეულნი ჩვენი დიდი წინაპრების ხსოვნისა”.
როგორც ჩანს, მოლოტოვმა მხოლოდ პირველი ფრაზა შემოუნახა კაცობრიობას ბელადის სიკვდილის შემდგომ მოვლენებზე. დანარჩენის გასაჯაროება კი იმხანად, ალბათ, ნაადრევი იყო. ეს წინასწარმეტყველება სტალინს 1953 წლის იანვარში არ მოსვლია თავში. სტალინის ეს აზრი უფრო ვრცლად 1939 წელს შვეიცარიაში სსრ კავშირის ელჩმა ალექსანდრა კოლონტაიმ ჩაიწერა. მრავალი მკვლევარის აზრთა შეჯერებით, ეს ჩანაწერი თვითმხილველის (მოლოტოვი) დამოწმებით, მწერალმა კარპოვმა შეიტანა თავის გენიალურ წიგნში “გენერალისიმუსი”. ანდერძში გადმოცემულმა აზრმა ისე გააოცა მეცნიერები და პოლიტიკური სამყარო, რომ მის ნამდვილობაზე ეჭვიც კი შეეპარათ, მაგრამ მრავალწახნაგოვან ბრილიანტს ადვილად გამოარჩევ ღორების მიერ დაღრღნილი სიმინდის ფუჩეჩიდან. ასე რომ, სტალინის ანდერძი წარმოადგენს საუკუნეების მიღმა დანახულ პოლიტიკური რეალიზმს, რომელიც დედამიწაზე არც ერთ სულიერს არ შეეძლო ეგრძნო და გაეთვალა ასეთი სიზუსტით.
ახლა კი გთავაზობთ არგენტინის ელჩ ბრავოსა და სტალინის საუბარს, რომელსაც პირველად გაეცნობა მკითხველი.
“საუბარი არგენტინის ელჩ ლეოპოლდო ბრავოსთან
1953 წლის 7 თებერვალი
სტალინი: _ რამდენი ხანია, არ ყოფილხართ საბჭოთა კავშირში და შეიცვალა თუ არა მოსკოვი ამ ხნის განმავლობაში?
ბრავო: _ ოთხი წელია, არ ვყოფილვარ საბჭოთა კავშირში და ძალიან დიდი ცვლილებები შეიმჩნევა მოსკოვში. გრანდიოზული მშენებლობები მიმდინარეობს. არგენტინის პრეზიდენტმა პერონმა დამავალა, გადმოგცეთ გულწრფელი სალამი და სურვილი გააძლიეროს კავშირი საბჭოთა კავშირთან, კერძოდ, განავითაროს სავაჭრო ურთიერთობები.
სტალინი: _ ამაზე ჩვენი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება. რისი ყიდვა სურს არგენტინას საბჭოთა კავშირისგან და რას შესთავაზებს საბჭოთა კავშირს?
ბრავო: _ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბჭოთა კავშირის ელჩ რეზანოვს გადასცა მემორანდუმი, რომელიც შეიცავს საქონლის იმ ჩამონათვალს, რომელიც არგენტინას სურს, შეიძინოს საბჭოთა კავშირისგან, ასევე საქონლის ჩამონათვალი, რომელიც არგენტინას შეუძლია მიაწოდოს საბჭოთა კავშირს. უპირველეს ყოვლისა, არგენტინას სურს, საბჭოთა კავშირისგან შეიძინოს საბურღი აღჭურვილობები ნავთობის ინდუსტრიისთვის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტყავი, ბამბა, მცენარეული ზეთი და სხვა საქონელი.
სტალინი: _ საბჭოთა მთავრობა განიხილავს ამ წინადადებას. საბჭოთა კავშირი დაინტერესებულია არგენტინასთან სავაჭრო ურთიერთობით.
ბრავო: _ ახალგაზრდობიდანვე დაინტერესებული ვიყავი საბჭოთა კავშირით. ვკითხულობდი წიგნებს საბჭოთა კავშირის შესახებ. ამრიგად, ჩემი პირადი ინტერესია საბჭოთა კავშირთან კარგი ურთიერთობები. აღტაცებული ვარ საბჭოთა კავშირში განხორციელებული გრანდიოზული მშენებლობებით და საბჭოთა კავშირის მიერ ინდუსტრიალიზაციის სფეროში მიღწეული ბრწყინვალე წარმატებებით.
სტალინი: _ ნების გარეშე შეუძლებელია აშენებინო და აკეთებინო ადამიანებს. საბჭოთა ხალხს თავად უნდა შენება და სწორედ ეს უწყობს ხელს მშენებლობას.
ბრავო: _ არგენტინის პრეზიდენტმა პერონმაც წამოიწყო მოძრაობა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.
სტალინი: _ და განა არგენტინა არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა ამჟამად?
ბრავო: _ არგენტინა დამოუკიდებელია, მაგრამ ადრე ქვეყანაში არსებობდა ბევრი უცხოური იმპერიალისტური მონოპოლია, რომელიც დომინირებდა არგენტინის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორზე. პრეზიდენტმა პერონმა წამოიწყო კამპანია უცხოური საწარმოების ნაციონალიზაციისა და უკვე მოახერხა ზოგიერთი მათგანის ნაციონალიზაცია; კერძოდ, რკინიგზის, პორტების, ელექტრომრეწველობის, ურბანული ტრანსპორტისა და ხორცის წარმოების. ის აცხადებს, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე არ არსებობს თავისუფლება.
სტალინი: _ გეთანხმებით. ამერიკელებმა კარგად იციან, ვინც ქვეყნის ეკონომიკას ფლობს, ის ასევე ფლობს მის დამოუკიდებლობას. არგენტინისთვის კარგი იქნება, თუ მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობა თანდათან რეალური იქნება.
ბრავო: _ ზუსტად ამას აკეთებენ პრეზიდენტი ხუან პერონი და მისი მხარდამჭერები, ცდილობენ მოიპოვონ ეკონომიკური დამოუკიდებლობა პოლიტიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად. არგენტინას სურს საბჭოთა კავშირთან კულტურული კავშირის გაძლიერება, ასევე გაძლიერება სპორტის სახეობებში.
სტალინი: _ მივესალმები ამ წინადადებას. რა დონეზეა განვითარებული ამჟამად სპორტი არგენტინაში?
ბრავო: _ არგენტინაში ფეხბურთი საკმაოდ კარგად არის განვითარებული. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ არგენტინის საფეხბურთო გუნდის ჩამოსვლით საბჭოთა კავშირში და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო გუნდის ჩასვლით არგენტინაში.
სტალინი: _ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია. რომელი ენაა არგენტინის სახელმწიფო ენა, ესპანური?
ბრავო: _ დიახ, არგენტინაში ოფიციალურ ენად გამოცხადებულია ესპანური.
სტალინი: _ როგორც მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ ბრამუგლია იყო არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი. კავკასიაში არის ორი სოფელი, რომლებსაც ბრამუგლია ეწოდება.
ბრავო: _ დიახ, ბრამუგლია მართლაც იყო არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი ამჟამად უნივერსიტეტის პროფესორია.
სტალინი: _ ესპანეთის ომის დროს ესპანეთის ელჩი მოსკოვში პასკუა იყო და ეს გვარი ასევე ხშირად გვხვდება კავკასიაში, რაც კავკასიასა და ესპანეთში მცხოვრები ხალხების ენობრივ მსგავსებაზე მიუთითებს.
ბრავო: _ გეთანხმებით და, სხვათა შორის, ამ ზაფხულს ვაპირებ კავკასიის მონახულებას, რადგან კავკასიის ხალხების ადათ-წესები ახლოს არის ჩემი ქვეყნის ხალხის ადათ-წესებთან.
სტალინი: _ ძველად კავკასიის მთებს ბევრმა ხალხმა შეაფარა თავი მტრებისგან დევნისას. კავკასიას აქამდე შემორჩა ბასკების, სარმატების, ავარების ნაშთები… აგრეთვე, იმ ხალხთა ნაშთები, რომლებიც გაქრნენ. შესაბამისად, ეთნოგრაფიის თვალსაზრისით, კავკასია დიდად საინტერესო ადგილია და მეცნიერი, რომელიც დაიწყებდა კავკასიის ეთნოგრაფიული შემადგენლობის შესწავლას, აღმოაჩენდა ბევრ საინტერესო რამეს. მაგალითად, დაღესტანში, ერთმანეთთან ახლოს მდებარე 3-4 ხეობაში ცხოვრობენ ხალხები, რომლებიც საუბრობენ სხვადასხვა ენაზე და მათ არ ესმით ერთმანეთის ენა… ნავთობი თუ არის არგენტინაში?
ბრავო: _ ნავთობი არის, მაგრამ არ არის საკმარისი საბურღი აღჭურვილობა ნავთობის მოსაპოვებლად.
სტალინი: _ სპეციალისტები გყავთ ნავთობის წარმოებისათვის?
ბრავო: _ სპეციალისტები არიან. ნავთობის ინდუსტრია არგენტინაში ნაციონალიზებულია, სახელმწიფოს ეკუთვნის.
სტალინი: _ კარგია, ეს ძალიან კარგია.
ბრავო: _ ჩემი შემდგომი განცხადება არაოფიციალურია. რამდენიმე წლის წინათ არგენტინული ხორცი ინგლისს უფასოდ გაჰქონდა, ვინაიდან ხორცის წარმოება, რკინიგზა და ფლოტი ინგლისის საკუთრებაში იყო; უფრო მეტიც, არგენტინა თვითონ იხდიდა გადასახადს ინგლისში ხორცის ექსპორტისთვის. ეს აღარ მოხდება, ვინაიდან რკინიგზა, პორტები და ხორცის წარმოება ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაა; მაგრამ არგენტინა განიცდის ვაგონებისა და სარკინიგზო აღჭურვილობის დეფიციტს.
სტალინი: _ არგენტინისთვის გვექნება ვაგონებიც და მანქანებიც.
ბრავო: _ გმადლობთ!
სტალინი: _ გთხოვთ, მადლობა გადასცეთ არგენტინის პრეზიდენტს. წარმატებას ვუსურვებ არგენტინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში!
ბრავო: _ გულთბილი მადლობა და არ დავაყოვნებ პერონის ინფორმირებას.
სტალინი: _ ანგლოსაქსებს უყვართ სხვის ზურგზე მიკალათება და ეს უნდა დასრულდეს.
ბრავო: _ ამჟამად მსოფლიოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურების გამო ინგლისი ვერ ბედავს უცხო ქვეყნებში შეჭრას.
სტალინი: _ არის რეგიონები, რომლებშიც ინგლისი შეიჭრება _ მალაიზია, აფრიკა და სხვა ადგილები. ბრიტანეთის ინტერესები ასევე ძლიერია ბელგიასა და ჰოლანდიაში. ჯერ კიდევ არის ადგილები, რომელთა ძარცვაც ინგლისს ჯერჯერობით კიდევ შეუძლია, მაგრამ მათი რაოდენობა დღითიდღე მცირდება.
ბრავო: _ ვიმედოვნებ, რომ მალე ასეთი ადგილები საერთოდ აღარ დარჩება.
სტალინი: _ ყველა ერს, თუნდაც მცირერიცხოვანს, სურს, იცხოვროს თავისი ცხოვრებით.
ბრავო: _ სრულიად გეთანხმებით. ყველა ერს აქვს ამის სურვილი.
სტალინი: _ კარგი იქნება, ლათინური ამერიკის ქვეყნები რომ გაერთიანდნენ. სასურველია, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების შეერთება შტატებად ან რაღაც მსგავსი სახელით. აუცილებელია ლათინური ამერიკის ქვეყნების ალიანსის შექმნა საერთო მიზნებისათვის, მაგალითად, ეკონომიკური მშენებლობისთვის და არა მხოლოდ წინააღმდეგობისთვის გაერთიანება. როგორ ფიქრობთ, ექნებათ ლათინური ამერიკის ქვეყნებს ასეთი ალიანსის შექმნის სურვილი?
ბრავო: _ ლათინური ამერიკის ქვეყნებში თითქოს არის ასეთი სურვილი, მაგრამ, როგორც კი რომელიმე ქვეყანა იწყებს ბრძოლას ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის, შეერთებული შტატები იწყებს მტრულ კამპანიას პრესაში ამ ქვეყნის წინააღმდეგ და ცდილობს, დაადანაშაულოს იგი კომუნიზმის ერთგულებასა და საბჭოთა კავშირზე დამოკიდებულებაში.
სტალინი: _ ეს შეერთებული შტატების ლიდერთა გონებრივ სიღარიბეზე მიუთითებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ, მაგრამ თავში ცოტა რამ უდევთ. ამერიკის პრეზიდენტებს, როგორც წესი, არ უყვართ ფიქრი და ამჯობინებენ, დაეყრდნონ თავიანთ “გონიერ კავშირებს”. სწამთ, რადგან აქვთ ფული, არ სჭირდებათ ინტელექტი… კიდევ რამე საკითხი გაქვთ განსახილველი?
ბრავო: _ სხვა საკითხები აღარ მაქვს განსახილველი, მაგრამ მსურს, განვაცხადო: განვიცდი დიდ სიამაყეს და მადლიერებას იმის გამო, რომ მომეცა საშუალება, პირადად გამოვხატო ჩემი პატივისცემა გენერალისიმუს სტალინისადმი, და ამ ვიზიტისგან მიღებული შთაბეჭდილება სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. მოხარული ვარ ჯანმრთელი, ხალისიანი და კეთილგანწყობილი გენერალისიმუსის ხილვით.
სტალინი: _ რამ გამოიწვია ასეთი სიხარული? რა სარგებლობა მოვუტანე არგენტინას?
ბრავო: _ ჩემი სიხარული გამოიწვია თქვენთან შეხვედრამ, იმან, რომ სტალინი არის ადამიანი, რომელზეც ლაპარაკობენ მსოფლიოში. სტალინი არის ადამიანი, რომელიც ყველას აინტერესებს.
სტალინი: _ თქვენ აშკარად აჭარბებთ.
ბრავო: _ ჩემი ყველა სიტყვა გულიდან მოდის.
სტალინი: _ ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ხალხი, საზოგადოდ, აზვიადებს ჩემს როლს. ერთი შემაქებს, მეორე აიტაცებს და ასე იწყება ქება. ზოგი მაქებს, ზოგიც მაძაგებს. მაგალითად, ჩერჩილი (იცინის).
ბრავო: _ კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მონიჭებული პატივისთვის და ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი და ვესაუბრე გენერალისიმუსს.
საუბარი ჩაიწერეს ამხანაგმა ვიშინსკიმ და ამხანაგმა კოლოსოვსკიმ”.
P.S. ამ შეხვედრის პოსტკრიპტუმი იყო არგენტინის ელჩის თხოვნა პირად საკითხზე. ლეოპოლდო ბრავომ გენერალისიმუსს სთხოვა, გაეთავისუფლებინა მისი საცოლე რუმინელთა ტყვეობიდან. აი, ტექსტი: “თქვენო აღმატებულებავ, გენერალისიმუს სტალინ, როგორც არგენტინისა და რუმინეთის მეგობარს, მოგმართავთ თხოვნით, რათა ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასისტენტმა მარგარიტა იოანა სტამატიადმა მიიღოს მოსკოვში ჩამოსვლის საშუალება, ვინაიდან მსურს დაქორწინება მასზე. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიშუამდგომლოთ და გადადგათ ქმედითი ნაბიჯები რუმინეთის მთავრობასთან, ამ გოგონას შესაბამისი პასპორტი რომ გადაეცეს. თქვენო აღმატებულებავ, მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები დახმარებისთვის. ლეონარდო ბრავო”. სტალინის რეზოლუცია ბრავოს თხოვნაზე: “დაეხმაროს საგარეო საქმეთა სამინისტრო 20.02.53.წ.”
(დასასრული შემდეგ ნომერში)
გრიგოლ ონიანი