Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ გზა 1937 წლამდე

სტალინი _ გზა 1937 წლამდე

“სასახლის გადატრიალების” კრახი

სტალინი, ბუხარინი და ორჯონიკიძე

ბრალდებულმა იაგოდამ სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ კიროვი მოკლესმემარჯვენეტროცკისტული ბლოკისგადაწყვეტილებით. მანვე აღიარა, რომ ბუხარინი, რიკოვი და ენუქიძე მონაწილეობდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამ ბლოკის დავალებით მოკლეს მწერალი მაქსიმ გორკი, მისი შვილი მაქსიმ პეშკოვი, მენჟინსკი და კუიბიშევი.

ჩემი დაცემა დაიწყო მაშინ, _ განაცხადა იაგოდამ, _ როცა რიკოვმა შემომთავაზა, დამემალა პარტიისთვის ჩემი მემარჯვენული თვალსაზრისი. იყო ერთი იაგოდა, პარტიის წევრი, და გახდა სხვა იაგოდა, სამშობლოს მოღალატე, შეთქმული. მე ვიცი ჩემი განაჩენიარ მსურს, თვალთმაქცურად განვაცხადო, რომ სიკვდილი მინდა. ძნელია ასეთი დამღით სიკვდილიმე მივმართავ სასამართლოს თხოვნით, თუ შეიძლება, მაპატიეთ”.

* განსასჯელმა რიკოვმა საბოლოო სიტყვაში თქვა: “მე ვუღალატე სამშობლოს, რაც გამოიხატა ჩემს ურთიერთობაში საბჭოეთის მოსისხლე მტრებთან, რომლებთან ერთად ვგეგმავდით ქვეყნის დამარცხებას მომავალ ომში. ჩვენ ვამზადებდით სახელმწიფო გადატრიალებას, კულაკთა აჯანყებებს, ვიყენებდით ბრძოლის ტერორისტულ მეთოდებს… ჩემი ბოლო სიტყვა მინდა გამოვიყენო იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინო ჩემს ყოფილ მომხრეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაპატიმრებული და განიარაღებულნი… მინდა, მათ იცოდნენ, რომ მე ყველანი, ვინც კი შემორჩა ჩემს მეხსიერებას, გავეცი და გამოვააშკარავე. მსურს, ყველა, ვინც ჯერ კიდევ არ არის დაპატიმრებული და გამოაშკარავებული, სასწრაფოდ განიარაღდეს და ჩაბარდეს ხელისუფლებას… შეიგნონ, რომ განიარაღება იძლევა რაღაცნაირ შემსუბუქებას, გათავისუფლებას იმ საზარელი სიმძიმისგან, რომელიც ამ პროცესმა გამოააშკარავა. განიარაღებაშია მათი ერთადერთი შველა”.

* ბუხარინმა განაცხადა: “მე თავს ვცნობ დამნაშავედ სოციალისტური სამშობლოს ღალატში, კულაკთა აჯანყებების ორგანიზებაში, ტერორისტული აქტების მომზადებაში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში… მე კონტრრევოლუციური საქმის ხელმძღვანელი ვიყავი და არა მეისრე. ბევრი კონკრეტული საქმე შეიძლება არ მცოდნოდა და სინამდვილეშიც არ ვიცოდი, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ მათავისუფლებს. მე ვაღიარებ ჩემს დანაშაულს საბჭოთა კავშირის დანაწევრების ავაზაკურ მცდელობაში, რადგან ტროცკი მოლაპარაკებას აწარმოებდა ტერიტორიულ დათმობებზე, მე და ის კი ერთ ბლოკში ვიყავით. ბრალდებულთა მონანიებას ზოგჯერ ხსნიან სრულიად უაზრო რაღაცებით, თუნდაც ტიბეტური ფხვნილით და ა.შ. მე ჩემს შესახებ ვიტყვი, რომ ციხეში, სადაც ვიჯექი თითქმის ერთი წელი, ვმუშაობდი, ვმეცადინეობდი, შევინარჩუნე აზროვნება. ეს კი არის ფაქტობრივი უარყოფა ყველა არარსებული და უაზრო კონტრრევოლუციური თქმულებისა, რომლებსაც ამ საკითხზე ინფორმაციის ზოგიერთი საშუალება ავრცელებს.

საუბრობენ ჰიპნოზზე, მაგრამ მე ხომ პროცესზე ჩემი იურიდიული დაცვაც მიმყავდა, ე.ი., ვაზროვნებდი; ვებმებოდი პოლემიკაში მოსამართლეებთან, პროკურორებთან, მოწმეებთან, განსასჯელებთან. აქედან გამომდინარე, ძალიან გამოუცდელი მედიცინის მუშაკისთვისაც კი ნათელია, რომ ჰიპნოზი გამორიცხულია. ახლა ვისაუბრებ ჩემი მონანიების მიზეზებზე. სამი თვის განმავლობაში უარზე ვიყავი, არ ვტყდებოდი. შემდეგ დავიწყე ჩვენების მიცემა. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ციხეში ჩემი წარსული გადავაფასე… ახლა ჩვენ უკვე განადგურებული ვართ. სინანული გამოვთქვით ჩვენს საზიზღარ დანაშაულზე… და უნდა იყო ტროცკი, რომ არ განიარაღდე. ტროცკი მოძრაობის ძრავა იყო, ყველა სასტიკი მითითება _ ტერორი, ქვეყნის დანაწევრება, მავნებლობა _ მისგან მოდიოდა. შემიძლია ვივარაუდო, რომ ტროცკი და ჩემი სხვა მოკავშირეები, აგრეთვე, IV ინტერნაციონალი, შეეცდებიან ჩვენს დაცვას, კერძოდ, ჩემ დაცვას. მე ამ დაცვას უარვყოფ, რადგან მუხლმოდრეკილი ვდგავარ ქვეყნის, პარტიის, მთელი ხალხის წინაშე. ჩემი საზარელი დანაშაული უსაზღვროა. ამ შეგნებით ველოდები განაჩენს, აქ საქმე მტრის გრძნობებთან კი არ გვაქვს, არამედ აყვავებულ სსრ კავშირთან, მის საერთაშორისო მნიშვნელობასთან”, _ დაასკვნა ბუხარინმა.

1938 წლის 13 მარტს სასამართლო კოლეგიამ გამოაცხადა თავისი განაჩენი, რომლის მიხედვით 21 განსასჯელიდან 18-ს, მათ შორის, ბუხარინს, კრესტინსკის, რიკოვს, იაგოდას, მიესაჯათ უმაღლესი ზომა _ დახვრეტა.

ასე დასრულდა ტროცკისტი შეთქმულების მესამე და უკანასკნელი სასამართლო პროცესი, რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ, ესწრებოდა უამრავი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი კორესპონდენტი. არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა უცხოელი დიპლომატების, საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, მედიცინისა და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობის გარეშე. გამომდინარე აქედან, მსოფლიოს საზოგადოებრიობამ დაინახა, რომ სასამართლო იყო აბსოლუტურად მიუკერძოებელი, ჭეშმარიტად კვალიფიციური და კომპეტენტური. ამ მოსაზრებას ადასტურებენ ის უცხოელი დიპლომატები და საზოგადო მოღვაწენი, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო სხდომებს.

* აი რას სწერდა თავის ანგარიშში პროფესიონალი იურისტი, შეერთებული შტატების ელჩი საბჭოთა კავშირში _ ჯოზეფ დევისი (რომელსაც არც ერთი სხდომა არ გამოუტოვებია) თავის საგარეო საქმეთა მინისტრს ვაშინგტონში: “მოსკოვში მომუშავე თითქმის ყველა დიპლომატი თვლის, რომ განაჩენი იყო სამართლიანი, რომ ნამდვილად არსებობდა შეთქმულთა ჯგუფები, რომელთა მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. საზღვარგარეთ ფართოდ გავრცელებული აზრი, თითქოს ყველა განსასჯელი ერთსა და იმავეს ლაპარაკობდა, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ისინი შეუპოვრად ეკამათებოდნენ ბრალდებას და მხოლოდ იმას აღიარებდნენ, რისი უარყოფაც შეუძლებელი იყო. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებელ ვიშინსკის, რომელსაც დასავლური პროპაგანდა სასტიკ ინკვიზიტორად სახავს, ის ძალიან წააგავს აშშ-ის იუსტიციის მინისტრ კამინგს; ისეთივე მშვიდია, მიუკერძოებელი, გონიერი, გაწაფული, ბრძენი, როგორც იურისტი, მე უაღრესად აღფრთოვანებული და კმაყოფილი დავრჩი იმით, როგორ მიჰყავდა მას ეს რთული საქმე”.

* გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი, რომელიც იმხანად მოსკოვში იმყოფებოდა და სასამართლო პროცესის სხდომებს ესწრებოდა, თავის წიგნში “მოსკოვი, 1937” დაწვრილებით გადმოსცემს სასამართლო პროცესის ნიუანსებს და კატეგორიულობით აცხადებს, რომ დასავლეთში გავრცელებული მითი იმის შესახებ, თითქოს სახელმწიფო დამნაშავეებზე მოსკოვში ჩატარებული სასამართლო პროცესები იყო “კარგად დადგმული სპექტაკლები”, არის ბლეფი, და რომ სასამართლო იყო აბსოლუტურად ობიექტური და მის მიერ გამოტანილი განაჩენი _ დანაშაულის ადეკვატური:

“სტალინმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, განმეორებით გაესამართლებინა მოწინააღმდეგე ტროცკისტები, ბრალი დასდო მათ სახელმწიფო ღალატში, ჯაშუშობაში, მავნებლობაში და სხვა ძირგამომთხრელ საქმიანობაში, აგრეთვე, ტერორისტული აქტების მომზადებაში. პროცესებზე სტალინის მოწინააღმდეგე ტროცკისტები, რომლებმაც თავიანთი “სისასტიკითა და თვითნებობით” საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მსოფლიო აამხედრეს, საბოლოოდ განადგურდნენ. მათ ბრალდება დაუმტკიცეს და დახვრიტეს. ევროპაში ჩემი ყოფნისას ზინოვიევის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ვენდობოდი. მეგონა, რომ ბრალდებულთა ისტერიკული აღიარებები რაღაც იდუმალი საშუალებებით მოიპოვეს. პროცესი წარმოდგენილი მქონდა დიდი ოსტატობით დადგმულ, უზომოდ შემაძრწუნებელ თეატრალურ სანახაობად, მაგრამ მოსკოვში მეორე პროცესზე დასწრებისას, როდესაც ვნახე და მოვუსმინე პიატაკოვს, რადეკს, მათ მეგობრებს, ჩემი ეჭვები გაიფანტა. პირადად ვნახე პროცესის ოქმები, გავიხსენე ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით ვიხილე, რაც მოვისმინე. ბრალდების უტყუარობის მამტკიცებელი და გამაბათილებელი ყველა გარემოება კიდევ ერთხელ ავწონ-დავწონე და, თუ ყოველივე ეს გამოიგონეს და მოაწყვეს, მაშინ, არ ვიცი, სიმართლე რაღაა… მე ნამდვილად არ შემქმნია შთაბეჭდილება, თითქოს ბრალდებულთა აღიარება იძულებითია. სასამართლოს წინაშე მდგომი ხალხისათვის არანაირად არ შეიძლებოდა გვეწოდებინა წამებული, თავიანთი ჯალათის წინაშე სასოწარკვეთილი არსებანი, პირიქით, ისინი მოვლილი, კარგად ჩაცმული მამაკაცები იყვნენ, მშვიდი, ძალდაუტანებელი მანერებით. სვამდნენ ჩაის, ჯიბეში მოუჩანდათ გაზეთები და ხშირად ათვალიერებდნენ დამსწრე საზოგადოებას. ერთი შეხედვით, ეს დისკუსიას უფრო ჰგავდა, ვიდრე სისხლის სამართლის პროცესს. დისკუსიას, რომელზეც განათლებული ადამიანები იცავენ საუბრის ტონს, სადაც ცდილობენ, გაარკვიონ სიმართლე, სახელდობრ, რა მოხდა და რატომ მოხდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ბრალდებულები, პროკურორი და მოსამართლეები ერთნაირი (ლამის ვთქვი _ სპორტული) ინტერესით იყვნენ გატაცებულნი, რათა ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით გაერკვიათ. რადეკის თქმით, მათ ტროცკის კონცეფციისადმი რწმენა დაეკარგათ. ამ გარემოებისა და მოვლენების განვითარების გამო ბრალდებულთა აღიარება გაისმა, როგორც იძულებითი ჰიმნი სტალინის რეჟიმისადმი, ბრალდებულები იმ ბიბლიურ წინასწარმეტყველს დაემსგავსნენ, რომელმაც, წყევლის მაგიერ, სურვილის საწინააღმდეგოდ, ლოცვა აღავლინა”.

ასე აფასებდნენ მოსკოვურ სასამართლო პროცესებს უცხოელი თვითმხილველები, თუმცა მკითხველისთვის ამ პროცესების არც ხრუშჩოვისეული შეფასება იქნება უინტერესო. XX ყრილობაზე, სადაც იგი ანტისტალინური დემაგოგიური მოხსენებით გამოვიდა, იძულებული იყო, ეთქვა:

პარტიამ ლენინიზმის ყველა მტერი გაანადგურა და ამაში სტალინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. თუ ეს მტრები არ იქნებოდნენ განადგურებული, ჩვენ არ გვექნებოდა მძიმე ინდუსტრია, არ გვექნებოდა კოლმეურნეობები, აქედან გამომდინარე კაპიტალისტურ გარემოცვაში დავრჩებოდით უძლურნი და განიარაღებულნი”.

სტალინს სურდა, რომ ბუხარინი უდანაშაულო ყოფილიყო. დიდხანს არ აძლევდა სამართალდამცავ ორგანოებს მისი დაპატიმრების უფლებას. სტალინი ძალიან აფასებდა მასთან ძველ მეგობრობასა და თანამშრომლობას. ამის ნათელი მაგალითია სტალინის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა ბანკეტზე, 1935 წელს: “შევსვათ ბუხარინის სადღეგრძელო, ჩვენ ყველა ვიცნობთ მას და გვიყვარს იგი და, ვინც წარსულს უხსენებს მას, ვურჩიოთ, გაანებოს თავი წარსულის ქექვას”. სტალინის სიტყვების გულწრფელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მან ბუხარინი, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის მუხლით იყო საქმე აღძრული, 1936 წელს შეიყვანა კონსტიტუციის პროექტის შემმუშავებელ კომისიაში. იმავე წლის დეკემბერში კი, როცა ეჟოვმა ბუხარინი კიროვის მკვლელობის ორგანიზებაში ამხილა და მოითხოვა მისი დაპატიმრება, სტალინმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ “ამ საქმეში სიჩქარე დაუშვებელია”. სტალინმა საკითხის შესწავლა ცეკას წევრებს დაავალა. და სწორედ ცეკას დადგენილების საფუძველზე დააპატიმრეს ბუხარინი და არა სტალინის პირადი მითითებით. მას შემდეგ, რაც ბუხარინმა კაგანოვიჩის კაბინეტში კრესტინსკისთან დაპირისპირებისას უარყო წაყენებული ბრალდებები, სტალინმა მიუთითა პროკურატურას, შეეწყვიტა ბუხარინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამხილის უქონლობის მოტივით. სტალინი აქ ნამდვილად ცდებოდა, გამოძიებას ბუხარინზე სამხილები საკმარისზე მეტი ჰქონდა. და სტალინი იძულებული შეიქნა, ბუხარინი პოლიტბიუროზე მიეწვია საკითხის ობიექტურად განხილვის მიზნით. ბუხარინის ქვრივი ლარინა ამ შემთხვევას თავის მემუარებში ასე აღწერს: “ეფიმ ცეიტლინმა, თავისი ჩვენებებით, ნ.ი. ბუხარინი სტალინის წინააღმდეგ ტროცკისტული აქტის მზადებაში ამხილა. პროცესის დაწყებამდე, რომელიც 1937 წლის 23 იანვარს დაიწყო, რამდენიმე დღით ადრე ბუხარინი ცეკა-ში მიიწვიეს. იქ სტალინის, პოლიტბიუროს ყველა წევრისა და ეჟოვის მონაწილეობით მოხდა ბუხარინის დაპირისპირება სოსნოვსკისთან. ეყრდნობოდა რა ბუხარინისაგან მიღებულ წერილს, სოსნოვსკიმ განაცხადა, რომ ტროცკისტებმა ტერორის გააქტიურება გადაწყვიტეს, ხოლო ბუხარინის მიერ მათთვის გაგზავნილი ფული მიუთითებდა იმაზე, რომ მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაცია იზიარებს ტროცკისტების თვალსაზრისს და იმავე პრინციპით იმოქმედებს. სტალინის შეკითხვას, გაუგზავნა თუ არა მან სოსნოვსკის ფული, ბუხარინმა უპასუხა: “კი, ვუგზავნიდი”. “ყველაფერი ნათელია”, _ შენიშნა ი.ბ. სტალინმა. ამხილა რა ბუხარინი, პიატაკოვმა აღიარა, რომ თვითონაც იყო კონტრრევოლუციური ცენტრის წევრი. “ნუთუ თქვენი ჩვენებები ნებაყოფლობითია?” _ შეეკითხა პიატაკოვს პოლიტბიუროს წევრი ორჯონიკიძე. “ჩემი ჩვენებები ნებაყოფლობითია”, _ უპასუხა პიატაკოვმა. რადეკმა პოლიტბიუროს განუცხადა: გაზეთ “იზვესტიის” რედაქციაში ლაპარაკი იყო კიროვის მკვლელობაზეო, მაგრამ სტალინის ლიკვიდაციის გარეშე კაპიტალიზმის რესტავრაცია შეუძლებელი იყო. მიუხედავად მოყვანილი ფაქტებისა, ბუხარინი არ დაუპატიმრებიათ, მეტიც, მასთან ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ. 1936 წლის 7 ნოემბერს ბუხარინი წითელი მოედნის სამთავრობო ტრიბუნაზე იდგა. სტალინმა შენიშნა იგი. ბუხარინთან მივიდა გუშაგი და მოახსენა, რომ სტალინი ბუხარინს სთხოვს, აბრძანდეს მავზოლეუმის ტრიბუნაზე, მისი ადგილი იქ არის.

ბუხარინი ავიდა მავზოლეუმზე, მაგრამ საუბარი სტალინთან არ გამართულა (ფიოდორ მარენკოვი, “ხელმწიფე და სიბილწე”. 1995 წ.).

* მილიონერმა ჰენრი ფორდმა თავისი განცვიფრება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ტრიბუნიდან შემდეგი სიტყვებით გამოხატა 1930 წელს:

პროკურორი ანდრეი ვიშინსკი

ის გეგმები, რომლებსაც კომუნისტური ბელადები ახორციელებდნენ, მოცულობითა და მნიშვნელობით აღემატება ისტორიაში ცნობილ ყველაზე დიდ და გაბედულ წამოწყებებს. პეტრე დიდის პროექტები ფერმკრთალდება სტალინის გეგმებთან შედარებით. პირველნი მოწიწებით ხრიან თავს უკანასკნელთა წინაშე!”

1937 წლის 5 მარტს ცეკას პლენუმზე სტალინმა ხაზგასმით აღნიშნა: “ჩვენს ზოგიერთ პარტიულ ხელმძღვანელს ცუდი სენი სჭირს, ისინი უყურადღებობას იჩენენ ადამიანების მიმართ, როგორც პარტიის წევრების, ასევე, უპარტიო მუშაკების მიმართაც. მეტიც, ისინი არ სწავლობენ თავიანთ მუშაკებს, არ იციან, რით ცხოვრობენ ისინი და როგორ იზრდებიან, საერთოდ, არ იცნობენ თავიანთ კადრებს. ამიტომაც მათ ინდივიდუალური მიდგომა არ აქვთ თავიანთ მუშაკებთან. ინდივიდუალური მიდგომა კი ძირითადია ჩვენს საორგანიზაციო მუშაობაშისწორედ იმის გამო, რომ ისინი ცუდად იცნობენ თავიანთ კადრებს, ადგილი აქვს პარტიული კადრების დაუმსახურებელ დარბევას, პარტიის რიგებიდან ათასების და ათიათასების გარიცხვას. ეს კი მათ უბრალო საქმედ მიაჩნიათ. ისინი თვლიან, რადგან ჩვენი პარტია ძლიერი და მრავალრიცხოვანია, ასეთი დანაკლისი მის ძლიერებას ვერ შეასუსტებსო. ასე მხოლოდ ანტიპარტიული ელემენტები შეიძლება მსჯელობდნენ. ადამიანების მიმართ ასეთმა უსულგულო დამოკიდებულებამ, ბუნებრივია, გაღიზიანება გამოიწვია პარტიის წევრთა ერთ ნაწილში და გასაგებიცაა, რომ მათ ტროცკისტი მავნებლები ადვილად ითრევენ თავიანთ ჭაობშიზოგიერთი პარტიული ორგანიზაციის თვითნებობა იქამდე მიდის, რომ იგი თავის წევრს პარტიიდან აძევებს სოციალური მდგომარეობის დამალვისა და პასიურობისთვის. ამასაც არ სჯერდებიან, ხსნიან სამსახურიდან და ბინიდან ასახლებენ. მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ასეთი პარტიული ორგანიზაციები წყალს ხალხის მტრების წისქვილზე ასხამენ”.

აღნიშნულ საკითხზე სტალინმა ყურადღება კიდევ უფრო გაამახვილა ცკ-ის 1938 წლის იანვრის პლენუმზე. მან კონკრეტული მაგალითებისა და კონკრეტული პირების დასახელებით ამხილა პარტიის მაღალ ეშელონებში მოკალათებული თანამდებობის პირები, რომლებიც, “ტროცკისტული ბლოკის” მითითებით, არალეგალურად იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი მოგონილი ბრალდებებით ცილს სწამებენ პატიოსან, პარტიის ერთგულ ადამიანებს, აძევებენ მათ პარტიის რიგებიდან და აპატიმრებენ კიდეც. მაგალითად: აზერბაიჯანის ცეკამ 1937 წლის 5 ნოემბერს მხოლოდ ერთ სხდომაზე პარტიის რიგებიდან გარიცხა 279 კომუნისტი; სტალინგრადის საოლქო კომიტეტმა ამავე წლის 26 ნოემბერს _ 69 კაცი, ნოვოსიბირსკის საოლქო კომიტეტმა 28 ნოემბერს _ 72; ორჯონიკიძის სამხარეო კომიტეტის პარტიული კონტროლის კომისიამ 160 გარიცხულიდან, როგორც არასწორად და სრულიად დაუსაბუთებლად გარიცხული 101 კომუნისტი აღადგინა პარტიის რიგებში. დაზარალებულთა აპელაციის საფუძველზე, ნოვოსიბირსკის პარტიულმა ორგანიზაციამ თავის რიგებში დააბრუნა 51 წევრი 80-დან; როსტოვის პარტორგანიზაციამ _ 43 წევრი 66-დან; სტალინგრადისამ _ 58, სარატოვისამ _ 80წევრი, 134-დან; კურსკის პარტორგანიზაციამ _ 56, 92-დან და ა.შ.

ხარკოვის ოლქის ბევრ რაიონში “სიფხიზლის” საბაბით ადგილი აქვს სამუშაოდან კადრების დათხოვნის შემთხვევებს, ასევე, პარტიის რიგებიდან მათ მასობრივ გაძევებას. შემოწმებებმა გამოავლინეს გადაწყვეტილებების უსაფუძვლობა და უკანონობა. მაგალითად, ზმიევსკის რაიონში 1937 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სამუშაოდან მოხსნილია 36 მასწავლებელი, 42 კი მონიშნულია გასათავისუფლებელთა სიებში. შედეგად რიგ სოფლებში აღარ ისწავლება ისტორია, სსრ კავშირის კონსტიტუცია, რუსული, უკრაინული და უცხო ენები.

თუ რა უსაფუძვლო და ხშირად ცინიკურია ეს გათავისუფლებები, კარგად ჩანს შემდეგ მაგალითზე: ქალაქ ზმიევსკის საშუალო სკოლაში მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ქალი ჟურკო, 1904 წელს დაბადებული, კოლმეურნის შვილი, 8 წლის სტაჟის მქონე, დაუსწრებელი სწავლების ინსტიტუტის მე-4 კურსის სტუდენტი. ადგილობრივ გაზეთში მის ძმაზე, რომელიც ქალაქ იზიუმში პედაგოგად მსახურობდა, გაჩნდა მინიშნება, რომ თითქოს იგი ნაციონალისტია. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჟურკო მოეხსნათ თანამდებობიდან, ამას კი მისი პედაგოგი მეუღლის განთავისუფლება მოჰყვა. საკითხის განხილვამ გამოავლინა, რომ გაზეთში დაბეჭდილი სტატია შეთითხნილი იყო ადგილობრივი ტროცკისტის მიერ, ხოლო ჟურკოს ძმა არც ნაციონალისტი ყოფილა და, აქედან გამომდინარე, არც სამსახურიდან მოხსნილი.

კუიბიშევის ოლქის ბევრ რაიონში პარტიის რიგებიდან გარიცხულია უამრავი კომუნისტი “ხალხის მტრის” ბრალდებით. შინსახკომის ორგანოებმა, შეამოწმეს რა ბრალდებულთა საქმეები, 50-დან 43 უდანაშაულოდ ცნეს, გაათავისუფლეს ისინი პატიმრობიდან და აღადგინეს პარტიის რიგებში… კიევის საოლქო კომიტეტის მდივანი, ხალხის მტერი, კუდრიავცევი პარტიის კრებებზე სიტყვაში გამოსულ კომუნისტებს განუწყვეტლივ ეკითხებოდა: “თქვენ თვითონ თუ დაგიწერიათ ვინმეზე თუნდაც ერთი დასმენითი განცხადება?” ამ პროვოკაციის შედეგად კიევის საოლქო პარტორგანიზაციის წევრთა თითქმის ნახევარზე დაიწერა დასმენა, რომელთა დიდი უმრავლესობა ბინძური ცილისწამება აღმოჩნდა. სტალინგრადის რაიკომში მოკალათებულმა ტროცკისტებმა პარტიიდან გარიცხეს და დააპატიმრეს 1917 წლიდან პარტიის წევრი, ყოფილი წითელი პარტიზანი მახატკინი _ “ანტისაბჭოური ლაპარაკისათვის”. როგორც შემოწმებამ დაადასტურა, მახატკინის “ანტისაბჭოური ლაპარაკი” იყო ის, რომ იგი ამხანაგების წრეში ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას სოფლის საბჭოს მესვეურთა მიმართ, რომ ისინი უყურადღებობას იჩენდნენ სამოქალაქო ომში დაღუპული ერთ-ერთი გმირის წვრილშვილიანი ოჯახისადმი. ცკ-ის კომისიამ მახატკინი პარტიაში აღადგინა და დააბრუნა თანამდებობაზე. ხალხის მტრების ასეთი პროვოკაციული საქმიანობა გამომჟღავნდა და აღიკვეთა საბჭოთა ქვეყნის თითქმის ყველა ოლქში, ქალაქსა თუ რაიონში”.

პლენუმმა თავის გადაწყვეტილებაში, სხვა მრავალ პუნქტთან ერთად, შემდეგი პუნქტებიც ჩაწერა:

7.დაევალოთ პარტიულ ორგანიზაციებს, გადასცენ პარტიულ პასუხისგებაში პირები, რომლებიც შემჩნეულნი არიან უდანაშაულო ადამიანების ცილისწამებაში. რეაბილიტირებული იქნან არასწორად დასჯილნი. გამოქვეყნდეს პრესაში მათი გამამართლებელი მასალები;

8.აიკრძალოს არასწორი, დანაშაულებრივი პრაქტიკა, როცა პარტიის რიგებიდან გარიცხულთ ხსნიან დაკავებული თანამდებობებიდან და, თუ ეს გათავისუფლება აუცილებლობაა, მისი განხორციელება მოხდეს მას შემდეგ, რაც დაზარალებულს ახალი სამუშაო მიეცემა;

9.დაევალოთ საოლქო და სამხარეო კომიტეტებს, მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრალურ კომიტეტებს, 1938 წლის 15 თებერვლამდე უზრუნველყონ პარტიიდან გარიცხულთა შრომითი მოწყობა; მომავალში არ დაუშვან, რომ პარტიიდან გარიცხულები უმუშევრები დარჩნენ.

(გაგრძელება იქნება)

P.S. წერილში გამოყენებულია მასალები სტალინის პირადი არქივიდან (. 558. აღწერა 11.), ენციკლოპედიიდან _ “სტალინი” (მოსკოვი, 2007 .), სერგეი კრემლიოვის წიგნიდანდიდი სტალინი” (მოსკოვი, 2013 .), იური ემელიანოვისსტალინიდან” (მოსკოვი, 2007 .), გივი ბერძენიშვილისსტალინიდან” (თბილისი, 2003 .), მიხეილ დოკუჩაევის წიგნიდანისტორიას ახსოვს” (მოსკოვი, 1998 .), იური ჟუკოვის, ვლადიმერ კოჟინოვისა და იური მუხინის წიგნიდან “37 წლის გამოცანა” (მოსკოვი, 2010 .), რობერტ ფეერისანტისტალინური სისაძაგლეებიდან” (მოსკოვი, 2010 .), იგორ პიხალოვის ნაშრომიდან “1937 წელი” (მოსკოვი, 2013 .) ,იური ჟუკოვისსხვა სტალინიდან” (მოსკოვი, 2010 .), ალექსანდრე შაბალოვის წიგნიდანსტალინის მეთერთმეტე დარტყმა” (როსტოვი, 1997 .).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here