Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ გზა 1937 წლამდე

სტალინი _ გზა 1937 წლამდე

სტალინი

1937 წელს იყო პიკი იმ მოვლენებისა, რომლებიც განვითარდა 1918-დან 1940 წლამდე პერიოდში, თავისი კატაკლიზმებით, ტრიუმფით, წარმატებითა და წარუმატებლობით. როგორც მხოლოდ 1945 წლით არ განისაზღვრება დიდი სამამულო ომის პერიპეტიები და აუცილებლად მინიშნებული უნდა იყოს 1941-45 წლები, ასეა წარმოსადგენი 1937 წლამდე და 1937 წლის შემდგომი მოვლენები.

1937 წელს დასრულდა იმპერიალიზმსა და ახალგაზრდა საბჭოთა კავშირს შორის ოცწლიანი ომი, რომელიც დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების მეორე დღესვე დაიწყო. თუ დიდ სამამულო ომში ნათლად იყო წარმოდგენილი ორივე მხარის შეტევის მიმართულებები და ცოცხალი ძალისა თუ საომარი ტექნიკის მონაცემები, იმპერიალიზმსა და საბჭოთა კავშირის ოცწლიან ომში უხილავი იყო მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და ტექნიკა, რომლითაც უტევდნენ საბჭოთა კავშირს. ამ ფარულ ომში გაცილებით რთული იყო თავდაცვისა და თავდასხმის პოზიციების განსაზღვრა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში.

თუ ფაშისტური გერმანიის “მესერშმიტები” დღედაღამ ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, 1930-იან წლებში ხალხის მტრები ცეცხლში წვავდნენ და ცოცხლად მარხავდნენ სახლში დარჩენილ ქალებსა და ბავშვებს, როცა მამაკაცები საკოლმეურნეო მინდვრებში მუშაობდნენ.

თუ გერმანელები ჰაერიდან აყრიდნენ ბომბებს დონბასის საბადოებს და ქვეყანამ იცოდა, რომ ეს გერმანელი ფაშისტი მხეცების ნახელავი იყო, 1930-იან წლებში ხალხის მტრები ზურგში მოქმედებდნენ და მალულად აფეთქებდნენ მაღაროებს, რომლებშიც ასობით მეშახტე იღუპებოდა.

თუ გერმანული ბომბდამშენები კვალდაკვალ მისდევდნენ სარკინიგზო შემადგენლობებს და ბომბებს აყრიდნენ, ხალხის მტრები შენიღბულად მოქმედებდნენ _ ნაღმავდნენ სარკინიგზო მაგისტრალების ლიანდაგებს, აფეთქებდნენ და უამრავი შემადგენლობა ხალხით, ხორბლითა და სხვადასხვა სანოვაგით დატვირთული ცეცხლის ალში ეხვეოდა.

სტალინმა, მიუხედავად ასეთი მძაფრი წინააღმდეგობისა, ბრწყინვალედ დაასრულა პირველი ხუთწლედი და გააოცა მსოფლიო. მიუხედავად ხალხის მტრების ჩანაფიქრისა, ჩამოექციათ საბჭოთა კავშირი, ახალგაზრდა სახელმწიფო, სტალინის მეთაურობით, გრანდიოზული ნაბიჯებით მიიწევდა წინ. აი რას წერდნენ იმხანად მსოფლიოს მედიასაშუალებები:

*ფრანგული ბურჟუაზიული გაზეთი “ტანი”, 1932 წლის ზაფხული:

კომუნიზმი გიგანტური ტემპებით ამთავრებს რეკონსტრუქციას, როცა კაპიტალისტური წყობილება მხოლოდ ნელი ნაბიჯით წინსვლის საშუალებას იძლევასაფრანგეთში, სადაც მიწის საკუთრება დაყოფილია მესაკუთრეებს შორის, შეუძლებელია სოფლის მეურნეობის მექანიზაცია; საბჭოელებმა კი, რომლებიც ახორციელებენ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას, შეძლეს პრობლემის გადაჭრაჩვენთან შეჯიბრებაში ბოლშევიკები გამარჯვებული აღმოჩნდნენ”.

* ინგლისური ბურჟუაზიული ჟურნალი რაუნდ თეიბლი”:

ხუთწლიანი გეგმის მიღწევები გასაოცარია, სატრაქტორო ქარხნები ხარკოვსა და ლენინგრადში, საავტომობილო ქარხანა მოსკოვში, საავტომობილო ქარხანა ნიჟნი ნოვგოროდში, დნეპრის ჰიდროელექტროსადგური, ლითონის ჩამომსხმელი გრანდიოზული ქარხნები მაგნიტოგორსკსა და კუზნეცკში, მანქანთმშენებლობისა და ქიმიური ქარხნების ქსელი ურალზე, რომელიც საბჭოთა რურად იქცევა _ ეს და სხვა სამრეწველო მიღწევები მოწმობს, რომ, როგორიც უნდა იყოს სიძნელეები, საბჭოთა მრეწველობა იზრდება, როგორც მცენარე, რომელსაც კარგად რწყავენხუთწლიანმა გეგმამ საფუძველი ჩაუყარა მომავალ განვითარებას და უაღრესად გაზარდა საბჭოთა კავშირის სიმძლავრე…. შეიძლება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ის, რომ რუსეთის ახალგაზრდობასა და მუშებს აქვთ ერთი რამ, რასაც, სამწუხაროდ, დღეს მოკლებულნი არიან კაპიტალისტურ ქვეყნებში _ ეს არის იმედი.

* ამერიკული ბურჟუაზიული ჟურნალის _ ნეიშენ-ის თვალსაზრისი, გამოთქმული 1932 წლის ნოემბერში:

ხუთწლიანი გეგმის ოთხმა წელმა ჭეშმარიტად შესანიშნავი მიღწევები დაგვანახვა. საბჭოთა კავშირი სამხედრო დროის ინტენსივობით მუშაობდა ახალი ცხოვრების საფუძვლების შექმნის ამოცანის გადასაჭრელად. ეს ქვეყანა ისე იცვლება, რომ შეიძლება ვეღარ იცნოთპირველად ისტორიაში რუსეთმა დაიწყო ალუმინის, მაგნეზიტის, აპატიტის, იოდისა და ბევრი სხვა ძვირფასი პროდუქტის მოპოვება. საბჭოეთის ველებზე გზის მაჩვენებლები დღეს არის არა დიდი ჯვრები და ეკლესიის გუმბათები, არამედ მარცვლეულის ელევატორები და სასილოსე კოშკები…. რუსეთი იწყებსმანქანებით აზროვნებას”. რუსეთი ხის საუკუნიდან სწრაფად შედის რკინის, ფოლადის, ბეტონისა და ძრავების საუკუნეში”.

მკითხველს ეს ამონარიდები იმიტომ მივაწოდე, რომ ნათლად წარმოიდგინოს, როგორ პირობებში უწევდა სტალინს მუშაობა და უკიდეგანო სივრცეებზე შრომის ორგანიზება, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ლევ ტროცკი ასეთ მითითებას აძლევდა ხელისუფლებაში მოკალათებულ მაღალჩინოსან კრესტინსკის:

ჩვენი ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ არა მხოლოდ რაიხსვერთან, არამედ ფაშისტური გერმანიისა და მილიტარისტული იაპონიის მთავრობებთანაც. თუ ჩვენ ვიბრძვით ხელისუფლებისთვის, ამისათვის საჭიროა, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც გერმანია თავს დაესხმება საბჭოთა კავშირს, ყველა ცნობილი ძალა მზად უნდა გვყავდეს. აუცილებელია, დასაყრდენი გვქონდეს როგორც ქალაქში, ასევე სოფლად, წვრილ ბურჟუაზიასა და კულაკთან, მათზე კი გავლენა, ძირითადად, აქვთ მემარჯვენეებს. და, საბოლოოდ, აუცილებელია მტკიცე დასაყრდენი წითელ არმიაში, მეთაურებს შორის, რათა შეერთებული ძალებით საჭირო მომენტში ხელთ ვიგდოთ მნიშვნელოვანი პუნქტები და მოვიდეთ ხელისუფლების სათავეში, შევცვალოთ ახლანდელი მთავრობა, რომელიც უნდა დავაპატიმროთ, მის ადგილზე კი ჩვენი წინასწარ მომზადებული მთავრობა დავსვათ”.

კრესტინსკის ტროცკიმ ისიც გაანდო, რომ ახლო ურთიერთობა აქვს ევროპის დიდი სახელმწიფოების მთავრობებთან, რომ მოსალოდნელია, ამ მთავრობათა მეთაურებმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადონ. ხოლო თვითონ (ტროცკიმ) დაიკისრა ვალდებულება, რომ გერმანიას _ უკრაინის, ხოლო იაპონიას შორეულ აღმოსავლეთს დაუთმობდა.

1935 წელს ტროცკიმ ოსლოდან გაუზავნა წერილი-დირექტივა რადეკს. ტროცკი არწმუნებდა მას, რომ საბჭოთა კავშირი “გარდაუვალი კრახის” წინაშე დგას. წერილში, კერძოდ, ნათქვამია:

ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს 1937 წლისა, როცა გერმანია და იაპონია თავს დაესხმიან საბჭოთა კავშირს. ჩვენი ბლოკის ხელისუფლებაში მოსვლა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრესორებს ქმედით დახმარებას გავუწევთ. ეს დახმარება კი უნდა გამოიხატოს გაძლიერებით ტერორისტული და დივერსიული ბრძოლისა, რომელიც უნდა წარიმართოს გერმანელი და იაპონელი მოკავშირეების უშუალო მითითებებისა და მეთვალყურეობის ქვეშ. ეს თავდასხმამდე. თავდასხმის შემდეგ კი სამხედროებმა ტუხაჩევსკის უშუალო ხელმძღვანელობით და მისი მკაცრი მეთვალყურეობით უნდა უზრუნველყონ ფრონტის გახსნა და წითელი არმიის ფრონტისპირა შენაერთების ტყვედ დანებება. ჩვენ მოგვიწევს გერმანიისთვის უკრაინის დათმობა, ხოლო იაპონიისთვის _ შორეული აღმოსავლეთის, ამურისპირეთის ჩათვლით. გერმანიას სჭირდება ნედლეული და გასაღების ბაზრები. ამ მიზნით ჩვენ მას უნდა გადავცეთ რკინის, ალუმინის, სპილენძის, მარგანეცის, ტყვიის, ოქროს, აპატიტების საბადოები…. და მივაწოდოთ საკვები პროდუქტები დაბალ ფასებში. იაპონიას ჩვენ უნდა დავუთმოთ სახალინის ნავთობსაბადოები. ამასთანავე, მივცეთ გარანტია, რომ ამერიკასთან ომში ჩაბმის შემთხვევაში უზრუნველვყოფთ ნავთობპროდუქტებით. გერმანიაიაპონიის სამხედრო ალიანსი მხოლოდ და მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში მოიყვანს ჩვენს ბლოკს რუსეთის ხელისუფლების სათავეში”.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ტროცკი თავის სამოქმედო პროგრამას ასე აყალიბებს:

ჩვენ უნდა გადავაქციოთ რუსეთი თეთრი ზანგებით დასახლებულ უდაბნოდ, რომელსაც ისეთ ტირანიას მოვახვევთ თავს, როგორიც არც კი დასიზმრებია აღმოსავლეთის ყველაზე საშინელ დესპოტებს. განსხვავება იქნება მხოლოდ ის, რომ ეს ტირანია იქნება არა მარჯვნიდან, არამედ მარცხნიდან და არა თეთრი, არამედ წითელი, ვინაიდან ჩვენ სისხლის ისეთ ნაკადებს დავღვრით, რომლის წინაშე შეძრწუნდება და გაუფერულდება კაპიტალისტური ომების ყველა ადამიანური დანაკარგი. ოკეანისგაღმელი დიდი ბანკირები ჩვენთან უმჭიდროეს კონტაქტში იმუშავებენ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, რუსეთის ნანგრევებზე განვამტკიცებთ სიონიზმის ხელისუფლებას და ისეთ ძალად ვიქცევით, რომლის წინაშეც მსოფლიო დაიჩოქებს. ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის ნამდვილი ხელისუფლება. ტერორის სისხლიანი აბანოების გზით ჩვენ მივიყვანთ რუს ინტელიგენციას სრულ გამოჩლუნგებამდე, იდიოტიზმამდე, ცხოველურ მდგომარეობამდეჯერჯერობით კი ჩვენი ყმაწვილები _ ოდესელი და ორშელი, გომელელი და ვინიცელი ტყავისქურთუკიანი ყმაწვილები _ მესაათეთა შვილები თავიანთ დროს ელიან და, რა მშვენივრად, რა დიდებულად სძულთ მათ ყველაფერი რუსული! როგორი განცხრომით მოსპობენ ისინი ფიზიკურად რუს ინტელიგენციას _ ოფიცრებს, ინჟინრებს, მოსწავლეებს, ღვთისმსახურებს, გენერლებს, აკადემიკოსებს, მწერლებს…” (. სიმანოვიჩი, “მოგონებები”).

1930-იან წლებში ოპოზიციის ზღვარგადასულ ქმედებებს დაემატა 1934 წლის 1 დეკემბერს ლენინგრადში სერგეი კიროვის მუხანათური მკვლელობა, რომელიც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა სტალინის მოთმინების ფიალის ასავსებად. პარტიული, სახელმწიფო თუ სამეურნეო ელიტა სტალინს ბრალს სდებდა ლმობიერებაში. ივანე ბენედიქტოვმა, სტალინის ერთ-ერთმა უახლოესმა თანამებრძოლმა, რომელიც ოცი წლის განმავლობაში უძღვებოდა სოფლის მეურნეობას, პოლიტბიუროს სხდომაზე პირდაპირ განუცხადა სტალინს, რომ ლენინის მთავრობაში ყველაზე დიდი ლიბერალი არის სტალინი, ეს კი თანამედროვე პირობებში შეუწყნარებელიაო. ამ აზრს იზიარებდა უკლებლივ ყველა, ვინც 1930-იან წლებში სოციალიზმის მშენებლობის გზას ადგა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა იგი ხელისუფლებაში. კიროვის მკველელობის საგამომძიებლო კომისიამ მის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სტალინს ზინოვიევისა და კამენევის დაპატიმრების სანქცია მოსთხოვა, რომელიც დიდი ყოყმანის შემდეგ გასცა პოლიტბიურომ. 1936 წლის 19 აგვისტოს ზინოვიევიევის, კამენევისა და კიდევ 12 სხვა მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლოს თავმჯდომარეობდა იუსტიციის პირველი რანგის კომისარი ვასილ ულრიხი. სახელმწიფო ბრალმდებელი კი იყო პროკურორი რომან რუდენკო.

განსასჯელებს წაყენებული ჰქონდათ ბრალდებები:

1.ტროცკისტურზინოვიევური ცენტრის ორგანიზება საბჭოთა მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელთა მკვლელობის მიზნით;

2.კიროვის მუხანათური მკვლელობა 1934 წლის 1 დეკემბერს;

3.მთელი რიგი ტერორისტული ჯგუფების მომზადება: სტალინის ვოროშილოვის, მოლოტოვის, ჟდანოვის, კაგანოვიჩის, ორჯონიკიძისა და სხვათა მკვლელობის მიზნით.

სტალინმა გამოსცა განკარგულება, სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მიეცათ საზღვარგარეთისა და საკავშირო პრესის წარმომადგენლებისთვის, საბჭოთა კავშირში აკრედიტებული ელჩებისთვის, გამოჩენილი ადამიანებისთვის, მწერლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

სასამართლო პროცესზე წარმოთქმულმა და მოსმენილმა გააოგნა არა მხოლოდ საბჭოეთი, არამედ სრულიად მსოფლიო. დამნაშავეებს საკადრისი მიეზღოთ. სასამართლო პროცესზე პირადად სსრკ-ის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი ვიშინსკიმ დაკითხა გერმანიიდან შემოგზავნილი ტროცკისტი ოლბერგი, რომელმაც ასე უპასუხა გენერალური პროკურორის შეკითხვებს:

“ვიშინსკი: _ გერმანელი ტროცკისტების კავშირი გესტაპოსთან სისტემა იყო?

ოლბერგი: _ კი, სისტემა იყო. და ეს იყო ტროცკის მითითებით.

ვიშინსკი: _ საიდან იცით, რომ ეს იყო ტროცკის მითითება?

ოლბერგი: _ ერთ-ერთი იმ ხაზთაგან პირადად ჩემი იყო. ჩემი კავშირი ტროცკის მიერ გაცემული სანქციით იყო ორგანიზებული.

ვიშინსკი: _ თქვენი პირადი კავშირი ვისთან?

ოლბერგი _ ფაშისტების საიდუმლო პოლიციასთან.

ვიშინსკი: _ ე.ი., თქვენ აღიარებთ, რომ პირადად იყავით კავშირში გესტაპოსთან.

ოლბერგი: _ მე ამას არ უარვყოფ. 1933 წლიდან დაიწყო გერმანელი ტროცკისტებისა და ფაშისტური პოლიციის მაღალჩინოსნების კავშირის ორგანიზებული სისტემა.

ტროცკის ემისარმა ნათან ლურიემ სასამართლოს შემდეგი ჩვენება მისცა: “გერმანიიდან გამომგზავრებისას გამომიცხადეს, რომ ვიმუშავებდი ფრანც ვაიცის ხელმძღვანელობით, რომელიც საბჭოთა კავშირში შეგზავნილი იყო ჰიმლერის მიერ და რომელსაც დავალებული ჰქონდა ტერორისტული აქტების მოწყობა…”

კამენევის გამოსვლამ კი დაჩრდილა მისი წინამორბედების ჩვენებები, მან, ფაქტობრივად, გათქვა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება.

კამენევმა განაცხადა: ჩვენი ჩავარდნის შემთხვევაში, შევქმენით ვიწრო ჯგუფი, რომელიც განაგრძობდა ტერორისტულ საქმიანობას, მის ხელმძღვანელად კი სოკოლნიკოვს განვიხილავდით. ჩვენ გვეჩვენებოდა, რომ ტროცკისტების მხრიდან ამ როლის შესრულებას წარმატებით გაართმევდნენ თავს სერებრიაკოვი და რადეკი… 1932, 33, 34 წლებში მე პირადი ურთიერთობები მქონდა ტომსკისა და ბუხარინთან, ვეცნობოდი მათ პოლიტიკურ განწყობილებებს. ისინი ჩვენ თანაგვიგრძნობდნენ. როდესაც შევეკითხე ტომსკის, როგორაა განწყობილი რიკოვი? მან მიპასუხა: “ისევე, როგორც მე”. ჩემს შეკითხვაზე, რას ფიქრობს ბუხარინი? მან მითხრა: “ბუხარინი ფიქრობს იმასვე, რასაც მე, მაგრამ ატარებს რამდენადმე განსხვავებულ ტაქტიკას _ არ ეთანხმება რა პარტიის მოსაზრებებს, ცდილობს თავის დამკვიდრებას მის რიგებში ხელმძღვანელობის ნდობის მოპოვების მიზნით”.

ამ განცხადებით კამენევმა, ფაქტობრივად, გასცა მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის ლიდერები, რითაც გამოძიებას საფუძველი მისცა საქმის აღძვრაზე.

ტროცკის პირადი დაცვის უფროსმა ეფიმ დრეიცერმა სასამართლოს განუცხადა: “თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ბიოგრაფია და წონა არათანაბარია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავხდით მკვლელები, ყველანი გავთანაბრდით. ყოველ შემთხვევაში, აქ მე მივეკუთვნები მათ რიცხვს, ვინც არ ელის შენდობას და არც აქვს უფლება მისი მოთხოვნისა”.

ფრიც-დავიდმა საბოლოო სიტყვაში თქვა: “მე ვწყევლი ტროცკის! მე ვწყევლი იმ ადამიანს, რომელმაც დაღუპა ჩემი ცხოვრება და მიბიძგა მძიმე დანაშაულისკენ”. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ სასწრაფოდ უნდა დაეპატიმრებინათ პიატაკოვი, სოკოლნიკოვი, სერებრიაკოვი და რადეკი. სასამართლო პროცესზე რადეკმა პროკურორის შეკითხვებს ასე უპასუხა:

“როცა აღმოვჩნდი შინსახკომში, გამოძიების ხელმძღვანელმა მითხრა: “თქვენ ხომ პატარა ბავშვი არ ხართ. აი, 15 ჩვენება თქვენ წინააღმდეგ, თქვენ ვერ შეძლებთ თავის დაძვრენას, ძალიანაც რომ ეცადოთ… ორთვე-ნახევრის განმავლობაში ვაწვალებდი გამომძიებელს. როდესაც აქ დასვეს კითხვა, გვაწამებდნენ თუ არა ჩვენ გამომძიებლები საქმის ძიებისას, უნდა ვთქვა, რომ მე კი არ მაწამებდნენ გამომძიებლები, არამედ, პირიქით _ მე ვაწამებდი გამომძიებლებს, რადგან ვაიძულებდი, ეკეთებინათ ზედმეტი, უსარგებლო სამუშაო. ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვაიძულებდი გამომძიებელს, გაეცნო ჩემთვის ყველა ბრალდებულის ჩვენება, გაეხსნა მთლიანი სურათი, რათა დამენახა, ვინ აღიარა, ვინ არ აღიარა, ვინ რა ამხილა… და ერთხელ ჩემთან მოვიდა გამოძიების უფროსი და მითხრა: თქვენ ბოლო ბრძანდებით, რატომ კარგავთ დროს, რატომ აყოვნებთ, არ ამბობთ იმას, რისი თქმაც შეგიძლიათ და იცით. და მეც ვუთხარი: დიახ, ხვალ მე დავიწყებ ჩვენებების მიცემას”.

1937 წლის 30 იანვარს სსრკის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ გამოიტანა შემდეგი განაჩენი: პიატაკოვს, მურალოვს, შესტოვსა და კიდევ სხვა 10 დამნაშავეს _ დახვრეტა; სოკოლნიკოვს, რადეკსა და კიდევ შეთქმულების ორ მონაწილეს _ ათათი წლით პატიმრობა.

დაზვერვა და კონტრდაზვერვა, ისევე, როგორც შინსახკომი და სამხედრო დაზვერვა, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. მათ მიერ მოპოვებული უამრავი მასალა, რომლებიც მოდიოდა როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ეჭვგარეშე აყენებდა მაღალჩინოსან სამხედრო პირთა შეთქმულების არსებობას, რომლის მიზანი სახელმწიფოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მათი ბელადების, პირველ რიგში, სტალინის, ფიზიკური განადგურება იყო. ერთ-ერთი წყარო, მაგალითად, მიუთითებდა: “მზადდება სახელმწიფო გადატრიალება, რომლის ორგანიზატორია ენუქიძე. შექმნილია ცენტრი, რომელშიც შედიან კამენევი, რიკოვი, პიატაკოვი, ენუქიძე; მასში გაერთიანდნენ ბუხარინი და ტომსკიც. ამ ცენტრთან დაკავშირებულია ტუხაჩევსკის სამხედრო ჯგუფი. მასში დიდ როლს ასრულებს იაგოდა”.

სამხედრო გადატრიალების მზადების ერთ-ერთ ეპიზოდზე საუბრობს ჩეკას ყოფილი კურსანტი, შემდგომში კუნცევოში სტალინის აგარაკის კომენდანტი გენერალი ორლოვი: “1936 წლის დასაწყისში იაგოდამ, მისმა მოადგილე აგრანოვმა, სამთავრობო დაცვის უფროსმა, კომისარმა პაუკერმა, მისმა მოადგილე ვოლოვიჩმა და კაპიტანმა გინცელმა შექმნეს მებრძოლთა განსაკუთრებული ასეული. მასში შეგვიყვანეს მე და ჩემი თანაკურსელები _ სერედა და იურჩიკი. ესენი იყვნენ ორი მეტრი სიმაღლის, გოლიათური აღნაგობის, ძლიერი და მოქნილი ახალგაზრდა მებრძოლები. გვასწავლიდნენ აღმოსავლური ორთაბრძოლების ილეთებს, ხიშტის გამოყენებას ხელჩართულ ბრძოლებში, დაბრკოლებების გადალახვას. კარგად გამოგვაწყვეს და შეგვაიარაღეს. წვრთნას ძერჟინსკის მოედანზე გავდიოდით, იაგოდა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან გვადევნებდა თვალყურს. საბოლოოდ, ჩვენი დათვალიერება ჩეკას ეზოში მოხდა. იაგოდა და მისი თანამოაზრენი ფიქრობდნენ, რომ ყოველგვარ უმსგავსობაზე წავიდოდით მათი გეგმების განსახორციელებლად. გვამზადებდნენ კრემლის ხელში ჩასაგდებად სტალინის დაპატიმრების მიზნით, მაგრამ შეთქმულება ჩავარდა”.

სასამართლო სხდომებმა შიში გამოიწვია უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მიმოფანტულ ტროცკისტულ-ზინოვიევურ ტერორისტულ ჯგუფებში.

მოსკოვში და თვით კრემლში ჩანდა ნირწამხდარი და უფსკრულის პირას მდგარი სახეები. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და იმხანად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ კრესტინსკი ცდილობდა მოვლენების დაჩქარებას და ტერორისტული აქტის დროულად შესრულებას, რისთვისაც რეგულარულ კავშირი ჰქონდა მარშალ ტუხაჩევსკისთან _ ტროცკის მარჯვენა ხელთან.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here